დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ტყვიის შერჩევა ზ.დ.პ-ზე
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა
GHOST
გაუმარჯოს ბიჭებს, თქვენი დახმარება მჭირდება. ახალი შეძენილი ''მაქვს გამო ბიგ კატი''. 420 მ/წმ აქ ტყვიის სიჩქარე და მაინტერესებს რომელ ტყვიებს მირჩევთ ფრინველსა და კურდღელზე სანადიროდ, ტურაც ხშირია ჩემს სოფელში და მის გამოხშირვასაც ვგეგმავ. წინასწარ დიდი მადლობა.
Lukiane123
ციტატა(GHOST @ Nov 7 2018, 08:52 PM) *
გაუმარჯოს ბიჭებს, თქვენი დახმარება მჭირდება. ახალი შეძენილი ''მაქვს გამო ბიგ კატი''. 420 მ/წმ აქ ტყვიის სიჩქარე და მაინტერესებს რომელ ტყვიებს მირჩევთ ფრინველსა და კურდღელზე სანადიროდ, ტურაც ხშირია ჩემს სოფელში და მის გამოხშირვასაც ვგეგმავ. წინასწარ დიდი მადლობა.

გაგიმარჯოს,კეთილი იყოს შენი ფეხი.
მოკლედ გეტყვი რომ პნევმატურით ნადირობა არ შეიძლება,ტყვიას კი ჯსბ 10,34 გირჩევ
GHOST
მადლობა ყურადღებისთვის და ეს ჯსბ რას ნიშნავს?
Lukiane123
ციტატა(GHOST @ Nov 7 2018, 09:04 PM) *
მადლობა ყურადღებისთვის და ეს ჯსბ რას ნიშნავს?

ტყვიას ქვია ჯიესბი
GHOST
მადლობა
MonSoon
GHOST

ციტატა(GHOST @ 7th November 2018 - 09:04 PM) *
მადლობა ყურადღებისთვის და ეს ჯსბ რას ნიშნავს?

jsb.

ჩეხური ტყვიებია მაღალი ხარისხის. 10.34 არის ტყვიის წონა გრეინებში, გრამებში გამოდის 0.67, ანუ 1 გრამიც არ არის.

კონკრეტულად რა მოეწონება შენ თოფს ვერ გეტყვით მარა შეგვიძლია გირჩიოთ კარგი ტყვიები.

თუ ნადირობაა მთავარი მიზანი და მანძილები დიდი არ არის, 30–40 მეტრის ფარგლებშია. ჯსბისთან ერთად ცადე predator polimag. იყიდება იარაღის მაღაზია მაგნიუმის ქსელში. 200 ცალი 22 ლარი ღირს. როგორც ვიცი ჯსბ_ის ეკუთვნის ეგ ბრენდიც.


ესაა jsb 0.67. ესაც მაგნიუმში იყიდება. 500 ცალი 28 ლარი ღირს.





ეს კიდე პოლიმაგებია

userman
ციტატა(bedo @ 7th November 2018 - 09:28 PM) *
ესაა jsb 0.67. ესაც მაგნიუმში იყიდება. 500 ცალი 28 ლარი ღირს.


რაო ? 28 ლარი გახდა ?
სამწუხაროა ძალზედ ... sad.gif
giga2010
userman
დაგეთანხმებით, 3-4 თვეა რაც ეგ ფასია. ეხლა ისევ დოლარმა მოიმატა. არ გამოვრიცხავ ახალ პარტიაზე უკვე მომატებული ფასი დაგხვდეთ
aleqsa
ციტატა(userman @ Nov 7 2018, 10:42 PM) *
რაო ? 28 ლარი გახდა ?
სამწუხაროა ძალზედ ... sad.gif


აბააა, კაცო მართლა გაგიჟდები როდემდე უნდა უმატონ?? მერომ პნევმატიკით მოვიწამლე და დავიწყე ტყვიების ძიება 18ლ. იდან დავიწყე ჯიესბის ჰევიკების ყიდვა და აგერ რა ფასზეა ასული, სულ 2-2 ლარობით უმატეს, და ბიჭებისგან როგორც ვიცი 18 ზე იაფიც იყოხოლმეო. ეტყობა მე ავცდი მაგ პერიოდს? smile.gif
Lukiane123
მე მახსოვს 20 ლარად რომ იყიდებოდა
userman
წელიწადში ერთხელ ვყიდულობ ხოლმე და ბოლოს 22 ლარში ვიყიდე ...
GHOST
მადლობა, ერთსაც გკითხავთ და მეტს არშეგაწუხებთ smile.gif ოპტიკას რომელსმირჩევთ რომ დავაყენო? თოფს კი მოჰყვა თავისი მაგრამ გამოცვლა მინდა
giga2010
GHOST
დარტყგამძლე, ფიქსირებულ ზუმიანს გირჩევთ. ეს ჩემი აზრია, დაელოდეთ სხვებიც გაგიზიარებენ თავის მოსაზრებას
GHOST
გაიხარე
pilotina
GHOST
ციტატა(GHOST @ 7th November 2018 - 07:52 PM) *
თქვენი დახმარება მჭირდება. ახალი შეძენილი ''მაქვს გამო ბიგ კატი''. 420 მ/წმ აქ ტყვიის სიჩქარე


და რომელი ტყვიითა აქვს ასეთი სიჩქარე? wink.gif
ოოოო, გამახსენდა, ყუთზე აწერია ხო? smile.gif ეგ სარეკლამო სიჩქარეა, რეალური სიჩქარე 235-დან 260 მ/წმ გექნება. გააჩნია ტყვიას.

ოპტიკას რაც შეეხება UTG TS 4x32 , ყველაზე კარგად ეგ გაუძლებს.
GHOST
რჩევისთვის მადლობა. ეგ სიჩქარი თვითონ იარაღს აწერია, 1400 ფპს ანუ 420 მ/წმ, ახალი შეძენილია და ვერ ვერკვევი კარგად და რავი მეპატიება 11.gif


giga2010
GHOST
420მ/წ სარეკლამო ფანდია. პნემატიკაში ეგ სიჩქარე გაუმართლებელია. მაგ სიჩქარეს მიიღებთ ძალზედ მსუბუქი ტყვიებით, მაგრამ ვერანაირად ვერ გამოგივათ კარგი ჯგუფი. სულ რამოდენიმე ტყვია რომელიც უნდა გამოგადგეთ. ჯსბ 0,67გრ ჯსბ 0,54გრ. h&n baracuda. h&n field target trophy. ჯერ პირველი ორი ტყვია მოსინჯეთ, ჩემი აზრით საუკეთესო ტყვია და გამოგადგებათ
userman
ციტატა(giga2010 @ 8th November 2018 - 08:51 PM) *
420მ/წ სარეკლამო ფანდია. პნემატიკაში ეგ სიჩქარე გაუმართლებელია. მაგ სიჩქარეს მიიღებთ ძალზედ მსუბუქი ტყვიებით, მაგრამ ვერანაირად ვერ გამოგივათ კარგი ჯგუფი. სულ რამოდენიმე ტყვია რომელიც უნდა გამოგადგეთ. ჯსბ 0,67გრ ჯსბ 0,54გრ. h&n baracuda. h&n field target trophy. ჯერ პირველი ორი ტყვია მოსინჯეთ, ჩემი აზრით საუკეთესო ტყვია და გამოგადგებათ

GHOST

ანუ , შენ კი გიხარია მაღალი სიჩქარე , მაგრამ სინამდვილეში ( ანუ რეალში ) მასე არაა. რაც იმას ნიშნავს , რომ უკეთესია რაც ნაკლები სიჩქარე ექნება . მით უფრო გაგიძლებს ოპტიკა , და მით უფრო მეტი სიზუსტე გექნება .
GHOST
გაიხარეთ ბიჭებო მადლობა რჩევებისთვის
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.