giga2010
Oct 23 2018, 12:38 PM
მივესალმე ფორუმს.
რამოდენიმე დღეა რაც ჩვენმა ერთმა თანაფორუმელმა დამითმო თოფი სახელწოდებით BSA buccaneer se.177. მას მადლობა მინდა გადავუხადო, გაიხარე!!!
თოფი საჭიროებდა დეკონსერვაციას, რადგანაც უხვად ქონდა ზეთი თითქმის ყველა დეტალზე. მეც არ დავიზარე და მთლიანად დავშალე, კარგად გავასუფთავე და საჭირო დეტალებზეც სილინიკონიც წავუსვი.
რაც შეეხება თოფს და მის ტექნიკურ მახასიათებლებს. თოფის წონა 3,5კგ-ა. სიგრძე 93სმ. კონდახი ხეა და მასზე გადაკრულია რეზინი. დატენვის მექნიზმი-- ბოლტი. რეზერვუარის მოცულობა 153კბ. მჭიდში თავსდება 10ტყვია. თოფი რედუქტორის გარეშეა და ცოტაოდენი რეგულირების შემდეგ მივიღე 60 გასროლა ჯსბ 0,67 ტყვიებით და ყველაზე დაბალი სიჩქარე მომცა 265მ/წ, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 280მ/წ. რამდენიმე გაქრონვის შემდეგ თოფს თითქმის იდეალური პლატო აქვს სიჩქარეების 190 ბარიდან 120-მდე. ამ წნევაზე მაქვს 45 გასროლა
275 მ/წ-ით(+-3მ/წ).
თოფის შესამჩნევი უარყოფითი დეტალი სასხლეტია, იმედია რამეს მოვიფიქრებ და მოვიყვან ჭკუაზე
ლულა 47სმ-ია და მასზე დატანილია გრავირება რომ ცივად ნაჭედია, ლულის არხები იდეალური.
ეს ცოტაოდენი ფოტოები



ეს ლულის ფასკა

მოუცლელობის გამო სულ რამოდენიმე ჯგუფი გავაკეთე და საკმაოდ სასიამოვნო შედეგი მივიღე. მანძილი 18მეტრი. ტყვია ჯსბ0,67. სიჩქარე 275-278მ/წ საყრდენი მაგიდა და ბალიშები

შავი წრის დიამეტრი 6მმ-ია
okela84
Oct 23 2018, 12:44 PM
გილოცავ გიგა, სუ იქსებში და ათიანებში.
აბა ველით უფრო შორ მანძილებზე პირველად შედეგებს.
ბაიკერი
Oct 23 2018, 01:55 PM
ვიცოდი კარგი იქნებოდა

მომილოცავს. სულ 10იანებში
vexam
Oct 23 2018, 03:10 PM
"ბსა" ელეგანტურობა და სილამაზე. ანუ თუ სწორად გავიგე "საკუთრებაში გადმოგეცათ"? თუ ასეა, გილოცავ. სხვა სამყაროში იწყებ მოგზაურობას-კლასიკური კონდახი/ნაჭედი ლულა..

ერთი ეს არის, რომ ეს პატარა რეზერვურები რა ჯანდაბაა. ზამბარიანი მჭიდი აქვს? ზევიდან დახურულია კოლოფი და ერთეული გასროლებისთვის ცალკე მჭიდი აქვს? ამ დეტალებს იმიტომ გეკითხები, რომ ეს "ზამბარიანი" მჭიდები ტყვიის კაბის ბოლოებს ატყობს მაინც თავის კვალს და ვვარაუდობ, რომ სროლის შედეგებზე ახდენს გავლენას. "გაიხაროს" "ჰატსანმა" მჭიდის სისტემისთვის.
giga2010
Oct 23 2018, 03:15 PM
ციტატა(vexam @ 23rd October 2018 - 04:10 PM)

ზამბარიანი მჭიდი აქვს? ზევიდან დახურულია კოლოფი და ერთეული გასროლებისთვის ცალკე მჭიდი აქვს? ამ დეტალებს იმიტომ გეკითხები
დიახ, ზამბარიანი მჭიდი აქვს, დახურული კოლოფია, ცალკეულ გასროლას მჭიდის გარეშე ვერ მოახდენთ.
ბიჭებო მადლობა!!! აუცილებლად დავტესტავ შორ მანძილებზე და გაგაცნობთ შედეგებს.
geojorjika
Oct 23 2018, 03:46 PM
გილოცავ გიგ, მე მომწონს ეგ იარაღი, თან ინგლისშია დამზადებული
პირამიდზე ფასდაკლება ეხლა სხვათაშორის და 300$ ღირს, კარგი ვარიანტია ჩამოსატანად.
giga2010
Oct 23 2018, 04:16 PM
NRG
Oct 23 2018, 05:01 PM
მოგილოცო გიგა დაითრიე კლასიკური თოფი?

შრაუდერი ან მოდერი არ აქვს?
საინტერესო იქნებოდა ლულაში გატარებული ტყვიის ნახვა როგორ ანაბეჭდს ტოვებს ნარეზი.
giga2010
Oct 23 2018, 05:22 PM
NRG
კი აკაკი. არ აქვს შრაუდერი და კაი ხმითაც აბრახუნებს. ლულა ცოტა უხერხული მოსახსნელია, თუ კოლოფს არ მოხსნი, ვერც ლულას გამოიღებ. რომ დავშლი გასაწმენდად აუცილებლად გავატარებ ტყვიას შომპოლით და გაჩვენებთ
NRG
Oct 23 2018, 05:28 PM
giga2010
მაშ გილოცავ, მიზანს არ აგეცდინოს მეგობარო
giga2010
Oct 23 2018, 05:30 PM
NRG მადლობა
pilotina
Oct 23 2018, 06:20 PM
გილოცავ გიგა, მშვიდობაში და სიხარულში! გაემართლებინოს შენი იმედები.
giga2010
Oct 23 2018, 06:26 PM
pilotina
თქვენის თამადობით, ყველას მადლობა.
MonSoon
Oct 23 2018, 07:51 PM
vexam ციტატა(vexam @ 23rd October 2018 - 04:10 PM)

ერთი ეს არის, რომ ეს პატარა რეზერვურები რა ჯანდაბაა.
სამაგიეროდ ცოტა მეტზე 230 ბარზე აქვს მაქსიმალური წნევა 200_ის ნაცვლად.
giga2010
Oct 23 2018, 08:24 PM
MonSoon
გეთანხმები, რომ მითითებული აქვს 230ბარი, მაგრამ მე მაინც 200ბარზე დავტენე და კარგი 50გასროლა მომცა, რაც ჩემთვის საკმარისი
vexam
Oct 23 2018, 09:56 PM
ციტატა(giga2010 @ Oct 23 2018, 09:24 PM)

MonSoon
გეთანხმები, რომ მითითებული აქვს 230ბარი, მაგრამ მე მაინც 200ბარზე დავტენე და კარგი 50გასროლა მომცა, რაც ჩემთვის საკმარისი
230-200 ბარის საკითხი არაერთხელ არის განხილული. საერთოდ მგონია, რომ ამ თოფის სრული სტაბილური პოტენციალი 190-120,110 ფარგლებში იქენბა განსაზღვრული.
MonSoon
Oct 23 2018, 09:59 PM
vexam ციტატა(vexam @ 23rd October 2018 - 10:56 PM)

230-200 ბარის საკითხი არაერთხელ არის განხილული.
მე არ მახსოვს ეგ განხილვა მაგრამ როგორც ვხვდები უნდა იგულისხმებოდე პრიამატოკის შემტხვევაში პლატო. ესეა ??
230 ბარი რო გაქვს, ოპტიკაში გეცოდინება სანამ პლატოზე დადგება სად ხვდება რა წერტილზე. მხოლოდ ფურცელზე შეიძლება არ ისროდე. გასროლის რაოდენობასთან ერთად, ესაც ვიგულისხმე მე პირადად როცა ზევით 230 ბარი აქვს მეთქი დავწერე.
MonSoon
Oct 23 2018, 09:59 PM
.......................................
gela
Oct 23 2018, 10:22 PM
მშვიდობაში გიგა, მოგილოცავ ძმაო, უკეთესი და უკეთესის შეძენაში
giga2010
Oct 23 2018, 10:24 PM
gela
გაიხარე გელა. მადლობა
giga2010
Oct 27 2018, 02:11 PM
ვინმეს შეუძლია დამეხმაროს ტვისტის მოძიებაში 4,5 კალიბრში? სხვადასხვა მონაცემებია და ვერ გავერკვიე. ერთი ესეთი რამ ვნახე
LW 1:17,7
BSA 1:19 (may be also hatsan at44 ??? )
Crosman recent barrel blank .22 1:15.5"
Crosman old model 180 .22 1:15.5"
Crosman recent barrel blank .177 1:15.5"
Career Infinity .22 1:15.5"
HW recent blank from MAC1 .22 1:16"
FX Cyclone .22 (LW) 1:17.5"
BAM .22 1:18"
Sheridan C9 Rocker .20 1:12.25"
Sam Yang 909 .45 1:20 (published)
AA MPR .177 1:17.75
Steyr .177 has different twist rate for different power.
1:18,75 ... LP
1:17,75.....MP
1:15,75.....HP
Steyr LG110 .177 (24J) barrel has 1 twist in 15 1/2 In. Thanks GS.
Gamo CFX (Older metal trigger model) 1:25 (17" barrel)
Weihrauch HW30MK2 1:15 (15.5" barrel)
Weihrauch HW77K 1:15 (14.5" barrel)
MonSoon
Oct 27 2018, 03:00 PM
giga2010
გიგა lw 1:17.7 არის ერთი ბრუნი 17 ინჩიო. ანუ 44.96 სმ. ანუ 450 მმ გამოდის ტვისტი.
Bsa 1:19 გამოდის 480 მმ ტვისტი. პირველად ვახე ამდენი.
Crosman recent barrel blank .22 1:15.5" გამოდის 39.4 სმ ანუ 400 მმ ტვისტი.
იტოკში 25.4 ზე გაამრავლე.
ბაიკერი
Oct 27 2018, 03:03 PM
მე ეს ვნახე
the 1:16 twist was adopted in 1905 by BSA and hasn’t really changed.
giga2010
Oct 27 2018, 05:47 PM
აგერ კიდევ. ეს კი საიტია სადაც ვნახე.
esI paste info from 2014
TX200 1:17",
HW97 1:15.5" ,
Rapid Mk 1 1:14",
Steyr 110ft 1:17" ,
HW100 1:16",
CZ (S200) 1:18.5",
BSA 1:18.5",
Steyr barley twist 1:15.5"
HW50 1:16"
aleqsa
Oct 27 2018, 06:52 PM
giga2010
ამ ჩამონათვალმა დამაფიქრა, გამოდის სხვადასხვა მოდელის ვაირაუხებს და შტეიერებს სხვადასხვა ტვისტი ქონიათ დაარა ერთი რაიმე სტანდარტული!!!
giga2010
Oct 27 2018, 07:06 PM
aleqsa
ალექს, დანამდვილებით არვიცი რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ჩამონათვალი
MonSoon
Oct 27 2018, 07:41 PM
ბსა_ს მივწერე ტვისტზე, ოფიციალურ საიტზე. საინტერესოა რას მოგვწერს.
giga2010
Oct 27 2018, 07:52 PM
MonSoon
გიო კალიბრიც და მოდელიც მიუთითე?
MonSoon
Oct 27 2018, 07:59 PM
giga2010
კი. აი ესე. bsa buccaner se .177
giga2010
Oct 27 2018, 08:01 PM
MonSoon
გაიხარე გიო. მადლობა
giga2010
Oct 30 2018, 08:08 PM
MonSoon
გიო, პასუხი ხომ არ მოგსვლია ტვისტზე, რომ მიწერე
MonSoon
Oct 30 2018, 08:46 PM
giga2010 არა, არ მოუწერიათ. შაბათს მივწერე.
ვინმემ მითარგმნეთ რა, იქნება არასწორი და გაუმართავი ტექსტი მივწერე.
ტექსტი არის შემდეგი რომელიც მივწერე.
ვარ ამა და ამ იარაღის მფლობელი, თუ შეიძლება მითხარით ამ იარაღის ლულის ტვისტი.
პმ მომწერეთ თუ სურვილი გექნებათ და გავუმეორებ.
მივწერე ამ საიტზე
http://bsaguns.co.uk/contact/მარცხენა იმეილზე enquiries@bsaguns.com
giga2010
Oct 30 2018, 08:50 PM
MonSoon
კარგი გიო, თუ ვინმე გამოგეხმაურო ხო კარგი
გიო ეს როგორ გაქვს მითითებული
Artemis P10 ვერ ვიპოვე გრაფა სად უნდა ჩავწერო ჩემი ფიშტო
MonSoon
Oct 30 2018, 08:58 PM
giga2010
კაბინეტში ან პირად მონაცემებში რო შეხვალ, მარცხნივ ჩამოთვლილებში იპოვე ხელმოწერის რედაქტირება. შემდეგ უკვე გამოტანილ დიდ უჯრაში ჩაწერ.
giga2010
Oct 30 2018, 09:01 PM
MonSoon
გაიხარე. მადლობა
vexam
Oct 31 2018, 10:41 AM
ციტატა(MonSoon @ Oct 30 2018, 09:46 PM)

giga2010 არა, არ მოუწერიათ. შაბათს მივწერე.
ვინმემ მითარგმნეთ რა, იქნება არასწორი და გაუმართავი ტექსტი მივწერე.
ტექსტი არის შემდეგი რომელიც მივწერე.
ვარ ამა და ამ იარაღის მფლობელი, თუ შეიძლება მითხარით ამ იარაღის ლულის ტვისტი.
პმ მომწერეთ თუ სურვილი გექნებათ და გავუმეორებ.
მივწერე ამ საიტზე
http://bsaguns.co.uk/contact/მარცხენა იმეილზე enquiries@bsaguns.com
I'm the owner of BSA buccaneer se.177. Please, let me know about twist of barrel in cm (or in.). Thanks a lot.
ციტატა(giga2010 @ Oct 27 2018, 03:11 PM)

ვინმეს შეუძლია დამეხმაროს ტვისტის მოძიებაში 4,5 კალიბრში? სხვადასხვა მონაცემებია და ვერ გავერკვიე. ერთი ესეთი რამ ვნახე
LW 1:17,7
BSA 1:19 (may be also hatsan at44 ??? )
Crosman recent barrel blank .22 1:15.5"
Crosman old model 180 .22 1:15.5"
Crosman recent barrel blank .177 1:15.5"
Career Infinity .22 1:15.5"
HW recent blank from MAC1 .22 1:16"
FX Cyclone .22 (LW) 1:17.5"
BAM .22 1:18"
Sheridan C9 Rocker .20 1:12.25"
Sam Yang 909 .45 1:20 (published)
AA MPR .177 1:17.75
Steyr .177 has different twist rate for different power.
1:18,75 ... LP
1:17,75.....MP
1:15,75.....HP
Steyr LG110 .177 (24J) barrel has 1 twist in 15 1/2 In. Thanks GS.
Gamo CFX (Older metal trigger model) 1:25 (17" barrel)
Weihrauch HW30MK2 1:15 (15.5" barrel)
Weihrauch HW77K 1:15 (14.5" barrel)
გამარჯობა გიგა. მაგ: FX Cyclone .22 (LW) 1:17.5". გამოდის, რომ 1 (ერთი ტვისტი, ანუ სრული ბრუნი): 17,5" (17,5 ინჩზე) ანუ ამ მონაცემებით, ტვისტი იქნება 17,5X2,54სმ=44,45 სმ
giga2010
Oct 31 2018, 12:03 PM
ციტატა(vexam @ 31st October 2018 - 11:41 AM)

გამარჯობა გიგა. მაგ: FX Cyclone .22 (LW) 1:17.5". გამოდის, რომ 1 (ერთი ტვისტი, ანუ სრული ბრუნი): 17,5" (17,5 ინჩზე) ანუ ამ მონაცემებით, ტვისტი იქნება 17,5X2,54სმ=44,45 სმ
ეგ გასაგებია, მაგრამ ვერ გავარკვიე ზუსტად რა ტვისტი აქვს ჩემს ბსა-ს.
MonSoon
Oct 31 2018, 12:25 PM
როგორც იქნა მოიწერეს. დავაკოპირებ.
Good morning,
Thank you for the email.
I have spoken to the gunsmith and it is “ 1 turn in 19 Inches “
MonSoon
Oct 31 2018, 12:54 PM
მოკლედ ტვისტი ჰქონია 1:19. მმ_ში გამოდის 482 მმ. რო დავამრგვალოთ ალბათ 480.
giga2010
Oct 31 2018, 12:58 PM
MonSoon
მადლობა გიო. გაიხარე.
მე პირიქით მოკლე ტვისტი მეგონა. ანუ გამოდის რომ წესით მაღალი სიჩქარე უნდა მოუხდეს?
vexam
Oct 31 2018, 08:25 PM
გამოდის, რომ არ უნდა"აწყინოს".

თუმცა, საწყისად, ზემაღალი ენერგეტიკისთვის არამგონია იყოს გამიზნული. მწარმოებლის გვერდზე, ყველაზე მძლავრი ეგზემპლიარი 300მ/წმ-ზე ეწერა, თუ სწორად მახსოვს და ძირითადად ნაკლები ძალიას მოდელები იყო. თუ ჯოულებში იყო 30 მაქსიმუმ, რაღაც ამ ფარგლებში.
რარც "ცუდად" უტრიალებ მგონი და წინა "ფიშტოებივით" "გადაგდება" თუ დაუპირე წინადადების განსახილველად რიგში პირველი ვარ..

)
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.