დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: პლინქი ARTEMIS P15
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
გვერდი: 1, 2, 3, 4
giga2010
სალამი მეგობრებო. გავხსენი ახალი თემა რადგანაც ვაპირებ მომავალშიც ბევრი ვიდეო და ფოტო შედეგები წარმოგიდგინოთ. ეს ვიდეოც არ იყო დაგეგმილი. მსროლელი ისევე ჩვენი თანაფორუმელი --MonSoon-ა. მანძილი 130 მეტრია. ტყვია ჯსბ-0,67გრამი. სიჩქარე 265-267მ/წ. საყრდენი მაგიდა და ბალიშები.
MonSoon-ა კი ისროდა ამ მანძილზე, მაგრამ ჩვენც დავტეტსტეთ ამ მანძილზე და საკმაოდ მარტივად ვარტყავდით სამიზნეს. ალექსაც კი, რომელიც ცაციაა, მარჯვენა ხელით მოსინჯა და იგივე შედეგები მიიღო. ვიდეო 2 ნაწილად არის ჩაწერილი. აქვე, მინდა ბიჭებს მადლობა მოვუხადო დღევანდელი დღისთვის. ვიდეოში არაფერი შემიცვლია და არც ხმას წავშლი, ალექსა გადღერგძელებთ ყველა ფორუმელს
ეს პირველი ვიდეო
https://radikal.ru/video/nyhqv92XVAz
ესეც მეორე
https://radikal.ru/video/w3Qg74rKT4s
aleqsa
ხოოოოო.... გუშინ გიგას არტემისმა მაგრად მასიამოვნა მეცკი. ვგულისხმობ იმას რომ მე სროლისას ცაციავარ და მაგ თოფზე გინდა არგინდა მარჯვნიდან უნდა ისროლი (მარცხნიდან გადასატენი სახელური ლოყაზე მედებოდა რაც საკმაოდ უხერხუობას მიქმნიდა სროლისას) ავდექი და მარჯვნიდან ვისროლე მეც რაც იანება იქნებათქო, ხოდა რაც იქნებაო კიარადა აი იმ ანეგტოტის არიყოს " სასწაულს შვრებაო" ზუსტად ეს თოფიც სასწაულს შვრება, ვგულისხმობ იმას რომ ბოლოს მეც როცა მივუჯექი 130მ. დისტანციაზე და როცა გავარკვია თუ როგორ და სად უნდა დამემიზნებინა შემდეგ უკვე 10 იდან 7-8 სულ იოლად ძალიან თავისუფლად ვარტყავდი ( თან გაითვალისწინეთ 4 თუ 5 ჭიქა კონიაკი მქონდა უკვე "ჩაკრული" გულ-მკერდში smile.gif wink.gif ) და ეს კიდევ არაფერი, ბიჭების სროლას რასაც დავაკვირდი მანამდის დისტანციას იცვლიდნენ ყოველი 10მ. ით აი თუ ქარი არ წამოუბერავდა ტყვია აბსოლიტური სწორი ტრაექტორიით მიფრინავს არანაირი გვედითი გადასვლა გადმოსვლით. მხოლოდ ვერტიკალური ვარდა. ნუ ეგ თავისთავადაც. ასერომ გუშინ ვინც ვიყავით ყველამ, ოთხივემ მართლა ძალიან ვისიამოვნეთ ამ თოფით ( ვინც იცით შორ მანძილზე გარტყმას რა "კაიფი" აქვს მიხვდებით რასაც ვგულისხმობ wink.gif )
მოკლედ წარმატებები გიგას მომავალშიც და მადლობა ბიჭებო გუშინდელი კაი ტკბილი საღამოსტვის! smile.gif

ისე მაგრა მაინტერესებს ბიჭებო აი სხვა პ15 ის პატრონებმაც იქნებ გვითხრათ რა შედეგებს იღებთ? არამგონია მარტო გიგას გამოადგა რაღაც განსაკუთრებული, რატომღაც მგონია რომ თქვენი თოფებიც ისეთივე სიზუსტით უნდა ისროდე, რადგან გიგას როგორც ვიცი ყუთიდან რაც ამოიღო იგივეა, ხელი არ დაუდია არაფრისთვის. საინტერესოა თქვენი აზრიც და შედეგებიც?

პ.ს. ხო მართლა ბატონო გრიგოლ იმედია ახალ პარტიას კიდევ შემოიტანთ პ15 ის??? ეხლა ხომ არის და დარწმუნებულივარ კიდევ უფრო პოპულალური გახდება ეს თიფები მომქვალში!!!
name
კარგი იარაღია, წარმატებულათ უკვე ისვრის , ცოტა მანძილი კიდე გაზარდეთ აბა უფრო შორი მანხილი კიდევ უფრო საინტერესო იქნება
MonSoon
name
ციტატა(name @ 15th June 2018 - 11:23 AM) *
ცოტა მანძილი კიდე გაზარდეთ აბა უფრო შორი მანხილი კიდევ უფრო საინტერესო იქნება

კი ამის ინტერესი არის. უფრო დიდი მანძილისაც და ცოტა სხვა სამიზნეებზე სროლისაც თან უფრო საინტერესოსიც.
ხ.მ.ე.ლ.ო
კარგი ფიშტოა ნამდვილად. შემდეგსი ნანადირევის სურათ-ვიდეოები აგეტვირთოს smile.gif
name
MonSoon

ხოდა ველი საინტერესო რეპორტს და შედეგებს დიდ მანძილზე,
NRG
giga2010
aleqsa
MonSoon

კიდევ ერთი მადლობელი ადამიანი იმ კარგი დღისათვის გენაცვალეთ ჯიგრებო. ისე, 130 კი არა 135 მეტრი იყო მე და გიომ დავაზუსტეთ. გიგა მართლა კარგი თოფი გამოდგა ყველამხრივ დამაკმაყოფილებელი, ისეე შემდეგში 150 კი არა 160> ც შეიძლება არა? smile.gif
giga2010
საღამო მშვიდობის მეგობრებო. კიდევ ერთი სასიამოვნო დღე გავატარეთ ბიჭებმა. მინდა საუკეთესო ჯგუფი გაჩვენოთ 100 მეტრზე.
ტყვია ჯსბ-0,67გრამი. სიჩქარე 270-272მ/წ. საყრდენი მაგიდა და ბალიშები. ესეც ფოტო

ასევე დაუგეგმავად ვისროლეთ 150 მეტრზე. ისროდა ჩვენი ფორუმელი MonSoon-ა. ვიდეოს ხარისხზე ბოდიშს გიხდით

https://radikal.ru/video/XCEVaxkcGPv
aleqsa
ხოოოოო!!! დღესაც იგივე!!! უფრო და უფრო ვზრდით მანძილებს და კიდევ და კიდევ გვაოცებს ეს თოფი!!!
მე მაგალითად ამ თოფს (არტემისს) "ჩინური ვაირაუხი" დავარქვი smile.gif ხოლოთ ჯერჯერობით მარტო გიგას არტემისს, სხვა არტემისების პატრონები რატომღაც პასიურობენ და შედეგებს არ გვაცნობენ??!!

პ.ს. გიგა ის 50მ. ზე ნასროლი 4 ტყვია ერთ წერტილში (როგორც გიოს უყვარს თქმა "ტყვია-ტყვიაში") რატომ არ დადე? არ გადაგიღია? მხოლოდ მეხუთე გაიქცა ოდნავ (1.3სმ. ით) გვერდით და გააფუჭა სარეკორდო ნასროლი smile.gif ნუ ეს ძალიან ხშირად ხდებახოლმე, 5 იდან ერტი რატომღაც ურცობს და გვერდით იწევს!! დათკა25 იც დაგვემოწმება არა დავით? wink.gif smile.gif
ბაიკერი
მალადეც ბიჭები. მაგარი გაკვირვებული ვარ ჩინური არტემისი ამდენს რომ აკეთებს
giga2010
aleqsa
არ გადამიღია, მაგრამ მე მაინც ჯგუფს ვთვლი 5 ტყვიით, შენც დამეთანხმები. 50 მეტრზე რამდენიმე ჯგუფი იყო 15მმ-ი, ისიც არ გადამიღია. 100 მეტრზე კი საშუალოდ 4სანტიმეტრში ჩაეტევა

ბაიკერი ჩემთვისაც გასაკვირია. ბიჭების მონდომება იყო რომ გვესინჯა შორ მანძილზე. რაც ყველაზე გასაკვირია ჩემთვის, ტყვია შორ მანძილზე არ კარგავს ტრაექტორიას, მიდის სწორი ხაზით და სტაბილური ვარდნით. ეს რომ არ იყოს ბულპაპი კიდევ რამოდენიმე მილიმეტრებს შეამცირებს.
ბოლოს კი აურია და ვერ გავიგე მიზეზი, შესაძლოა ახალი კოლოფიდან ვისროლე ტყვიები, ან ლულა გასაწმენდი გახდა
ზოგადად არტემისის მფოლებელების აზრიც და მათი შედეგებიც მაინტერესებს
mamukaaa
სანადიროდ მაგარი იარაღია.
150 მეტრზე მაგ ფიცარს ხვრიტავს?ლამინატია თუ ფიცარი?
giga2010
mamukaaa
რვიანი ახალი ფანერა იყო. ხვრიტავს თავისუფლად
userman
ციტატა(ale @ 24th June 2018 - 11:02 PM) *
ეს ძალიან ხშირად ხდებახოლმე, 5 იდან ერტი რატომღაც ურჩობს და გვერდით იწევს!! დათკა25 იც დაგვემოწმება არა დავით?


არა მარტო დავითა , მეც დაგემოწმები ერთმა უნდა გაგიფუჭოს საქმე biggrin.gif .

ისე თავიდან ძალიან განვიცდიდი ხოლმე , მაგრამ არაფერია სანერვიულო. სადაც 4 ერთ წერტილშია მეხუთეს თუნდაც სულ ნუ გაისვრის თოფი smile.gif .

თქვენც გირჩევთ , რომ მაგას ყურადღება არ მიაქციოთ ...
aleqsa
userman


ციტატა(userman @ 25th June 2018 - 01:48 PM) *
მაგრამ არაფერია სანერვიულო. სადაც 4 ერთ წერტილშია მეხუთეს თუნდაც სულ ნუ გაისვრის თოფი .


ხოდა საქმეც მაგაშია ბესო, იმ ბოლო ჭიქის არიყოს, თავგზას რომ გვაკარგინებს, მოდი და გაიგე ან ბოლო ჭიქა რომელია ანდა ის მეხუთე პულკა რომელიც განზე იწევს??? smile.gif
name
მშვენიერია , და რამედენ ხრახნიანია არტემისას ლულა? კარგი იქნებოდა ფასკას თუ გადაუღებდით ახლოდან სურათს დაგედოთ
giga2010
name
12 ხრახნიანია. ფასკას რაც შეეხება, ქარხნულია
giga2010
21 მეტრი, ტყვია ჯსბ0,67გრამი. საყრდენი მაგიდა და ბალიშები. 20 გასროლა. შავი წერტილის დიამეტრი 6მმ-ია
https://radikal.ru/video/WgNfeLPFhQF
aleqsa
giga2010

საღოლ გიგა, კლასსს!!! clapping.gif

ერთი ძმურად მერე ეგ ვიდეო ვაიბერზე გადმომიგდე რა...

იმ ოსს რო გონია თავი მამალი ყვავი იმას უნდა ვაჩვენო, რო არც აქ ვართ "ჯაბანნი" wink.gif
giga2010
ესეც პატარა ვიდეო დღევანდელი შედეგების. მანძილი 50მეტრი. ტყვია ჯსბ 0,67გრამი. სიჩქარე 272-275მწ. საყრდენი--მაგიდა და ბალიშები. საგრძნობი ქარი ქროდა და ამ ვიდეოშიც ჩანს. ასევე პერიოდულად ვაკეთებდი კორექტირებას ქარზე
https://radikal.ru/video/v5KcWQf4A1a
airgunp15
გაუმარჯოს მე არტემისის შეძენა მინდა როგორც ვხედავ მაგარია. ოპტიკა რომელი დავაყენო მირჩიეტ ძმურად
giga2010
airgunp15
გამარაჯობა. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ჩვენს ფორუმზე
ეხლა რაც შეეხება არტემის პ15, რომლის მფლობელიც მე ვარ. მინდა გითხრათ რომ ტოპ-კლასის თოფებში არ გადის. ეს ეგზემპლიარი პირადად მე გამომადგა, მაგრამ ვერ გეტყვის ვერავინ, რომ მეორე სხვა ეს მოდელი გაამართლებს, ის რომ კომპაქტურია, მსუბუქია ეს არ არის სადაო და თუ ნადირობა და ბუნებაში გიყვართ გასვლა მაშინ გამოგადგებათ. მეორე საკითხია თუ გინდათ შეჯიბრებებისთვის, რისთვისაც კლასიკურ თოფს გირჩევთ
ოპტიკა სულ სხვა თემაა, აქაც იგივენაირად იყოფა, სანადირო, ქაღალდზე სასროლი
ჩემი რჩევა იქნება, არ იჩქაროთ, გადახედეთ ფორუმს, გადაიკითხეთ ფორუმის სტატიები და ისე გააკეთეთ არჩევანი.
gela
giga2010


გიგა ლულის სიგრძე რა არის ამ ბულკაზე ? ტყვიის ჩასადებიდან ასე ვთქვათ ლულის ბოლომდე, ანუ უშრაუდეროდ. ხომ არ გაგიზომავს? ჩემს ფიშტოზე ვაპირებ რაცხა პატარა ცვლილებას და მაინტერესებს smile.gif)
giga2010
gela
როგორც მახსოვს 45სმ ან 47სმ.
giga2010
gela
47 სანტიმეტრია, ეხლა გავზომე
gela
giga2010

მადლობა გიგა friends.gif
Lukiane123
რა ოპტიკით ისვრი 150 მეტრზე ? 24 იანი მაქვს და 80 100 მეტრზე ბოთლისთავსახურებს კი ვარტყამ მაგრამ მყარი საყრდენი უნდა ,უფრო შორ მანძილზე უკვე არ მიცდია და არც ჩანს კარგად
giga2010
Lukiane123
120 მეტრზე მაქვს ნასროლი, საყრდენით მაგიდიდან. ოპტიკა 10ჯერადობაზე მქონდა, ოპტიკის სახელწოდება არვიცი, ჩინური წარმოების არის
Lukiane123
ციტატა(giga2010 @ Oct 12 2018, 12:31 PM) *
Lukiane123
120 მეტრზე მაქვს ნასროლი, საყრდენით მაგიდიდან. ოპტიკა 10ჯერადობაზე მქონდა, ოპტიკის სახელწოდება არვიცი, ჩინური წარმოების არის

შეგიძლია სურათი რომ გადაიღო?მაგ მანძილზე როგორ ჩანს ოპტიკიდან სამიზნე?
giga2010
Lukiane123
ოპტიკის თემაში დავდებ
ომარი
მე ის მომწონს რო პატარა და მჩატეა სიზუსტეც კარგია სანადიროტ ქედანზე 4.5 კალიბრი თუ გაქაჩავს ?

აბოიმი როგორიაქვს თიტქოს რაღაც პრობლებატური ჩანს რას იტყვის ამის ტაობაზე გიგა?
MonSoon
artemisp15
http://www.airgun.ge/forums/index.php?show...0&start=100

მემგონი ესე აჯობებს რო ამ თემაში კითხო. აქ უბრალოდ პლინკია. კითხვას გადაიტან და ეგაა.
giga2010

ციტატა(artemisp15 @ 25th October 2018 - 07:46 PM) *
თიტქოს რაღაც პრობლებატური ჩანს რას იტყვის ამის ტაობაზე გიგა?

სანადირო სიზუსტეს მჭიდი დიდ გავლენას ვერ ახდენს, ძალიან უმნიშვნელო
Lukiane123
სანადიროდ უპრობლემოდ გაქაჩავს უფრო შორ მანძილზეც,მთავარია გაარტყა
ომარი
am iaragis videoebi dadet vinme qartulad nadirobis dros gadagebuli tuar gagizneldebat bichebo.tundac iutubze
giga2010
artemisp15
პნევმატურით ნადირობა აკრძალულია
ომარი
არამგონია პნევმატურით ნადირობაზე ჯარიმა იყოს ლიცენზია თუ გექნება,ასეა მგონი.
Lukiane123
ციტატა(artemisp15 @ Nov 2 2018, 07:48 PM) *
არამგონია პნევმატურით ნადირობაზე ჯარიმა იყოს ლიცენზია თუ გექნება,ასეა მგონი.

ლიცენზია კი,მაგრამ პნევმატური იარაღით ნადირობას კანონი კრძალავს.
floyd
პნევმატურით ნადირობა კანონით დაშვებულია, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ლიცენზიასთან (გარემოდან გადამფრენი ფრინველის ამოღების მოსაკრებელს გადახდის დამადასტურებელი ბანკის ქვითარი) ერთად ნადირობისას თან უნდა იქონიო იარაღის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, პნევმატურის გაფორმება კი არ დაწყებულა მე როგორც ვიცი ამ ეტაპზე


ტელეფონით ვარ და თემას არ დავაკვირდი, უკაცრავად არათემატური პოსტისთვის
ომარი
ანუ ეს იმას ნიშნავს რომ შეიძლება იარაღი გარემოს დაცვის თანამშრომლებმა წაგართვან?
ბაიკერი
artemisp15
კი
ომარი
gaumarjos! dges rogorc iqna viyide p 15 da ragac simzlavre slabobs.ukan klapani xoar umatebs simzlavres?
okela84
artemisp15
ციტატა(artemisp15 @ 7th November 2018 - 05:45 PM) *
ragac simzlavre slabobs

რაში გამოიხატება ?
ომარი
hatsan 75 modeli ufro moshnia gatanashi.
ukan saatverke simzlavris unda iyos cota ro moematos albat xo?
MonSoon
artemisp15
სურათი გადაუღე აბა რა პოზიციაზეა ის სატრიალო რასაც გულისხმობ.
okela84
artemisp15
ციტატა(artemisp15 @ 7th November 2018 - 06:35 PM) *
hatsan 75 modeli ufro moshnia gatanashi.

ოპტიმალური სიმძლავრე თუ გინდა ქრონოგრაფი დაგჭირდება.
ომარი
zmurad tuar shecuxdebi da or cuts gamozebni am nomerze zari gamoatare ori sityvit gagesaubrebi.591 80 34 85
gela
მეც შემოგიერთდით კიდევ ერთი P15 არტემისელი smile.gif) გუშინ დინამოსთან ამოვიიღლიავე და ახლა ჩემს განკარგულებაშია smile.gif
ბაიკერი
gela
მშვიდობაში
რა ჯგუფს გიკეთებს გაგვაგებინე რა. ყველას გვაინტერესებს გიგასია მხოლოდ ზუსტი თუ ყველა არტემისები ზუსტებია biggrin.gif
gela
ციტატა(ბაიკერი @ Nov 8 2018, 11:40 AM) *
gela
მშვიდობაში
რა ჯგუფს გიკეთებს გაგვაგებინე რა. ყველას გვაინტერესებს გიგასია მხოლოდ ზუსტი თუ ყველა არტემისები ზუსტებია biggrin.gif


მადლობა მეგობარო smile.gif აუცილებლად გაგაგებინებთ, ჯერ ერთი ტყვიაც არ მისვრია, წუხელ მოვაგდე სახლში ახალი ნოლშესტივით smile.gif)
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.