დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: შევიძენ ჯერადობის ოპტიკურ სამიზნეს
Georgian Airgunners Portal > ყიდვა-გაყიდვა > ვიყიდი
giga2010
სალამი მეგობრებო. თუ ვინმეს აქვს ზედმეტი, პატარა ზომის ოპტიკა, გამომეხმაურეთ. ასევე თუ ვინმეს სადმე შეუმჩნევია ნორმალური ხარისხის ოპტიკა იქნებ გამაგებინოთ.
სასურველია 6 დან 12 ჯერადობის ოპტიკა
okela84
ერთი უნივერსალური და ხარისხიანი ოპტიკა არ გაწყენდა, Vortex crosfire 2-ის სახით , დაახლოებით 150$-300$-მდე მერყეობს ფასი ჯერადობის მიხედვით. პარალაქსიც ნებისმიერს 10 იარდიდან ეწყება.

ქაღალდზეც და ნადირობაზეც საკმაოდ კმაყოფილს დაგტოვებს, დოლურასთან პირველივე შეხებისას იგრძნობ პრემიუმ ხარისხს
aleqsa
giga2010
კოლიმატორი არ გინდა? ჩემი გამოცდილებით მაქს. 30 მეტრამდე მუშაობს კოლიმატორები.

https://www.mymarket.ge/ka/product/view/11419578/

ეს მაგალითად.
არადა მაიმარკეთზე ადრე იდო ძააალიან კომპაქტური ოპტიკა, მიკლე იყო ძაან და თან ერთიშეხედვით არც მაინცადამაინც უხარისხოს შთაბეჭდილებას არ ტოვებდა.
შენ ფიშტოს დახატავდა ზუსტად, ჯერადობა მგონი 3-9 ქონდა. ეხლა ვეძებე და ვეღარ ვიპოვე

ხოოო ამაზონზე ვიპოვე

https://www.amazon.com/CVLIFE-Hunting-2-5-1...5440&sr=1-5

აეს იყო ზუსტად და მგონი 290 ლარი ღირდა აქ.
giga2010
okela84
aleqsa
მადლობა მეგობრებო ყურადღებისთვის, ბიუჯეტი 250 ლარი მაქვს. დღეს რამოდენიმე მაღაზიაში ვიყავი და არაფერი ისეთი რომ მომწონებოდა არ შემხვედრია. გოდვილის მაგნუმი დაკეტილია.
aleqsa
ციტატა(giga2010 @ 6th April 2018 - 12:57 PM) *
ბიუჯეტი 250 ლარი მაქვს


მაგ თანხაში კი ეტევი მე რაც დაგიდე და ხურდაც დაგრჩება, თუ მოგწონს რათქმაუნდა smile.gif მარა, აი ამაზონიდან რაფრა გინდა ჩამოიტანო ეგაა საკითხავი? ამ ბოლო დროს ყველა გადამზიდი უარზეა ოპტიკების და ლაზერული სამიზნეების ტრანსპორტირებაზე sad.gif
giga2010
aleqsa
მქონდა ეგ და ისეთი საშინელი ხარისხის იყო, რომ ვერც მოვიხმარე. ძალიან მძიმე და მსხვილი ბადე ქონდა. მერე მეგობარს ვაჩუქე.
უფრო ამდგვარს ვეძებ es
aleqsa
giga2010

ეგ მგონი თუარვცდები რაღაც ოპტიკის და კოლიმატორის ჰიბრიდია ხო? კი მარა მასეთებს დაბალი ჯერადობააქვთ და გაწყობს? შენ როგორც დაწერე მინიმუმ 6 ჯერადობით გინდა და ეგენი მაქსიმუმაა 6 ჯერადობით. ძალიან იშვიათად რო 8 ჯერადობის იყოს. მაგეებს მე როგორც ვიცი მოძრავ ცხოველებზე ნადირობისას იყენებენ, ტახებზე მაგალითად. ხშირად მაქვს ნანახი ტახებზე რო ნადირობენ თითქმის ყველას მაგ ტიპის ოპტიკები უყენიათ კარაბინებზე.
giga2010
aleqsa
ვეღარ გავიგე რა მინდა biggrin.gif . რაღაც კომპაქტურს ვეძებ
pilotina
giga2010

შენ რომ გინდა, მასეთი ეს არის, მარა ნამეტანი ძვირი სიამოვნებაა. თუმცა სანადიროდ მისწრებაა და თუ გაიჭირვა კაცმა, ქაღალდზეც ისვრის.



giga2010
pilotina
ეეეხ ჩემო მეგობარო. ძაალიან მაგარი რამეა. სამწუხაროდ ვერ შევწვდები და ვერც გამოვიწერ.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.