გამარჯობათ მეგობრებო!!!
მოკლედ ცოტა თავისუფალი დრო გამომიჩნდა და...

მინდა გაჩვენოთ ამ თოფმა რა ტრასფორმაციაც განიცადა

იმედია თქვენც მოგეწონებათ??...
მოკლედ ვისაც არ გახსოვთ გაჩვენებთ სულ თავიდან საიდან დაიწყო ყველაფერი:

იყო ეს ვაჟბატონი, ხოლოთ აქ 3დ. პრინტერზე დაბეჭდილი პატარა ცევიო არ უკეთია
შემდგომ ამისა რაც ლოტერ ვალტერის ბლანკი ჩამომივიდა და ჯაჯას დიდი შრომის შემდეგ კიდევ რაღაც რაღაც წვრილმანებიც დავამატეთ დადგა ეს ბიჭი:


მარა შემდეგ როგორც ყოველთვის რაღაც არ მომწონდა ეს 3დ. პრინტერით დაბეჭდილი ცევიო და ლოყის სადები და გადავწყვიტე ხით ჩამენაცვლებინა...
ბევრი ძებნის შემდეგ (კაკალი მინდოდა) ენერჯიმ მაჩუქა სამასალე კაკალი და აქ მეორე პრობლემას წავაწყდი, მერავინ ვერ ვნახე სწორი ღარი რომ ამოეღო ფრეზით 40მმ. ის ნახევარმთვარე, რომ რეზიკზე ქვემოდან ამომეკრა ცევიო ლამაზად..
აქაც ისევ მეგობარი დამეხმარა და ეგ ღარი ცეენცეზე ამოაღებინა და შემდეგ თავისი ფრეზით ამომიღო სამაგრისთვის რგოლების ღრმულები...
ასერომ მეგობრების დახმარებით და შემდეგ უკვე გარედან ფორმის მიცემა და დამუშავების რამდენიმე დღიანი შრომის შედეგად შევძელით ასეთი ცევიოს მიღება:






ამ პროცედურების და 320-500-600 და 800 ზუმფარებით დამუშავების შემდეგ დადგა ჯერი უკვე კითხვისა ლაქით დამუშავება თუ ზეთით???
ამ საქმის დაწყებიდანვე, აი სულ თავიდანვე ვფიქრობდი ამ საკითხზე და ლაკით დამუშავება ყველაზე ნაკლებად მხიბლავდა, მიუხედავად დამუშავების სიმარტივიდან გამომდინარე, სულ რაღაც მაქს 3 ფენად წავუსვავდი და ვსიო, მარა ისევ ზეთით დამუშავება ავირჩიე და არც შევცდარვარ, რამდენიმე ფენა ბალისტოლის სპეციალური კონდახის ზეთი გადავუსვი წითელი შეფერილობის და მაგის შემდეგ უკვე იგივე ბალისტოლის უნივერსალი ზეთუს უამრავი ფენა თვლა ამერია იმდენჯერ წავუსვი ის ზეთი, საქმე იმაშია ახალ გადასმულზე ის ბლიკი რის მიღებასაც ვცდილობდი იდეალური იყოხოლმე მარა რამოდენიმე დღეში ზეთი რომ ჩაშრებოდა ის ბლიკიც იკარგებოდა და შემდეგ უკვე ბუნდდებოდა კაკლის ფაქტურაც...
ბევრი კითხვა ძიების შემდეგ ისევ ის ჩემი მეგოიბარი დამეხმარა და რაღაც ზეთი მომცა სანთელში არეული, რა ზეთი იყო ან რომელი სანთელი თვითონაც არ იცოდა მაგასაც სხვამ მისცა და შესაბამისად ვერც მე ვერ მითხრა, ვიზუალურად ეს ნარევი მასა ერბოს წააგავდა და შეცხელება დაჭირდა რომ გათხიერებულიტო წასასმელად, შემდეგ ეს გათხელებული მასა შალის ნაჭრით გადავუსვი სულ ერთი ფენა და...
მოკლედ ასეა თუ ისე საბოლოო შედეგი ზუსტად ის მივიღე რასაც მე ვეძებდი





ხოდა ესეც უკვე თოფის საბოლოო სახე რაც მივიღე









ესეც ასე, მე კმაყოფილი დავრჩი ვიზუალით და ამ თოფის სროლის შედეგებსაც ნახავდით ალბათ გიოს თემაში??
თუარადა აგერ დავდებ ლინკს:
http://www.airgun.ge/forums/index.php?show...mp;#entry160270აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბიჭებს ვინც ამ საქმეში დამეხმარა, გაიხარეთ ძმებო დიდი დიდი მადლობა

მშვიდობა მოგვცეს ყველას უფალმა და მადლობა ყურადღებისთვის!!