chicho ციტატა(gihap0 @ 27th March 2018 - 03:15 PM)

1. მაინტერესებს დღეს რახდება საბაჟოზე 4.5თან დაკავშირებით?
4.5-ზე არაფერი არ ხდება. ჩამოვა გახსნიან, ნახავენ იტყვიან ჰმმმმმმ და გამოგატანენ, ერთდერთი თუ 300 ლარს ასცდება ფასი მოგთხოვენ 30 დღის განმავლობაში შესაბამისი ბაჟის გადახდას
ციტატა(gihap0 @ 27th March 2018 - 03:15 PM)

2.რომელი საიტიდან მირჩევთ გამოწერას ?
რომელი საიტიც გამოგიგზავნის ქართული გადამზიდავის ოფისამდე, მიუხედავად იმისა რომ ამერიკა ითვლება იარაღისთვის ტავისუფალ ქვეყანად, ყველა შტატს თავისი კანონები გააჩნია , ერთერთი ასეთი შტატი არის დელავერი სადაც განთავსებულია უმეტესობა ჩვენი გადამზიდავებისა (ნუ ასევე შეზღუდული უფლებებიანი შტატია ნიუ ჯერსი), შედეგად ბევრი ონლაინ საიტი, არ აგზავნის მაგ მისამართებზე, რადგან ლოკალური შტატის კანონი კრზალავს იარაღის საფოსტო გზავნილით გადატანას, ესება ეს ცეცხლსასროლს, პლევმატიკას და დაჟე ბავშვის პლასტმასის სათამაშოს. რა თქმა უნდა თუ სპეც ლიცენზია აქვს ფირმას პრობლემა არ არსებობს, მაგრამ უმეტესობა თავს არ იზუხებს და პროსტა ამბობ მანდ ვერ ვაგზავნითო.
ასე რომ შენი საქმე დაიყვანება გადასინჯო ყველა მაღაზია და რომელიც შესძლებს დაკვეთის მიღებას და გამოგზავნას იმისგან უნდა იყიდო. ხშირად კონკრეტულად ვერ იტყვი რომელ მაღაზიას ჯობია მიადგე რადგან მუსაობს გლობალური წესი რომ არ შეიძლება მაგ შტატში გაგზავნა, მაგრამ ახალმა თანამშრომელმა ან არ იცის ან გამორჩა და შედეგად შეიძლება გამოგიგზავნონ, მაგრამ ერთს თუ გაუგზავნეს სულაც არ ნიშნავს რომ მეორე ჯერზეც გამოაგზავნიან, ამას არაერთი კურიოზი გამოუწვევია. მთელი მიმოწერები აწეულა ხოლმე აი წინა კვირაში ხომ გამომიგზავნეთ და ეხლა რატომ არ მიგზავნით და ასე შემდეგ...
ასე რომ დამოკიდებულია კანონზეც, პროგრამის მუშოაბაზეც და ადამიანურ ფაქტორზეც.
ციტატა(gihap0 @ 27th March 2018 - 03:15 PM)

3.რომელი გადამზიდით?
ეგ სათითაოდ უნდა დაურეკო ყველას, უმეტესად მგონი კამექსს ანდობენ მაგ საქმეს, ახლავე შემიძლია გითხრა რომ U2G-ს მისამართზე არ გააგზავნო ეგენი ვერ არიან, დაგირეკავენ და გეტყვიან რომ წესებს ეწინააღმდეგება შენი გზავნილი და უნდა გაანადგურონ

ციტატა(gihap0 @ 27th March 2018 - 03:15 PM)

4. რა პრობლემას შეიძლება წავაწყდე? შეიძლება რომ ცუდი იარაღი ჩამომივიდეს ? ახალი რომ ვიყიდო
ყველანაირ ვარიაციას შეიძლება წააწყდე, დაწყებული ქარხნული წუნით და დამთავრებული ძალით გაფუჭებულით, ნუ ამერიკაშI ეგ პრობლემა არაა, მიწერ და გიცვლიან, მაგრამ აი ამ გაფუჭებულს უკან რაფერ გაუგზავნი ეგ უკვე ვავა და აი მანდ ვეჭედებით ხოლმე ხშირად

ისე კი 100 ჩამოტანიდან 1-2 თუ არის, ხოლმე რაიმე ხარვეზით, რავი რაღა შენ უნდა შეგხვდეს ეგ ხარვეზიანი?
ციტატა(gihap0 @ 27th March 2018 - 03:15 PM)

5. თუ ამანათი გზაში დაიკარგება ან არ ჩამომივა სხვა მიზეზით/ან დაზიანებული ჩამოვა თანხას დამიბრუნებენ? მაგ. პირამიდაირი.
თუ ამერიკაში მაღაზიამ გამოაგზავნა და გადამზიდავის ოფისამდე არ მივიდა, მაღაზია ან მეორეს გამოგიგზავნის ან თანხას დაგიბრუნებს, მაგრამ თოფი პატარა ყუთში არ დევს და მაგხელა ყუთის დაკარგვის შესახებ მე არ მსმენია, ნუ შეიძლება იქაური ფოსტის მანქანა მოყვეს ავარიაში ან რაიმე მოხდეს და არ ჩავიდეს დანიNშულების ადგილამდე, მაგ შემთხვევაში ახალს გიგზავნიან... აი დალშე როგორც კი ჩვენი გადამზიდავის ოფისამდე მივა, მერე უკვე შენ უნდა აკონტროლო, რომ დროზე გამოჩნდეს შენს კაბინეტში თუ დააგვიანა 1 დღე უნდა დაურეკო და შეახსენო რომ ამერიკული ფოსტა გიჩვენებს რომ ჩააბარა, მარა ოთახში არ გიჩანს, როდესაც გამოჩნდება უნდა ამონიტორინგო რომ გამოიგზავნა, და მაქსიმუმ 1 კვირაში აქ უნდა ელოდო აღებას, თუ აგვიანდება ისევ უნდა დაურეკო, იმიტომ რომ ხშირად მქონია შემთXვევა რომ საბაჟო აჩერებს და ეს ჩვენი გადამზიდავები როგორც წესი კიკინებიანი გოგოებივით გამორბიან საბაჟოდან
ანუ ჩვენების მიმართ ნდობა ნაკლებია და უნდა ამონიტორინგო, პლიუს ჩვენებმა თუ დაკარგეს რარაც თავისებული ანაზღაურების სისტემა აქვთ, ან წინასწარ დაზღვეული უნდა გქონოდა და საფასურის 10%-ი უნდა გადაუხადო, ან არა და ტვინს გამოგილაყებენ რომ აი, რომ ვაი, რომ ვუი, და მერე ერთად აი-ვაი-ვუი... და კაროჩე სადევნია ხოლმე, მაგრამ იშვიათია ეგეთი შემთხვევები, თუმცა აგერ Geojorjikas კამექსმა პროსტა ოპტიკები გადაუყარა და აირც გვაინტერესებს არ ჩამოვიტანთო და ვსიო

ციტატა(gihap0 @ 27th March 2018 - 03:15 PM)

6. ვინ დამეხმარება იარაღის გამოწერაში?
აი მაგაზე პასუხი არ მაქვს, ან დაელოდე ვინ გამოიჩენს სურვილს, ან არა და დიდი არაფერი საქმე მაგი არაა, გინდა პლასტიკური ბარათი, პეიპალი, გამბედაობა და ვსიო.....