დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: დავეხმაროთ ველომოყვარულებს
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
gregory
"მოგესალმებით ყველას,
მე პირადად ხმას ვაძლევ საქართველოში პირველი სრულყოფილი "PumpTracks"-ის მშენებლობას და მოგიწოდებთ თქვენც რომ ჩაერთოთ გამოწვევაში და მისცეთ ხმა ველოსპორტის განვითარებას.
უკვე დროა ბევრმა ჩვენგანმა თვალი აახილოს და "მანქანის" გარდა სხვა ტრანსპორტიც დაინახოს და დაიწყოს მათი ექსპლუატაცია. ველოსიპედი ერთ-ერთი მთავარი ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი ტრანსპორტია, რომელიც იძლევა საშუალებას იაფად და სწრაფად გადავადგილდეთ დანიშნულების წერტილამდე. ველოსპორტის განვითარებაში კი დიდი მნიშვნელობა აქვს ხელსაყრელ პირობებს, რომელთაგან ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი "PumpTracks"-ის მშენებლობა. "PumpTracks"-ის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე საიდანაც ასევე ხმის მიცემას შეძლებთ.
ხმის მისაცემად აუცილებელია :
1)იყოთ რეგისტრირებული ქ. თბილისში ✔
2)იყოთ სრულწლოვანი (18+) ✔
ხმის მიცემა შეიძლება ამ ბმულზე

დიდი მადლობა მათ, ვინც ზრუნავს საქართველოს დედაქალაქის განვითარებაზე და ეკოლოგიურ სისუფთავეზე , ასევე ჩვენი პატარების მომავალზე "
P.S.
ეს ტექსტი აქ ჩემი შვილის თხოვნით დავდე და მართლაც გულწრფელად ვუერთდები. რა იცი იქნებ როდესმე ჩვენი "აირგანული" პრობლემების გადაწყვეტაში ველომოყვარულები დაგვიდგნენ გვერდში და ასე უფრო მივაღწიოთ მიზნებს...
chicho
+1
aleqsa
ციტატა(gregory @ 26th March 2018 - 11:13 AM) *
იყოთ რეგისტრირებული ქ. თბილისში ✔


თელავში რეგისტრირებულები ვერ მივიღებთ მონაწილეობას ხმის მიცემაში?
სიამოვნებით ვეთანხმები ორი ხელის აწევით!!!
gregory
ციტატა(ale @ 26th March 2018 - 12:33 PM) *
თელავში რეგისტრირებულები ვერ მივიღებთ მონაწილეობას ხმის მიცემაში?
სიამოვნებით ვეთანხმები ორი ხელის აწევით!!!

aleqsa
სამწუხაროდ მხოლოდ თბილისელებს შეუძლიათ.
დიდი მადლობა
aleqsa
ციტატა(gregory @ Mar 26 2018, 01:34 PM) *
aleqsa
სამწუხაროდ მხოლოდ თბილისელებს შეუძლიათ.
დიდი მადლობა


ძალიან ცუდი!!! რეგიონებში რეგისტრირებულ მაცხოვრებლებსაც ხომ უნდა შეგვეძლოს ჩვენი დედაქალაქის გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღება?? ისევე როგორც თბილისელებს მთელ საქართველოზე!!!
ძალიან ცუდი წესი ქონიათ მაგ გამოკითხვაში!!!
gregory
ციტატა(ale @ 26th March 2018 - 01:43 PM) *
ძალიან ცუდი წესი ქონიათ მაგ გამოკითხვაში!!!

aleqsa
მერიის წესია ეს სამწუხაროდ sad.gif

sekurifa
მივესალმები მთელი სულით და გულით ამ პროექტს ისევე როგორ სხვა პროექტებს რაც ჯანსაღ და აქტიურ ცხოვრებას ეხება. ველო ბილიკების განვითარება ოცნებად მაქვს და იმედი მაქვს ოცნებად არ დარჩება ჩემი ამ ქვეყნად ყოფნის პერიოდში)

ბაიკერი
კაი პროექტია. ისე ასეთი ხელმოწერები პნევმატიაკზეც რომა გვეგროვებინა მგონი არ გვიცდია. იქნებ ჭკუაზე მოეგონ ცოტა
aleqsa
ციტატა(ბაიკერი @ Mar 27 2018, 12:27 AM) *
კაი პროექტია. ისე ასეთი ხელმოწერები პნევმატიაკზეც რომა გვეგროვებინა მგონი არ გვიცდია. იქნებ ჭკუაზე მოეგონ ცოტა



+1
gregory
ციტატა(ბაიკერი @ 27th March 2018 - 12:27 AM) *
კაი პროექტია. ისე ასეთი ხელმოწერები პნევმატიაკზეც რომა გვეგროვებინა მგონი არ გვიცდია. იქნებ ჭკუაზე მოეგონ ცოტა

სამწუხაროდ ველომოყვარულებმაც ვერ შეძლეს სულ რაღაც 2500 ხელმოწერის შეგროვება( ახლა 1907-ია). ერთი ადგილის გაუნძრევლად, პირდაპირ შეიძლებოდა ხმების მიცემა და ამას იზარებენ თუ თაკილობენ არ ვიცი sad.gif
დარწმუნებული ვარ პნევმატიკაზე რომ იყოს რაიმე ესეთი პროექტი 100 ხმასაც ვერ შევაგროვებთ.

ხ.მ.ე.ლ.ო
+1 ხმა. საჭირო პროექტია ნამდვილად და რაც ველო ბილიკებს შეეხებათ კონკრეტულად, ჩემი აზრით მარტო პეკინზე არ უნდა იყოს ეგ ველობილიკი smile.gif
gregory
ხმების რაოდენობა: 2476 / 2500 (99.04 %)
NRG
მეორედ ხმის მიცემა აღარ შეიძლებაო რა ვქნა რა გავაკეთო unknw.gif
NRG
ისე ეხლა გავაანალიზე ქალაქის მასშტაბით რაღაც კეთდება სულ 2500 ადამიანის თანხმობა უნდა და მაგდენიც ვერ იძებნება ეს რა ცუდი ერი ვართ ესეთ საკითხებში ... აბა იყოს სიმთვრალეზე ლიშენიის გაუქმება ან მოსაწევის ლეგალიზაცია smile.gif მთელი ერის მასშტაბით ერთ ამბავში ჩავარდება ხალხი. მწარე, მწარე რეალობაში ვართ მართლა
koknar
აგერ ჩემი ხმა, მარა 15x15 რა ტრეკია, ცოტა დიდი ვერ აიღეს ?
gregory
2493 / 2500 (99.72 %)
koknar
ბიუჯეტურია რა smile.gif
ნეტა ეს მაინც გააკეთონ
gregory
2501 / 2500 (100.04 %)
დარეგისტრირდა. ვნახოთ თუ ააშენებენ ეხლა.
ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(gregory @ Apr 23 2018, 01:41 PM) *
2501 / 2500 (100.04 %)
დარეგისტრირდა. ვნახოთ თუ ააშენებენ ეხლა.
ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.

წესით უარი ვერ უნდა თქვან. ღმერთმა ქანას ააშენონ. წარმატებები ! smile.gif
name
https://m.mymarket.ge/ka/pr/15984579/velosi...nuli-velosipedi

https://m.mymarket.ge/ka/pr/13961026/velosi...velosipedi-MAKE

რაღაცა ამ კორონასპერიოდში ველოსიპედებმა შემიპყრო,
ხოდა ვინმე თუ ერკვევა ცოტა დეტალური ინფორმაცია მჭირდება რა მექანიზმით ვიყიდო. როგორც არ მაწვალებდეს ველების გადაძვრა სიჩქარებმა აურია დაასეშემდეგ, მე შევჩერდი ტყის და მთის ველოზე, ზევით ხსენებულ ლინკებს ვფიქრობ და რავი ვერ გადამიწყვეტია 500- 600ლარში
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.