დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Benchrest BR-50/25 - ქულებზე.
Georgian Airgunners Portal > სპორტული სროლა პნევმატიკით > შეჯიბრებების სახეობები
Jah
პნევმატური BR-25/50 შეჯიბრებების ტიპიური რეგლამენტი

კლასები
ტარდება 2 სხვადასხვა зачета კლასებზე: РСР-შაშხანები (შემდგომში - PCP) - Absolute Unlimited და ზამბარ-დგუშიანი შაშხანები (შემდგომში ზ.დ.პ). იარაღის კლასი და ოპტიკური სამიზნეების გამადიდებელი ფაქტორი შეზღუდული არ არის. შაშხანების ყალიბი არ არის შეზღუდული.
მითითება: კომპრესიული და მულტიკომპრესიული ტიპის შაშხანები იქნებიან განხილულნი როგორც PCP კლასი.

სროლისთვის მდგომარეობა
ამ შეჯიბრებებში ძირითადი მდგომარეობა არის სროლა დაზგიდან, დამჯდარი მაგიდასთან. მონაწილეებს ეკრზალებათ მაგიდების დაკავება, სასროლო ცვლებში სადაც ისინი არ იღებენ მონაწილეობას.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

დაზგები
დაზგას შეიძლება ქონდეს მომმართველები (ლიანდაგები), ჰორიზონტალის და ვერტიკალის გასასწორებელი მექანიზმები. არ შეიძლება გამოიყენოს დაზგა რომელშიც მექანიკურად დაკავშირებულია, წინა და უკანა დაყრდნობა (ერთ ბაზაზე). ასევე დაშვებულია ტომრები, ნებისმიერი მასალის, ნებისმიერი სიმკვრივის დატუმბული. დაშვებულია "სოშკები" (bipods), როგორც დაზგის ერთ ერთი სახეობა. არ შეიძლება დაზგების, ნებისმიერი მეთოდით, მაგიდებზე დამაგრება.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

მიზნები
გამოიყენება ოფიციალური, საერთაშორისო მიზანი BR-50 (A3 ფორმატის), ნახევარდიუიმიანი ცენტრალური 100 ქულიანი ზონის დიამეტრით (12.7მმ.). ყველა მიზანზე ექნება დაწერილი მონაწილის სახელი. მიზნები იქნება დადგმული 25 ან 50 მეტრიან მანძილებზე როგორც ზ.დ.პ ასევე PCP-სთვის. დამატებითი მიზნები, თავისუფალი ფორმის იქნება განთავსებული ძირითადის ქვეშ, და გამოიყენება მისროლისთვის.

ხანგრძლივობა
შეჯიბრებებში არის მხოლოდ 1 მატჩი. მონაწილე ვალდებულია გააკეთოს 50 ჩასათვლელი გასროლა. დრო სროლისთვის 30 წუთი.
ყველა მონაწილემ უნდა დაამტავროს სროლა მატჩის აღნიშნულ დროში. დროს ათვლის სიზუსტეზე ზრუნავს პერსონალი. მონაწილეს აქვს უფლება ქონდეს მაგიდაზე, თავისი სეკუნდომერი.
მონაწილეებს შეუძლია დატოვონ სასროლე ადგილი, თავისი ნებით, ჩასათვლელი დროის დროს, იმისთვის რომ ჩაატარონ რამე ტექნიკური სამუშაო, ლულის წმენდა, რეზერვუარის დატუმბვა და ა.შ. მაგრამ დამატებითი დრო არ დაენიშნებათ, ყველაფერი უნდა მოასწრო ჩასათვლელ დროში.

ქულების დარიცხვა
ქულები ირიცხება BR-50-ის ქულების დათვლის წესების მიხედვით და ჯამდება. მოგებული არის ყველაზე მონაწილე, რომელიც შეაგროვებს ჯამში მეტ ქულას. მიზნის ყველა რგოლთან, დათვლის დროს იწერება ქულები.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

გასროლების რაოდენობა
მონაწილეებს ევალება გააკეთონ, ჩასათვლელ მიზანზე, ზუსტად 50 გასროლა. მისასროლ მიზანზე გასროლების რაოდენობა შეუზგუდავია, და სროლების შედეგებში არ ჩაითვლება.

დისკვალიფიკაცია და ჯარიმა
გასროლების საჭირო რაოდენობა. ნებისმიერი მიზანი, რომელსაც აქვს ჩასათვლელზე ნაკლები ხვრეტი, ასევე რომელზეც არის 1 ან მეტი ხვრეტი ჩარჩოების გარეთ, შედეგად მოაქვს მონაწილის დაჯარიმებას, ყოველ ნაკლულ ხვრეტზე -25 ქულა.
მიზნები რომლებსაც ექნება უფრო მეტი ხვრეტი, ანუ 50-ზე მეტი, ჩაითვლება მინიმალური ქულების ხვრეტებზე.

სროლა მატჩის დაწყებამდე და დამტავრების მერე. მონაწილე, რომლიც გახსნის ცეცხლს, მანამდე სანამ გაიჟღერს მიმართვა "ცეცხლი!" ან მიმართვა "შეწყვიტოტ ცეცხლი!"-ს მერე, იქნება დისკვალიფიცირებული, შეჯიბრებების ბოლომდე.

სხვის მიზანში სროლა. მონაწილე რომელიც შემთხვევით მოახვედრა ტყვია სხვის მიზანში, როგორც კი შეამჩნევს ამ ფაქტს, ვალდებულია ეგრევე აცნობოს მსაჯს, ხელის აწევით და ფრაზით "მოხვედრა სხვის მიზანში". სროლა იქნება შეჩერებული, იმისთვის რომ იმ მიზანში გაკეთდეს მეტკა. რის მერე მონაწილემ უნდა დაამთავროს თავისი 50 გასროლა მაგრამ არა მეტი, თავის მიზანზე, და ყოველივე სხვის მიზანში მოხვედრა, იქნება დაჯარიმებული -50 ქულით.
მონაწილე, რომელიც ეცდება დამალოს, სხვის მიზანში მოხვედრის ფაქტი, იქნება დისკვალიფიცირებული.
მონაწილე, რომელიც შეამჩნია თავის მიზანში, სხვისი ტყვიის მოხვედრა, ვალდებულია აცნობოს მსაჯს, ხელის აწევით. სროლა იქნება შეჩერებული და საკამათო გასროლა იქნება მონიშნული, და შეძლებისდაგვარად გამოვლინდება მსროლელი. სროლების გაგრძელებისთანავე, მსროლელი ვალდებულია გააგრძელოს თავისი ჯგუფი, და ჩაატაროს დარჩენილი ჩასათვლელი გასროლა, თავის მიზანზე. მსაჯს აქვს უფლება შეამოწმოს, ნებისმიერი მსროლელის სამიზნის მარკის მდგომარეობა, რისთვისაც მატჩი შეიძლება გაჩერებულიქნას.

მონაწილე იქნება დისკვალიფიცირებული, ნებისმიერი უსაფრთხოების წესის დარღვევის შემთხვევაში.

სასროლო ცვლების არჩევა
წინასწარი რეგისტრაციის დამტავრებისას, ხდება მსროლელების ცვლებში დახარისხება. მსროლელების ცვლებში მიმაგრებაზე პასუხისმგებელია მსაჯი. მსროლელების თხოვნები შეიძლება დაყმაყოფილდეს.

საორგანიზაციო კომიტეტი
საორგანიზაციო კომიტეტში შედის, მსაჯი ცეცხლის ხაზზე და ოფიციალური მზომავი. ორივეს აქვს შეჯიბრებების მსაჯის სტატუსი. ოფიციალურ მზომავს არ აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა კონკრეტულ შეჯიბრებებში. ასევე მსაჯს არ აქვს უფლება მიიღოს შეჯიბრებებში მონაწილეობა.

გამარჯვებულები
გამარჯვებულები ვლინდებიან, შეგროვებული ქულების საერთო ჯამით, ყოველივე კლასში. დაჯილდოვდება მხოლოდ პირველი სამი ადგილი ყოველ კლასში. არ შეიძლება ჩაითვალოს გამარჯვებულად მსროლელი, კლასში მიღებული ადგილის მიუხედავად, რომელსაც აქვს შეგროვებული მხოლოდ მაქსიმალური ქულების 10% პროცენტი და 500 ქულაზე ნაკლები.
თუ მატჩში 2 ან მეტი მონაწილეა, რომლებსაც აქვთ ერთნაირი ქულების რაოდენობა, გამარჯვებული გამოვლინდება დამატებითი 20 გასროლით. ამ შემთხვევაში სროლისთვის გამოიყოფა ზუსტად 10 წუთი.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

ჯილდოები
მსროლელებს, რომლებსაც აქვთ მოპოვებული პირველი 3 ადგილი ყველა კლასში, ჯილდოვდებიან მედლებით და სერტიფიკატებით. იმ შემთხვევაში თუ კლასში მონაწილეობდა 6-ზე ნაკლები მონაწილე, ჯილდოვდება მხოლოდ პირველი 2 ადგილი, თუ 4-ზე ნაკლებია მხოლოდ პირველი ადგილი.
თუ კლასში მხოლოდ ერთი მონაწილეა, ჩათვლა ამ კლასში არ მიმდინარეობს.


გამოსაყენებელი მიზნები
სტანდარტული BR-50/25 (50 გასროლიანი) მიზანი______სტანდარტული BR-50 მიზანი
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად

სტანდარტული BR-25 მიზანიდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
ja_ja
მე პირადად ძალიანაც მინდა ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობა.

რაცხა არ ვქნათ გაზაფხულზე? უბრალოდ მე ბოლომდე წესებში ვერ გავერკვიე.

ანუ 1-დან 25-მდე გასაგებია რაც არის გასაკეთებელი, მაგრამ გვერდზე რომ არის ცალკე სამიზნეები, ან ზემოთ რომ არის ხოლმე რამდენიმე სამიზნე იქ რა მიმდევრობით მიდის სროლა რისთვისაა?? აი ეგენი ვერ გავარკვიე.

პლიუს დრო არის მოცემული თუ არა (წესით იქნება აბა უსასრუოთ ხომ არ იქნება), მაბნევს კიდევ შემდეგი პირობა, ზოგიერთ ფურცელზე არის 50 სასროლი სამიზნე, ზოგიერთზე 25, სულ რამდენი გასროლა უნდა იყოს. კაი იქნება თუ ამ ინფორმაციას ფლობ და გაგვიზიერებ.
Jah
ციტატა(ja_ja @ 10th February 2009 - 02:02 PM) *
მე პირადად ძალიანაც მინდა ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობა.

რაცხა არ ვქნათ გაზაფხულზე? უბრალოდ მე ბოლომდე წესებში ვერ გავერკვიე.


აუცილებლად ჩავატარებთ შეჯიბრებებს, უახლოეს მომავალში smile.gif
რაც შეეხება წესებს. უკვე ვამზადებ სტატიებს, ყველა სახეობაზე, ბევრი სათარგმნია... დავიღალე. smile.gif
soxa
მიუკერძოებელი მსაჯი არ გინდათ?
norica_dragon
და აქ რატო დაპოსტე? biggrin.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.