დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: იხვზე ნადირობა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღის გამოყენება > ნადირობა პნევმატიკით
გვერდი: 1, 2
mamukaaa
გამარჯობათ.
იხვზე ხომ არავის გინადირიათ?პნევმატიკით.
თუ ვინმეს გაქვთ სურათები დადეთ რა მაინტერესებს მაგრა.
სეზონიც ხელს გვიწყოფს hunter.gif
mamukaaa
არავინ ნადირობს იხვზე?
ბაიკერი
რავი მე არ გამიგია არაფერი ეგეთი. ჯერ იხვი სად უნდა ნახო და ისიც დამჯდარი. ვინ აჩერებს biggrin.gif ერთი იხვი შემოფრინდება გორისკენ და მთელი შიდა ქართლი იმას დასდევს. biggrin.gif
gregory
mamukaaa
შენი დიდი თხოვნის და "CZ"-ს ნებართვით: ძველი, გამოცდილი ბენჯიკა"


ბაიკერი
gregory
სერიოზული ვიდიუა smile.gif საღოლ
giga2010
120 მეტრი და თან ხელიდან ნასროლი, მართლა მაგარი ნასროლია. თან ერთი ხომ არ ისროლა, 3 მოარტყა clapping.gif
okela84
მართლა მაგარი ჩაატარა, ამხელა მანძილზე ხელიდან ზედიზედ რამდენიმე ზუსტი გასროლა მოძრავ სამიზნეზე 24.gif
giga2010
მეორე ვიდეოც ნახეთ, 3 როგორი იხვი გამოიყვანა
mamukaaa
მალადეც მართლა მაგარი ნასროლია.


ეს თუ შეძლებს მაგდენს?ბულპაპი
https://www.mymarket.ge/ka/product/view/10334014/
ანუ ძალა თუ ეყოფა?და მიზანს ვგულისხმობ.
koba1973
ვაა ეგ ვიდეო არ მქონდა ნანახი, ყოჩაღ. მაგ მანძილზე საყრდენის გარეშე .... მართლა ყოჩაღ.
giga2010
ციტატა(mamukaaa @ Jan 30 2018, 09:04 PM) *
მალადეც მართლა მაგარი ნასროლია.


ეს თუ შეძლებს მაგდენს?ბულპაპი
https://www.mymarket.ge/ka/product/view/10334014/
ანუ ძალა თუ ეყოფა?და მიზანს ვგულისხმობ.

პირადი ჩემი აზრია, კრალი კარგი თოფია, ცოტა ჭკუაზე უნდა მოყვანა, ანუ რეგულირებას ვგულისხმობ. ფასი, ხარისხთან მიმართებაში ძალიან კარგი არჩევანია
ბაიკერი
koba1973
უპრობლემოდ ეყოფა. იგივე ენერგია აქვს იარაღს რაც ვიდეოშია
gregory
ციტატა(ბაიკერი @ 30th January 2018 - 10:22 PM) *
უპრობლემოდ ეყოფა. იგივე ენერგია აქვს იარაღს რაც ვიდეოშია

ბაიკერი
კრალს ბენჯიკაზე ბევრად მეტი ენერგია აქვს. უბრალოდ მაქსიმალურ ენერგიაზე არ ისვერის ისე როგორც საჭიროა
okela84
koba1973
ციტატა(koba1973 @ 30th January 2018 - 09:08 PM) *
ვაა ეგ ვიდეო არ მქონდა ნანახი, ყოჩაღ. მაგ მანძილზე საყრდენის გარეშე .... მართლა ყოჩაღ.

ზოგადად იხვისთვის არაა რეკომენდებული 4.5მმ . ისე კი ამ კალიბრში კრალი ჯოულებში თითქმის არცერთ მაღალი კლასის პნევმატურს ჩამორჩება.

მაგ კონკრეტულ მარადასაც საშუალო სიზუსტე აქვს, თითქმის ნებისმიერი პცპ-ს მიყვანა შეიძლება მაგ სიზუსტემდე, მათ შორის კრალისაც.
ამ ვიდეოს მუღამი იმაშია რომ. პირადად მე ბალიშით ან ბაიპოდით გამიჭირდებოდა მაგ მანძილზე პირველივე და ზედიზედ რამდენიმე ზუსტი გასროლის გაკეთება მოძრავ სამიზნეზე.
mamukaaa
ციტატა(gregory @ Jan 31 2018, 03:09 PM) *
ბაიკერი
კრალს ბენჯიკაზე ბევრად მეტი ენერგია აქვს. უბრალოდ მაქსიმალურ ენერგიაზე არ ისვერის ისე როგორც საჭიროა

როგორც საჭიროა?ანუ მიზანი თუ ძალას გულისხმობთ ბატონო გრეგორ?
giga2010
ციტატა(mamukaaa @ Jan 31 2018, 07:14 PM) *
როგორც საჭიროა?ანუ მიზანი თუ ძალას გულისხმობთ ბატონო გრეგორ?

დავამატებ თქვენის ნებართვით. ჩემი აზრით კრალი და მისი ახალი მოდელები, ყოყმანის გარეშე შეიძლება მივაკუთვნოთ საშუალო კლასის თოფებს. მართლა კარგი შესრულებულია. საშუალო კლასის თოფებს კი სჭირდება ინდივიდუალური რეგულირება, ვგულისხმობ სასხლეტს, ტყვიის სიჩქარეს და რათქმაუნდა თოფს უნდა მიჩვევა და ბევრი გასროლები. მერე კი ყველაფერი გამოვა. i-m_so_happy.gif
mamukaaa
გაიხარე.
koba1973
okela84
ციტატა(aleqsandre @ 31st January 2018 - 04:10 PM) *
ზოგადად იხვისთვის არაა რეკომენდებული 4.5მმ . ისე კი ამ კალიბრში კრალი ჯოულებში თითქმის არცერთ მაღალი კლასის პნევმატურს ჩამორჩება.

4.5 კალიბრი ბევრი რამისთვის სუსტია, თუმცა ახერხებენ კარგი ტროფეის მოპოვებას. ორი მელოტა და ერთი იხვი მართლა კარგია.
მაქვს კრალი პანჩერი და ვიცი მისი ჯოულების ამბავი, ეგ ბაიკერმა მგონი მამუკას უპასუხა.
ციტატა(aleqsandre @ 31st January 2018 - 04:10 PM) *
ამ ვიდეოს მუღამი იმაშია რომ. პირადად მე ბალიშით ან ბაიპოდით გამიჭირდებოდა მაგ მანძილზე პირველივე და ზედიზედ რამდენიმე ზუსტი გასროლის გაკეთება მოძრავ სამიზნეზე.

ზუსტად მაგიტომ გამოვთქვი აღტაცება რომ მასე კარგი საყრდენიდან ვერ გავაკეთებდი.
okela84
ვისაც არ გაქვთ ნანახი ისიამოვნეთ

giga2010
არ მქონდა ნანახი, მართლა ვისიამოვნე smile.gif
mamukaaa
მაგარია.კაი ვიდეოა.
userman
okela84

ცოტა დაუჯერებელია smile.gif .

ისე კი წარმომიდგენია რამდენი მცდელობა ექნებოდა ....
okela84
userman
ასეთს და ამის მსგავს ნასადკებს იყენებენ ფრინველებზე, რაც რამდენჯერმე ზრდის მოხვედრის შანსს. თუმცა მაინც ძალიან რთულია.
.


mamukaaa
მაგარი დასპეცებული უნდა იყო მასე რო ისროდე.

ისე ძაან მაგარია.
maqsimusa
ციტატა(okela84 @ Feb 1 2018, 01:38 PM) *
userman
ასეთს და ამის მსგავს ნასადკებს იყენებენ ფრინველებზე, რაც რამდენჯერმე ზრდის მოხვედრის შანსს. თუმცა მაინც ძალიან რთულია.
.

რა თქმა უნდა რთულია.

ბევრ პრაქტიკულ სროლას მოითხოვს, გასათვალისწინებელია სანადირო ობიექტის მოძრაობის მიმართულება, მანძილი ობიექტამდე, მისი მოძრაობის სიჩქარე, ამას დამატებული რასაც ვესვრით იმის სიჩქარე, რომ მოხდეს შესაბამისი წინსწრება სროლისას,, თან ძალიან სწრაფად უნდა განისაზღვროს ეს ყველაფერი, ისეთი ფრინველი როგორიც იხვია, ავითარებს 120 კმ/სთ სიჩქარეს, ნამდვილათ რთულია მოახვედრო ისარი, თან თუ მოძრაობს ჰორიზონტზე, ეგ კი არა და გლუვლულიანიდან ნასროლი საფანტი, ბევრად უფრო მეტი მოხვედრის ფართობს ფარავს და მაინც ბევრი აცელა მაქვს იხვზე ნადირობისას, ისრით ნადირობა ხომ ჩემთვის ჯერჯერობით წარმოუდგენელია.

okela84
maqsimusa
ციტატა(maqsimusa2 @ 1st February 2018 - 09:34 PM) *
ბევრ პრაქტიკულ სროლას მოითხოვს, გასათვალისწინებელია სანადირო ობიექტის მოძრაობის მიმართულება, მანძილი ობიექტამდე, მისი მოძრაობის სიჩქარე, ამას დამატებული რასაც ვესვრით იმის სიჩქარე, რომ მოხდეს შესაბამისი წინსწრება სროლისას,, თან ძალიან სწრაფად უნდა განისაზღვროს ეს ყველაფერი, ისეთი ფრინველი როგორიც იხვია, ავითარებს 120 კმ/სთ სიჩქარეს, ნამდვილათ რთულია მოახვედრო ისარი, თან თუ მოძრაობს ჰორიზონტზე, ეგ კი არა და გლუვლულიანიდან ნასროლი საფანტი, ბევრად უფრო მეტი მოხვედრის ფართობს ფარავს და მაინც ბევრი აცელა მაქვს იხვზე ნადირობისას, ისრით ნადირობა ხომ ჩემთვის ჯერჯერობით წარმოუდგენელია.

კი მასეა, თუმცა ხანგრძლივი თავდაუზოგავი მცდელობების შემდეგ ეს თეორია შაბლოდება ტვინში რომელსაც ჰქვია ინტუიტიური სროლა და რომელიც საშუალებას გაძლევს დამიზნებიდან გასროლამდე, ფორმულების და ყოველგვარი ციფრების გვერდის ავლით ინტუიტიურად სწრაფადვე გამოთვალო ( გარკვეული ცდომილებით რათქმაუნდა) ისრისა და იხვის გადაკვეთის წერტილი.
mamukaaa
ისე თუ ყოფილა შემთხვევა პნევმატურით გაფრენილი ფრინველის ჩამოგდება?
ისე რო მიეჩვიო მემგონი გამოვა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
geojorjika
ეს მინდა რა , მაგრამ ჩამოტანის შანსები მემგონი ნოლთან ახლოსაა

temo-777
ციტატა(giorgi @ 4th February 2018 - 05:28 PM) *
ეს მინდა რა , მაგრამ ჩამოტანის შანსები მემგონი ნოლთან ახლოსაა

ხო ეგ ვინგშათები ასწორებს,მაგით უკვე პირდაპირ გადამფრენ ფრინველზე ინადირებ.
საფანტია რა
okela84
geojorjika
ციტატა(giorgi @ 4th February 2018 - 05:28 PM) *
ეს მინდა რა , მაგრამ ჩამოტანის შანსები მემგონი ნოლთან ახლოსაა

მშვილდის ან არბალეტის ჩამოტანის შანსი ეფრო მეტი გაქვს ნაწილებად და მაგაზე ზუსტადაც გაისვრის ნებისმიერი საშუალო დონის კომპოზიტური მშვილდი, ნუ არბალეტზე აღარ ვამბობ არაფერს.
koba1973
mamukaaa
ციტატა(mamukaaa @ 4th February 2018 - 01:47 PM) *
ისე თუ ყოფილა შემთხვევა პნევმატურით გაფრენილი ფრინველის ჩამოგდება?

ბავშვობაში ბიძაშვილმა ჩემი იჯ 38 ით ნახე მერცხალი ჩამოვაგდოო და ესროლა, მართლა ჩამოვარდა. საწყალს ნისკარტის ძირში ქონდა მოხვედრილი. ჩემზე მეტად მსროლელს გაუკვირდა. რა თქმა უნდა შემთხვევითობაა, იგივეს ვერ გაიმეორებდა ვერანაირად.
geojorjika
ციტატა(okela84 @ Feb 5 2018, 12:51 PM) *
geojorjika

მშვილდის ან არბალეტის ჩამოტანის შანსი ეფრო მეტი გაქვს ნაწილებად და მაგაზე ზუსტადაც გაისვრის ნებისმიერი საშუალო დონის კომპოზიტური მშვილდი, ნუ არბალეტზე აღარ ვამბობ არაფერს.


და საფანტი როგორ ვისროლო არბალეტით?
ja_ja
okela84
ციტატა(aleqsandre @ 5th February 2018 - 12:51 PM) *
მშვილდის ან არბალეტის ჩამოტანის შანსი ეფრო მეტი გაქვს

მე რამდენადაც ვიცი უფრო უარესად არის ცივსასროლ იარაღის შემთXვევაში საქმე და ჩამოტანა კი არა საერთოდ საზღვრიდან გამოტანა არ გამოგივა....
okela84
ja_ja
სამი ეტაპია სულ
1) თითქმის ყველა მაღაზიას ეკრძალება გადამზიდში მიტანა
2) თუ მიიტანეს გადამზიდსაც არ მოაქვს
3) თუ გადამზიდმა წამოიღო აქ აჩერებენ, მშვილდს, არბალეტს და მაგის მაგვარს ყველაფერს 99% შემთხვევებში თუ არ გამოეპარათ უყურადღებობით.

1) უნდა შეუთანხმდე სელერს რო დაგიშალოს მაქსიმალურად,
2) ფარჩაკი გადამზიდი უნდა შეარჩიო
3) 90%-ნი ალბათობით გამოივლის საბაჟოს

ეს რაც შეეხებოდა მშვილდს და არბალეტს, ჯორჯიკამ რაც დალინკა ეგ ჩვეულიბრივი იარაღია და მაგით მამონტსაც მოკლავ სლაგებს თუ ისვრის და მაგის ვერ ჩამოტანა სრულიად ნორმალური მოვლენაა biggrin.gif

geojorjika
okela84
კაი რამე კი ჩანს, ვინმე ხომ არ მიდიხართ ამერიკაში? smile.gif
userman
geojorjika
ციტატა(giorgi @ 5th February 2018 - 02:40 PM) *
და საფანტი როგორ ვისროლო არბალეტით?


საფანტის სროლა თუ გინდა , მაგისათვის მშვენიერი იარაღებია შექმნილი , შენ წარმოიდგინე პნევმატიკაზე ადრე . გლუვ ლულიანს ვგულისხმობ რათქმა უნდა.
თანაც უფრო იაფია, ვიდრე პნევმატიკა smile.gif .

ეს ჰგავს იმ არასწორ მიდგომებს ( ყოველშემთხვევაში ჩემთვის ) , როგორიცაა ; კისტი გადავაკეთოთ გეკოზე .
ან თუნდაც სტანდარტული იარაღი გადავაკეთოთ კომპაქტურზე ( ბულკაზე ) , თუნდაც პირიქით ბულკას დაუყენოთ დიდი ლულა და დიდი რეზერვუარი .

ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ! მე ვინა მკითხავს biggrin.gif .
okela84

userman
ციტატა(userman @ 6th February 2018 - 10:24 PM) *
საფანტის სროლა თუ გინდა , მაგისათვის მშვენიერი იარაღებია შექმნილი , შენ წარმოიდგინე პნევმატიკაზე ადრე . გლუვ ლულიანს ვგულისხმობ რათქმა უნდა.


აქვს მაგას და არც თუ ისე უბრალო wink.gif

ციტატა(giorgi @ 6th February 2018 - 01:54 PM) *
Beretta A300 Outlander MAX4 HD 12/76


პირადად მე მომწონს საფანტის იდეა პნევმატიკაში, შეგიძლია უძაღლოდ გაისეირნო და ზედმეტი ბათქაბუთქის გარეშე, დასახლებული ადგილიდან არც თუ ისე შორს, მარტივად და ზედმეტი დამიზნებების გარეშე ჩამოყარო რაღაცეები. თუმცა დიზაინი მაიც არ აქვს ოპტიმალური ამხელა ჩხლართის თრევას მირჩევნია ძველი იჟი ავიღო და ისევ მაგით ვინადირო




geojorjika
ციტატა(okela84 @ Feb 7 2018, 04:12 AM) *
userman


აქვს მაგას და არც თუ ისე უბრალო wink.gif



პირადად მე მომწონს საფანტის იდეა პნევმატიკაში, შეგიძლია უძაღლოდ გაისეირნო და ზედმეტი ბათქაბუთქის გარეშე, დასახლებული ადგილიდან არც თუ ისე შორს, მარტივად და ზედმეტი დამიზნებების გარეშე ჩამოყარო რაღაცეები. თუმცა დიზაინი მაიც არ აქვს ოპტიმალური ამხელა ჩხლართის თრევას მირჩევნია ძველი იჟი ავიღო და ისევ მაგით ვინადირო


ოშპრო ხარ smile.gif , ეგ იმსიმძმე იქნება გამოგაწყვიტავს ხელებს , მაგრამ მაინც რომ მინდა ეგაა უბედურება, რა გაუმაძღარია ადამიანი smile.gif

ეგ კი არა ხო მაქვს ფიშტოები Crosman 2100 Classic„ ყიდვა მინდა ბავშვობიდან smile.gif , არადა მულტიპამფი მაქვს ბენჯამინ 397 და დეიზი პოვერლაინი და ესეც ვიყიდე გუშინ biggrin.gif , ჩემდა გასაკვირად საკმაოდ მძიმე გამოდგა, თუმცა ხარიხიანი სათამაშოს შთაბეჭდილებას ტოვებს smile.gif
userman
geojorjika
ციტატა(giorgi @ 7th February 2018 - 09:44 AM) *
მაქვს ფიშტოები Crosman 2100 Classic„ ყიდვა მინდა ბავშვობიდან , არადა მულტიპამფი მაქვს ბენჯამინ 397 და დეიზი პოვერლაინი და ესეც ვიყიდე გუშინ , ჩემდა გასაკვირად საკმაოდ მძიმე გამოდგა, თუმცა ხარიხიანი სათამაშოს შთაბეჭდილებას ტოვებს


მშვიდობაში !

როგორც იტყვიან ხოლმე , მზით გაცვითე .... smile.gif
vexam
ციტატა(geojorjika @ Feb 6 2018, 01:54 PM) *
okela84
კაი რამე კი ჩანს, ვინმე ხომ არ მიდიხართ ამერიკაში? smile.gif

"ამერიკაში" პირადაპირ მოგვყიდიან მაღაზიაში და იქ "ნებართვები" არ სჭირდება და მერე აქ შემოტანაზე წინასწარ "ნებართვა" არ არის საჭირო? smile.gif
vexam
ციტატა(geojorjika @ Feb 4 2018, 05:28 PM) *
ეს მინდა რა , მაგრამ ჩამოტანის შანსები მემგონი ნოლთან ახლოსაა

https://www.youtube.com/watch?v=k01FenKBxiQ&t=196s
სემ იანგს ეს ჯობიაო (ეს კაცი ეგრე ამბობს და რა ვიცი..)
geojorjika
ეგ რა ღირს მერე? smile.gif
vexam
ეგ, ალაბათ, იცის "მაგ კაცმა". smile.gif

http://www.airguns.net/reviews_farco.php
ეს არის რაღაც მსგავსი, მაგრამ ცო2-ზე. ფასი 460$ უწერია. სად იყიდება არ წერენ smile.gif
userman
ერთის დედაც ვატირე , მეორესიც , მესამესიც !
ნამდვილ პნევმატიკას გაუმარჯოს !!!
datka25
ციტატა(userman @ Feb 8 2018, 09:49 PM) *
ერთის დედაც ვატირე , მეორესიც , მესამესიც !
ნამდვილ პნევმატიკას გაუმარჯოს !!!


და ნამდვილი რომელია, 4.5 არააა? biggrin.gif biggrin.gif
MonSoon
დღეს მოვინადირე იხვი ჩემი დისქავერით ოღონდ ვერ ავიღე. მაგრად კი დამწყდა გული, 1 საათი კამიშებში ვეძებდი მარა ვერ ვიპოვე.
ნუ ეს ნასროლი მივაწეროთ შემთხვევითობას უმეტეს წილად, მაგრამ ინტუიტიური დამიზნებაც იყო. მანძილი 130 მეტრი, მანძილმზომი მაქვს და 3 სხვადასხვა ადგილიდან გადავზომე. მაინც 130 გამოდის. ოღონდ ჩამწკრივდნენ ჰორიზონტალურად და მარცხენა მხარე მყოფს მოხვდა. ამ ყველაფერს რო თავი დავანებოთ ყველაზე გასაკვირივით ის არის როგორ ეყო ძალა მოსანადირებლად ამხელა მანზილზე. თან პატარებიც არ იყვნენ.

ტყვია ჯსბ 0.67.
სიჩქარე სადღაც 15–20 გრადუსზე ისროდა 260 ით. 0 გრადუსზე 240 ით. ამ მომენტისთვის რა სიჩქარით ისვრის არ ვიცი, ნუ მაქსიმუმ 260 ით რა.

aleqsa
MonSoon

ხოოოოო, დღეს გიომ მართლაც სასწაული ქნა smile.gif სიმართლე გითხრათ არ მეგონა დისკავერის სიმძლავრე მაგ მანძილზე თუ ეყოფოდა იხვს, მარა ფაქტი სახეზეა smile.gif გილოცავ გიო დასანანია რო ვერ აიღე, მარა შემდეგში უფრო იღბლიანად მოგენადირებინოს!!!
geojorjika
დასანანია ნანადირევის დაკარგვა, ისე 130 მეტრზე თუ მოხვდა თავში, ხერხემალში, გულში. აიღებს უფრობლემოდ,
temo-777
MonSoon
30მმ-იანი ოპტიკა გიყენია მაგ დისკავერზე>?
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.