დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: პუნჩერის შესახებ რამდენიმე მარტივი კითხვა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
chicho
ბიჭებო ალბათ ეს თემები დაღეჭილი გაქვთ და ბოდიშით ახალი ვარ და ცოტა გარკვევა მჭირდება. მაქვს PCP Puncher S და ბევრი რამ არ ვიცი
1)შემთხვევით რომ მეორედ გადაიტენოს ორი ტყვია მოხვდება ლულაში ?
2) თუ ასეა როგორ უნდა მოვიქცე ამის შემდეგ , ტყვია უკან უნდა ამოვიღო ? და როგორ ?
3) რამდენიმე გასროლის შემდეგ ხალასტოი გასროლა მოახდინა ანუ გადატენვის დროს ტყვია არ შექონდა ლულაში და რის ბრალი იქნება ?
4) 14იანი ძველი კლიპები მაქვს 2 ცალი და ორივე გაბზარულია ერთიდაიგივე ადგილას, რისი ბრალი იქნება და თუ არის უკეთესი ალტერნატივა კლიპების ? (არადა თოფი ახალივითაა სულ რაღაც 2-3 ჯერ ქონდა დატუმბული მფლობელს.)
5)უბრალო იაფიანი კისტის ტყვიები თუ შეიძლება გამოვიყენო ?
6)მაინტერესებს უფილტრო ნასოსი თუ გაქვთ ვინმეს და რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ? ან რამდენად აუცილებელია ფილტრიანი ნასოსი ?
მადლობთ.
ნიკა
5) თუ იმ 2-3 ლარიანებს გულისხმობ არა! biggrin.gif საშინელი ხარისხია
chicho
ციტატა(ნიკა @ Oct 26 2017, 11:16 PM) *
5) თუ იმ 2-3 ლარიანებს გულისხმობ არა! biggrin.gif საშინელი ხარისხია

რატომ ? რა მინუსები აქვს ? იქნებ პასუხი დასაბუთებით დაწეროთ მგონი ასეთი წესებია ფორუმზე biggrin.gif
userman
chicho

1) კი.
2) სამწუხაროდ უკან ვერ ამოაგდებ .
3) კლიპის ანუ აბოიმის .
4 ) კი ბატონო არის უკეთესი ალტერნატივა , რომელიც გრიგორს აქვს გასაყიდად ..
5) არა არ შეიძლება ! არანაირი სიზუსტე არ აქვს.
6) უფილტრო ნასოსს უფრო მეტი კონდესატი შეაქვს რეზერვუარში , თუმცა არც ფილტრიანი ნასუსია დაზღვეული კონდესატისგან .
chicho
ციტატა(userman @ Oct 27 2017, 12:31 AM) *
chicho

1) კი.
2) სამწუხაროდ უკან ვერ ამოაგდებ .
3) კლიპის ანუ აბოიმის .
4 ) კი ბატონო არის უკეთესი ალტერნატივა , რომელიც გრიგორს აქვს გასაყიდად ..
5) არა არ შეიძლება ! არანაირი სიზუსტე არ აქვს.
6) უფილტრო ნასოსს უფრო მეტი კონდესატი შეაქვს რეზერვუარში , თუმცა არც ფილტრიანი ნასუსია დაზღვეული კონდესატისგან .

გაიხარე ძმაო
2) როგორ უნდა მოვიქცე ? უნდა გავისროლო ? რამეს დააზიანებს ?
6)უი მეგონა მტვერისგან იცავდა biggrin.gif ნამეტანი ახალი ვარ არ დამცინოთ biggrin.gif კონდესატი რას აზიანებს ?
userman
chicho
ციტატა(gihap0 @ 27th October 2017 - 01:06 AM) *
2) როგორ უნდა მოვიქცე ? უნდა გავისროლო ? რამეს დააზიანებს ?
6)უი მეგონა მტვერისგან იცავდა ნამეტანი ახალი ვარ არ დამცინოთ კონდესატი რას აზიანებს ?


2 ) უნდა გაისროლო. სხვა რა გზაა ? მიზანში და დასაზიანებლად აზრი არ აქვს . უბრალოდ ტყვიების გამოდევნის მიზნით ისვრი.

კონდესატი, ანუ იგივე წყლის წვეთები, აზიანებს რეზინებს, რეზერვუარი თუ რკინისაა შიგნიდან დროთა განმავლობაში კოროზიებს გაუჩენს . ეგ , რომ არ მოხდეს ამისათვის საჭიროა ასე 1500 - 2000 ტყვიის გასროლის შემდეგ რეზერვუარი დაშალო , გამოწმინდო შიგნიდან და შემდეგ სილიკონის სპრეით დანამო.
იგივე უნდა გაუკეთო ნასუსსაც .
datka25
ციტატა(userman @ 27th October 2017 - 09:24 AM) *
იგივე უნდა გაუკეთო ნასუსსაც .

შენს ნასოსს კი ძაან ეტყობოდა იმდღეს როგორც ნამავ სილიკონით biggrin.gif biggrin.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ბიჭებო, ამ მოდელის თოფი, ტყვიის სიჩქარეს განსხვავებებით ანვითარებს და რისი ბრლაი შეიძლება იყოს? რედუქტორის? რამე რედუქტორის სალნიკი შეიძლება იყოს დაზიანებული და ტყვიას ამიტომ აწვდის სხვადასხვა წნევას?
giga2010
ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ May 7 2022, 02:07 PM) *
ბიჭებო, ამ მოდელის თოფი, ტყვიის სიჩქარეს განსხვავებებით ანვითარებს და რისი ბრლაი შეიძლება იყოს? რედუქტორის? რამე რედუქტორის სალნიკი შეიძლება იყოს დაზიანებული და ტყვიას ამიტომ აწვდის სხვადასხვა წნევას?

თუ კრალ პუნჩერზე საუბრობ, მას რედუქტორი არ აქვს. შესაბამისად ურედუქტოროა თუმცა ნორმალური სიჩქარის პლატო აქვს
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.