დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ტყვიის წონის კორექცია
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ტყვიები, ზეთები, საწმენდი საშუალებები
okela84
ამ მნიშვნელოვან თემაზე ცალკე ვერაფერი მოვიძიე ფორუმზე და გადავწვიტე ახალი თემის გახნსა, რომელშიც შევეცადე გამეგო თუ რამხელა ცდომილება აქვს წონებში ერთერთ ავტორიტეტულ წარმოებელს JSB-ის, კერძოდ კი ამ მოდელის გადაწონვა მეოთხე ციფრით (გრამის მეათასედებით) და ამის მიხედვით დაკომპლექტება. ქვემოთ მოყვანილ სურათზე როგორც ხედავთ შევქმენი მწვანე ზონა 0.670-თან მიახლოვებული, უფრო ზუსტად კი 0.667-0.673-მდე.

ისე კი მაქსიმალური ცდომილები რომელიც 1000 ცალ ტყვიაში აღმოვაჩინე იყო 0.654-0.683 -მდე , რაც იმას ნიშნავს რომ ერთ კლიპში ეს ორი უკიდურესობა თუ ერთად აღმოჩნდა თქვენ იღებთ სხვაობას 0.029 გრამში


პროცენტულად კი ეს სხვაობა შეადგენს 4.2%-ს რომელსაც სამომავლოდ პრაქტიკაშიც გამოვიკვლევ ქაღალდზე და შედეგებს რაღათქმაუნდა ამავე თემაში მოგახსენებთ


giga2010
საინტერესო თემა წამოგიწყია, ხელი მოგიმართოს და კარგი შედეგები მიგეღოს. რატომღაც ვფიქრობ, რომ ახლო მანძილზე, ვგულისხმობ 25 მეტრამდე სხვაობა უმნიშვნელო იქნება. რაც შეეხება შორ მანძილს იქ გადაწონილი ტყვია, მაქსიმალურად კარგ შედეგს მოგცემს. აქვე მინდა ვიკითხო, ვინმეს ჩაუტარებია დაკვირვება მატრიცაზე, როცა კოლოფის უკანა მხარეს არის აღნიშნული ციფრები.
okela84
giga2010
ციტატა(giga2010 @ 22nd September 2017 - 01:45 PM) *
საინტერესო თემა წამოგიწყია, ხელი მოგიმართოს და კარგი შედეგები მიგეღოს.

მადლობა გიგა

ციტატა(giga2010 @ 22nd September 2017 - 01:45 PM) *
რაც შეეხება შორ მანძილს იქ გადაწონილი ტყვია, მაქსიმალურად კარგ შედეგს მოგცემს

გიგა 50 მეტრზე მკვეთრად უუარესდება ჯგუფები ვერტიკალში აგრეგატების უმეტესობას. ეხლა წარმოიდგინე ერთ კლიპპში თუ მოხვდა 4.2%-ნი სხვაობით თუნდაც 2 ტყვია და პლიუს ამას რედუქტორმაც თუ დაახლოებით იგივე ცდომილებით გადაუშვა ჰაერი ლულაში ? ეს ორი მიზეზი ჯამში ალბათ უკვე კაი გემრიელ სხვაობას წარმოქმნის ტყვიის სიჩქარეზე არ მეთანხმები ?
gregory
okela84
წარმატებები ამ საკმაოდ მოსაბეზრებელ და შრომატებად საქმეში...
P.S. ხომ მშვიდობაა?! ეს თერაქპია ნერვებს აწყნარებს თუ?! smile.gif


okela84
gregory
ციტატა(gregory @ 22nd September 2017 - 02:23 PM) *
წარმატებები ამ საკმაოდ მოსაბეზრებელ და შრომატებად საქმეში...

გაიხარე
ციტატა(gregory @ 22nd September 2017 - 02:23 PM) *
P.S. ხომ მშვიდობაა?! ეს თერაქპია ნერვებს აწყნარებს თუ?!

biggrin.gif
სწრაფი პროცესია გრიგოლ, ჯამში ალბათ 10-15 კოლოფი დასჭირდება მაგ კონტეინერების გავსებას და ეტაპობრივად ამოვავსებ
STALINI
წარმატებები. მეორე ზუსტად მაგისთანა სასწორის ქონა კი არ იქნებოდა ურიგო. მსგავსი სასწორი მაქვს მეც,მარა სულ მთლად მაინც ვერ ვენდობი.
okela84
STALINI
Ertxel awonili ramdenjerac ar unda dado zustad igives achvenwbs, aq mtavari principi is aris rom erti wonis tyviwbit davakompleqto konteinerebi da ar is rom tu sityvaze chemtan romelime tyviaze michvena 0.675 es tyvia shesadzloa 1000$ an sasworze 0.671 gamovides realuri wonit
pilotina
კაი საქმეა. სადღაც ვნახე იუტუბზე ტიპმა ჩაატარა მსგავსი ეხსპერიმენტი. 50 მეტრზე ისროლა გადაწონილი და ჩვეულებრივი ტყვიები.
მაიცდამაინც დიდი განსხვავება ვერ მიიღო, კი ჯობდა გადაწონილი ტყვიების ჯგუფები, მარა უმნიშვნელოდ. ნუ ქაღალდზე სროლისას ამასაც მნიშვნელობა აქვს, ხოლო თუ სანადიროდ გინდა მე მგონი არ ღირს წვალებად.
okela84
pilotina
ზურა, შენ ის მითხარი თუ გახსოვს, რამდენ ციფრიანი სასწორი იყო ? რა ტყვია და რა ფიშტო ?
pilotina
okela84
ციტატა(aleqsandre @ 22nd September 2017 - 09:43 PM) *
შენ ის მითხარი თუ გახსოვს, რამდენ ციფრიანი სასწორი იყო ? რა ტყვია და რა ფიშტო ?


სასწორი მეასედის სიზუსტით ზომავდა, ტყვია ედგანის ( ნუ იგივე JSB-ია ) და ფიშტო Colibri. თუმცა აგერაა ვიდეოები და ნახე თვითონ



okela84
pilotina
საკმაოდ დიდი სხვაობაა მეორე ვიდეოში, თან ეს მეასადებით არჩევს ზერელეთ biggrin.gif ჩემები მეათასედებშია გადარჩეული dirol.gif
giga2010
ციტატა(okela84 @ Sep 22 2017, 11:08 PM) *
pilotina
საკმაოდ დიდი სხვაობაა მეორე ვიდეოში, თან ეს მეასადებით არჩევს ზერელეთ biggrin.gif ჩემები მეათასედებშია გადარჩეული dirol.gif

რა კალიბრშია გადარჩეული?

ციტატა(giga2010 @ Sep 22 2017, 11:12 PM) *
რა კალიბრშია გადარჩეული?

ბოდიში, ვნახე
userman
პილოტინა მართალს ამბობ. მეც ვცადე მაგისთანა მარა დიდი არაფერი არ მოცა.
ყოველ შემთხვევაში ჯსბ-იზე მაქვს საუბარი
okela84
userman
ციტატა(userman @ 22nd September 2017 - 11:44 PM) *
მეც ვცადე მაგისთანა მარა დიდი არაფერი არ მოცა.

შენი თოფი ტყვიას ტყიაში სვავს ისედაც გადაურჩეველი ტყვიებით და რა სხვაობა უნდა გენახა ? biggrin.gif
giga2010
წონის გადარჩევა, ყველა შემთხვევაში უკეთეს შედეგს მოგცემს. ამაზე არამგონია სადაო იყოს
userman
ციტატა(giga2010 @ 23rd September 2017 - 12:42 AM) *
წონის გადარჩევა, ყველა შემთხვევაში უკეთეს შედეგს მოგცემს. ამაზე არამგონია სადაო იყოს


რა თქმა უნდა , მარა 0.01 დან 0.019 მდე სხვაობა წონაში, სიზუსტეზე თითქმის არ მოქმედებს .

აქვე ჩემს გამოცდილებასაც გაგიზიარებთ ;
როგორც იცით ძირითადად ვხმარობ 0.54 ჯსბ-ის ატ 44-ზე , თუმცა 0.67 -საც არა ნაკლებ ისვრის . ხოოდა უფრო უკეთესს შედეგს მაძლევს ტყვიების გარეცხვა ჟელეში .
რაც შეეხება 0.67-ს მის გარეცხვას მნიშვნელობა არა აქვს. ( ვიმეორებ ჩემი გამოცდილებით ).
okela84
0.695-ებიც გაეძრო, რაც უკვე 0.6 გრეინია, ანუ ნახევარ გრეინზე მეტი და ეს უკვე საკმაოდ დიდი ცდომილებაა. ერთი და ორი გრეინი უკვე სანტიმეტრებს იძლევა ვარდნას wink.gif
NRG
okela84
მეც ჩავატარე მსგავსი ექსპერიმენტი ოღონდ არ გადამიწონია, ვიზუალური დათვალიერებით გადავარჩიე რომელიც მომეწონა გვერძე გადავდე შემდეგ ვისროლე და ძალიან დიდი სხვაობები მომცა + გადაწონილით უკეთესი შედეგი იქნებოდა
okela84
NRG
ციტატა(nrg123 @ 26th September 2017 - 04:09 PM) *
მეც ჩავატარე მსგავსი ექსპერიმენტი ოღონდ არ გადამიწონია, ვიზუალური დათვალიერებით გადავარჩიე რომელიც მომეწონა გვერძე გადავდე შემდეგ ვისროლე და ძალიან დიდი სხვაობები მომცა + გადაწონილით უკეთესი შედეგი იქნებოდა

რა ტყვია იყო ასეთი შეუიარაღებელი თვალით რო ამჩნევდი დეფექტებს ?
datka25
ციტატა(okela84 @ Sep 26 2017, 04:33 PM) *
NRG

რა ტყვია იყო ასეთი შეუიარაღებელი თვალით რო ამჩნევდი დეფექტებს ?

ყველა ფირმის ტყვიას ეტყობა გარეგნული დეფექტები. მე მაგალითად ჯერ მაგას ვუყურებ და მერე ვწონი . . .
NRG
datka25
ხო ზოგს ქარხნული დეფექტი აქვს ზოგს კაბა აქვს დაჭ*ლეტილი შეიძლება ძაან არ ქონდეს მაგრამ მცირე ოვალი შეუიარაღებელი თვალითაც ეტყობა
okela84
ხალხო ჯსბ-ის ბატჩებზე რაღაცას ამბობდით და აბა რომელია ყველაზე კარგი ბატჩი ხომ არ გამოგიკვლევიათ ვინმეს ?

giga2010
ციტატა(aleqsandre @ 9th November 2018 - 07:32 PM) *
ბატჩი

ოკელ, ეგ რა არის? მართლა არვიცი
okela84
giga2010
ანუ პარტიების მიხედვით არისო ხარისხები და ჩვენთვის ცნობილი პარტიებიდან რომელი ყველაზე ნორმალური ეგ მაინტერესებს
giga2010
okela84
გასაგებია ოკელ კითხვის შინაარსი.
მოკლედ გუდვილის მაგნუმს რამოდენიმე ბატჩი(მე ვეძახი მატრიცას) ქონდათ შემოტანილი. პირველი პარტია იყო 5, მერე 6, მერე 0 რამაც ძალიან დამაინტერესა და ბოლოს ისევე 6. დიდი განსხვავება მე ვერ ვიპოვე, უფროსწორედ საერთოდ ვერ განვასხვავე. ჩემი აზრით ტყვიების გადარჩევა საიზერით, ბევრად უკეთეს შედეგს მოგვცემს
okela84
giga2010
ციტატა(giga2010 @ 9th November 2018 - 09:23 PM) *
დიდი განსხვავება მე ვერ ვიპოვე, უფროსწორედ საერთოდ ვერ განვასხვავე.

მადლობა, მაშინ ისევ გუდვილში ვიყიდი
userman
giga2010
ციტატა(giga2010 @ 9th November 2018 - 09:23 PM) *
მოკლედ გუდვილის მაგნუმს რამოდენიმე ბატჩი(მე ვეძახი მატრიცას) ქონდათ შემოტანილი. პირველი პარტია იყო 5, მერე 6, მერე 0


შტრიხ-კოდს გულისხმობ > თუ სერიულ ნომერს ?

რავი მე პირადად, ცუდი პარტია, არასდროს შემხვედრია .
giga2010
userman
კოლოფის უკან. კალიბრთან ერთად რომ მითითებულია ციფრი, მაგაზე ვსაუბრობთ.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.