დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ინტეგრირებული მოდერი
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
giga2010
გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი რჩევები და აზრი. მინდა ინტეგრირებული მოდერი დავამზადო, მაინტერესებს რა სქემით მუშაობს მოდერი. ინფო ვერ მოვიძიე აქ. იქნებ თქვენ მიმასწავლოთ სად შეიძლება მოვიძიო ინფო, ან თქვენ გამიზიაროთ.
ბატონო გრეგორ ხომ არ გაქვთ ინტეგრირებული მოდერი?
gregory
ციტატა(giga2010 @ 26th June 2017 - 09:13 PM) *
ბატონო გრეგორ ხომ არ გაქვთ ინტეგრირებული მოდერი?

giga2010
სამწუხაროდ არა.
როგორც ვიცი ჯაჯა ამზადებს

giga2010
gregory
დიდი მადლობა
geojorjika
giga2010
რას ეძახი ინტეგრირებულ მოდერს?
okela84
geojorjika
ალბათ რო არ ძვრება ლულას ?
giga2010
geojorjika
მარადიორის მსგავს მოდერს
okela84
უი მაგას მგონი შრაუდერს ეძახიან
giga2010
გასაგებია. ნუ გამომეკიდებით. wink.gif
ja_ja
giga2010
მოკლედ რომ ვთქვათ არის 3 ტიპის მოდერი

1) მოდერატორი, ანუ ის რაც ლულის ბოლოზე ყენდება, რეზბაზე ან გადამყვანით, ნუ მთავარი ეგ არაა, მთავარი ისაა რომ ცალკე დეტალია და როგორც წესი სიგრძეს უმატებს არსებულ თოფს, მაგრამ აქ მოცულობაშI არ ხარ შეზღუდული, ანუ იქნება ეს სიგრძე თუ სისქე მებისმიერი შეიძლია გამოიყენო, შედეგად მუშაობის ეფექტიც არის ან კარგი, ან ძალიან, ძალიან კარგი smile.gif



2) შრაუდერი, ანუ მთლიან სიგრძეზე კოლოფის მერე, ლულა არის მოქცეული ცალკე მილში, რომელიც რაღაც სიგრძის ასევე არის ლულის ჭრილს გადაცდენილი, მაგრამ ერთი ფორმის გამო არ აღიქმება ცალკე დეტალად. აქ ბევრი სხვადასხვა კონსტრუქციული აზრები არსებობს, მაგრამ როგორც წესი შრაუდერი აფსოლუტურად მოდერატორივით ძალიან, ძალიან ეფექტური არ არსებობს, ანუ კომპრომისია ფორმასა და ეფექტურობას შორის (როგორც წესი ძირითადად შრაუდერის გარე დიამეტრია 20 ან 22 მილიმეტრი, რაც არ იძლევა ეფექტურად შიგთავსის გამზადებას), ამიტომაც ზოგჯერ შრაუდერზე ცალკე გადამყვანს აკეთებენ ხოლმე რომ დამატებით მოდერატორი მიამაგრომ ხოლმე, როდესაც დამატებით სრული ეფექტურობა სჭირდებათ ხოლმე. ეს დამატებითი მოდერი შეიძლება იყოს, ძლაინ პატარა 2-3 სანტიემტრი სიგრძეში, ან მთლიანი სიგრძის 15-25 სანტიმეტრი, მთავარი ისაა რომ შრაუდერის მილზე უფრო დიდი დიამეტრისაა ხოლმე.







3) ინტეგრირებული მოდერატორი, ეს არის რაღაც გარდამავალი პირველსა და მეორეს შორის, ანუ ლულის მთელს სიგრძეზე არაა, მაგრამ ბოლოში ისევე თავდება როგორც ეს მორცებოდა მთლიანი შრაუდერის შემთხვევაში. ეს ფორმა გამოწვეულია კონსტრუქციული აუცილებლობით და უმეტეს წილად გამოიყენება ბულპაპებში, განსაკუთრებით იმ თოფებში რომელსაც ოპტიკსი სამაგრი რელსი სიზუსტისა და სიმყარისთვის რეზერვუარის გარდა ასევე ლულაზეა ხოლმე დამაგრებული. ნუ შესაბამისად წესით იგივე თვისებები ახასიათებს როგორც შრაუდერს, ანუ ძალიან ეფექტური არაა ხოლმე, გამონაკლისია რუსული ვარიაციები, რომლებიც, წესად მირებული 20-22 მილიმეტრიანი მილის მაგივრად იყენებენ ხოლმე 30-40 მილიმეტრიან მილს, და შედეგად მოცულობა იძლევა ხოლმე ეფექტურობის გაზრდას, მაგრამ უმეტესობა მიუხედავად ქება დიდებისა რომ ეს დიდი მოცულობის შრაუდერი ლამის და იდეალურად ჩუმია, მაინც დამატებით მოდერს ჩალიჩობს ხოლმე, იმიტომ რომ რეალშI ის ეფექტურობა არ არის ხოლმე რასაც რეკლამიდან მოელიან smile.gif არაერთი ეგეთი ვიზიტორი იყო ჩემთან რომ ტავიდან აქებდა კონსტრუქციას და შემდეგ დამტებით სოლუშენს ეძებდა ხოლმე





giga2010
ja_ja
დიდი მადლობა ყურადღებისთვის
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.