დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ჩემი M4A1 (Airsoft)
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > პნევმატიკა მფლობელის თვალით
გვერდი: 1, 2, 3
Power_VANO
მოკლედ, როგორც იქნა, დღეს წამოვიღე ჩემი M4A1, მადლობა მარგეს smile.gif

ესეც ფოტოსესია:





გავხსნათ ყუთი:



ესეც სრული კომპლექტაცია (+ ბატარეა, რომელიც ამ დროს დასატენად იყო ჩართული):



ე.ი. გვაქვს თვითონ ავტომატი, 1 ცალი მჭიდი (ე.წ. ბუნკერი, 300 ტყვიიანი), ბატარეა (8.4 ვოლტი, 1100 მა), დამტენი, სახრახსნისი (ფიგურული), ე.წ. "შესტიგრანკა", ე.წ. 3-Point Sling, თოკი რა biggrin.gif გვაქვს ამ "თოკის" სამაგრი და იაღაღის მოხმარების ინსტრუქცია. + 250 ტყვია და ლულის საწმენდი/გაჭედილი ტყვიების გამოსაღები პლასტმასის ჯოხი.









ესეც ფიშტოს ხედები ახლოდან:



Power_VANO




ესეც ჰაი-ენდ კონდახი:



ეს კი ამ იარაღის ერთადერთი ცუდად რეალიზებული ნაწილი - სამიზნე, ცოტა მოღუნულია biggrin.gif რამდენად ზუსტია, ხვალ შევამოწმებ, ბატარეა რომ დაიტენება. თანაც, მალე აღარ შემაწუხებს, კოლიმატორს დავუყენებ.





ლულა, 6.08 მმ დიამეტრით:



და ტექნიკური მახასიათებლებიც:



მოკლედ, ამ მოდელს უყენია M90 მარკის ზამბარა, რომელიც 0.2 გრამიანი ბურთულების სროლისას უზრუნველყოფს ~90 მ/წმ სიჩქარეს.
იარაღი ხელში საკმაოდ სოლიდურ შთაბეჭდილებას ტოვებს, კონსტრუქცია საკმაოდ კარგი და მყარია. მთლიანი კონსტრუქცია მეტალისაა, გარდა კონდახისა და ე.წ. foregrip-ისა, რომლებიც ABS-ისგანაა დამზადებული (პლასტმასი).

დღეს ტესტ დრაივი ვერ შედგა, რადგან ბატარეა Ni-MH ტიპისაა და შესაბამისად, დამჯდარი იყო smile.gif მიუხედავად ამისა, მარგესთან რამდენიმე ყვია ვისროლეთ, ხეებს ფოთლები წავაცალეთ და მეზობელიც შევაშინეთ. სახლში მოსულმაც 3 ტყვია ვისროლე სულ, მეტი ვეღარ შეძლო დამჯდარმა ბატარეამ. და მინდა აღვნიშნო, რომ მშვენიერი შთაბეჭდილება დამიტოვა. 3-ვე ტყვია ძველი CD დისკების ჩამოსაცმელ ყუთს ვესროლე. შედეგი მშვენიერი იყო, 2-მა ტყვიამ გაიარა შიგნით, 1-მა დისკების ჩამოსაცმელი სვეტიც გატეხა. მეორემ უკანა კედელი გაბზარა. მესამე ტყვია იგივე პატარა კოლოფს ვესროლე, ისიც მშვენივრად შევლეწე. და ეს ყველაფერი დამჯდარი ბატარეით. მაგის სურათებს ხვალ დავდებ. + ხვალისთვის ბატარეა დამუხტული იქნება და დავლეწავ ყველაფერს მგონი biggrin.gif
geojorjika
ვააა მომილოცავს , სულ კაი კაი ამბებში და რა დაჯდა ეგ სიამოვნება? smile.gif
Der Rote Baron
გილოცავ მშვენიერი გასართობი რამეა, თან როგორც ჩანს ცოტა ძალაც ქონია smile.gif
Power_VANO
geojorjika
გმადლობ! 130 მარადმწვანე დაჯდა ეგ იარაღი. smile.gif
Power_VANO
Der Rote Baron
გმადლობ smile.gif კი, ძალა აქვს, თან M90 პრუჟინაზე და დამჯდარი ბატარეით მაგდენს თუ იზამდა, არც ველოდი. ვნახოთ ხვალ რა იქნება სრულ სიმძლავრეზე. აი სამომავლოდ ვაპირებ M120/M130-იან პრუჟინაზე გადასვლას, მერე უკვე სერიოზული სიმძლავრე იქნება smile.gif
parna
გილოცავ გილოცავ ვიცი რა სიხარულიცაა ეგ smile.gif ჯერ სადახარ დალეწვებში მერე ნახე პოლიგონზე ნახევრად ჩალეწილ ფანჯარას რომ დაადებ დაახლოებიტ 3 4 სმ იან დირკებს smile.gif არ ფშვნის დირკას ტოვებს biggrin.gif
geojorjika
Power_VANO
მთლად ნუ დააწითლებ ხალხს არ გინდა მაგხელა სიმძლავრე smile.gif smile.gif
parna
ციტატა(geojorjika @ May 27 2009, 09:30 PM) *
Power_VANO
მთლად ნუ დააწითლებ ხალხს არ გინდა მაგხელა სიმძლავრე smile.gif smile.gif


ეგ აღარ აწითლებს ეგ ასისხლიანებს უკვე :mellow: საკმაოდ ბევრი დასისხლიანებული სახე ვნახე იქ
geojorjika
parna
მერე რას იკლავთ ბიძიკო თავს ჰა? smile.gif
parna
ციტატა(geojorjika @ May 27 2009, 10:42 PM) *
parna
მერე რას იკლავთ ბიძიკო თავს ჰა? smile.gif


ჯერ ეგრე მწარედ არმომხვედრია მე biggrin.gif ერთხელ მომარტყეს ბაყვში ახლოდან და შარვალმა დამიცვა ცოტა მარა მეტყობოდა ერთხელ კიდე ნეკ თითში მომარტყეს 15 მეტრიდან ჩემიანმა და ლამის წამძვრაა :blink:
ja_ja
ვაააა ვანოჯან გილოცავ. სულ მტრების დამარცხებას გისურვებ smile.gif

მაგეთივეს აღევას ვგეგმავ მეც, ჩემი დისკოს ამბები რომ მორჩება. ახლა შენს სრულ რეპორტს ველოდები.

ისა აქვე ერთს გკითხავ, ბანანა-ში მეორედ რომ ვიყავი და ყიდვას ვაპირებდი დ-ბოის-ის ეგეთივე თოფს წულა ცოტა უყანყალებდა, გადავწყვიტე ბრაკიათქო და შემდეგ ჯერამდე გადავდე ყიდვა.
შენსაზე რას შვება ზუს მყარად? საერთოდ უნდა ყანყალებდეს თუ არა? მე ჩავთვალე ეტყობა რკინის ლულა პლასტმასის რამაში ზის და ალბათ ვინმემ რაიმე გაუფუჭა მეთქი, მაგრამ გამოძIებისგან თავი შევიკავე.
parna
არა ჩემიც ყანყალებს ლულა სულმტლიანად რკინაშია მარა მაინც
Power_VANO
ესეც დღევანდელი მსხვერპლები:

მანძილი 5 მეტრი, 6 ტყვია. სამიზნე გასასწორებელი იყო, იმიტომაა ცოტა მარცხნივ და ქვემოთ ნარტყამი. რეგულირების შემდეგ 9-იანი და 10-იანი პრობლემა აღარაა 5-6 მეტრში.



ჩემი საყვარელი მიზანი biggrin.gif მოვფინე ოთახი ამის ნამსხვრევებით:







ესეც ბანკის სახურავი, კომპოტებს რომ ვახურებთ, ისაა. არც ისე თხელია თან:







ვერ გავხვრიტე, მაგრამ ეტყობა ამობურცულები. არაა საკმარისი M90-იანი პრუჟინა მაგის გასახვრეტად. M120 თავისუფლად გახვრეტს.

ესეც ჩვენი საყვარელი CD დისკი, ერთი ტყვია მოვარტყი სულ biggrin.gif



ესეც ნამსხვრევების ნაწილი:

Power_VANO
parna
გმადლობ, გმადლობ smile.gif

ja_ja
ციტატა(ja_ja @ 28th May 2009 - 08:36 AM) *
ვაააა ვანოჯან გილოცავ. სულ მტრების დამარცხებას გისურვებ

მაგეთივეს აღევას ვგეგმავ მეც, ჩემი დისკოს ამბები რომ მორჩება. ახლა შენს სრულ რეპორტს ველოდები.

ისა აქვე ერთს გკითხავ, ბანანა-ში მეორედ რომ ვიყავი და ყიდვას ვაპირებდი დ-ბოის-ის ეგეთივე თოფს წულა ცოტა უყანყალებდა, გადავწყვიტე ბრაკიათქო და შემდეგ ჯერამდე გადავდე ყიდვა.
შენსაზე რას შვება ზუს მყარად? საერთოდ უნდა ყანყალებდეს თუ არა? მე ჩავთვალე ეტყობა რკინის ლულა პლასტმასის რამაში ზის და ალბათ ვინმემ რაიმე გაუფუჭა მეთქი, მაგრამ გამოძIებისგან თავი შევიკავე.

გმადლობ, ja_j, გმადლობ smile.gif

ლულა? შIდა ლულა თუ გარეთა? გარეთა მაგრად ზის ჩემთან, არც შიდა ყანყალებს, ეხლა შევამოწმე, დავანჯღრიე კარგად. კონსტრუქცია ჯამში საკმაოდ კარგია, ერთადერთი პლატმასის კონდახი მოძრაობს ოოდნავ.

პრეტენზიებს რაც შეეხება, მარტო სამიზნის მიმართ მაქვს. სახელურზე ცუდადაა რეალიზებული, როგორც დავწერე, ცოტა მოღუნულად დგას. 5-6 მეტრში პრობლემა არ იყო, მაგრამ როცა 10 მეტრი მოვინდომე, სამიზნე მეორე ოთახის ბოლოში დავდე და უკვე გამიჭირდა, 10-იანში ვუმიზნებდი და 1-3-იანებში ურტყამდა.
თან შეიძლება ეს მთლად მაგის ბრალიც არ იყოს. ამ იარაღებს HOP-UP-იც აქვთ, რომელიც ტყვიას გასროლის შემდეგ აბზრიალებს და ოდნავ მაღლა წევს თავიდან. შეიძლება HOP-UP-ის ბრალიც იყოს. თან მეც ჯერ მიუჩვეველი ვარ და მთლად სტაბილურად ვერ ვინარჩუნებ ხელებს biggrin.gif

და ყველაზე ცუდი, მარჯვენა თვალში 100%-იანი მხედველობა არ მაქვს, მარცხენა 100%-იანი მაქვს. ჰოდა მიჭირს მაინც მუშკით სროლა დიდ მანძილზე.

მაგრამ მაგ პრობლემას კოლიმატორი ადვილად მოაგვარებს, დანარჩენი კონსტრუქცია კარგია.

ეხლა უნი-ში მივდივარ და საღამოს კიდევ კარგად დავტესტავ. ეხლა დილით ერთ საათში ეგეთი შთაბეჭდილებები დამიტოვა.

+ მაინტერესებდა რამდენად მწარე იყო და ჩემი ძმა სკოლაში რომ მიდიოდა, გავაყოლე ორი ტყვია რბილ ადგილში biggrin.gif მოხვდა ჯინსში, ჯიბეზე, მაგრამ აშკარად ეტკინა საკმაოდ.
ja_ja
ჰოოოო, პლასმასის შარიკს თუ ამდენი შეეძლო.....
ანუ გამოდის რომ წესით თუ მაგ იარაღაც აქვს 90 მერტი წამში და ტყვიის მასაა 0.2 გრამი ესეიგი ენერგია არას 0.81 ჯოული. ანუ 1 ჯოულიც კი არ არის.

თუ ერთ ჯოულს ეგ შუძლია......

მემგონი შენს თოფს გაძილებით მეტი სიჩქარე აქვს და მეტი ენერგია აქვს, თორემ 1 ჯოულზე ნაკლები მაგას მემგონი ვერ გააკეთებდა.

ქრონოგრაფის ტესტები გჭირდება.
Power_VANO
ja_ja
არა, არ აქვს ამას ერთი ჯოული. 1.5 ჯოული აქვს SYSTEMA-ს იარაღებს, საუკეთესოებია აირსოფტში ეგენი. ამას აშკარად 1 ჯოულზე ნაკლები აქვს. ნუ რავი, შეიძლება მწარმოებელი გვატყუებს..

აი შემდეგ გასვლაზე წამოვალ მეც და წამოვიღებ ამასაც, გავტესტოთ ქრონზე smile.gif თან ლაივშიც ნახავ თუ რამეა განსხვავებული ბანანას ვერსიისგან.


P.S. ეხლა კიდევ ვისროლე, ცოტა უფრო სტაბილურად მეჭიდა ფიშტო და 8-10 მეტრში აშკარად ოდნავ ზემოთ მიაქვს ტყვია. უფრო ჰოპ-აპის ბრალი მგონია, მაგრამ სანამ კოლიმატორზე არ გაიტესტება, ამის სამიზნისთვის 100%-იანი ნდობა არ შეიძლება. თან CYMA-ს ტყვიებს ვიყენებ. აი ოზიტაის პონტშია რა ეგენიც biggrin.gif

ესეც ეხლა, სკამი დავასახიჩრე biggrin.gif ძველი სკამია, შავი საქმისთვის გამოიყენება ხოლმე:



დღეს კოკა-კოლას რკინის ბანკას მოვიტან და იმის გახვრეტასაც ვცდი, თუ გამოვა.
ja_ja
Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 28th May 2009 - 10:21 AM) *
აი შემდეგ გასვლაზე წამოვალ მეც და წამოვიღებ ამასაც, გავტესტოთ ქრონზე

წამოდი, წამოდი, არ გამოტოვო, აირ-ჰარდ-იდანაც გასროლინებთ და შენს აირ-დოფტ-საც დავაგემოვნებთ, თან ტესტებზეც გავატარებთ
nihontoman
ეხლა მოიცა! ჩემი იჟ-38 კომპოტის სახურავებს ვერ ხვრეტავდა! აზრზე ხართ, რა ვუყავი რო აირსოფტის შედეგებით ჯობნის!

გილოცავ, კაი ფიშტო იყიდე. მაგით ბეღურებს ბეზ ბაზარა გააგორებ!
ja_ja
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 28th May 2009 - 11:29 AM) *
ჩემი იჟ-38 კომპოტის სახურავებს ვერ ხვრეტავდა

საბჭოთა წარმოება და მისი დღევანდელი საქმის გამგრძელებელი რუსეთი დღემდე ეგეთ პროდუქციას უშვებს smile.gif ასე რომ დიდად ნუ გაგიკვირდება, მე დარწმუნებული ვარ ეგ იჟ-xx სერია რომელიღაც სხვა მწარმოებლის იარაღიდან არასწორედ მოპარული კონსტრუქციაა, რომელიც მთლად ბოლომდე რუსებმა ვერ დაამუღამეს.
nihontoman
ციტატა
მე დარწმუნებული ვარ ეგ იჟ-xx სერია რომელიღაც სხვა მწარმოებლის იარაღიდან არასწორედ მოპარული კონსტრუქციაა, რომელიც მთლად ბოლომდე რუსებმა ვერ დაამუღამეს.


საეჭვოდ გავს იმდროინდელი გერმანული თოფების(weihrauch 25) დიზაინს
Power_VANO
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 28th May 2009 - 12:37 PM) *
წამოდი, წამოდი, არ გამოტოვო, აირ-ჰარდ-იდანაც გასროლინებთ და შენს აირ-დოფტ-საც დავაგემოვნებთ, თან ტესტებზეც გავატარებთ

ოკ, მოვდივარ! smile.gif

nihontoman
ციტატა(nihontoman @ 28th May 2009 - 11:29 AM) *
გილოცავ, კაი ფიშტო იყიდე. მაგით ბეღურებს ბეზ ბაზარა გააგორებ!

გმადლობ, გმადლობ smile.gif


ჰო, დღეს რკინის ბანკიანი კოკა-კოლა ვიყიდე, დასატესტად. თან მაინტერესებდა ე.წ. The Poor Man's Chrono-ს ტესტირების ჩატარება. ანუ ქრონოგრაფად კოკა-კოლას ბანკის გამოყენება: http://www.airsoftretreat.com/reviews/show....php?product=71 შედეგები რაღაც მიახლოებულია, 100%-ით ზუსტი ცხადია, ვერ იქნება.

მაგ სტატიის მიხედვით, FPS-ები ნაწილდება შემდეგნაირად:
თუ გავხვრეტთ კოკა კოლას ბანკის
One Side…………….290+FPS
Both Sides…………..340+FPS
Bottom Center………385+FPS*
Bottom Edge………...450+FPS
Top Center…………..470+FPS
Top Edge……………500+FPS

Side-ებში გვერდები ითვლება, Center/Edge ბანკის ძირს და ზედა მხარეს ეხება. ტესტირების შედეგად ჩემმა ფიშტომ ჩააბარა პირველი სამი ტესტი, ანუ
One Side…………….290+FPS
Both Sides…………..340+FPS
Bottom Center………385+FPS*

Bottom Edge-ი ვერ გავხვრიტე, გახვრეტამდე მიიყვანა ტყვიამ, მაგრამ არ გაძვრა. ბანკაც ზემოდან ვერ გავხვრიტე, გაღუნვით დავკმაყოფილდი.

ანუ ტესტირების მიხედვით გამოდის, რომ ჩემი M4 ისვრის მიახლოებით 385 FPS-ის ფარგლებში, რაც მ/წ-ებში ~117 მ/წმ-ია, რაც M120-იანი პრუჟინის კლასს განეკუთვნება. მაგრამ მიჭირს რაღაც მაინც დაჯერება, რომ M120-იანი იარაღი მაქვს, ამიტომ ნამდვილი ქრონოს ტესტებიც საჭიროა. თან ნეტავ რეალურად M120-იანების შედეგები როგორია, ანუ ეგ კლასები რეალურად რამდენად ახლოსაა რეალურ მაჩვენებელთან.

ესეც ბონუსი, 5 მეტრიდან დაცხრილული კოკა-კოლას ბანკა:



ja_ja
Power_VANO
მდააააააააააა, რაცხა სტრანნი სიჩქარეების შკალაა biggrin.gif კოკას ბანკა თუ მაგისთვის გამოდგებოდა რას ვიფიქრებდი smile.gif

მოკლედ მოდი თავს ნუ იტკივებ, ხვალ მოიცალე და ზეგ მაზეგ ვისვენებ, თუ არსად გავდივართ სადმე შევხვდეთ და გავტოსტოთ შენი და ჩემი ახალი ფიშტოც, მართალია დღეს არ დამითრევია, მაგრამ ხვალ იმედია მექნება, ხელთ.

ასე რომ ხვალ ან ზეგ სადმე გავიდეთ და ვნახოთ შენი ფიშტო.
MaRgE
აბოიმების სურათები რათ არ დადე ? biggrin.gif

არჭურვილობაში შედის ეგაც რა biggrin.gif
Power_VANO
MaRgE
ციტატა(MaRgE @ 29th May 2009 - 12:22 AM) *
აბოიმების სურათები რათ არ დადე ?

არჭურვილობაში შედის ეგაც რა

ცალკე დავდებ მაგათ, ეგენი ხო ყუთში არ იყო biggrin.gif ისე, ყველა მეხანა გავტესტე, კარგად აწვდიან ტყვიებს. და ბუნკერი 2 ხმარების მერე შემძულდა biggrin.gif რა უბედურებაა, გავისვრი ცოტას, დასატრიალებელია, კიდევ გავისვრი, კიდევ დასატრიალებელია. მაგას გამოვიყენებ ტყვიების საზიდად, 250 ტყვია ხომ ჩავა დატრიალების გარეშე და... biggrin.gif


ja_ja
ციტატა(ja_ja @ 28th May 2009 - 09:54 PM) *
მდააააააააააა, რაცხა სტრანნი სიჩქარეების შკალაა კოკას ბანკა თუ მაგისთვის გამოდგებოდა რას ვიფიქრებდი

მოკლედ მოდი თავს ნუ იტკივებ, ხვალ მოიცალე და ზეგ მაზეგ ვისვენებ, თუ არსად გავდივართ სადმე შევხვდეთ და გავტოსტოთ შენი და ჩემი ახალი ფიშტოც, მართალია დღეს არ დამითრევია, მაგრამ ხვალ იმედია მექნება, ხელთ.

ასე რომ ხვალ ან ზეგ სადმე გავიდეთ და ვნახოთ შენი ფიშტო.

თანახმა ვარ smile.gif თან კომპინფოზე ვისაუბროთ, რაღაც იდეები დაიბადა smile.gif ნუ "ხვალ" ანუ უკვე "დღეს" გავიდა თითქმის, დაგვრჩა შაბათი, გვაცდის ამინდი იმედია რამეს.
Power_VANO
ესეც მჭიდები:



5 ცალი ე.წ. "მეხანა". თითო იტევს 58 ტყვიას. მიუხედავად მცირე მოცულობისა, "ბუნკერთან" შედარებით აქვს ერთი უდიდესი უპირატესობა, მოძრაობისას ტყვიები არ ჩხაკუნობენ და არაფერს დატრიალება არ სჭირდება, 58-ვე ტყვია მიეწოდება იარაღს ბოლომდე ავტომატურად. ბუნკერის შემთხვევაში ყოველი ~20 ტყვიის გასროლის მერე პრუჟინა მოსაჭიმია - ხელით უნდა ატრიალოთ მჭიდის ქვეშ არსებული "ბორბალი".
parna
smile.gif
Power_VANO
ესეც დღევანდელი მონაგარი smile.gif

ბანკა, ~2-2.3 მმ-იანი სისქის კედლით. შედეგი ერთი ტყვიით, მანძილი 5 მეტრი:


იმავე ბანკის თავსახური, საკმაოდ სქელია, ვერ დავასახიჩრე:


25 ცალი A4 ზომის, 80 გრამიანი ფურცელი, მანძილი - 7.5-8 მეტრი:


ეს კი ხედი უკნიდან:


ეს რაღაც გერმანული ბოთლი ვიპოვნე სახლში, ის დავხრილე. მანძილი 5 მეტრი. საკმაოდ მაგარი გამოდგა, რამდენიმე ფენა აქვს, შეამჩნევთ. საკმაოდ რთული გასახვრეტი აღმოჩნდა:


ჩემი საყვარელი ტარგეტი biggrin.gif მანძილი 7.5-8 მეტრი. ძალიან ადვილად ედება "სკვაზნოი"


AXE Effect-ის დეზოდორის ქილა, კოკა-კოლას ბანკასთან შედარებით უფრო სქელი და გაცილებით მყარი მეტალისგანაა დამზადებული. სურათზე ~100 ტყვიის შედეგია, მანძილი 7.5-8 მეტრი:






და ბოლოს, პირველი სისხლი!
რიკოშეტი მოხვდა ამ უბედურს, AXE-ს რომ ვესროდი biggrin.gif


+ ვცადე მოპირდაპირ კორპუსებისკენ სროლაც, მაგრამ ვერ დავინახე შორს ტყვიები sad.gif

ესეც დასახიჩრებული AXE-ს ვიდეო:
http://www.files.ge/file/400433/MOV01594-3GP.html
http://www.link.ge/file/253747/MOV01594.3gp.html
parna
საღოლ შენ მ4 ს ჩემი ვერშეძლებს მაგდენს შანსიარაა
Power_VANO
parna
გატესტე აბა შენი მ14-იც კოკა კოლას ბანკაზე, ზემოთ რომ დავდე ლინკი, იქაა მეთოდიკა აღწერილი smile.gif რომელი მწარმოებლისაა შენი M14?
geojorjika
Power_VANO
მალადეც , მშვენიერი შედეგია, მაგის მოხვედრა არცთუისე სასიამოვნო იქნება smile.gif smile.gif
parna
ციტატა(Power_VANO @ May 30 2009, 08:01 PM) *
parna
გატესტე აბა შენი მ14-იც კოკა კოლას ბანკაზე, ზემოთ რომ დავდე ლინკი, იქაა მეთოდიკა აღწერილი smile.gif რომელი მწარმოებლისაა შენი M14?



cyma მ14 ია ტოკიო მარუის რეპლიკაა ყუთზე უწერია 100 მ/წ 0.2 გრამიანი შარიკებით 380 FPS მაგრამ ჯერ არმისვრია 0.2 იანები
შეილება მაგიტომ
Power_VANO
parna
ჰო, 0.12-იანებს ცოტა აქვთ სიმძლავრე ძალიან, 0.2-იანები გინდა smile.gif მარგეს აქვს შედარებით იაფად 0.2-იანები CYMA-სი.

ჩემსას ყუთზე 90 მ/წმ აწერია, მაგრამ ~120-იანი პრუჟინა უდგას აშკარად biggrin.gif შენსაზეც ეგრე იქნება. თან შენსას ლულა უფრო გრძელი აქვს. ასე რომ, იყიდე 0.2-იანები და გატესტე smile.gif


geojorjika
ციტატა(giorgi @ 31st May 2009 - 12:10 AM) *
მალადეც , მშვენიერი შედეგია, მაგის მოხვედრა არცთუისე სასიამოვნო იქნება

მადლობა smile.gif კი, მწარეა საკმაოდ, გუშინ ჩემს ძმას ვასროლინე რბილ ადგილში, 8 მეტრიდან. კაი ხანი მტკიოდა biggrin.gif
parna
ციტატა(Power_VANO @ May 30 2009, 08:25 PM) *
parna
ჰო, 0.12-იანებს ცოტა აქვთ სიმძლავრე ძალიან, 0.2-იანები გინდა smile.gif მარგეს აქვს შედარებით იაფად 0.2-იანები CYMA-სი.

ჩემსას ყუთზე 90 მ/წმ აწერია, მაგრამ ~120-იანი პრუჟინა უდგას აშკარად biggrin.gif შენსაზეც ეგრე იქნება. თან შენსას ლულა უფრო გრძელი აქვს. ასე რომ, იყიდე 0.2-იანები და გატესტე smile.gif


geojorjika

მადლობა smile.gif კი, მწარეა საკმაოდ, გუშინ ჩემს ძმას ვასროლინე რბილ ადგილში, 8 მეტრიდან. კაი ხანი მტკიოდა biggrin.gif



აუცილებლად გავტესტავ smile.gif


ერთხელ რაგაც კვერცხობა სპრინგავოი აირსოპტის კოლტი დავითრიე გალახსი ს პორმის და მაიკა გახდილზე ვისროლე მეთვითონ მუცელში :rolleyes: ერთი 4 დღე გაწითლებული მქონდა

მოკლედ
ხვალინდელი გასვლა რომ 12 საათისთვის გადავწიოთ შეიძლება? :unsure: მოვასწრებდი კოლიმატორის ყიდვას
vito
გადამრევს ეს ხალხი, რითი ერთობით მოკლედ........... smile.gif
parna
ციტატა(vito @ May 30 2009, 09:26 PM) *
გადამრევს ეს ხალხი, რითი ერთობით მოკლედ........... smile.gif


ხო ნახე რასაც უშვება ბანკის კრიშკას ხოდა წარმპიდგინე მაგისი ოჩერედი რო მოფრინავს შენკეენ :rolleyes:
MaRgE
ციტატა(Power_VANO @ May 30 2009, 08:25 PM) *
parna
ჰო, 0.12-იანებს ცოტა აქვთ სიმძლავრე ძალიან, 0.2-იანები გინდა smile.gif მარგეს აქვს შედარებით იაფად 0.2-იანები CYMA-სი.

ჩემსას ყუთზე 90 მ/წმ აწერია, მაგრამ ~120-იანი პრუჟინა უდგას აშკარად biggrin.gif შენსაზეც ეგრე იქნება. თან შენსას ლულა უფრო გრძელი აქვს. ასე რომ, იყიდე 0.2-იანები და გატესტე smile.gif


geojorjika

მადლობა smile.gif კი, მწარეა საკმაოდ, გუშინ ჩემს ძმას ვასროლინე რბილ ადგილში, 8 მეტრიდან. კაი ხანი მტკიოდა biggrin.gif

~120 პრუჟIნა რათა ? biggrin.gif
ეგრე კარგად ისვრის ? :დ
წაუნინგებულად ხომ არ გავყიდო ? :lol: :rolleyes:
Power_VANO
MaRgE
აშკარად ძლიერი პრუჟინა უდგას მარგე. სროლის სიხშირეც არაა მაღალი smile.gif M90-იან პრუჟინას ადვილად დაატრიალებდა 8.4 ვოლტიანი ბატარეა. კოკა-კოლას ქრონოზეც სადღაც 385+ FPS-ს მაჩვენებს, რაც მიახლოებით M120 პრუჟინის ძალაა.

მერე ja_ja-ს ქრონოგრაფზეც გავტესტავთ და 100%-ით გავიგებთ რა სიჩქარით ისვრის. თუ იქაც 120 მ/წმ-ის ფარგლებში აჩვენა, ე.ი. ნამდვილად M120-ები მოყვებათ ამათ. + რამდენიმე რევიუ ვნახე, სადაც ამბობენ, რომ ჩინელებს M110/M120-ის ჩაყენება ევასებათ სტოკ კონფიგშიო. ერთადერთი, ალბათ სტანდარტული M120-ებია, ანუ დროთა განმავლობაში შეიძლება დაჯდეს/დასუსტდეს.

+დღეს მოპირდაპირე კორპუსსაც ვესროლე დილაადრიან biggrin.gif საღაც 40-45 მეტრი იქნება ალბათ იქამდე, შუაში ეზოები და ნონეშვილის პროსპექტია (ორი ფართო სავალი ნაწილით). ტყვიები ხვდებოდა იმ კორპუსს მშვენივრად, თან სტაბილურად მიჰქონდა მაინც CYMA-ს კვალობაზე biggrin.gif ხანდახან კი იყო ხოლმე გადახრები, 10-დან 1-2 ტყვია ცოტა მარცხნივ უხვევდა ხოლმე.

ეხლა რაღაც ცოტა ფინანსების შანსი არის და ეგრევე სერიოზულად დავააპგრეიდებ. ლითიუმის ბატარეა, M130 პრუჟინა და ა.შ.
ისე, სტრაიკში M130-ს შეზღუდვა არ აქვს ხომ? და მაგის ზემოთ უკვე 5/10 მეტრიანი შეზღუდვაა M150-დან?


P.S. ეხლაც დავცხრილე მეზობელი კორპუსის სახურავი, თან ნაცრისფერი კორპუსია და ფონზე ვხედავ კარგად როგორ მიდიან ტყვიები.
MaRgE
ჰმ საინტერესოა, ეტყობა მართლა რაღაცა სტრანნი პრუჟინა აქვს
არადა 90 მეტრი წამში 330-350FPS ია სადღაც
Power_VANO
MaRgE
ნწუ, არაა ეგრე.

90 მ/წმ = 295 FPS
110 მ/წმ = 361 FPS
120 მ/წმ = 394 FPS
130 მ/წმ = ~430 FPS

აი ჩემი ფიშტო ვეჭვობ რომ 360-სა და 400-ს შორის ისვრის, ანუ 120-იანი უნდა ჰქონდეს. ნუ 120-იანმა მთელი ტავისი შესაძლებლობები რომ მოგცეს, ყველაფერს კარგად შეწყობა უნდა გეარბოქსში, შიმინგი და რამე და ამას ეგ რომ უმაღლეს კლასზე არ აქვს, კი ვიცით biggrin.gif

თან ბატარეასაც ეტყობა რომ ვერ ატრიალებს სწრაფად მატორს, სროლის სიხშირე არაა მაღალი მაინცდამაინც.
Power_VANO
დღეს 3-point sling-იც გავტესტე, მშვენიერი და მოხერხებული რამეა ნამდვილად, სურათებსაც დავდებ მერე.

დაახლოებით ესეთია: http://www.houtsenterprises.org/m4_car15_cqb_sling.htm
ესეც პრაქტიკაზე: http://www.youtube.com/watch?v=RTvjzei-f6A
მართალია, ეგეთი ჰაი-ენდი არაა, მაგრამ მაინც საკმაოდ მომეწონა smile.gif სწრაფი და ეფექტური სახმარია.
nihontoman
რა გინდა მშვენიერი ფიშტოა. თან სანადიროდაც გამოდგება მწერებზე.... :rolleyes:

კარგი მუღამიც ექნება-რაღაც ფუტკარს რო მიუყოლებ 10 მეტროდან და გაარტყავ!
Jah
ციტატა(nihontoman @ 1st June 2009 - 10:22 AM) *
მიუყოლებ 10 მეტროდან და გაარტყავ!

:blink:
geojorjika
Jah
+1 , მწყერი არა დათვი smile.gif biggrin.gif
parna
არალეტალური იარაღიააა :P
nihontoman
თვალები გაახილეთ, მწყერი კი არა, მწერი მიწერია, ვააჰ! :rolleyes:
geojorjika
nihontoman
უუფფ პარდონ პარდონ smile.gif
nihontoman
ციტატა
nihontoman
უუფფ პარდონ პარდონ

კაი არა უშავს. ხდება ხოლმე...
Jah
ციტატა(giorgi @ 3rd June 2009 - 01:25 PM) *
nihontoman
უუფფ პარდონ პარდონ

რა პარდონ კაცო biggrin.gif biggrin.gif
ფუთქარს 10 მეტრიდან არ გინდა გაარტყა biggrin.gif
parna
ციტატა(Jah @ Jun 5 2009, 03:09 PM) *
რა პარდონ კაცო biggrin.gif biggrin.gif
ფუთქარს 10 მეტრიდან არ გინდა გაარტყა biggrin.gif


რაღაც ძალიან მეეჭვება
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.