მე ტყუილა მისმენ

მე ზ.დ.პ-ში დიდად არ ვერევი ხოლმე, ერთერული შემთხვევების გარდა
ისე კი ეგ სისტემა ძლაიან ძველია და ახალი არაა, გადაკეთება რამდენადაც ვიცი იაფი არ გამოდის და მასიურად შიგნეულობის დეტალები მე პირადად გასაყიდად არსად მინახია...
მთელი იდეა დაიყვანება იმაზე რომ კონდახში ცალკე საყრდენია და თოფის რკინეულობა მაგაზე ზის, შედეგად უკუცემა გამოიყენება რელსზე გასასრიალებლად რაც ვიდეოშიც ჩანს, მაგით ხდება არასასურველი უკუცემის ჩაქრობა... მაგრამ აქვე გთხოვ გაითვალისწინო ეს სისტემა მუშაობს სუსტ თოფებზე 7.5-10 ჯოული.
ჩვენთან რომ უყვართ ხოლმე ტაფების და რკინაბეტონის გამანგრეველი თოფების აღება და ჩალიჩი, მაგისთანა ძლიერ თოფებზე ეგ სისტემა არ მუშაობს.... იდეა თავის დროზე შექმნილია იმ პერიოდისთვის როდესაც PCP ეგეთი განვითარებული არ იყო და ჩემპიონეტზე ზუსტადაც რომ ზ.დ.პ-თი გამოდიოდა ხალხი.
ოლიომპიური დისტანცია არის 10 მეტრი და მანდ აკრძალულია ძლიერი თოფების გამოყენება, მანდ რეგულირებულია წესები და 7.5 ჯოულზე მეტის გამოყენება არ შეიძლება. ამიტომაც მაგ ვიდეოში აღწერილი მეთოდი მუშაობს და არსებობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ 500 და 1000 მეტრ წამიანი მონსტრები რომაა, რომელსაც ტყუილა აწერია 500 მეტრი მაგრამ რეალში 250-300-ს მართლა იძლევა (20 ჯოულზე მეტი ენერგეტიკით), არის უკვე მაგნუმ კლასის პნევმატიკა და მის უკუცემას ეგრე ლაითად და ეგეთი პატარა მოძრაობით ვერაფერით ვერ დაარეგულირებ და ვერ ჩააქრობ

თუ ვინმეს გქონია ძველისძველი IJ-22 იმათ ეცოდინებათ რა საყვარელი თოფი იყო, გადასატენად და სასროლად, არანაირი უკუცემა არ ჰქონდა, აი რაღაც ეგეთზე მოჟნა ეგ ყველაფერი, იგივე რუსულ Ij-38-ზე ეგ უკვე აღარ გაამართლებს
P.S დააკვირდი შენსავე ვიდეოს 2:47-ზე ტესტ გასროლას რომ აკეთებს რეკოილ სისტემის გარეშე, მაშინაც კი მიკრო ხტუნავი აქვს მაგ თოფს, აბა ეგეთი ტექსტი ნებისმიერი მაგნუმ კლასის ზ.დ.პ-თი გაიმეორე, ყველაზე ლაით შემთხვევაში მაგიდიდან გადმოხტება თოფი

, ხოლო უარეს შემთვევაში საერთოდ ფანჯრიდან გადახტება და სახლიდან გაიქცევა

მიგიწევს დევნა და ხვერწნა რომ უკან დაბრუნდეს