maqsimusa ციტატა(maqsimusa2 @ 20th January 2017 - 12:46 PM)

ნაჭერია გაჭედილი ან რითიც წმინდავდი არ აქ მნიშვნელობა, იმ ადგილას გამოწვი. ბოლო ვარიანტია ეგ გაითვალისწინე
ეგ მართლა სულ ბოლო ვარიანტია, რომლის მერეც ლულა გადასაგდებია

ლულა არის ფოლარის, ანუ არ ვიცი შენ როგორ ხარ ამაში გარკვეული, მაგრამ 1-2 ადამიანი აქ მაგაში ვერ ერკვეოდა, ამიტომაც, ავხსნი რას ნიშნავს ეგ ნაწრთობი ფოლადი....
ფოლადი - ეს არის რეალურად ჩვეულებრივი ნაჭედი რკინა, რომელსაც გააჩნია გარკვეული რაოდენობა ნარშირბადი თავის შემცველობაში, სხვადასხვა მარკას აქვს სხვადასხვა შემცველობა ნახშირბადისა და სხვა ელემენტებისა. ყველა მარკას აქვს თავისი წრთობის ტემპერატურა, ანუ გაცხელება და მკვეთრი გაციება, რომლის დროსაც კრისტალური მესერი მოშვებული მდგომარეობიდან გადადის მოჭიმულ მდგომარეობაში და ამის ხარჯზე ახერხებს წინააღმდეგობის გაწევას.
ანუ თუ უწრთობი რკინა პირობითაც 10 კილო ზეწოლისას გადაიღუნება და დარჩება ამ მდგომარეობაში, ნაწრთობი ფოლადი არ იღუნება და ეწინააღმდეგება გადაღუნვას, ძალის დატანების მომეტში 1-2 მილიმეტრიანი გადახრა კიდევ ქრება ზემოქმედი ძალის ზეწოლის შეწყვეტისთანავე და ბრუნდება საწყის მდგომარეობაში (ანუ თუ სწორე იყო და ძალის ზემოქმედებით 1-2 მილიმეტრით შეიცვალა ფორმა, როგორც კი ზელს გავუშვებს გასწორდება ისე თითქოს არასდროს არავის ძალა არ დაუტანებია და არასდროს ჰქონია ის ხსენებული 1-2 მილიმეტრიანი დეფორმაცია)
ანუ თუ ლულას გავახურებთ იმ ტემპერატურამდე რომ შიგნით რაღაც გამოიწვას, მივირებთ სიტუაციას როდესაც ფოლადს გამოვიყვანთ ნაწრთობი მდგომარეობიდან და მივიღებთ ჩვეულებრივ რკინას, რომელიც იღუნება, შედეგად თოფის ლულის გადაწევისას უკვე ლულაც დეფორმირდება იმის გამო რომ წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეუძლია, თან უკან მისი წრთობა იოლი საქმე არაა, იმიტომ რომ არ ვიცით კონკრეტული მარკა, ანუ რა გრადუსზე და რა პერიოდით უნდა გავაცხელოთ რომ მერე უცებ გაცივებით ხელახლა ფოლადის სტრუქტურა მივითოთ...
რომც ვიცოდეთ ტემპერატურის პირობები, გაცხელება გაციების შემდეგ, როგორც მოშვების ასევე წრთობის დროს ლითონის კონსტრუქცია ყოველთვის იღრიცება, იმიტომ რომ ხან ქეღი მხარე უფრო დაიჭიმება, ხან მეორე, ხან უკვე დაჭიმული იყო ერთერთი მხარე ან ადგილი ვიდრე სხვა და მოშვებისას სულ სხვა გეომეტრიას მიირებ...
ასე რომ ლულიც გაცხელება ჩემის გადასახედიდან გამოსავალი არაა, არამედ გარანტირებულად ლულის გადაგდების კანდიდატობაა