koba1973 ციტატა(koba1973 @ 7th December 2016 - 07:43 AM)

მაგის გაკეთება პროგრამირებადი მიკროსქემის გარეშეც შეიძლება. მიკროგადამრთველით ან ცვლადი წინაღობით
ეს ეხლა იყო ნუ რავი

განსაკუთრებით აი შემდეგ გამონათქვამთან ერთად
ციტატა(koba1973 @ 7th December 2016 - 07:43 AM)

მე მირჩევნია იარაღი მაქსიმალურად საიმედო და ზუსტი იყოს ვიდრე მასე გართულებული
ნუ მიწყენ რაღაც ეგრევე საბჭოთა კავშირის სუნი მეცა

ანუ გაიხსენე საბჭოთა ზებგერითი თვითმფრინავი რარაც TU- რაღაცხა იყო, იმენნა რუსმა პილოტმა გაიტაცა და დასვა ისრაელში, ითხოვა პოლიტიკური ტავშესაფარი, ნუ იასნია დაიტოვეს ტიპიც და თვითმფრინავიც, მერე მაგაზე იყო დისკავერიზე გადაცემა

ამერიკელები ყვებოდნენ ჩვენო დავქლიავდითო როდესაც დავშალეთ თვითმფრინავი და აღმოჩნდა რომ ლამპებზე იყო აწყობილიო... ეგრევე მივხვდით რუსულ გენიალურ იდეას რამდენად წინ იყვნენ წასულებიო

ჩვენო ჩიპებს ვდებდითო და პერეგრუსკების გამო 4-5 გაფრენის მერე პლატები შესაცვლელი იყოო და ესენი კიდევ ლამპებზე დაფრინავდნენ და არაფერი არ ფუჭედებოდაო

მერე რუსი ინჟინრები ბაასობდნენ ამერიკელების მერე - ეეე რა გენიალური ინჟინერია რა რუული წინ წასული ტექნოლოგიაო კაცოოოო, მაგ დებილმა ამერიკელებმა არ იცოდნენ რომ ჩვენ უბრალოდ იმ დროისთვის მიკროსქემების წარმოების ტრაკი არ გვქონდა და ლამპებს ვიყენებდით მაგიტომო

ანუ ჩვენს თემაში ეგ ისეთ კავშირშია რა... 1 პროგრამირებადი მიკროსქემა ანაცვლებს მთელს შენს მიერ ნახსენებ გადამრთველებს და წინაღობებს, თორემ ბაზარი არაა მაგითაც შეიLძება გაკეთება, უბრალოდ ადგილი კატასტროფულად პატარაა, უნდა ჩაატიო კვებაც, მაფღვაც და პლატაც კონდახის ფუღუროში, რომელიც ყველას ვეებერთელა ადგილად ჰგონია და საქმე საქმეზე როდესაც მიდის მიკროსკოპული ადგილი რჩება ხოლმე ... განსაკუთრებით კვების წყაროს მიაქვს ოხრად ადგილი.
ეკრანიც დამიჯერე არაა ფუფუნება და უაზრობა, საკმაოდ საჭიროა, სხვა თუ არაფერი რაფერ გაიგებ რამდენ ვოლტზეა ელემენტი, აქვს თუ არა კონდენსატორის დატენვის ტრაკი, ავიდა თუ არა კონდენსატორი შესაბამის ძაბვაზე? თუ პროსტა ურაკუნებ მანამდე სანამ აღარ გაისვრის თოფი?
ანუ მესმის შენი იდეა რასაც ამბობ, A-დან B პუნქტში მტავარია მიხვიდე და მაგას უპრობლემოდ აკეთებს ზაპოროჟეციც და Mercedes-ის S კლასის მანქანაც, ბაზარი არაა ბოლოს მიხვალ დანიშნულების ადგილზე, მაგრამ ყალყალ ყანყალით დანგრეული, გაყინული და ჭუჭყიანი ჩატენილი რაღაც მიკრო ყუთში თუ მიხვალ გამთბარი, რბილი სეირნობით და სუფთად... ყიდულობ მანქანას და ბარემ იყიდე რა... მითუმეტეს რომ შენი მიკროსქემის შემთხვევაში ფინანსური განსხვავება იქნება ალბათ 2-3 ლარი....