giga2010
Nov 27 2016, 08:58 PM
ხომ ვერ მიმასწავლებთ ცჰვენთვის საჭირო რეზინები სად შეიძლება რომ შევიძინო
pilotina
Nov 27 2016, 09:49 PM
giga2010 ციტატა(giga2010 @ 27th November 2016 - 09:58 PM)

ხომ ვერ მიმასწავლებთ ცჰვენთვის საჭირო რეზინები სად შეიძლება რომ შევიძინო
აქედან შეგიძლია გამოიწერო. ოღონდ მეტრულ ზომებში ჯობია, თუ ნახავ.
geojorjika
Nov 27 2016, 10:06 PM
giga2010
რა ზომები გინდა და რისთვის? იქნებ მე მაქვს, პერიოდულად ჩამომაქვს ხოლმე
giga2010
Nov 27 2016, 10:10 PM
ციტატა(geojorjika @ Nov 27 2016, 11:06 PM)

giga2010
რა ზომები გინდა და რისთვის? იქნებ მე მაქვს, პერიოდულად ჩამომაქვს ხოლმე
საერთოდ მინდოდა, საჭირო დროს რომ გამომადგეს. ეხლა მემგონი პრობლემა აქვს მიმწოდებლის რეზინას. შეიძლება ვერ ვხსნი სწორად.
geojorjika
Nov 27 2016, 10:11 PM
ზომები მითხარი თუ გახსოვს და დავძებნი , თუ არადა გაზომე რა
giga2010
Nov 27 2016, 10:13 PM
ციტატა(geojorjika @ Nov 27 2016, 11:11 PM)

ზომები მითხარი თუ გახსოვს და დავძებნი , თუ არადა გაზომე რა

მადლობა, ჯერ არ დამიშლია, ვნახავ თუ რამე შარში არ გავეხვიე კიდევ
giga2010
Dec 1 2016, 12:36 AM
დავშალე როგორც იქნა და აღმოჩნდა გადამშვების რეზინა დაზიანებული, 7მმ დიამეტრის და რეზინა თავად 0.8მმ-ია. ხომ ვერ მიმასწავლით სად შეიძლება რომ შევიძინო
giga2010
Dec 1 2016, 01:18 AM

აი ეს რეზინებია 402
geojorjika
Dec 1 2016, 08:13 PM
7 მმ შიგნიდან თუ გარედან? და 0.8 არის სექცია? ანუ კვეთი? ხომ არ გეშლება? 0.8 მმ ძალიან წვრილია
giga2010
Dec 1 2016, 09:12 PM
გარე დიამეტრია 7მმ. კვეთა 0.8. ხვალ გავალ ელიავაზე იქნებ მოვძებნო
gargantua
Jan 10 2017, 05:14 PM
გამარჯობათ მეგობრებო რამოდენიმე დღის წინ შევიძინე hatsan mod 70 სახლში რო მოვიტანე შევამჩნიე ანომალია ლულის მანჟეტს თავიდან რაღაც ულტრათანამედროვე აეროდინამიურობის გასაუმჯობესებელი დიზაინი მეგონა მაგრამ მალევე მიხვდი რომ რაღაცაში იყო საქმე და ფრჩხილი დავაჭირე და რბილად ჩავიდა მაშინვე სურათები გადავძებნე და ვნახე რომ დეფექტი ჰქონდა რაღაც და ჩემი დასკვნებით ტყვია იყო ჩაჭეჭყილი შემთხვევით

ესე გამოიყურებოდა ვიზუალურად
ხოდა ამოვიღე ამოვასუბთავე შუაზე გადავჭერი ქვემოთ იგივე გარე დიამეტრის რბილი მანჟეტი ჩავაყოლე და თავისი მანჟეტი ქვედა მყარი ნაწილი რაც ქონდა ეგ ზემოთ მოვუქციე გამოვიდა ნორმალური სიმაღლის წესით არ უნდა გააპაროს ჰაერი მაგრამ არამგონია დიდიხანი გავაჩერო ეს და სად შეიძლება ვიშოვო ეს პატარა მაჟეტები თუ იცით გარე დიამეტრი 13 მილიმეტრია შიდა 9, სისქე 2 მილიმეტრი და სიღრმე იგივე სიმაღლე 4 მილიმეტზე ცოტა მეტია თუ იყიდება სადმე ამ ზომის და ფორმის მანჟეტები ან თუ შეიძლება ჩვეულებრივი ფორმის მანჟეტები რო ჩავსვა 2 ცალი ან რამე სიმაძლე მივცე ქვემოდან და ისე ჩავსვა? კიდევ კუსტარულად თუ შეიძლება დამზადება სახლის პირობებში მაგალითად ტყავისგან ძებნისას ვნახე რომ ტყავისგანაც აკეთებენ მოძველებულ პნევმატურებზე
ja_ja
Jan 10 2017, 07:23 PM
gargantua
ჰაცანის არ ვიცი და რუსულების იყიდება კოლმეურნეობაზე რომ მონადირის მაღაზიაა. თუ სხვა ვერაფერი მოიძებნა შეიძლება მაგის განხილვაც. ისე კი ჰაცანის პროდუქციაზე მუშოაბს მაგნუმის მაღაზია და დინამოსთან რომ კუთხეში მაღაზიაა სანადირო აი ეგე... ჰოდა წესით რაღაც ეგეთი სათადარიგო ნაწილები მაგათ უნდა ჰქონდეთ...
თუ მაგათაც არ აქვთ და მერე უკვე ონლაინში უნდა წავიდეს ძებნა....
gargantua
Jan 10 2017, 08:00 PM
ციტატა(ja_ja @ Jan 10 2017, 08:23 PM)

gargantua
ჰაცანის არ ვიცი და რუსულების იყიდება კოლმეურნეობაზე რომ მონადირის მაღაზიაა. თუ სხვა ვერაფერი მოიძებნა შეიძლება მაგის განხილვაც. ისე კი ჰაცანის პროდუქციაზე მუშოაბს მაგნუმის მაღაზია და დინამოსთან რომ კუთხეში მაღაზიაა სანადირო აი ეგე... ჰოდა წესით რაღაც ეგეთი სათადარიგო ნაწილები მაგათ უნდა ჰქონდეთ...
თუ მაგათაც არ აქვთ და მერე უკვე ონლაინში უნდა წავიდეს ძებნა....
ჯერ მაგნუმს მივაკითხავ საიტზე არ უდევთ არაფერი იმედია ისე ექნებათ მადლობა გამოხმაურებისთვის
giga2010
Jan 10 2017, 08:08 PM
მე რომ პრობლემა მქონდა ვიყიდე ელიავაზე, ისიც ერთ ადგილას. ქონდა ნაბორი და ნორმალური ხარისხიც არის
gargantua
Jan 10 2017, 08:16 PM
ციტატა(giga2010 @ Jan 10 2017, 09:08 PM)

მე რომ პრობლემა მქონდა ვიყიდე ელიავაზე, ისიც ერთ ადგილას. ქონდა ნაბორი და ნორმალური ხარისხიც არის
როგორი იყო ჩვეულებრივი O Ringს რომ ეძახიან თუ მაღალი ესეთი?
giga2010
Jan 10 2017, 09:19 PM
მაღალი არ მიძებნია სიმართლე გითხრა. მაგრამ სხვადასხვა ქონდა
Lukiane123
Jan 25 2017, 12:45 PM
სალამი ყველას,მოკლედ ჩემ ნასოსს გაუფუჭდა შტუცერის რეზინკები სატენ პორტს რომ აქვს პატარა მრგვალები და დატენვისას ჰაერს აპარებს,შედეგად ვერ ვტენი,სად შევიძინო არიცით?
gregory
Jan 25 2017, 12:58 PM
ციტატა(SVD @ 25th January 2017 - 01:45 PM)

სად შევიძინო არიცით?
SVD ჩემთან
Lukiane123
Jan 25 2017, 01:23 PM
ციტატა(gregory @ Jan 25 2017, 01:58 PM)

SVD
ჩემთან
რამდენიმე მინდა და როგორ იქნება ეგ ამბავი?
ბექნო
Feb 9 2017, 08:28 AM
გადავატრიალე ელიავა და ვერ ვნახე მასალა რომლითაც დგუშის მანჟეტს გავჩარხავ.
მჭირდება retay 135 ზე. დიამეტრი 30მმX10mm
ja_ja
Feb 9 2017, 03:56 PM
ბექნო მანჟეტის გაჩარხვა ცოტა მყარი მასალიდან შეიძლება, ნუ მაგალიტად ფტოროპლასტი, მაგრამ დარტყმითი მოძრაობების გამო რომელსაც მანჟეტი განიცდის აუცილებლად გატყდება

ამიტომაც უნდა იყოს არა გაჩარხული, არამედ ჩამოსხმული, ან სილიკონი, ან პოლიურეტანი... აქ მაგის ჩამომსხმელი არავინ მეგულება ხოლო სილიკონის და პოლიურეტანის გამოჩარხვა მაგარი საშინელებაა

მოკლედ მოგიწევს რაიმე შესაბამისი დიამეტრის სხვა თოფის მანჟეტის გამოყენება ან ინტერნეტ მაღაზიებში დაძებნა და დაკვეთა
ბექნო
Feb 9 2017, 06:01 PM
ja_ja
მასალაც ვერ ვნახე შესაბამისი.
პოლიურეტანია ხო წითელი ფერის როა მაგით გავჩარხეთ და ვერ იმუშავა რბილია ნამეტანი.
30მმ დგუში რას აქვს ვერ ვნახე ვერაფერი.
არც ცალკე იყიდება და ვაარ ასე ხათაბალაში..
gela
Feb 9 2017, 08:02 PM
მანქანის პერედოკებისთვის საბურავის რეზინისგან რო ჩარხავენ ხოლმე ვტულკებს,ეგ მასალა არ გამოდგება ვითამ?
ბექნო
Feb 9 2017, 08:38 PM
gela
კაპრონია ეგ და ამ საქმეში არ გამოდგება.
sekurifa
Feb 9 2017, 09:04 PM
gela
Feb 9 2017, 09:25 PM
ბექნო ციტატა(ბექა_ @ 9th February 2017 - 09:38 PM)

კაპრონია ეგ და ამ საქმეში არ გამოდგება.
რატომ მარტო კაპრონი, ხომ არის რეზინის საბურავებიც, ცდად ღირს, იმ შემთხვევაში როდესაც ქარხნულ მანჟეტს ვერ შოულობ, იქნებ თხა იყოს ტყუპი მაიგოს ვარიანტია

)
ბექნო
Feb 9 2017, 10:41 PM
ციტატა(sekurifa @ 9th February 2017 - 10:04 PM)

გაიხარე, კარგი ვარიანტებია აქ, ამოირჩევა შეიძლება. მარა ყიდვის და ჩამოტანის ამბავი როგორ არის რუსული საიტებიდან
giga2010
Apr 28 2017, 10:49 PM

კიდევ შარში ვარ. ამ რეზინას სად ვიშოვი
ja_ja
Apr 29 2017, 08:51 AM
ზუსტად ზომა აღარ მახსოვს, მაგრამ მგონი ჩინურ სანთებელაში რაცაა ისიც უნდა მოერგოს, თუმცა ის ცოტა უფრო პატარაა დიამეტრში, მაგრამ გაიჭიმება მაგ ზომაზე
giga2010
Apr 29 2017, 02:43 PM
რეზიკი, ლულა, ყველა სხვა საჭირო რეზინა გამოვცვალე. დამრტყმელი ზამბარაც ბოლომდე დავუშვი. ამ რეზინაზე გავიჭედე, ეხლა ვნახავ რამე ჩინურ სანთებელას და დავშლი.
name
Dec 1 2017, 11:33 AM
ესეგი ტყუილა არ მაქვს გადაწყვეტილი ზ.დ.პ ყიდვა, ისე მომაბეზრა თავი hatsan at44_ა ამდენი კეთებით,
სურათზე მინიშნებული რეზინა სად შეილება ვიშოვო, შუაზე გაწყდა, და ჰაერს აპარებს უხვად, არდა ხელი არ მომიკიდია საუკუნე მაგადგილისთვის, თოფი დევს და ფიუჭდება, ხელის მოკიდება უკვე მეშინია

)
gregory
Dec 1 2017, 12:15 PM
ციტატა(giga2010 @ 28th April 2017 - 11:49 PM)

კიდევ შარში ვარ. ამ რეზინას სად ვიშოვი
giga2010 "რატომ ღელავ სოსო?!"(ცისფერი მთები, აუ ტიანშანი)

მოდი და მოგცემ
gregory
Dec 1 2017, 12:23 PM
name
რაღაც-რაღაც რეზინები კი მაქს მაგრამ ჰათსანის არა. შეიძლება ზომაში წავიდეს
ja_ja
Dec 1 2017, 03:06 PM
name
ასაღელვებელი მანდ არაფერია, პროსტა რომ დევს და საქმეში არაა დროთა განმავლობაში რეზინები შრება, ამასობაშI კი მაღალი წნევთ ჰაერი აწვება და ბოლოს სკდება რეზინა ალაგალაგ.
ასარელვებელი არაფერია
ეგ რეზინები ისევეა როგორც მანქანის კონდიციონერზე, ანუ ზამთარშიც კი რამდენჯერმე კონდიციონერი ჩასართავია რომ სისტემაში ზეთი დატრიალდეს და რეზინევსაც მიედ მოედოს, თოფის შემთხვევაში ერთ პოზიციაში შენახვა იწვევს საწინააღმდეგო მხრიდან რეზინის გამოშრობას და...
რეზინა ჰაერზე რომ დატოვო მაშინაც კი უხეშდება და იმსხვრევა, მაღალი წნევის ქვეშ კი ეგ პროცესები გაცილებით ჩქარა მიდის... მოკელდ რეზინა სახარჯი მასალაა და ძვირიც არ ღირს, ან გრიშასთან მიდი როოგრც გითხრა, ან ჩემთან ან სულაც ელიავაზე. მნიშვნელობა არა აქვს ყველა გაამართლებს, მთავარია ისეთ ზომაში ჩაჯდე რომ მგ დეტალის კედლებსაც ედებოდეს და რეზერვუარის კედლებსაც, არც ნამეტანი თხელი გამოდგება და არც ნამეტანი სქელი... კაროჩე არაა ეგ ტრაგედია სადღაც და იქნება მაგდაგვარი
userman
Dec 1 2017, 04:48 PM
name
სამი ცალი კლაპანი რატომ , ან უფრო სწორად რისთვის გინდა ? სამი რეზიკი ხომ არ გაქვს ?
ელიავას ბაზრობაზე შედი ზემოთა მხრიდან. მეორად საბურავებს , რომ ყიდიან იმ მხრიდან , ხოოდა მოიკითხე რეზინის სალნიკების მაღაზია . ორი მაღაზიაა ერთმანეთთან ახლოს . არ არსებობს ვარიანტი , რომ არ იყოს , ერთი ცალი 1 ლარი ღირს .
name
Dec 1 2017, 07:33 PM
ja_ja
მართალია, მეც არავთქვია რა პლასმასივითა გამხდარითქო, ოკ გავივლი აბა ელიავაზე, თუ არდა გეგორს მივადგები
userman
ერთი რეზიკი უყენია
name
Feb 10 2018, 08:59 PM
გაუმარჯოს,
ლულის რეზინები შევცვალე დღეს, ახლები დავაყენე მაგრამ სურათზე ჩანს რაც მოუვიდა რეზინებს, ცოტათი მეტი ავიღე რეზინის დიამტრები რო მყარად ჩასულიყო, რადგან თავის ზომას რა აზრი აქვს, არაფერ ჰაერს არ დაიჭერსმ
ასევე ლულაში არსებული რეზინა ზუსტი ზომა ვიყიდე, მაგრამ ახლა ტყვი არ ეტევა, და არც შემტანი შედის,
ხოდა რამე ხერხი ხომ არ იცით ისეთი რო რეზინები არ დაზიანდეს ლულის ჩასმის დროს?
aleqsa
Feb 11 2018, 06:14 AM
name
მშრალზე ჩასვი ეტყობა და მაგიტო ან ბევრად დიდი ზომა მოგივიდა. ზომა სულ ოდნავ უნდა იყოს დიდი და ჩასმის წინ სილიკონის ზეთით დაასველე, ზეთი მაგნუმშიც ააქვთ და გრიგოლსაც ააქვს მგონი. ასევე მიმწოდზეს წასცხე ცოტა ზეთი და ისე შეაცურე თავუდან ლულაში ტყვიის გარეშე
ja_ja
Feb 12 2018, 11:31 AM
name ციტატა(name @ 10th February 2018 - 09:59 PM)

ხოდა რამე ხერხი ხომ არ იცით ისეთი რო რეზინები არ დაზიანდეს ლულის ჩასმის დროს?
უფ მაგი ხერხი უნიკალურია

ანუ მიდიხარ და ყიდულობ კონკრეტულად იმ ზომის რეზინებს რომელიც საჭიროა და რომელზეც გათვლილია კონსტრუქცია და არა საკუთარი აზრებით შერჩეულ ვერსიებს

ნუ მიწყენ და ჭკუის სწავლებად ნუ ჩამითვლი, მაგრამ მანდ რომ ნებისმიერი ზომის რეზინის გამოყენება შეიძლებოდეს, მაშინ კონკრეტულად იმ მოდელს არ გამოიყენებდა მწარმოებელი რაც მას მიაჩნდა მართებულად

1) პირველი შეცდომა ისაა რომ გარეთა მხრიდან ლულაზე მეტი ზომის რეზინები დასვი, იმ იმედათ რომ უფრო პლოტნად შევა და უფრო დაიჭერს ჰაერს... და ის თუ გაგახსენდა რომ პლოტნად შესვლისას რეზინა რომ გადაივლის გადამშვების ხვრელს ეგრევე გაყოფს შიგნით თავს, გადამშვების ხვრელი კი როგორც წესი ბასრია შედეგად ჭყაპ და თავი მოშჩრა

სავსემ თავი კაპუტ ბუდეტ

ასე რომ საჭიროა ის რზომა რაც ადრე გამოიყენებოდა, ის მაქსიმალურად კომფორტულად შესრიალდება და ისეა გათვლილი რომ მინიმუმზეა ამობერილი, სამაგიეროდ სპოხის გამოყენებისას ხვრელებზე უმტკივნეულოდ გადასრიალდება დაჯდება თავის ადგილზე და გასროლისას ჰაერის ტალღა ისე გაბერავს, რომ რომც უნდოდეს, აჰერს გარეთ ვერ გამოუშვებს, თუ რა თქმა უნდა სწორი ზომაა და გადაკვნეტილი არაა....
მოკლედ აზრი იმაზე დაიყვანება რომ შენს მიერ მოფიქრებული სულაც არ ნიშნავს რომ უკეთესი გადაწყვეტილება მოძებნე... აშკარად სხვა ფაქტორები არ გაითვალისწინე
2) რაც შეეხება ლულის შიგნით ჩასმულ რეზინას, მანდ მთლა უარესი სიტუაციაა... რეზინა ისევ გათვლილია დეფორმაციაზე და მიმწოდებლის შესვლისას ლულის შიგნით ამოთხრილ კედლებს მჭიდროდ ედება, შედეგად ისევ ჰაერის ტალღის დარტყმისას იბერება და უფრო მჭირდოდ ერწყმის მიმწოდებელსაც და ლულის შიგნით ამოჭრილ არხსაც....
როდესაც შენი ანგარიშით უფრო სქელი, ან დიდი რეზინა ჩადე, გამოდის რომ მიმწოდებელი ცდილობს შევიდეს რეზინაში და გაწი გამოწიოს, მაგრამ ფიზიკურად ლულაში იმხელა ღარი არაა რომ ზედმეტი რეზინის ხორცი სადმე შეიჭუჭყნოს, ასე რომ ჰაერის დატყმითი ტალღის გარეშეც უკვე გაბერილია და ვეღაქრც თვითონ ზის ღარში ნორმალურად და აღარც მიმწოდებელს ატარებს.
მოკლედ რაიმე სუპერ რჩევა და გამოცდილება არ არსებობს, მანდ, საჭიროა ზუსტად იმ ზომის რეზინა რაზეც კონსტრუქციაა გათვლილია, სხვა რეზინა როგორც შენთვითონაც უკვე დარწმუნდი უბრალოდ არ იმუშავებს მანდანე
name
Feb 13 2018, 06:15 PM
aleqsa
თავისთავად სილიკონის ტაოოტით ვსმასკავდი
ja_ja
ხო გვიან მივხდი, იმ ადგილას კვნეტდა რეზინას, შევუცვალე საკაიფოდ თავისაუფლად შეცურდა, მაგრამ დაიჭერს ჰაერს , ძველ დაკვნეტილ რეზინებს კი ეჯობება და
ხო კიდე, მოობილურით ვერ შემოვდივარ ექუნტში, ჩემსას ჭირს რამე თუ საიტს?
aleqsa
Feb 13 2018, 09:47 PM
name
მეც იგივე პრობლემას წავაწყდი. მასე მაწვალებს ხოლოთ გუგლიქრომით თუ ვცდილობ შესვლას მაშინ და თავის ინტერნეტ ბრაუზერითაცკი აჩმახებს მარა გაცილებით იოლად შედის
ja_ja
Feb 14 2018, 01:19 PM
name ციტატა(name @ 13th February 2018 - 07:15 PM)

ხო კიდე, მოობილურით ვერ შემოვდივარ ექუნტში, ჩემსას ჭირს რამე თუ საიტს?
რომელი მობილი\ტ რა ბროუზერით?
მე ანდროიდზე მიყენია:
Chrome
Fire Fox
Opera
MS Edge
Samsung Browser
ყველა შემოდის, ერთადერთი Opera-ს და Samsung Browser-ს ძალიან დიდი ხანი სჭირდება, თორემ გახსნით ხსნის
bazuka
Feb 25 2018, 10:48 PM
ja_ja ja_ja ციტატა(ja_ja @ 14th February 2018 - 02:19 PM)

მე ანდროიდზე მიყენია:
Chrome
Fire Fox
Opera
MS Edge
Samsung Browser
holy shit!
და თან რა კმაყოფილია
სადო-მაზო
ja_ja
Feb 25 2018, 10:51 PM
ჰელლოუ მუსიე, როგორ მოხდა რაფერ გაგახსენდით...

რავაა საქმეები
memwvade
Nov 29 2019, 10:19 PM
ლულის მაჯეტი ვერსად ვევნახე და კუსტარულატ ხოარკეტედება და როგორ ხოარავინიციტ
geojorjika
Nov 30 2019, 01:17 PM
memwvade
ზომა?
aleqsa
Nov 30 2019, 05:31 PM
memwvade გაგიმარჯოს, კეთილი იყოს შენი შემოსვლა ფორუმზე

ერთ მეგობრულ რჩევად მიიღე რასაც ეხლა დავწერ და ნუ მიწყენ, შემდეგში გაითვალისწინე, კითხვა ცოტა უფრო კონკრეტულად უნდა დასვა აქ რომ ვიღაც გამოეხმაუროს შენს კითვას, რომელი თოფისთვის კითხულობ ან რა ზომისაა ის მანჟეტი რასაც ეძებ?
თორე ახლა ისე ზოგადად რაც გაქვს დასმული კითხვა, მაგაზე შემიძლია გიპასუხო რომ თურქული თოფებისთვის დინამოსთან, "მონადირემეთევზე" რომაა მაღაზია მანდ მაქვს ნანახი რამდენიმე თვის უკან... მარა მოერგება შენს თოფს თუ არა ვერავინ გეტყვის
წარმატებები
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.