userman ციტატა(userman @ 23rd September 2016 - 12:59 PM)

კლუჩის ტარი ან შესტიგრანკი
არავითარ შემთხვევაში არავის აღარ ურჩიო დამტენ პორტში დაკუთხვილი დეტალების ჩატენა.... თუ რაიმეა ჩასატენი, მაქსიმუმ გლუვი მრგვალი ღერძი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემხთვევაში დაემჩნევა ზედაპირზე ჩაჭყლეტვა და მერე ვერანაირი დამტენი შტუცერის რეზინა ვეღარ დაიჭერს ჰაერს...
ტყუილა არ ვიგონებ ჩემთან ათეულობით ეგეთი დაზიანებული რეზერვუარია ამოტანილი...
giga2010 თუ დამტენი პორტიდან ან მიდამოებიდან გამოდის ჰაერი, მაშინ შენს რეზერვუარს ან დაზიანებული აქვს კლაპანი რომელიც ჰაერს უნდა კეტავდეს და გარეთ არ უნდა უშვებდეს, ან დაზიანებულია მანომეტრი, ან მისი ბუდე...
ნებისმიერი შემთხვევაში რომ დარწმუნდე რაშია საქმე, რამდენზეც შესძლებ დატენვას, დატენე რეზერვუარი (სასურველია თოფიდან მოხსნილი იყოს) და შემდეგ წინა მხარე სადაც მანომეტრია ჩააყოფინე ცხელ, მაგრამ არა ადუღებულ წყალში ( ცხელი წყალი საჭიროა იმიტომ რომ ამოღების და შემშრალების შედმეგ, ლითონის ზედაპირზე დარჩენილი ნესტი უცებ აორთქლდება, შედეგად რკინის დეტალები აღარ დაიჟანგება, ცივი წყალი კი ყოველთვის თხელ ფენად რჩება და მერე ჟანგები იჩითება). წყალი უნდა იყოს 40 გრადუსზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 70 გრადუსისა, იდეალურია 50-60 გრადუსი.
თავს რომ წყალში ჩააყოფინებ დააკვირდი საიდან გამოდის ბუშტულები... თუ გამოდის დამტენი შტუცერის ადგილიდან, მაშინ კლაპანია მისახედი, ხოლო თუ მანომეტრის ადგილებიდან გამოდის, მაშინ ან მანომეტრია დაზიანებული ან მანომეტრი სადაც ჩახრახნილია იქ რეზინას აქვს დარხეული და აპარებს
დაშლისას გაითვალისწინე რომ არ უნდა გამოიყენო ჩვეულებრივი გირაგი, ანუ ტისკი... იმიტომ რომ მილს დეფორმაციას გაუჩალიჩებს და ასევე კარგად დაჩხაპნის. თუ გირაგამდე მიდგა საქმე სპეციალური მილის გირაგი უნდა რომელიც ზემოთ ქვემოდან ლათინული V სიმბოლებივით აჯდება მილს, და მაგ შემთხვევაშიც კი უნდა გამოიყენო სქელი რეზინა, ან თუ სქელი რეზინა არ გაქვს რამდენიმე ფენა ვთქვათ მანქანის კამერა (თუ იშოვი დღეს კიდევ სადმე

)
რეზინა საჭიროა იმიტომ რომ არ დაგიჩხაპნის ზედაპირი და მეორე უფრო მთავარი ისაა რომ თავისი მოჭიდებითა და ხახუნით კარგად დაიჭიროს რეზერვუარის მილი
დალშე დამტენ პორტში შეგიძლია ჩადო რაიმე მრგვალი მილი ან ღერძი, ნუ ვთქვათ ატვიორკის ღერძი, ოღონდ არაფრის დიდებით ატვიორკის წვერი არ გააჩერო შუაში, თორემ დაწოლისას წვერი გემრიელად ამოკვნიტავს ზედაპირს, გახსოვდეს დამტენი პორტი ალუმინისაა და იოლად დეფორმირდება. შენს თოფს აქვს 9 მილიმეტრიანი დამტენი პორტის ხვრელი ასე რომ სქელი ფიგურნი ატვიორკის ღერძი სავსებით გამოდგება, პორსტა ატვიორკის თავი გარეთ უნდა იყოს გამოსული
ნუ დალშე ძალა გინდა და მოატრიალებ, გაითვალისწინე რომ თურქები რატომღაც არაადეკვატური ძალით უჭერენ ყველაფერს, არ ვიცი რატომ, მაგრამ თავიდან დასაძრავად შეიძლება კაი ძალის გამოყენება დაგჭირდეს, შემდეგში შენ ეგრე სასიკვდილოდ აღარ მოუჭირო, ხელით მოუჭირე და მერე იგივე ღერძის ცოტათი ძალა დაატანე სავსებით საკმარისია...
დალშე რომ აგიხსნა რა და როგორაა გასაკეთებელი ჯერ ის დაწერე საიდან გასდის ბუშტულები....
ბოლო-ბოლო თუ ვერ მოაბავ ამ ყველაფერს თავს ამოდი ჩემთან, და გაგიკეთებ, ნუ უფასოდ არ იქნება, მაგრა გაწეწვაც არ იქნება, გააჩნია რა იქნება გაფუჭებული 10-დან 20 ლარამდე დაგიჯდება.... ხოლო თუ ფულის დახარჯვა არ გინდა, მაშინ აქედან მოგაწვდი ინფოებს და შენს არ დაიზარო დაწერე ხოლმე რა გააკეთე სად გაეჭედე და როგორ აკეთებდი....