H=(sinკვადრტი *vკვადრატი)/2g*F
ეს არის ფორმულა.
H- სიმაღლე;
sin კვადრატი- კუთხის სინუსი რა გრადუსითაც ხდება გასროლა,. 90 გრადუსზე კუთხის სინუსი =1;
v- სიჩქარე ჭურვის;
g- მიზიდულობის ძალა =9,8მ/წმ;
F - ჰაერის წინააღმდეგობის ძალა.
ეს არის ფორმულა და ესეც არის მიხლოებითი, შეიძლება, +- 20-30, რადგან ფორმის მიმართ ჰაერის წინააღმდეგობის კოეფიციენტს ©, აბსოლუტური სიზუსტით ვერ განსაზღვრავ, ზეპირად. მისი დიდი სიზუსტით განსაზღვრა ხდება ექპსერიმენტულად.
და ისე, ზეპირად, გულის თქმით, მიახლოვებით და ა.შ, ზოგს სჯერა, რომ 1200მ ავა ზევით გასროლილი ტყვია, ზოგს სჯერა რომ 1500.. ფანტაზიისთვის დაბრკოლება არ არსებობს. თუ მცდელობაა შეწინააღმდეგების, რომ 1500 პნევმატურზე არ ვფიქრობდითო, მინდა გაგიზიაროთ "საიდუმლოდ", რომ მნიშვნელობა არ აქვს .22ლრ იქნება, 9X18 თუ სხვა რამ. მთავარია სხვა თანაბარ პირობებში ჭურვის საწყისი სიჩქარე, რომ დაახლოებით იგივეა 1100-1200 ფპს. ჰაერის წინააღმდეგობის ძალას თუ არ მიექცევა ყურადღება (რადგან, ფორმულის ამ ნაწილში უფრო მეტი გფაქტორებია), ნებისმისერ შემთხვევაში მანძილი იქნება იგივე-გინდათ ქვემეხიდან იყოს გასროლილი, გინდა მაკაროვიდან, გინდათ პნევმატიკიდან. H=vკვადრატი/2g.
არავის ვმოძღვრავ, ალბათ, პნევნატიკაში ჩემზე მეტი გამოცდილება გაქვთ, ფორუმზე მყოფთა უმრავლესობას. უბრალოდ, მინდოდა ამეღნიშნა, რომ მეცნიერებას ვერ გავექცევით, ჩვენი კეთილი სურვილების და ფანტაზიის მიუხედავად. მოკლე იუმორისტულ (ალბათ, სიტყვა "იუმორისტული" ქართულში ჯდება-თუ არადა და შემისწორეთ, არ მეწყინება ) გადახვევას გავაკეთებ - თავიდან მქონდა ცო2 ბალონებზე პნევმატური თოფები კროსმანები და ბენჯამინ ნპს რომ შევიძინე, მეგონა 120-150 მეტრზე ვინადირებდი:იხვზე აღარ არის საუბარი, ალბათ მგლებზე და ტახებზეც.

აი, ასეთი კეთილი სურვილები მქონდა და ფანტაზია პნევმატიკასთან დაკავშირებით.

ნუ აღმოვჩნდებით-კეთილი სურვილების და ზეპირი ფანტაზიების "ტყვეობაში".
ფორმულაში თუ რამე არასწორად არის დათვილი შევასწოროთ.