დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: იყიდება ან იცვლება სანადირო თოფი პნევმატურ შაშხანაში
Georgian Airgunners Portal > ყიდვა-გაყიდვა > გავყიდი
NRG
ვყიდი ცეცხლსასროლ სანადირო თოფს, ყველა მონადირის რჩეულ მოდელს საბჭოთა იჟ 58 - ს. 16 ყალიბი. ვინაიდან თოფი 60 იან წლებშია ნაყიდი რა თქმა უნდა 10 ტყვიაზე მეტი აქვს ნასროლი 20 ზე მეტიც, და ალბათ 30 კურდღელი ყავს მარტო მოკლული. და ხმარების კვალიც ეტყობა, მაგრამ ვინაიდან ჩემამდეც და ჩემზე წინაც უფროსწორად ჩემთან და ჩემზე წინაც ნამდვილი თოფების მოყვარულების ხელში იყო თოფს ეტყობა მოვლის კვალიც ანუ თოფი არის მოვლილი და შენახული, ლულების ქრომი არის სარკესავით, მაგრამ აქვს უმნიშვნელო წერტილებიც (რაკოვინები და ჯაკუზები არ აქვს). კონდახი აქვს კაკლის ხის, დამუშავებაში დაცულია ქარხნული პარამეტრები და როგორც იტყვიან მხარზე რომ მიიდებ დამიზნება აღარ უნდაო...
ფასი 760 ლარი
ან..... გავცვლი პნევმატურ PCP შაშხანაში. თუ შემოთავაზება ჩემს თოფს აჯობებს თანხას დავამატებ
ტელ: 557-000-701 აკო.
NRG














ადმინისტრაციას: სურათები თუ ზომას აჭარბებს მითხარით და დავაპატარავებ.
geojorjika
რათა, რათა , რათ დაამახინჯეთ თოფი? ეს კონდახი ვინ გააკეთა ავეჯის ხელოსანმა?
NRG
ციტატა(geojorjika @ Jul 22 2016, 08:52 PM) *
რათა, რათა , რათ დაამახინჯეთ თოფი? ეს კონდახი ვინ გააკეთა ავეჯის ხელოსანმა?


ავეჯის ხელოსანმა გააკეთა თუ მალიარმა რაში გაინტერესებს ? თუ ყიდვა გინდა გადაგიყენებ თავის კონდახზე თუ არადა ნუ მიოფებთ თემას თუ შეიძლება smile.gif
geojorjika
ღრმადპატივცემულო NRG ჯერ ერთი "თემის გაოფება" ნიშნავს არათემატურ საუბარს, ანუ აი ეხლა მე ეკლიპტიკის სიბრტყეზე რომ დამეწყო საუბარი ამ თემაში, რეალურად კი მე თემატურად დავპოსტე და ჩემი პოსტიც პირდაპირ ეხებოდა შენს "ტავარს"

მერე მეორე , როცა ფორმზე რაღაცას ყიდი მზად უნდა იყო იმისთვის რომ ვიღაცას მოეწონება შენი "ტავარი", ვიღაცა "გაგკიცხავს" , ვიღაცა ფასის დაკლებას გთხოვს, კითხვებს დაგისვამს და პოლემიკაში შემოვა, ამან აგრესია კი არ უნდა გამოიწვიოს შენში, არამედ ადეკვატური პასუხი უნდა გასცე. ყველას თვისი შეხედულება აქვს "სილამაზეზე დამე ჩემი აზრი დავაფიქსირე, აშკარა რომ ეგ კონდახი მაგ იარაღს არ უხდება და საერთოდ ეგ კონდახი არ არის მცოდნეს გაკეთებული, მე მქონდა იჟ 58 და ძალიან კარგი ფიშტოა, მაგრამ როგორც კი კონდახს შევხედე სურვილი დამეკარგა ყიდვის. არადა სათაური რომ წავიკითხე ვაპირებდი გავცლითქო.

აქ ესეთი წესებია, თუ არ მოგწონს შეგიძლია ნებისმიერ ფორუმზე წერო სადაც შენს "ტავარს" არ განიხილავენ ამ mymarket.ge-ზე გაყიდო.
NRG
მერე ხო გეუბნები დავაყენებ ქარხნულ კონდახს და გავცვალოთ მაშინ, არ მომიწერია აგრესიულად იქ ღიმილიც მივაწერე. მაშინ ნუ მიბანძებ თოფს ვააა მე ეგ კონდახი მომეწონა და დავაყენე შენთუ გინდა შეგიცვლითქო... wink.gif

აბა ველი შემოთავაზებებს და რა თქმა უნდა ეს ფასი არის მაიმარკეტის და აქ დაააკლდება!
okela84
NRG
ასეთ გრავირებას 100-დან 99 კაცი თუ ასივე არა ქარხნულ კონდახს ამჯობინებს, ვგულისხმობ იარაღთან მეტნაკლებად შემხებლობაში მყოფ ადამიანებს და მითუმეტეს შენთვის თუ სულერთია ქარხნული კონდახის სურათიც დააგდე და შენი სძელკის წარმატების ალბათობა მკვეთრად გაიზრდება

NRG
ციტატა(okela84 @ Jul 23 2016, 07:58 PM) *
NRG
ასეთ გრავირებას 100-დან 99 კაცი თუ ასივე არა ქარხნულ კონდახს ამჯობინებს, ვგულისხმობ იარაღთან მეტნაკლებად შემხებლობაში მყოფ ადამიანებს და მითუმეტეს შენთვის თუ სულერთია ქარხნული კონდახის სურათიც დააგდე და შენი სძელკის წარმატების ალბათობა მკვეთრად გაიზრდება




კი დავდებ თავის კონდახის სურათებს, მაგრამ არ არის კაკალი მგონი წიფელია
NRG
ამ კონდახმა მეტი ცინიზმი რომ აღარ დაიმსახუროს 2 სიტყვთ: გავაკეთებინე ბიძაჩემს რომელიც ცხოვრებისეული მიზეზების გამო სვავს და სვავს, არის ავეჯის ხელოსანი. დარადგანაც ძალიან მიყვარს ეს კაცი მის ნებისმიერ ნამუშევარს ვცემ პატივს ამიტომ გამოვამზეურე თამამად. ისე კი ვიცი კარგი კონდახი როგორიც უნდა იყოს. ჩათვალეთ ეს თოფი იყიდება ქარხნული ინგლისური სტილის კონდახით როცა გადავაწყობ მერე განვაახლებ სურათებსაც და ფასი იქნება 600 ლარი .
NRG
თემა დახურეთ ძვირფასო ადმინისტრაციავ
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.