geojorjika ციტატა(giorgi @ 20th May 2009 - 01:32 PM)

E=MV^2/2
E= კინეტიკური ენერგია
M=მასა კილოგრამებში
V= სიჩქარე მეტრ წამებში
კი ეგ არის, მაგრამ დავაზუსტებ რომ გაუგებრობა არ გამოიწვიოს ფორმულამ
1) ჯერ სიჩქარე აიყვანე კვადრატში და მერე გაამრავლე მასაზე (ბევრს პირიქით ჰგონია, ავიწყდებათ მათემატიკა)
2) მასა კილოგრამებშია და ჩვენ გინდა შემდეგი ერთეული, მაგალითად 0.66 გრამიანი ტყვიისთვის ასათვლელი იქნება 0.00066 კგ, 1.3 გრამიანი ტყვიისთვის ასათვლელი იქნება 0.0013 კგ ბევრი ნოლებში იკარგება ხოლმე
ანუ ვთქვათ გვაქვს 0.51 გრამიანი ტყვია რომელიც ანვითარებს სიჩქარეს 290 მეტრი წამში მისი ენერგია იქნება:
1) სიჩქარე 290 კვადრატში, ანუ 290*290=84100
2) მასა გვექნება 0.00051
3) ვამრავლებთ 1 და 2 პუნქტებს ვიღებთ 42.891
4) ვყოფთ მე-3 პუნქტს 2-ზე, ვიღებთ 21.4455 ჯოულს

ისე ამდენ ტვინის მტვრევას
აგერ ლინკი გამზადებული კონვერტორი მიდევს საიტზე, ისარგებლეთ და იხარეთ

ყოველი შემთხვევისთვის
ესეც წნევის კონვერტორი.
ესენი მაქვს ტელეფონში ჩაწერილი მუშაობს ხოშიანად (ნუ ტელეფონში კიდევ მთელი 200 ერთეულიანი კონვერტორი ჩავაინსტალირე, მაგრამ ეგ უკვე სხვა სიმღერაა)