დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: პრობლემა მჭიდზე
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > CO2 პნევმატიკა
Topka
გამარჯობათ მეგობრებო,

მე ახალი წევრი ვარ ამ ფორუმზე და თქვენი დახმარების იმედი მაქვს.
მოკლედ შევიძინე Tanfoglio Witness და მეორე CO2 ბალონის ჩადების მერე გაჩნდა პრობლემა, როგორც კი ვიწყებ სროლას მჭიდი ვარდება. ჩავდებ მჭიდს, გადავტენი, ვისვრი და ისევ ვარდება.
ერთი მომენტია: როცა პირველი ბალონი ჩავდე და დავცალე ეს პრობლემა არ ქონია. მეორე ბალონის ჩადების დროს, ბალონს თავზე დავასხი ერთი წვეთი ზეთი (pellgunoil), და ამის მერე დაიწყო ეს პრობლემაც.
ფაქტიურად ორი ბალონი მაქვს გახარჯული, უფრო სწორედ მეორე ბალონზე უკვე დავიტანჯე.
იქნებ მირჩიოთ რამე, რაში შეიძლება იყოს საქმე?
SCORPIONS
Topka კეთილი იყოს შენი გამოჩენა...მოგესალმები.

დიამეტრში თუ შეავიწროვა ზეთმა,მეეჭვება....რამე ზუბჩიკი კბილი ხომ არ მოტყდა მჭიდს,ან ფიშტოს,ან ზეთის მეშვეობით ხომ არ მიეწება თავის ბუდეს ის კბილი...? რიავი ძმაა,ესე მკითხაობა გამომდის უფრო,ვიდრე სასარგებლო რჩევა....

ფოტოებს თუ დადებ,საქმეს წაადგება ალბათ.წარმატებები! smile.gif
koknar
Topka
ვიდეო დადე, როგორ ვარდება. ალბათ ჩამკეტია დაზიანებული
ნიკა
ხო უფრო ჩამკეტის ბრალი იქნება. ზეთი არაფერს უზავდა, პირიქით, საერთოდ ყველა ბალონს უნდა დაასხა ეგ
Topka
მადლობა გამოხმაურებისთვის.
სიმართლე გითხრათ იარაღებში დიდად ვერ ვერკვევი (სანადირო იარაღის გარდა) და ამიტომ ვერ გავიგე რა მოხდა. შევეცდები გადავიღო სურათებიც და ვიდეოც და ვნახოთ აბა.
ისე მაღაზიამაც (MiR Tactical) მომწერა მჭიდის სურათები გამოგვიგზავნეო და ვნახოთ რას იტყვიან.
gregory
ან თავად მჭიდია, ან მჭიდის დამჭერი კბილია მოცვეთილი. ზეთი არაფერ შუაშია საერთოდ.
შესაძლოა ამ კბილს რომ ზამბარა იჭერს იმის დაჭიმვამ უშველოს
koknar
იყიდეთ ფიშტოები აქ ადგილზე და მაგდენი სამკითხაო აღარ იქნება
Topka
ციტატა(gregory @ 4th December 2015 - 02:39 PM) *
შესაძლოა ამ კბილს რომ ზამბარა იჭერს იმის დაჭიმვამ უშველოს


სურათზე წითლად მონიშნულზე ამბობ?


gregory
კი, ზუსტად მაგაზე.
აბა ჩადე მჭიდი, მაგ ადგიზე მიაწექი თითით და ნახე თუ გამოვარდება მჭიდი
Topka
კაი ვნახავ საღამოს
Topka
დამილინკეთ რა ვიდეოს ჩასმის ინსტრუქცია და დავდებ ვიდეოს

ციტატა(gregory @ 4th December 2015 - 03:32 PM) *
აბა ჩადე მჭიდი, მაგ ადგიზე მიაწექი თითით და ნახე თუ გამოვარდება მჭიდი

ჩავდე დავაჭირე თითი და არაფერი. არ ჩამოვარდა მჭიდი
gregory
ციტატა(Topka @ 4th December 2015 - 07:21 PM) *
ჩავდე დავაჭირე თითი და არაფერი. არ ჩამოვარდა მჭიდი

Topka

ხოდა უნდა დაშალო, იქ პატარა ზამბარაა. ის დააგრძელე და ისვ ააწყე.
ისე დაშლა საკმაოდ საჩალიჩო პროცესია sad.gif , იფრო სწორედ აწყობა biggrin.gif
hidden
გამარჯობა.crosman colt 1911 ამ პისტოლეტს მჭიდის პრობლემა აქვ ,ტყვიებს აღარ იკავებს მჭიდი ,როცა ვიყიდე ვიღაცამ აქვე მითხრა მჭიდი უფუჭდებაო და ასეც არი,მოცვეთილია რაც იკავებს ბურთულებს. რა შეიძლევა ვუშველო?
SCORPIONS
hidden ფოტოები გვაჩვენე თუ შეიძლება და ვნახოთ...
gregory
hidden
მოცვეთილ ადგილზე "მანიკურის" რამდენიმე ფენა გადაუსვი და დროებით უშველის

hidden
პოტოებს ვერ დავდებ,მე სხვაგან ვარ პისტოლეტი სხვაგან. მანიკურმა არ უშველა,ვცადე. ისე თუ იყიდება მჭიდი რომელიმე მაღაზიაში ან კერძო პირს თუ აქვს ხომ ვერ მეტყვით.
ja_ja
hidden
მოიცა კაცო 1 წელი სად იყავი smile.gif ბოლო შენი პოსტი იანვარშია და ახლა დეკემბერია...

აქ უკვე ყველას გვეგონა მორჩენილი ამბავიაო smile.gif

მოკლედ მაგარ სტრანნი ვარიანტს კი ვიტყვი, მაგრამ სანამ გამოიყენებ კარგად აწონ დაწონე ღირს თუ არა მაგის გაკეთება

ის ადგილი საიდანაც ტყვიები გამოდის და რაც იჭერს თუ მოცვეთილია შეგიძLია 2 მეთოდიდან ერთ-ერთი ცხადო:

1) რაიმეს მეშვეობით დეფორმაცია გაუჩალიჩო, ანუ პატარა დარტყმებით ან რაიმეთი ცოტათი შეავიწროვო ეგ ადგილი

2) შეგიძლია კალა დაადუღო ზედ, ამისათვის დაგჭირდება კაი ხარისხიანი სარჩილავი (ანუ პაიალნიკი) დარაიმე სარჩილავი (ეგრეთწოდებული "პრიპოი") რომელიც კალიდ დნობის ტემპერატურას ამცირებს და აიოლებს მის ზედაპირთან შედუღებას

ჩემის აზრით მეორე ცოტა უფრო რთულია, სამაგიეროთ უფრო მოქნილია, ანუ ცოტა მეტი თუ მოგივა, ზედმეტის მოთლა ყოველთვის შეიძლება, აი დეფორმირების მეთოდის დროს კი ნამეტანი დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინო რომზედმეტი არ მოგივიდეს, თან უმეტესობა მჭიდი სილუმიტისგანაა დამსადებული და ზედმეტი დარტყმისას შეიძლება ნამსხვრევებად წავიდეს
gregory
ციტატა(hidden @ 16th December 2016 - 05:13 PM) *
ისე თუ იყიდება მჭიდი რომელიმე მაღაზიაში ან კერძო პირს თუ აქვს ხომ ვერ მეტყვით.

hidden
კი იყიდება.
ოღონდ 40 ლარი ღირს.
WWW.IARAGI.GE

ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.