mishka23 ციტატა(tbilisi23 @ 27th October 2015 - 11:13 PM)

ლაზერი რომ იდება ლულაში და ასწორებენ მიზანს,ჯობია პნევმატურზე რომ ასე გასწორდეს ოპტიკა,თუ ტყვიის სროლით გასწორება უკეთესია
დაივიწყე ეგეთი რამე პნევმატურზე, ტყვიით მისროლა ყველაზე იდეალური ვარიანტია მიზნის გასასწორებლად,
შეიძლება ჩემთვის გასწორებულმა იარაღმა შენ ცდომილება მოგცეს, და პირიქით, შენთვის გასწორებულმა იარაღმა მე მომცეს ცდომილება, ეს ძირითადად ღია სამიზნეს უფრო ეხება მაგრამ მქონია ფაქტები ასევე ოპტიკაზეც, მეტნაკლებად მაგრამ მაინც, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე უპირატესობას ვანიჭებ მისროლით გასწორებას, მე არ ვაღიარებ იარაღის დამაგრებით მიზნის გასწორებას, და ეს ჩემი სუბიექტური აზრია, ვაკონკრეტებ რომ ჩემი პირადი აზრია, იმიტომ რომ დავუშვათ სანადიროდ წასულს უკვე მნიშვნელობა აქვს რომ იარაღის ხედლში ჭერით, ჩამოყრდნობით ინადირო, და იქ იარაღის ჩასამაგრებელს არავინ მოგიტანს, ახლა ცოტა კი გადავუხვიე თემას მაგრამ აზრი იგივეა მინდა ვთქვა, დაივიწყე ყველანაირი ლაზერული გასასწორებელი, და მისროლით გაასწორე მიზანი, ცდომილების შემთხვევაში შეიტანე კორექტირება ოპტიკაში და ეგ არის, რამოდენიმე სროლაში ოპტიკას გაასწორებ . მინიმუმ 3 მაქსიმუმ 10 ტყვია