mishka23 ციტატა(tbilisi23 @ 27th October 2015 - 11:22 AM)

პროგრმა გადმოვწერე ტელეფონში,ულტრაბგერების გამომცემი,ჩავრთე და მივეპარე ძაღლს,ჭამაში იყო გართული-მშვიდად და წყნარად დაამთავარა ჭამა,ერთიც არ დაასლოკინა ამ პროგრამაზე ,ტყულია ეს პროგრამები რაც არის ტელეფონისთვის
სწორად აღნიშნა ჯაჯამ, მობილურსებს და თამამად ვიტყვი, აბსოლუტურად არცერთს არ გააჩნია ის შესაძლებლობა რომ გამოსცეს იმ სიხშირის ხმა რომ მაგ აპლიკაციამ იმუშავოს,
მობილურებში ჩამონტაჟებულია დინამიკები იმ სიხშირის რომ ადამიანისთვის იყოს ის სიხშირეები მისაღები,
მოდი უფრო გავშლი ამ საკითხს და მიხვდები რაზე მაქვს საუბარი,
საერთოდ არსებობს ხმის სიხშირე, ძირითადი სტანდარტი 80 ჰერციდან 20 კილოჰერცამდე ანუ 20.000 ჰერცამდე
ზდრასრულ ადამიანს ესმის 20 ჰერციდან 12.000 ჰერზამდე, ანუ იმის მერე მაღალი სიხშირეები ადამიანის ყურისთვის აღქმადი აღარ არის
, ბავშვს შეიძლება ესმოდეს 16.000 ჰერცამდეც კი, მაგრამ რაც უფრო ასაკში შედიხარ, ყურის ბარაბნები უხეშდება და უკვე აღარ გესმის მაღალი სიხშირეები, მაგალითად 80 წლის ასაკში შეიძლება 12.000 კილოჰერცის მაგივრად უკვე 1.200 ჰერციღა გესმოდეს, შესაბამისად ბევრჯერ უნდა გითხრან და გიყვირონ კოტე ცოლს ირთავსო რომ რამე გაიგო

))
ძაღლებს კი შეუძლიათ 40.000 კილოჰერცის აღქმაც, რაც ადამიანის ყურისათვის შეუძლებელია, შესაბამისად ძაღლს ის მაღალ სიხშირეები ისეთ სიშორეზე ესმის რომ ადამიანის ყურს ეს ვერც წარმოუდგებია, ეს იმიტომ კი არა რომ არ ისმის, ის ხმა ისმის, უბრალოდ ადამიანის ყური ვერ აღიქვავს,
ასევეა ეს აპლიკაციაც, შეიძლება მასში ჩაწერილი იყოს მაღალი სიხშირეების ხმა მაგრამ მობილურის დინამიკს არ შეუძლია მაგ სიხშირის გაჟღერება რაც იმ მომენტში ძაღლს დააფრთხობს,
ამ მაღალი სიხშირის ხმის ჩასაწერად კი გამოიყენება კონდესატორული მიკროფონები, რომლებსაც შეუძლია ამ მაღალი სიხშირის დაფიქსირება,
და ეს მიკროფონები ხშირ შემთხვევაში მანქანის ფასს უტოლდება, არსებობ ბევრი ფირმა რომლებიც მსგავს მიკროფონებს აწარმოებენ, და რომლის დანიშნულებაა ძირითადად სტუდიებში მუშაობაა. და არა სეფაში თამადისთვის განკუთვნილი მიკროფონები : )))
ერთერთი ასეთი ფირმაა
ნოიმანი, . თუმცა არც ამ მიკროფონს გააჩნია 40 კილოჰერცის ჩაწერის უნარი, მაგრამ 20 ჰერციდან 20 კილოჰერცამდე იდეალური შკალა აქვს, რაც სტუდიაში ჩაწერისთვის იდეალურია, მაგრამ აქაც არის სხვა ნიუანსები, შეიძლება იწერდე მაგალითად დრამს, დრამზეც კი ჩაწერის დროს სულ სხვადასხვა მიკროფონები გამოიყენება, მაგალითად ბას ბოჩკას ჭირდება მიკროფონი რომელიც ჩაიწერს 20 ჰერციდან 1.500 ჰერცამდე, ხეტს და თეფშებს 1.000 ჰერციდან 15.000 ჰერცამდე და რაბოჩის 800 ჰერციდან 10 კილოჰერცამდე, ანუ იმის ზემოთ ან ქვემოთ სიხშირეების ჩაწერა კონკრეტულ ინსტრუმენტებთან მიმართებაში უბრალოდ საჭირო არ არის, ანუ მიკროფონების დანიშნულებაშიც არის სხვაობა, ერთი იდეალური მიკროფონი ყველაფრის ჩასაწერად არ გამოდგება, და ამ ყველაფერს ჭირდება შესაბამისი დინამიკები რომ გააჟღეროს იმ სიხშირით, რაც სინამდვილეში ჩანაწერშია, ანუ დინამიკებსაც უნდა ქონდეს 20 ჰერციდან 20 კილოჰერცამდე ამ ჩანაწერის გაჟღერების უნარი გესმის? ახლა შენ მიპასუხე, რომელ მობილურის დინამიკს აქვს ის შესაძლებლობა რომ ჩანაწერის ის სიხშირე გამოსცეს რაც ჩანაწერშია? მითუმეტეს რომ აქ უკვე ლამის 40 კილოჰერცზეა საუბარი

და ის ნამდვილი აპარატი რომელიც მართლა აჩოქებს კავკასიურ ნაგაზს, რაც ილომ თქვა, იმას აქვს ის დინამიკი რომელიც ამ 40 კილოჰერცამდე ხმას გამოსცემს, და არ გამოსცემს ხმას 15 კილოჰერცის დაბლა, რომ ადამიანს არ ესმოდეს და ხმამ არ შეაწუხოს, თავის საქმეს აკეთებს ის დინამიკი, ოღონდ მაგ დინამიკში მუსიკას ვერ მოუსმენ, იმიტომ რომ მუსიკა მაგ სიხშირეზე არ იწრება რაც მაგ აპარატს გააჩნია,

აქ კიდევ სხვადასხვა ნიუანსებია რომლებზეც შემიძლია ვისაუბრო, თუმცა ამჯერად ამ თემაში საჭიროებას ვერ ვხედავ
გმადლობთ ყურადღებისათვის