არ გამომიყვანა ჩვენმა რეჟისორმა Bazuka Spilberginio-მ სნაიპერი

ახლა რაც შეეხება ტყვიებს, ვისროდით სადრაც 50-60 მეტრზე ტყვიების სიჩქარის შესამოწმებლად, და რამდენად სწორ ტრაექტორიას ინარჩუნებდნენ.
სტენდი, გვქონდა შემდეგი:
1) თავდაპირველი გასროლა, ქრონოგრაფში 30 სანტიმეტრიდან, ფიქსირდებოდა საწყისი სიჩქარე
2) მსროლელი მიდიოდა დაფიქსირებულ ადილზე (დისტანცია 50 მეტრი) და ქრონოგრაფში ისროდა დისტანციიდან 50 მეტრი
3) ფიქსირდებოდა ქრონის შედეგი 50 მეტრის დისტანციაზე ამა თუ იმ ტყვიისთვის.
გავსინჯეთ 3 ტიპის ტყვია, Gamo ბანძი (რაღაც Matchის ვარიანტი, ანუ ბრტყელი თავით), ფორმა ჰქონდა შემდეგი:

მოდელს იმედია მერე ბაზუკა მეტყვის და ჩავანაცვლებ, Crosman Premier 10.5 გრანი, და გუშინ ელიავაზე ნაყიდი თურქული a xren ivo znaet.
შედეგები შემდეგია:
Crosman Premier 10.5-იანი 30 მეტრის მანძილზე ტყვიის სიჩქარე 257 მეტრი წამში, 50 მეტრის დისტანციაზე 207 მეტრი წამში, მიუხედავად სიჩქარის სერიოზული ვარდნისა ტყვია ინარჩუნებს ენერგიასაც და რაც მთავარია არ აქვს გვერდზე, ზემოთ ქვემოთ და სხვა გადახრები, სამიზნის გასწორების შემთXვევაში ტყვიას ტყვიაში ურაკუნებს, მოკელდ ყოვლად მისაღები ტყვიებია, ამაზე კარგი ჩვენ საქართველოში ამ ეტაპზე არ გავქვს.
Gamo ბანძი - 30 სანტიმეტრში ტყვიის სიჩქარეა 301.8 მეტრი წამში - 50 მეტრიდან სროლისას ტყვიის სიჩქარე ჩამოდიოდა 150 მეტრ/წამზე, ერთხელ დაფიქსირდა რეკორდული 117 მეტრი წმაში, ტყვიას არ აქვს არანაირი ფრენის ბალისტიკური ტრაექტორია, ხან მარჯვნივ მიფრინავს, ხან მარცხნივ, ხან მიზნამდე არ მისული მიწას ხვდება, მოკლედ 50 მეტრის დისტანციაზე ამ ტიპის ტყვიები საფრთხეს წარმოადგენს სამიზნიდან 2-3 მეტრაში მყოფ მარცხნივ და მარჯვნივ მყოფ დამკვირვებლებს.
არ მიქაროთ არ ისროლოთ ბრტყელთავიანი ტყვიები ამხელა მანძილზე, არც მიფრინავს და რას გააკეთებს კონკრეტულ შემთXვევაში კაცმა არ იცის.
თურქული a xren ivo znaet - ლულიდან 30 სანტიმეტრში ტყვიის სიჩქარეა 307 მეტრი წამში, 50 მეტრიანი დისტანცია ვერ გადალახა ვერცერთხელ რომ ქრონოგრაფამდე მიეღწია, ყოველთვის 3-დან 5 მეტრის მოცილებით მიზნამდე მიუფრნელი ერჭობოდა მიწაში. რიკოშეტირებით კი საფრთხეს უქმნის იქვე მდგომ დამკვირვებლებს, მოკლედ ამაზე მაგარი ნაგავი ტყვია მგონი მსოფლიოში არ არსებობს.
მგონი სულ ესაა. ამ მომენტისათვის