ნუ მთლად ეგრე არაა, ჯგუფს პრაიზვოლნი რაღაც სასურველი მოქმედებაში ნუ ავურევთ

ჯგუფი ეს არის:
1) 5 ცალი ტყვიის სროლა ერთი და იგივე წერტილში (აქ იგულისხმება რომ ერთი და იგივე წერტილს უმიზნებ და ესვრი მიუხედავად იმისა თუ სად მოხვდება ტყვიები)
2) თოფის სტანდარტულ დისტანციებზე შემოწმება, როგორც წესი 25 და 50 მეტრი
3) გაფანტვა არ უნდა აღემატებოდეს 25-30 მილიმეტრს, წინააღმდეგ შემთXვევაში ჯგუფი არარაა რაღაც გაუგებრობაა და ჩარევას საჭიროებს
4) ნუ თუ სტანდარტულ შემთხვევაში კარგი შედეგი გამოდის, მერე შეგიძლია თუ მაინცა და მაინც გინდა შეამოწმო თოფი უკვე სინჯო 5-5 ტყვიის მაგივრად 10-10 ან მეტი, და სტანდარტული დისტანციების მაგივრად 75 და 100 მეტრი
საერთოდ ჯგუფი ემსახურებას იმას რომ გაიგო რამდენად ერთგვაროვნად და სტაბილურად აგზავნის თოფი ტყვიას. არ გაიმეორო კლასიკური შეცდომა, როდესაც სროლას იწყებ დაუმიზნე რაღაც წერტილს და ტყვია გვერდზე მოხვდა, გამოუცდელი ადამიანი იწყებს ეგრევე ოპტიკის გასწორებაზე ჩლიჩს, არ ქნა ეგ, ეგრე ვერ გაიგებ თოფის შესაძლებლობას.
ანუ ვთვქათ დაუმიზნე ქაღალდზე დატანილ წვრილ წერტილს (წერტილი რაც შეიძლება წვრილი უნდა იყოს და არა ვეებერთელა, რეკომენტირებულია 3-4 მილიმეტრი ამ შემთXვევაში ვიზუალური გადაცდენები მინიმალური გაქვს). დაიწყე სროლა და პირველი ტყვია მოხვდა 1 სანტიმეტრით მარჯვნივ. შენ არაფერ შესწორებას სროლაში არ აკეთებ, ისევე როგორც ისროდი იმავე ადგილში დამიზნებით უნდა ისროლო მეორე ტყვია, მოვხვდა ვთვათ 5 მილიმეტრით გვერდზე, მერე მიაყოლებ მესამეს, მეოთხეს და მეხუთეს. შედეგად დაინახავ 5 ტყიას ერთმანეთს შორის რამხელა დაცილება აქვს, და ზომა იზომება ყველაზე დაცილებული ხვრელების გარე დიამეტრიდან..
დამწყების შეცდომას ნუ დაიწყებ ოპტიკის კორექტივებით, შემ მთავარია ჯგუფი დასვა და მერე თუ თოფი სტაბილურად ერთი და იგივე ადგილში უშვებს ტყვიებს, ოპტიკაზე ბარაბნების დატრიალება და მოხვედრის წერტილის დამთვხვევა დამიზნების წერტილის მიმართ საკმაოდ იოლია.
თU ტყვიები სტანდარტული ლულით ჯდება 25-30 მილიმეტრის დიაპაზონში ყველაფერი კარგადაა, თუ ჯდება 15-20 მილიმეტრში მშვენიერია, ხოლო თუ 5-10 მილიემტრში, მაშინ ჩათვალე სუპერ იდეალურია.
თუ გაფანტვაა, მაშIნ პირდაპირ თოფს ნუ ეცემი, მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, ისეთები როგორიცაა სროლის მდგომარეობა, მსროლელის გამოცდილება, ქარი და ნიავიც კი, ტყვიების მდგომარეობა, ოპტიკის შესაძლებლობა და დონე, და ლამის ბოლოს უნდა დაიწყო თოფის წვალება. არაა გამორიცხული თოფის ბრალიც იყოს, მაგრამ უფრო ხშირად სხვა ფაქტორები უფრო მეტ გავლენას ახდენენ