Multi-Tool
Sep 30 2015, 10:21 PM
გამარჯობათ ფორუმელებო.
ხომ არ იცით ვინმემ, აქ სადმე იყიდება ფანარი ინფრაწითელი ნათებით?
ექსპერიმენტებისათვის მჭირდება
pilotina
Sep 30 2015, 10:52 PM
Multi-Tool ციტატა(gabrichidzegocha @ 30th September 2015 - 11:21 PM)

გამარჯობათ ფორუმელებო.
ხომ არ იცით ვინმემ, აქ სადმე იყიდება ფანარი ინფრაწითელი ნათებით?
ექსპერიმენტებისათვის მჭირდება
ეგეთი არაფერი შემხვედრია ჯერ, მარა თუ სადმე გადავეყარე აუცილებლად შეგატყობინებ.
Multi-Tool
Sep 30 2015, 11:01 PM
pilotina
მადლობა ყურადღებისთვის
ja_ja
Oct 1 2015, 08:36 AM
სადმე იქნება, არჩევნებზე სულ მაგას არ იყენებენ ხოლმე!, ეს ყველა რჯულის დამკვირვებელი სადღაც ლილოში თრეულობენ ხოლმე...
ნუ ახლა შენ თუ უფრო შორს რომ ანათებდეს ეგეთი გინდა, მაშინ გახსენ amazon-ი და შინა და ჩასწერე დასახელებაში infrared light იმდენ საინტერესოს ამოყრის რომაა
მაგალითი ერთიმაგალითი ორი
Multi-Tool
Oct 1 2015, 01:15 PM
ja_ja
ამაზონიდან გამოწერა რო შეიძლება ეგ კი ვიცი, მაგრამ ოდნავ დროში იწელება, უბრალოდ
ეხლა რომ დამეთრია უფრო მაწყობდა. ხო მინდა ასე 25 მეტრამდე მაინც კარგად რომ ანათებდეს.
ნიკა
Oct 1 2015, 03:33 PM
მაგას ცხოველებიც ვერ ხედავენ?
Multi-Tool
Oct 1 2015, 05:14 PM
ნიკა
ვერა, ვერ ხედავენ.
Scope-cam ღამის ხედვით + ინფრაწითელი ფანარი არა?
მქონდა ეს იდეა მაგრამ შემეზარა განხორციელება
koknar
Oct 1 2015, 05:34 PM
Multi-Tool
Oct 1 2015, 05:49 PM
Ex3 ინფრაწითელი ფანარი+ ჩვეულებრივი კამერა, ოღონდ მოხსნილი ინფრაწითელი ფილტრით
და გამოდის ღამის ხედვის ხელსაწყო. ეხლა ეგეთი კამერა რო დაამაგრო ისე როგორც გასროლებს
იღებენ, + ი.წ. ფანარი წესით მივიღებთ მშვენიერ გასართობს და მღრნელების რისხვას.
ეგ იდეა კარგა ხანია გამიჩნდა, ეხლა სოფელში რომ ვიყავი ვინანე რომ აქამდე არ გავაკეთე.
ციტატა(koka @ 1st October 2015 - 06:34 PM)

ინფრაწითელში ხედავ ტო?
ვაპირებ
geojorjika
Oct 1 2015, 05:51 PM
Multi-Tool
როგორ იხსნება ეგ ფილტრი?
ნიკა
Oct 1 2015, 06:12 PM
ტელეფონის კამერაში ისედაც ჩანს ინფრაწითელი
Multi-Tool
Oct 1 2015, 06:58 PM
ნიკა
კი ჩანს, ოღონდ ოდნავ იმიტომ რომ ფილტრი ბლოკავს ი.წ სპეკტრს. აი მაგას რო მოხსნი სხვაობას მერე დაინახავ.geojorjika
კამერა უნდა დაიშალოს ლაითად, ობიექტივს ხსნი და მან არის მატრიცასა და ლინზებს შორის შუშა, ცისარტყელასავით რო
ბზინავს. აი ეგ უნდა მოიხსნას.
ნიკა
Oct 1 2015, 07:21 PM
მარტივია მოხსნა?
Multi-Tool
Oct 1 2015, 07:29 PM
ნიკა
ზოგზე იოლია, ზოგზე სახლაფორთო.
ნიკა
Oct 1 2015, 07:37 PM
Multi-Tool
Oct 1 2015, 07:49 PM
ნიკა
სურათზე ის მწვანედ რომ სჩანს, მაგრამ დარწმუნებით ვერ გეტყვი.
სინათლეზე მიატრიალ მოატრიალე და ფერებში თუ ათამაშდა , ეგაა.
ნიკა
Oct 1 2015, 07:51 PM
მადლობა
geojorjika
Oct 1 2015, 08:28 PM
და სასაპნეები არ გამოდგება მაგსაქმისთვის?
Multi-Tool
Oct 1 2015, 08:58 PM
geojorjika
რა თქმა უნდა ჩვეულებრივი ციფრული პატარა აპარატებზე მაქვს საუბარი.
იაფიცაა იოლადაც მონტაჟდება და ვიდეოს გადაღების რეჟიმიც აქვს.
ხოდა ჩვენაც მეტი რა გვინდა.
koknar
Oct 2 2015, 11:53 AM
Multi-Tool
და იდეაში თბილი რაცაა ხო ასხივებს ინფრაწითელს და ფანრის გარეშე ვერ დაინახავ ?
Multi-Tool
Oct 2 2015, 12:52 PM
ციტატა(koka @ 2nd October 2015 - 12:53 PM)

Multi-Tool
და იდეაში თბილი რაცაა ხო ასხივებს ინფრაწითელს და ფანრის გარეშე ვერ დაინახავ ?
ვერ დაინახავ. სიდბურ, ი.წ. გამოსხივების ტალღის სიგრძე სხვაა და მასე იოლად ვერ გახვალ
koknar
Oct 2 2015, 04:29 PM
Multi-Tool
ეგ როგორ, ფანარი სხვანაირ იწ -ს ასხივებს და თბილი სხეული სხვანაირს ?
Multi-Tool
Oct 2 2015, 05:08 PM
koknar მე როგორც ვიცი ტალღის სიგრძეშია სხვაობა. თუ მეტი გინდა გაიგო
გუგლიკო უფრო დაგეხმარება, ვიდრე მე.
koknar
Oct 2 2015, 05:14 PM
Multi-Tool ვნახავ მაგას მერე
ალბათ ეგრე იქნება თორე, ეგ ფანარი ერთი 50 მეტრში ხო ანათებს და მარტო სითბოზე რო იყოს 2 მეტრაში გადაწვავდა ყველაფერს
Multi-Tool
Oct 2 2015, 07:17 PM
koknar
რაზეც ჩვენ ეხლა ვსაუბრობთ, ამ პრინცპით მუშაობდნენ პირველი ღამის ხედვის ხელსაწყოები,
ანუ ი.წ. მინათებით. ეს სისტემა ჯერ კიდევ გერმანელებმა გამოიყენეს 1944 ში ტანკებზე და მერე როგორც
ღამის სამიზნე შტურმგევერებზე.
koknar
Oct 2 2015, 07:41 PM
Multi-Tool
მესმის კი მეც გამიგია, მაგრამ ხომ არის იწ ხედვის კამერები რომლების თბილ ობიექტებს ხედავენ და რა სხვაობაა, ერთი ნათელია რომ ფარნის საშუალებით ყველა ობიექტს დაინახავ ანუ მეტნაკლებათ ხეებს ქვებს და ასე შემდეგ, მაგრამ რო ჩააქრო ის ობიექტები რომლებიც თვითონ არიან გამომსხივებლები რატომ არ გამოჩნდებიან ?
geojorjika
Oct 2 2015, 07:46 PM
koknar სხვაობა ფასია 5 ჯერ ძვირი ღირს ეგეთი კამერა
Multi-Tool
Oct 2 2015, 08:26 PM
koknar
მანდ სულ სხვა პრინციპია, ანუ ის სითბო, რომელსაც გამოასხივებენ საგნები
იმფრაწიითელ სპეკტრში აღიქვამს სპეციალური მიკროტალღური მიმღები და შემდეგ
გარდაქმნის ელექტრონულ იმპულსებად. სწორედ ამას ვხედავთ ჩვენ სითბური
ხედ ვის ეკრანზე. მოკლედ სხვადასხვა ტემპერატურას სხვადასხვა ტალღური კვალი აქვს
და ეკრანზე ფერებიც სხვადასხვაა. მაგ გარდამქმნელებზე ზედმეტია ფიქრიც და ლაპარაკიც.
koknar
Oct 2 2015, 08:42 PM
ციტატა(gabrichidzegocha @ 2nd October 2015 - 08:26 PM)

ეკრანზე ფერებიც სხვადასხვაა
ფერები სხვადასხვა იმიტოა რომ მიღებული სიგნალი მუშავდება მიკროპროცესორის მიერ და როგორც გინდა ისე დააყენებ, გინდა 100გრადუსს გაჩვენებს ყვითლად გინდა -20, ეგ უკვე პროგრამის გადასაწყვეტია. მე სხვა რამეს ვამბობ, რატომ არის რომ, ფანრის მიერ გამოსხივებული იწ და შემდეგ არეკლილი რაიმე საგნების მიერ ჩანს შენს მიერ გადაკეთებულ კამერაში, რომელიც იწ გამნოსხივებას აღიქვავს და თბილი საგნის მიერ გამოსხივებული არ ჩანს. თორე შენს კამერაზე რო შეაერთო ის სისტემა რომელიც იწ გამოსხივებას ინტენსიობის მიხედვით ფერების სპექტრში აჩვენებს, შენც სხვადასხვა ფერებში დაინახავ მიღებულ გამოსახულებას
koknar
Oct 2 2015, 09:07 PM
Multi-Tool ა ვსიო გავიგე, ის ტეპლოვიზორი მარტო სხვაობას აფიქსირებს მიღებული გამოსხივების, იდეაში კამერასთან არანაირი კავშირი არა აქ, თან თვითონ ცივდება რომ ყველაფერი მაგაზე თბილი უნდა იყოს რომ სხვაობა დაიჭიროს. და იწ კამერა მარტივად როგროც ხილულ სპექტრში აფიქსირებს ინტენსიობას რაც აირეკლა იბიექტებმა. სხვაობაც კიდია და სიხშირეც. იმიტომაცაა მონოქრომატული.
გაგეშვი
name
Oct 2 2015, 10:07 PM
ვკითხულობდი და მოიმინდა ფილტრის მოხსნა, მაინტერსებს ამ მოდელს "panasonic DMC TZ4" ექნება ეგ ფილტრი? ტყუილა რომ არ დავშალო დაყენება შეილბა მერ ისევ მაგ ფილტრის?
Multi-Tool
Oct 2 2015, 10:51 PM
name აქვს, მოხსნაც შეიძლება, მაგრამ უკან ვერ დააყენებ. მაგას გირჩევ რამეიაფიანი აპარატი იშოვო
და იმას ეჩალიჩო. ადრე ჰქონდა sony ს ზოგიერთ ვიდეოკამერას მაგ ი.წ. გადაღების ფუნქცია, იქ ი.წ.ფილტრი
როგორც ფარდა იყო და მაგ რეჟიმის ჩართვის დროს ავტომატურად გვრგზე იწეოდა. არ ვიც შეიძლება
ეხლაც გამოდის ეგეთები, მაგრამ მაქ თავისი საკუთარი განათება სუსტი აქვს და ნორმალური გადაღება
5 მეტრამდეა.
ხო მართლა ფილტრის მოხსნას რომ აპირებ, ფანარი გააქ?
Multi-toolმე მაქვს სადღაც ძველი Sony და იმით მინდოდა გამეკეთებინა
კნოპკით გადაიოდა Night-Vision ზე ,
http://www.amazon.com/Sony-DCR-TRV460-Opti...ds=sony+dcr+trvამის მსგავსია ოღონდ ის დისკზე არაა, პატარა კასეტა იდება შიგნით
Multi-Tool
Oct 4 2015, 02:50 PM
Ex3
ხო ვიცი, მინი დვ ს კასეტებზე წერდა.
აი მართალი გითხრა მადრა მისწორდება როდესაც ვხედავ საქართველოში
ტექნიკურ რაღაცეებში კრეატიულად მოაზროვნე ახალგაზრდებს.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.