samuraisxmali
Sep 30 2015, 06:44 PM
გამარჯობა.
ვიყიდი რამე ნორმალურ ჩიხოლს ჩემი ბენჯამინი რომ ჩაეტიოს ოპტიკიანად და კარგადაც იყოს. მაღაზიებში ძაან ძვირია და მე სადღაც 70 ლარში ვვარაუდობ ყიდვას.
temo-777
Oct 1 2015, 11:58 AM
samuraisxmali შენ მგონი ტიტანი იყიდე არა??

მეც ესა მაქვს და მეც ვეძებდი აგერ თემა მქონდა გახსნილი
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=3422ხოდა 70 ლარი თუ გაწყობს 60თუ 65 ლარად ვნახე ვაგზალზე მხოლოდ ისეთი რომ ოპტიკიანად ჩატეულიყო. საკმოდ ნორმალური იყო.

(მანამ ერთი 10 მაღაზია მოვიარე.სხვაგან არ იყო, ერთგან იყო რაღაც ბრენდი 290-300 ლარებიდან.) ხოდა მერე ნავთლუხში ერთმა ტიპმა შეაკერინა ვიღაცას,
საკმაოდ კარგი გამოვიდა 25 ლარის კვალობაზე

ვერ ვიტყვი რომ დიდად ჩამოუვარდებოდეს იმ 65-იანს

პირველად ვერ მიმიხვდა რა უნდოდა.სიმაღლეში პატარა გამოუვიდა,მაგრამ მეორე ჯერზე მშვენიერი ჩიხოლი შეკერა

.
თუ გინდა სურათსაც გაჩვენებ.არ დამეზარება,გადავუღებ
gregory
Oct 1 2015, 01:31 PM
samuraisxmali
ყველაზე კარგია შავი ზღვის ქუჩაზე კარენასთან მიდი და ძაან ხარისხიანს შეგიკერავს , თანაც ზუსტი ზომებით
ფასი სადღაც 40-50 ლარი იქნება
pilotina
Oct 1 2015, 01:43 PM
gregory ციტატა(gregory @ 1st October 2015 - 02:31 PM)

ყველაზე კარგია შავი ზღვის ქუჩაზე კარენასთან მიდი და ძაან ხარისხიანს შეგიკერავს , თანაც ზუსტი ზომებით
ფასი სადღაც 40-50 ლარი იქნება
მაგ კარენას ტელეფონი თუ გაქ, მომწერე PM-ში, pls.... ან ზუსტად რა ადგილას არის...
gregory
Oct 1 2015, 03:13 PM
ციტატა(pilotina @ 1st October 2015 - 02:43 PM)

მაგ კარენას ტელეფონი თუ გაქ, მომწერე PM-ში, pls.... ან ზუსტად რა ადგილას არის...
კარენა ეხლა დაბრუნდა მოსკოვიდან და მაგის ნომერი აღარ მახსოვს.
ეს მაგის შვილის ნომერია: 55554289რვა (იმედია წესებს არ ვაღვევ)
შავი ზღვის ქუჩაზე , "კალიბრის მაღაზიის" ქვემოთ, იგივე მხარეს სადღაც 50 მეტრში
pilotina
Oct 1 2015, 03:32 PM
gregory მადლობა, გაიხარე
samuraisxmali
Oct 1 2015, 04:41 PM
temo-777
გადაუღე აბა ერთი ძაან დამაინტერესა.
ამას ვნახავ თუ არა და მერე გავალ კარენასთან.
მადლობა ყველას.
temo-777
Oct 1 2015, 06:23 PM
samuraisxmali აგერაა. ერთი მთლიანი ზმეიკა აქვს.
შიგნით რაღაც რბილი მასალაც ააქვს ცოტა.

gregory
Oct 1 2015, 06:44 PM
კარენასი 100 თავით აჯობებს(წინასწარ შეუთანხმდით ზმეიკაზე, ფერზე და სარჩულზე)
temo-777
Oct 1 2015, 07:05 PM
ციტატა(gregory @ 1st October 2015 - 07:44 PM)

კარენასი 100 თავით აჯობებს
წესით უნდა აჯობოს რა თქმა უნდა 25 ლარიანს

აბა ორჯერ ძვირი რატომ უნდა ღირდეს მაშინ

25 ლარიანისთვის ვფიქრობ რომ საკმაოდ ნორმალურია
samuraisxmali
Oct 1 2015, 07:34 PM
ცუდი არ არის მაგრამ მოკლედ gregory-ს ნარჩევ კარენასთან მივალ მაშინ და თავისთავად მაგეებზეც შევუთანხმდები და ნაჭრის ტიპზეც.
gregory
Oct 1 2015, 07:39 PM
ციტატა(temo-777 @ 1st October 2015 - 08:05 PM)

25 ლარიანისთვის ვფიქრობ რომ საკმაოდ ნორმალურია
temo-777 რათქმაუნდა
temo-777
Oct 1 2015, 08:03 PM
samuraisxmali მერე რო იყიდი ერთი სურათიც დააგდე რა,

როგორი იქნება საინტერესოა
samuraisxmali
Oct 1 2015, 08:08 PM
ციტატა(temo-777 @ Oct 1 2015, 09:03 PM)

samuraisxmali მერე რო იყიდი ერთი სურათიც დააგდე რა,

როგორი იქნება საინტერესოა

ხვალე უნდა გავიდე და შევაკერინო და რო შეკერავს დავდებ სურათებს.
geojorjika
Oct 1 2015, 08:24 PM
temo-777
სად შეაკერინე ეგ?
temo-777
Oct 2 2015, 02:29 AM
geojorjika
ნავთლუხში სადაც ძველი ნივთები იყიდება იქ, ერთი ტიპი ყიდიდა სანადირო ნივთებს. და მაგან შეაკერინა ვიღაცას
geojorjika
Oct 2 2015, 06:36 PM
ბარახლოვკაზე? ზუსტად რა ადგილას?
temo-777
Oct 2 2015, 07:05 PM
geojorjika
მეტროდან (ნავთლუხის მხრიდან) ქვევით რო ჩაუხვევ,მერე მანდ ხო არის მარცხნივ ვიწრო შესასვლელი მაგ განყოფილებაში.
იქვე არის ერთი განყოფილება პროდუქტის მაღაზიებია ჩაყოლებაზე. ბარახლოვკაზე არაა.არ მისული მანამდე.
თუ გინდა იმ ტიპის ტელეფონს მოგწერ პმ-ში.
geojorjika
Oct 2 2015, 07:48 PM
temo-777
აა ვიცი , სათევზაო რაღაცეებს ყიდის მარცხენა მხარეს , ისე ნომერი თუ გაქვს მომეცი ბარემ
temo-777
Oct 3 2015, 06:38 AM
ციტატა(giorgi @ 2nd October 2015 - 08:48 PM)

სათევზაო რაღაცეებს ყიდის მარცხენა მხარეს
მოგწერე PM ოღონდ სახელი არ ვიცი
geojorjika
Oct 3 2015, 04:57 PM
temo-777
გაიხარე მადლობა
samuraisxmali
Oct 10 2015, 03:37 PM


ესეც სურათები.
პარასკევს ვიყავი და კვირას უკვე მზად იყო, 50 ლარი მივეცი. შავი ფერის მინდოდა მაგრამ ნაჭერი არ გვაქვს შავიო და მეთქი ოკ, იყოს ეს ნაჭერი.
ჩასადები საკმარისად სქელია, შიგნიდან რბილი ნაჭერი (თუ რაც ქვია) აქვს. ზომები მე მივუტანე. სიგრძეში ზუსტია, სიმაღლეში ცოტა მეტია რადგან ოპტიკის გამოცვლის ვარიანტი გავითვალისწინე , რომელიც სავარაუდოდ სხვა ზომების და სიმაღლის იქნება და ზედმეტი ვუთხარი ამიტომ. სხვებთან შედარების საშუალება არ მაქვს იმიტომ რომ არ მქონია სხვები მაგრამ საკმაოდ მომწონს ეს, იარაღი უსაფრთხოდაა შიგნით და არც შესცივა ამ ზამთარს
gregory
Oct 10 2015, 03:59 PM
samuraisxmaliმშვიდობაში და თბილადყოფნაში

კარენამ შეკერა?
pilotina
Oct 10 2015, 04:16 PM
samuraisxmali კაია, მ,შვიდობაში.
gregory ციტატა(gregory @ 10th October 2015 - 04:59 PM)

კარენამ შეკერა?
კი, კარენას შეკერილს ჰგავს. მეც შეუკვეთე ჩემი ბულკასთვის. 50 ლარად მიკერავს. სამშაბათს მზად იქნებაო.
Multi-Tool
Oct 10 2015, 05:32 PM
samuraisxmali ძაან კოხტაა, გილოცავ. მგონი მეც მივეკლიენტები კარენას
geojorjika
Oct 10 2015, 09:30 PM
ვახ ძალიან ლამაზია, მომეწონა, აშკარად გრამატნადაა გაკეთებული
SCORPIONS
Oct 11 2015, 07:53 AM
აჰა ძმაო,რაც კარგია,კარგია. მშვენიერი სიახლეა ეგ კარენა.
temo-777
Oct 12 2015, 03:30 PM
samuraisxmali
შენი ტიტანი უფრო ღია ფერშია თუ მე მეჩვენება?
ხო NP-ეა?
pilotina
Oct 12 2015, 05:16 PM
მოკლედ დღეს გამოვიტანე ჩემი ჩეხოლი კარენასგან.
50 ლარად შეკერა, რავი, მგონი საკმაოდ ხარისხიანად არის შეკერილი.


gregory
Oct 12 2015, 05:45 PM
pilotina მშვენიერია

დიაგონალზე რომ დევს იარაღი, შენი სურვილი იყო?
P>S. კარენას ნომერი დამიპიემე რა
Multi-Tool
Oct 12 2015, 06:00 PM
ჩემკენაც გამოუშვით რა კარენას ნომერი..
pilotina
Oct 12 2015, 06:02 PM
gregory მადლობა
ხო, დიაგონალზე იმიტომ დევს, რომ ორ წერტილზე დაეყრდნოს, სახელურზე და კონდახის წინა ნაწილზე.
კარენას ნომერი მოგწერე PM-ში
Multi-Tool
Oct 12 2015, 06:05 PM
pilotina
მეც ეგეთიტიპის მინდა, იარაღის ფორმა რომ არ იყოს გამოკვეთილი, ოღონდ უფრო პატარა და მწვანე
ზეთისხილის ფერი.
samuraisxmali
Oct 13 2015, 08:42 PM
მადლობა ყველას. კი კარენამ შეკერა. მოკლედ რაღაც დრო გავიდა და შემიძლია ვთქვა რომ მშვენივრად არის იარაღი დაცული.
ციტატა
შენი ტიტანი უფრო ღია ფერშია თუ მე მეჩვენება?
ხო NP-ეა?
კი, ღია ფერისაა და ნამდვილად NP-ა, მეტალზე აწერია, პირველ სურათში ჩანს. ოღონდ შენსაზე ღიაა თუ არა არ ვიცი, მე დღის სინათლეზე მაქვს გადაღებული და შენ ნათურის შუქზე, შეიძლება მაგიტომ ჩანს სხვა ფერის.
mishka23
Oct 25 2015, 12:18 AM
gregory ციტატა(gregory @ 1st October 2015 - 02:31 PM)

ველაზე კარგია შავი ზღვის ქუჩაზე კარენასთან მიდი და ძაან ხარისხიანს შეგიკერავს , თანაც ზუსტი ზომებით
ფასი სადღაც 40-50 ლარი იქნება
მანდ მე შევაკერინე,მივიტანე თოფი და ზომა აიღო,როცა დამიბარა უთოფოდ მივედი,ისეთ ადგილზეა წინ მანქანას ვერ გააჩერებ,პატრული ტეხავს წივილ კივილს.ქუჩაში შიშველი თოფით მოძრაობა საშიშია,არ მივიტანე თოფი და მაგრა მივქარე,სახლში რო მივედი თოფზე ბევრად გრძელი იყო ,ან ზომა ვერ აიღო,ან კიდე სხვამ მიცა შეკვეტა სხვა თოფის,იმან აღარ წაიღო და მე გამომატანა გამზადებული,ის პერიოდი ვეღარ გავედი მიმებრუნებინა და პრეტენზიები გამომეთქვა და შემჩა გრძელი შალითა,ვინც მიხვალთ მაგასთან გაითვალისწინეთ ჩემი შეცდომა
Multi-Tool
Oct 25 2015, 01:28 AM
ციტატა(tbilisi23 @ 25th October 2015 - 01:18 AM)

შემჩა გრძელი შალითა,
დამოკლება არ გიცდია?
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.