აუ რამდენი ვაი ვუი დაწერილა ამ თემაში

მოკლედ ხალხნო არის იდეალური წესი რომელიც მუსოაბს ყველა იარაღზე, და ცეცხლსასროლში თუ არავცდები "ბედინგი" ჰქვია, ანუ ძალით ჩალიჩობენ რომ ლულას არ ეხებოდეს კონდახს, ანუ რკინას იღებენ კონდახიდან და კონდახს ისე ქლიბავენ რომ ნუ ქაღალდის ზაზორი რჩებოდეს ლულასა და კონდახს შორის, კონდახი ამასობაში მყარად უნდა მაგრდებოდეს, ლულის კოლოფზე.
ეს ჩათვალეთ აქსიომაა და ეგრეა საჭირო ყველა იარაღში იქნება ეს ცეცხლსასროლი თუ პნევმატური თუ მომავალში გამოგონებული ლაზერული და პლაზმური იარაღი...
ანუ ლულა უნდა იყოს გამოკიდებული და გასროლისას არ უნდა ეხებოდეს არაფერს, რადგან ლულას გასროლისას თავისი დეფორმაცია აქვს, (ნახეთ შენელებული ვიდეოები, დაჟე პნევმატურშიც კი მოძრაობს ლულა დაჟე ნაქები 16 მილიემტრიანი HW და LW), მეც არ მჯეროდა მაგრამ ჩემი თვალით მაქვს ნანახი.
ახლა რაც შეეხება დისკოს და სხვა თოფებს...
1 ) უმეტესობა თოფებს ბაზარზე აქვს გამოკიდებული ლულა და იდეალურად მუშოაბს, მაგრამ არის სტრანნი გამონაკლისებიც, მაგალითად HW100, ან სუპერ ნაქები Stayr LG110 გაგიკვირდებად და საკმაოდ გაქვავებულად აქვთ დამაგრებული ლულები, მაგრამ ეს თოფები გათვლილია სხვა პონტზე, ანუ ზუსტია, მაგარია, მაგრამ არაა გათვლილი ტემპერატურულ ცვლიელბაზე და გამოკიდებული აქვთ არა ლულა არამედ რეზერვუარი (LG110-ის შემთXვევაში) ან ისეთი სქელი რეზერვუარი აქვს რომ შიდა წნევის ცვლილება არანაირ გავლენას არ ახდენს არაფერზე (HW100-ის შემთხვევაში)
2) არის სტრანნი თოფებიც, როგორიცაა მაგალითად Discovery, BAM, ან QB78/79 რომლებსაც ისეთი უაზრო კოლოფი აქვს და ისე სტრანნად აქვთ მისი ფიქსაცია რეალიზებული რომ ფიზიკურად ვერ შესძლებს ლულის მყარად დაჭერას, ამირომაც გინდა არ გინდა სჭირდება უფრო სხვა სახის ფიქსაცია, აი მანდ ჩნდება უკვე ფიქსირებული რვიანი თავისი ვინტებით რომლეიც რეზერვუარზეც და ლულაზეც აკვდება.
ასე რომ გაქვს არჩევანი გამოკიდო ლულა და ამასობაში უპატრონოდ ეკიდოს და ყოველ გასროლაზე სხვაგან იხრებოდეს თუ გარკვეულ წილად გაწირო სიზუსტე და დააფიქსირო ლულა, მითღუმეტეს რომ განსაკუთრებულ სპორტულ კლასში ეგ იარაღები არ გადის და დიდ მოთხოვნებსაც მწარმოებელი მათ არ უყენებს, ამაზე ფასიც ბევრს ამბობს, მაგრამ პატრონს არასდროს არ უნდა ეგეთ იდეასთან შეჩვევა. აი მანდ იჩითება უკვე 2 რვიანი და სხვა იდეები.
იდეალში დისკოზე თუ გინდა კარგად ფიქსირებული ლულა, თან გამოკიდებული და ნორმალური რვიანი რომელიც გადაღუნვისგან იცავს ლულას, მაგრამ ჩვეულებრივი გასროლისას ლულას არ ეხება, მაშინ გინდა არ გინდა, ახალი კოლოფი უნდა გამოთალო და აი მანდ უკვე დამაგრებაც არის, და ბუდეში მყარად ჩასმაც, არანაირი 2 3 და მეტი რვიანი საჭირო აღარაა, შეგიძლია საერთოდ მოხსნა რვიანი, ან თავისუფალი რვიანი გაუკეთო რომელსაც 1 ან 2 მილიმეტრით დაცილებული იქნება დიამეტრში ლულიდან და არ შეეხება ლულას, მაგრამ აი თოფის მიყუდებისას ან ბუჩქებში ბოდიალისას ლულას თუ რაიმე გაედება და გადახრის იმუშავებს როგორც აგრანიჩიტელი და არ მისცემს გადახრა გადაღუნვის შესაძლებლობას.