ადმინ/მოდერებო შევეცდები აგიხსნათ ის თუ რატომ დააჩქარებს ეს თემა სასურველ შედეგს.
იმისათვის, რომ ამ პრობლემისთვის შევუქმნათ საჭირო პიროვნებებს საკმარისი უნთუზიაზმი და საკმარისი ნება სურვილი, საჭიროა თემის უფრო მეტად გააქტუალურება იმიტომ, რომ ქვეყანაში მართლაც საკმარისი ბრობლემებია საიმისოდ, რომ პნევმატიკისთვის არავის ეცალოს და ამ ჩაჩუმებული თემით მართლაც არავინ დაინტერესდება და მოვლენები ისეთი ტემპით განვითარდება, როგორიც ჩვენ არ გაგვახარებს უახლოეს მომავალში.
ჩემი იდეაც იმაში მდგომარეობს რო ყოველდღე ყველამ ვისაც სურვილი აქვს ამ საქმეში წვლილის შეტანის ერთხელ მაინც დარეკოს და უბრალდ იკითხოს პნევმატურის რეგისტრაციაზე რა ხდება, მე რო ვრეკავ დაახლოებით პასუხსაც არ მეუბნებიან და მე ვპასუხობ, რომ რადგან პრობლემის მოგვარების დაახლოებითი ვადები არ იცით ყოველდღე ვიკითხავთქო და პასუხად ვიღებ, რომ არანაერი პრობლემა არ არისო, დარეკეთ რამდენჯერაც გაგიხადებათო.
მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ თუ მასიურად დავრეკავთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩემსავით ყოველდღე, აუცილებლად მივა ისეთი ხალხის ყურამდე, ვინც ამ მარტივი პრობლემის გადაჭრით ბევრი ადამიანის კეთილგანწყობის მოპოვებას განიზრახავს. თუ არადა არჩევნები მოდის და ხმებში უკვე ისე გაუჭირდებათ რო პნევმატიკა კი არა შეიძლება გატლინგები გაგვიფრმონ.

ასეთი მარტივი მოქმედებაა საჭირო რომელიც რამდენიმე წამს და თეთრს წაგართმევთ ყოველდღიურად

2 41 91 91 ( გამარჯობა, პნევმატიკის რეგისტრაციაზე ხომ არ ისმის რამე ახალი? ) და ვსიო საკმარისია
