დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ძაღლი და პნევმატური ნადირობა!
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
Gigabyte13
მოკლედ 00.20 სთ-ზე ჩემმა ყავისფერმა ლაბრადორმა (დადუმ) შობა პირველი ლეკვი!
ველით გაგრძელებას. მთავარია ყველაფერმა კარგად ჩაიაროს... კაი გრძელი რამე გველის
Gigabyte13
ღამე გველის თქო... მოკლედ უკვე სამნი არიან.
ja_ja
Gigabyte13
რითი დამთავრდა საქმე რამდენი არიან smile.gif
geojorjika
Gigabyte13
ვაა მატებაა ოჯახში smile.gif
როგორ არიან დედა და პატარები? მამას მიულოცე ჩემგან smile.gif smile.gif
parna
მაგარია გილოცავ მაგარი ძაღლები არიან ლაბრადორები smile.gif რაფერები არიან პატარებიი? smile.gif
nihontoman
კაია, გილოცავ
bazuka
ჰა რამდენია?????
ja_ja
დაიღალა პატრონის და ძაღლიც, სძინავთ ალბათ smile.gif
bazuka
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 14th May 2009 - 12:56 PM) *
დაიღალა პატრონის და ძაღლიც, სძინავთ ალბათ

არამგონია ძაღლს სძინავდეს, მარა ალბათ ფორუმზე შემოსვლა და წერა არიცის თორე მოგვახსენებდა :lol:
Gigabyte13
ერთი სიტყვით ჯერ 7-ნი არიან,
პირველი 4 დედალი, შემდეგ 2 მამალი და ისევ 1 დედალი.
დედა ყავისფერია, მამა - შავი. ლეკვები, 7-ვე შავია!
დაიწყო ამბავი 00.20სთ-ზე და დღის 12.00 სთ-სთვის ჯერ
ეგ არის. ისე მგონი კიდევ ერთიც უნდა იყოს.

http://www.labradors.ru/baboo.html
ეს ჩემი ძაღლის დედაა - ბაბუ
Der Rote Baron
ვააა მაგარია ლაბრადორი smile.gif მე თეთრი მინდა
Gigabyte13
ნადირობის განხრით, ერთად ერთი პრიორიტეტი
ჩალისფერისა სიცხისადმი მედეგობაში აისახება.
ისე ტყეში ყავისფერი გაცილებით უკეთესია კომუფლირების
ამბავში.
ფერის მხრივ მე უფრო ყავისფერის მოყვარული ვარ,
რაღაც ინგლისური კლასიკის სურნელი დაჰკრავს.
პირველად საქართველოში ვნახე ყავისფერი მამალი
სახელად არისთოტელე და მაშინვე გადავწყვიტე, რომ
ყავისფერი უნდა ვიყოლიო. სუფთა დათვის ბელის ფაქტურა
აქვს ყავისფერ ლაბრადორს, გინდა დრუნჩზე და გინდ
სხეულზე. 8.gif
Der Rote Baron
Gigabyte13, საერთოდ ლაბრადორის ლეკვი რა ღირს??
Gigabyte13
მე ჩემებს ჯერ ვერ შევაფასებ, ეს ვეტერინარის საქმეა 4-6 კვირაში.
სავარაუდო ფასი 350-400$ იქნება.

ისე გააჩნია, საიდან არის ძაღლი წარმოშობით.
მე ჩემი მოსკოვიდან ჩამოვიყვანე, რახან ძუ
ავიყვანე დამიკლეს 1500$-დან 700$-მდე
პლიუს, გზა და საგვარეულო ნუსხა (როდოსლოვკა).
ჩვენი ძაღლის მამა - ბაბლინგ ჩერჩილი ფინელია, ანუ შესაჯვარებლად
ფინეთში ჩაიყვანეს... ლეკვი ჰელსინკში ჩაისახა, მოსკოვში დაიბადა
და თბილისში გაიზარდა biggrin.gif მერე კიევში და ალმა-ატაში მივლინებაში
იყო ჩვენთან ერთადwink.gif არ ვსვეცკაობთ ძმებო! ძაღლს აღებული აქვს
რამოდენიმე უმაღლესი ჯილდო საერთაშორისო გამოფენებზე ("ცაცი" და ასე შემდეგ)

მქონდა შანსი თბილისში მეყიდა 300$-ად, მაგრამ ახლობლებმა არ
მირჩიეს. ეს ჩემი პირველი ძაღლი არ არის... პაწა ვერკვევით
მერე მართლაც იმდენი ბრაკი აღვმოვაჩინეთ იმ პირველი შეთავაზებიდან, ავოე!
მღრნელის ყბა - "ნედაკუსი", მარწუხები ანუ პერეკუსი, არაპროპორციულად მაღალი კიდურები,
განუვითარებელი გულ-მკერდი, გაფლაშული თათები (თითები ანუ მტევანი),
წვრილი კუდი და მითუმეტეს კუდის ფუძე!
parna
გიგა მერე გვაჩვენე ნამდვილი ლაბრადორი ლეკვებირთურთ ოკ? smile.gif 7ვე შავი :lol:

მართალიგითხრა არვიცოდი თუ ლაბრადორი ნადირობდა ჭკვიანი როა და ბრმებისთვის რომ წვრთნიანხოლმე ვიცი
Gigabyte13
ლაბრადორი თავდაპირველად იყო გამოყვანილი, როგორც
წყალზე მონადირე ძაღლი, ანუ წყლის და ჭაობის ფრინველზე
მონადირე. აგრეთვე ლაბრადორი მიეკუთვნება თოფის თანმხლებ
ძაღლთა ტიპს. ამ ძაღლის მოვალეობაა სისხლიან (და არა
მარტო) კვალზე მუშაობა და ნანადირევის პოვნა და პატრონისადმი
მირრთმევა (ინგლისურად მას რეტრივერს უწოდებენ).
რაც ჩემსას შეეხება, იხვი ვერ გვეღირსა, მაგრამ მწყერზეც მშვენივრად
ვმუშაობთ... ლაბრადორს გააჩნია თავისებური ნაბული (სტოიკა),
აბსოლუტურად განსხვავდება პოინტერისა და კურც-ჰაარისაგან!

ინტელექტზე რა მოგახსენოთ?! კითხვა ჯერ ვერ ვასწავლე.
შესძლოა ისწავლა, მაგრამ ძალიან თავმდაბალია და მორცხვობს.
და ბოლოს, ჯერ ლაბრადორი და მერე სხვა, როგორც მერსედესსზე
ამბობენ... :rolleyes: :huh:
Der Rote Baron
ბაზუკ ისე ამ თემას "ნადირობა პნევმატიკით" აქ ხომ არ გადაიტანდი? smile.gif თვითონ ამასაც სათაური ძაღლი და პნევმატური ნადირობა აქ და :huh:
geojorjika
სპამ
Gigabyte13
geojorjika
რატომ "სპამ", ჰა?
geojorjika
Gigabyte13
იყო სპამი და წაშალა Jah-მა smile.gif
Gigabyte13
ააა, გასაგებია! თორემ ამასწინად იცი ვინ იყო?
სერგეი მირონოვი ჩვენ ფორუმზე - დუმელი არაკაცი
geojorjika
Gigabyte13
აააააა ვიცი ხო biggrin.gif biggrin.gif მეც ვნახე biggrin.gif
Gigabyte13
ნეტა რა უნდოდა მაგ შატლახს?
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.