
შევიძინე Umarex Legends BlowBack Luger P.08 ტიპის პნევმატური პისტოლეტი. ვარ ახალი ამ საკითხში და ნამდვილად მესაჭიროება გამოცდილი ხალხის (თქვენი) რჩევები და დახმარება სხვადასხვა საკითხებში.
პირველ რიგში მოკლედ დავწერ აღნიშნული პისტოლეტის ტექნიკურ მონაცემებს:
სისტემა: CO2 / 12g CO2 ბალონი;
კალიბრი: 4.5მმ (.177) ფოლადი BB
მჭიდის ტევადობა: 20 ტყვია
ენერგია: <3J
სიჩქარე: 90 მ/წმ;
დაშვება (Спуск): ერთმაგი;
პისტოლეტის სიგრძე: 220მმ
ლულის სიგრძე: 95მმ
პისტოლეტის წონა: 855გ


მჭირდება თქვენი რჩევები რამდენი სროლის შემდეგ არის საჭირო მისი გაწმენდა, დაშლა და შემოწმება, როგორი სახის საპოხი მასალის გამოყენებაა მიზანშეწონილი, სად შეიძლება შევიძინო სათადარიგო ნაწილები.
გარდა ამისა ორიოდე სიტყვას თუ მეტყვით ინტერნეტ მაღაზიებზე საიდანაც ხდება სხვადასხვა პროდუქტის გამოწერა პნევმატური იარაღისათვის.
უღრმესი მადლობა
