
თავიდან არ ვაპირებდი, მეთქი რა მაძილმზომი,რის მანძილმზომი, ოპტიკას მშვენიერი პარალაქსის გასასწორებელი დიიიიდი ბორბალი აქვს გვერდზე და ამითაც მშვენივრად გავზომავ თქო, მარა...არ გამოიდა მაგ საქმე, არა კი გამოდიოდა, მარა 5 გასროლიდან (მხედველობაში მაქვს 80-130 მ დისტანცია) ერთს რომ გაარტყავ, ვერ არის მაი საქმე კარგად...
თანაც ჩემი თოფების პატრონს 30 -50 მეტრზე ნადირობა მკრეხელობა მგონია და თანაც გაცილებით საინტერესოა დიდ დისტანციებზე ზუსტად დათვლილ-გამოთვლილი რომ მოხვდება მიზანს.
მაი საქმე კი მანძილმზომის გარეშე არ იქნება. ხოდა მივათვალიერ-მოვათვალიერე საიტები, ჩვენი ფორუმის თემები და არჩევანი გავაჩერე ამ მოდელზე

ეხლა რა თქმა უნდა სუპერ-პუპერ არ არის, მარა თავისი ფასის ფარგლებში საქმეს 5-ანზე აკეთებს. გუშინ ჩამომივიდა ამაზონიდან და ცოტა დავტესტე კიდეც.
ჩამოტანა დაჯდა 140 $ პლუს ტრანსპორტირება და განბაჟება

ყუთში იყო ეს, პლუს 2 წლიანი გარანტიის ფურცელი(ნეტა ვის რა ჯანდაბად უნდა მაგათი გარანტია აქ? გაგიკეთებს ვინმე თუ რა...)


ერთ-ერთი არგუმენტი ფასის გარდა, რამაც გადამაწყვეტინა მისი შეძენა იყო ზომა-წონა. მართლაც ძალზე კომპაქტურია: ზომებია 91x73x37მმ, წონა 125გრამი.
და თუ ოკულარს არ ჩავთვლით, მაშინ საერთოდ სიგრძე 81მმ გამოდის.
ესე იგი ყუთში იყო თავად დივაისის გარდა 3 ვოლტიანი CR2 ელემენტი, რომელიც თუ მწარმოებელს დაუჯერებთ 8000 გაზომვის ციკლს ყოფნის.ამას გარდა, ჩასადები შალითა, კისერზე ჩამოსაკიდი შნური და რა თქმა უნდა ინსტრუქცია ინგლისურ,ესპანურ, ფრანგულ და პორტუგალიურ ენებზე.
ვიზუალური წარმოდგენა რომ შეგექმნათ მის ზომებზე ამ სურათებსაც დავდებ


მაძილს ჩემი გადმოსახედიდან საკმაოდ ზუსტად ზომავს, (რა თქმა უნდა მეტრებშიც და იარდებშიც). ზომავს 5-500 მეტრ დიაპაზონში, 1 მეტრი/იარდი ბიჯით. მე მგონი 500 მეტრი საკმარისზე ბევრად მეტია...
ასე გამოიყურება დისპლეი გაზომვის შემდეგ

ხო, კიდე ჰქონია ეგრედ წოდებული Distant Target Priority System, რაც ნიშნავს, რომ თუ კი ზომავ მანძილს ერთმანეთზე გადაფარებულ ობიექტებამდე ( მაგ.
ხეს ეფარება ბუჩქი, ან რამე ამდაგვარი, მაშინ გითვლის მანძილს უფრო შორეულ ობიექტამდე.
ნუ, ეს იყო და ეს... მადლობთ ყურადღებისათვის...
