ნუ მიწყენ, არ ვცდილობ რაიმე სნობობას და თავის გამოჩენას, პროსტა მინდა ვთქვა რომ ყველა საქმეს ჯერ გარკვევა უნდა და მერე მიდგომა, შენ კი ჯერ მიადექი და ახლა გიკვირს რატომო

დეტალები აღწერილია იმ პოსტში რაც მოგეცი, მაგას რასაც შენ წააწყდი ჰქვია დიზელის ეფექტი. გაიხსენე განსხვავება დიზელის და ბენზინის მატორებს შორის, ბენზინის მატორს უნდა ნაპერწკალი რომ აალდეს აირი, დიზელის მატორს კი არ სიჭრდება ნაპერწკალი, მაგ საქმისთვის ყოფნის მყიფიერი შეკუმშვა და ჰაერთან შეზავებული საწვავი ეგრევე აალდება.
დიზელის მატორს წესით შეუძლია დაწვას ყველაფერი, იქნება ეს დიზელის საწვავი, მანქანის ზეთი თუ სახლის ზეთი, მთავარი პრინციპია ჰაერთან ერთად იყოს შერეული რაიმე აალებადი და მაღალ კალორიული საწვავი.
ეს ამბავი რომ შენს თოფზე გადმოვიტანოთ აბა წარმოიდგინე რას აკეთებს შენი თოფი? აქვს დახურული ცილინდრი რომელშიც მოძრაობს დგუში ზამბარის ზემოქმედებით, ვიცით რომ გასროლა მომენტალურად უნდა მოხდეს ესე იგი ზამბარა ძალიან უხეშია და დგუშს მომენტალურად მიაქანებს წინ, ანუ იღებ ჩვეულებრივი დიზელის ძრავს, უბრალოდ სანამ აალებადი ნივთიერება არ აქვს მაგ წარმოსახვით მექანიზმს, მანამდე ალი ბოლი და ხმა არ იჩითება... აი როგორც კი ზეთი ჩაასხი ეგრევე საწვავი მიიღო და შესუნთქულ ჰაერში შეერია ზეთის მიკრო ანაორთქლები.
დალშე ფიზიკაა, ჩქარი შეკუმშვა, მაგ დროს კი ყველაფერი თბება, იგივე ჰაერნაზავი ზეთის ანაორთქლით, შედეგად უცბათ დარტყმითი შეკუმშვა გათბობა და ეგეც შენი ზეთის აალება ცილინდრში
მაქედან უკვე იღებ ტკაცუნის ხმას, ბოლს, ზეადეკვატურ და არაპროგნოზირებად გასროლას, ზოგი ჩქარა ზოგი ნელა, მაგრამ ყველა იმაზე მეტად მიდის ვიდრე მწარმოებელმა გაითვალისწინა, შემდეგ უკვე ტყვია ებრძვის ჰაერის მასას რომელიც წინ შეკუმშული სახით ხვდება. ანუ მაგალითად TOp GEAR-ში ერთხელ კარგად იყო აღწერილი ბუგატი ვეირონის ცხენის ძალები, ანუ არის სტანდარტული 1000 ცხენიანი ვერსია და არის მოდიფიცირებული 1200 ცხენიანი ვერსია სიტყვაზე 1000 ცხენიანი თუ ანვითარებს 400 კილომეტრს, 1200-იანი ანვითარებს 430 კილომეტრს და აქ ჩნდება კითხვაო კი მაგრამ მთელი 200 ცხენია დამატებული და ტილიანი 30 კილომეტრი მოემატაო!?

საქმე იმაშია რომ მაღალ სიქარეზე მოძრაობისას ყველა ობიექტს ხვდება ჰაერი, რაც უფრო ჩქარა მოძრაობს მით უფრო მეტი ჰაერის რაოდენობა იკუმშება შენს წინ, გაიხსენე აბა 100 კილომეტრ საათზე მანქანის ფანჯრიდან გადმოყოფილი ხელი როგორ ჰაერის წინააღმდეგობას აწყდება

აი მაგას გადასალახად არის საჭირო ძალა, ჩვეულებრივი 200 ცხენი ვთქვათ გადაგალახინებს უხეშად 200 კილომეტრს, მერე უკვე პროგრესია მიდის, 400 ცხენი უნდა 250 600 უნდა 300კილომეტრს, 800 ცხენი უნდა 350-ს და ასე შემდეგ, ჯეიმს მეი მაგას კარგად აღწერდა, მანქანა 100 კილომეტრზე მოძრაობისას ჰაერის ნაკადში მოძრაობსო, 200-ზე უკვე ისეთ ძალას ებრძვის როგორც წყალსო, 300 მძიმე წყალსო, 400 თაფლში ცდილობს გაიაროსო ხოლო 430-ზე პრაქტიკულად ისეთ წინააღმდეგობას აწყდება თითქოს მის წინ კეკქის შედედებული ცომია შემოხვეულიო

იგივე სჭირს ტყვიასაც რაც უფრო ჩქარა გაისროლე მით უფრო მეტ წინააღმდეგობას გადაეყარა რომლის გადალახვაზეც უფრო მეტი ძალა დახარჯა ვიდრე გაანგარიშებული იყო და ლულის გამოფრენიდან თუ ჰქონდა აფეთქების გამო ვთქვათ 400 მეტრი წამში სულ რაღაც 5 მეტრში ისეთი წინაღობა გადალახა რომ ტილიანი 150 მეტრ წამით მიფრინავს, შედეგად იმის მაგივრად რომ ნორმალურ ადგილზე მოხვედრილიყო უკვე მოხვდა გაცილებით ძირს იმიტომ რომ ტრაკი აღარ ეყო მეტზე გაფრენილიყო

საერთოდ პნევმატიკაში იდეალურ მაქსიმალურ სიჩქარეთ ითვლება 270-280 მეტრ წამი, მაგის ზემოთ 300-320 და განსაკუთრებით 330-ზე არის ხმის ბარიერი (1250 კილომეტრი საათში!!!!), იმედია გინახავს თვითმფრინავები ხმის ბარიერის გადალახვისას რამხელა ტალღას აწყდებიან, ტყვია მაგ ტალღას 2-ჯერ გადის, ერთხელ გამოფრენისას როდესაც მაღალი სიჩქრით გამოფრინდა და მეორეს როდესაც მაგ ბარიერიდან გამოვიდა შედეგად ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავს და მალე კარგავს სიჩქარეს ვიდრე სტანდარტული 280-ით რომ გამოვარდნილიყო ლულიდან.
კაროჩე მორალი ასეთია სასწრაფოთ დაშალე გაწმინდე და შესაბამისი ნეიტრალური ზეთი 1-2 წვეთი უნდა გამოიყენო დგუშზე დანარჩენი ზეთები უნდა ამოწმინდო სასწრაფოდ, თორემ მერე უკვე დგუშის ზედაპირს დაწვავდა დგუში დაიმსხვრევა, მიიღებ აი ასეთ დგუშს


ეგეთი დგუში კი მერე ვეღარაფერს ვეღარ გაისვრის ნორმალურად და გექნება ახალი სათრევი.