ჰაერი თუ გასდის რეზიკს მანდ რეზინების ბრალი უფრო იქნება ვიდრე დაზეთვის. ესეიგი რეზიკი დასაშლელია და მიზეზია მოსაძებნი
რაც შეეხება დაზეთვას, ხეს უნდა თავისი ზეთი, უმჯობესია ეგრეთწოდებული მასტიკა, მაგალითად
აი ეს ვარიანტი, პლიუს მაგას თუ ნაჭრით კარგად შეაზილავ წყალსაც არ იკარებს და კარგადაც პრიალებს, მაგრამ ზედმეტი ხომ იცი არაფერი არ ვარგა

რკინის გარე დეტალებისთვსი ნებისმიერი ზეთი წავა, უმჯობესია WD40-ით დაამუშაო და ჩამოწმინდო ჭუჭყი და ჟანგები ან რამე თუ აქვს, მერე გაამშრალო (მაგის დატოვება არ ღირს, ძალიან თხევადია და მალე ორთქლდება), მოკლედ გაამშრალე და შემდეგ დანამული ზეთიანი ჩვარი გამოიყენე რომ უთხელესი ზეთის ფენა დაიტანო ლითონის ზედაპირის დასაცავად, მაგისთვის არ გჭირდება არანაირი სპეც ზეთი, მითუმეტეს არ გჭირდება ლულის საწმენდი და რეაგენტების შემცველი ზეთი, ანუ დაჟე ბანძი მანქანის ზეთი რომ გამოიყენო სავსებით მისაღებია (ოღონდ შავი საზიზღარი ატრაბოტკა არ ქნა

)
რაც შეეხება ლულის შიდა გაწმენდას ნუ მანდ პნევმატიკაზე გინდა არ გინდა უნდა გამოიყენო
აი ეს ზეთი , ჯობია თავიდან დაიტანო ნეილონის ჩოთქით, მერე დატოვო ასე 10-15 წუთით და მერე უკვე შეუდგე წმენდას ქეჩით, ნუ თავიდან ისევ მაგ ზეთით დასველებულით და მერე ნელნელა მშრალზე უნდა გადახვიდე, გაითვალისწინე ბოლოს ლულა უნდა გამოაშრო ისე უნდა გაწმინდო თორემ დარჩენილი ზეთი სულ სხვანაირად გაასრიალებს ტყვიას და შედეგი განსხვავებული იქნება. ბოლოს ასე 30-50 გასროლა გინდა რომ ზედმეტი ზეთი გამოვიდეს და ტყვიის ნადების ახალი ფენა დაიდოს ლულაში
და ბოლოს კლიპიან ყველა თოფს დროდა დრო სჭირდება კლიპში არსებული რეზინის ან ლულაში არსებული რეზინის დასველება 1 წვეთი სილიკონის ზეთით, რომ არც ტყვია ბორძიკობდეს და არც რეზინა ცვდებოდეს მალე,
მაგისთვის გამოდგება აი ეს ზეთი და მორჩა ვროდე...
ერთადერთი დამტენი პორტის რეზინები იქნება ხოლმე საჭირო დაიზეთოს, მაგისთვის ისევ კროსმანის ზეთი გამოდგება ხოშიანად...