დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Benjamin Trail NP XL 1500
Georgian Airgunners Portal > ყიდვა-გაყიდვა > გავყიდი
ხ.მ.ე.ლ.ო
მოგესალმებით...
განცხადება წაიკითხეთ ბოლომდე, მარტო ის ინფორმაცია არ მაქვს მითითებული რაც ყველამ იცის ამ იარაღის შესახებ...
ვყიდი 840 ლარად თავისი ყუთით და საბუთებით, დღესდღეობით ყველაზე ძლიერ პნევმატურ იარაღს ზამბარ-დგუშიანებში, ამერიკულ Benjamin Trail NP XL 1500-ს, რომელიც არის კარგ მდგომარეობაში, გარეთ მხოლოდ ორჯერ მაქვს გატანილი და გასროლილი ექნება მხოლოდ 400-ამდე ტყვია. მისი ტყვიის საწყისი სიჩქარე წარმოადგენს 457 მ/წმს, ანუ 1500 feet per seconds. ის იმდენად ძლიერია, რომ თავისუფლად ინადირებთ ღორის ხელა ცხოველებზე. (პნევმატიკით ცხოველებზე ნადირობა აკრძალულია) იარაღი არის უზუსტესი. კარგი მსროლელი, 50 მეტრში 5 თეთრიანს 5 სროლიდან 5 ივეს გაარტყავს.მისი უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ აღჭურვილია ნიტრო ზამბარით, რომელიც არასოდეს ჯდება და ინარჩუნებს მარადიულად იგივე ძალას, მიუხედავად გადატენილ მდგომარეობაში დიდი ხნით ყოფნისა. თავისი ბანძი ოპტიკა შეცვლილი მაქვს ორიგინალი, სპეციალურად დარტყმაგამძლე True Strenght სისტემით აღჭურვილი Leapers 3X9-50 ოპტიკით, რომელიც სრულიად ახალია და აქვს: 3X9 ზუმი, მილ-დოტთა ბადე, პარალაქსი წინა და უკანა მხარეს თვალის ფოკუსისათვის, ბადის განათება: წითელ, მწვანე და ლურჯ ფერებად. ოპტიკას მოვაყოლებ: კლუჩს, ლინზის საწმენდს, 1 ელემენტს, ხუფებს, სანშაიდერს, თავის საბუთებს. ოპტიკას უყენია Leapers-ის დარტყმაგამძლე რინგები, ესეც ახალი.
აქ მყოფ ხალხს კი ეცოდინება თუ როგორ შვილივით ვუვლი იარაღებს...
ფასი ნუ გეძვირებათ, თოფს ბევრად კარგი ოპტიკა უყენია...
ჩატარებული აქვს დეკონსერვაცია, გაუმჯობესებული მაქვს ლულის ფიქსაცია...
თანხა მეჩქარება...
თვალსაჩინოებისთვის კი ეს სურათები იხილეთ...







მყიდველი შემეხმიანოს P.M ში და მივწერ საკონტაქტო ინფორმაციას.
ხ.მ.ე.ლ.ო
P.S. მარტო თოფსაც გავყიდი თუ ვინმეს უნდა 680 ლარად... smile.gif
SCORPIONS
ხ.მ.ე.ლ.ო დღემდე მაქვს მუღამი 1500-ის. თავიდან,ბევრი ვუტრიალე მაგ იარაღს,მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვიყიდე.
წარმატებას გისურვებ გაყიდვაში და არამარტო! wink.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(@SCORPIONS@ @ Jan 29 2015, 06:18 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო დღემდე მაქვს მუღამი 1500-ის. თავიდან,ბევრი ვუტრიალე მაგ იარაღს,მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვიყიდე.
წარმატებას გისურვებ გაყიდვაში და არამარტო! wink.gif

მადლობა, smile.gif იმედია მალე გამოჩნდება მყიდველი, თანხა მჭირდება... sad.gif
geojorjika
ხ.მ.ე.ლ.ო
გვეკაიფები? ეს ტექსტი დაწერე მაიმარკეტზე აქ შინაურები ვართ და ვიცით მაგ ფიშტო რაც არის
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(geojorjika @ Jan 29 2015, 09:27 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
გვეკაიფები? ეს ტექსტი დაწერე მაიმარკეტზე აქ შინაურები ვართ და ვიცით მაგ ფიშტო რაც არის

რატო რა არ მოგეწონა smile.gif
გადახეხილ თოფებს ყიდიან თავის ზავაცკოი ოპტიკით 700 ლარად და მე 840 ადაც არ გავყიდო ამ ოპტიკით და კარგი შენახვით? smile.gif
ვისაც ფასი არ მოსწონს ჩაუაროს გვერდი განცხადებას )))
geojorjika
ხ.მ.ე.ლ.ო
ფასზე რამე დავწერე?

ტექსტს გეუბნები

ეს მაგალითად

ციტატა
მისი ტყვიის საწყისი სიჩქარე წარმოადგენს 457 მ/წმს, ანუ 1500 feet per seconds


რა წონის ტყვიით გაზომე?
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(geojorjika @ Jan 29 2015, 09:35 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო
ფასზე რამე დავწერე?

ტექსტს გეუბნები

ეს მაგალითად



რა წონის ტყვიით გაზომე?

ამ ფორუმზე ვინც არის კი იცის რომ ეგ ქარხნული სიჩქარეა და საერთოდ იცის ეგ იარაღი smile.gif
SCORPIONS
ხ.მ.ე.ლ.ო 0.68-ს სავარაუდოდ,რამდენს გაუჭიმავს?
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(@SCORPIONS@ @ Jan 30 2015, 12:19 AM) *
ხ.მ.ე.ლ.ო 0.68-ს სავარაუდოდ,რამდენს გაუჭიმავს?

არ ვიცი ნამდვილად smile.gif 457-ს რომ არ ასცდება მაგას კი გეტყვი biggrin.gif
SCORPIONS
ხ.მ.ე.ლ.ო გმადლობ wink.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ფასს ვაკლებ... 790 გელა... ))
ხ.მ.ე.ლ.ო
770 ლარი...

ნეტავ რატომ არ ჩანს მყიდველი? smile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
თემა დახურეთ თუ შეიძლება smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.