ციტატა(SCORPIONS @ 11th January 2015 - 09:02 AM)

ნუ დამცინი ვაა თუ რამეს არასწორად ვმსჯელობ,გთხოვ შემისწორო და არა დამცინო.
მაგას აქ არავის ვაკადრებ, კი, ამ შემთხვევაში ნიშნავს თანხმობას და სხვა არაფერს.
მაგალითად წერ:
ციტატა(SCORPIONS @ 11th January 2015 - 09:02 AM)

მე ესე მგონია,რო მანჟეტი რო კედელს უახლოვდება,წნევა უკვე იმდენია შექმნილი,რომ ტყვია გარბის. სულ ეს არის.
აქ მანჟეტის მიახლოება დაკნკრეტებული არაა და ძნელია ზუსტად დაკონკრეტება, 1მილიმეტრშია თუ 4 მილიმეტრში.
ამ შეთხვევაში ყველაფერი შეფარდებითია და რომელიმე პირობის შეცვლისას დანარჩენიც იცვლება.
ფაქტი ისაა, რომ არის იდეალური სიტუაცია სადაც მაჟეტი შემჯდარია მაღალი წნევის ჰაერის ბალიშზე და თითქმის ეხება წინა კედელს, ტყვიაც ამ დროს ტოვებს ლულას.
არის ისეც, უხეშად რომ ვთქვათ დგუში შუა გზაშია და ტყვია გამსულია, ან პირიქით.
პირველ შემთხვევაში ან ტყვიაა მჩატე ან ტყვიის დიამეტრი ოდნავ ცოტაა საჭიროზე, რაც იწვევს ხახუნის ძალის შემცირებას.
ზოგი ჩხირკედელა ცდილობს ლულის დაპატარავებას, რომ მიაღწიოს ეფექტს, სადაც მძიმე ტყვია დატოვებს ლულას დგუშის დაჯახებამდე.
მიზანი რა თქმა უნდა არის სიზუსტის ამაღლება. მაგრამ ზღვარი აქ ძალიან ვიწროა და ძააააალიან რთულია.
მეორე შემთხვევას არ განვავრცობ, რადგან მგონი ისედაც გასაგებია.
მოკლედ რომ ვთქვა, სადღაც ასე ჩანს ეს ყველაფერი.