დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Discoveri-სთვის ბალონი
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
ja_ja
მოკლედ იდეაში მიჯდება ბალონის ყიდვა როგორც დაკვეთილი დისკოვერისთვის, ასევე მომდევნო იარაღისთვის.

ვნახე Benjamin Air Tank-ი, ერთი შეხედვით კაი რაღაცაა შეიძლება ნასოსით დაბერვაც (ნელნელა ივარჯიშებ და ბოლო ბოლო რამდენიმე დღეში აავსებ იმისათვსი რომ შაბათ კვიარს შენს გემოზე იკაიფოდ ა ნასოსი არ ათრიო ზურგზე)

ამ ბალონს ნევრი ზეპირად ვიცნობთ



ღირს 149$ ესეც ლინკი

საქმე იმაშია რომ ეს უბედური დარეგულირებულია 3000 psi-ზე და გამომავალი წნევა აქვს 2000psi. ერთისმხრივ ყველაფერი მზადაა დისკოსთვის, ტროგორც ფორუმებზე და მწარმოებლის საიტე წერენ მინიმუმ 6 დატენვას ყოფნის. წესით და რიგით 6 დატენვა ნორმალურ კაცს უნდა გეყოს თავფეხიანად თუ რათქმაუნდა ტერმინატორის ან Robocop-ის როლი არ გაქვს შესასრულებელი, მაგრამ ჩნდება რამდენიმე ნიუანსი:

1) ლითონისაა (დურალუმინი), მძიმეა 2 კგ გრამებით, ბლიუს დაწნეხილი აირის წნევა
2) მაქსიმუმ ტენი 3000psi-ს ადამიანი კი ხარბია და მეტი უნდა smile.gif

მოკლედ გამიჩნდა იდეა კარბონის ბალონის აღების შესახებ, მაგრამ წავაწყდი მეორე დილემას


ღირს 149$ ესეც ლინკი - სამაგიეროდ მსუბუქია და უძლებს 4500psi-ს, თუმცა მოცულობა ცოტა ნაკლებია (4 კუბური დუიმით)



ღირს 155$ ესეც ლინკი - უძლებს ესეც 4500 psi-ს ესეც მსუბუქია, და პრაქტიკულად benjamin-ის ბალონის მოცულობა აქვს (2 კუბიკი აკლია)

ორივე კარბონის ბალონი კაი იდეაა, მაგრამა არის პეინტბოლის, გამომავალი წნევა აქვთ 850-900psi რომელიც პნევმატიკაში გამოუდეგარია (მინიმალური წნევაა). მოკლედ დილება მაქვს მსუბუქი და მეტი წნევიანი, მაგრამ ნაკლები გამომავალი წნევით, ან სტანდარტული მძიმე და პატარა წნევის მოცულობით.

თავს არ ვიმტვრევდი და ავიღებდი სტანდარტულ ბალონს რომელსაც პირამიდი ყიდის დისკოსთვის, მაგრამ ერთი დამატებითი ნივთი იჩენს ამ ისტორიაში თავს, კერძოდ აი ეს მოწყობილობა:


ღირს 60$ ესეც ლინკი

კროსმანიც და პირამიდიც ამტკიცებს რომ მარტო ბალონი არ გამოდგება დისკოს დასატენად, საჭიროა ეს გადამყვანიც. და აი აქ იწყება აღრევა, რას აკეთებს ეს დაწყევლილი ნივთი ბოლომდე ვერ გავიგე.

თუ ეს არის გამომავალი წნევის რეგულატორი, მაშინ გამოდის ნებისმიერი ბალონის აღება შეიძლება რომელსაც სტანდარტული რეზბა აქვს, თავზე ამას ჩამოაცმევ და გამომავალ წნევას მიიღებ 2000psi. ამრია ამ დეტალმა. ვინმემ რაიმე იცით ამის შესახებ? ინტერის ქექვით მოვკვდი ვერაფერი ნორმალური ვერ გავიგე. ეგებ თქვენი იდეებიდან რაიმე ადამიანური ინფო ჩამოყალიბდეს, ან თუ თქვენ გაქვთ რაიმე ინფო მოძიებული ასეთ მოწყობილობებზე დაყარეთ.

მოკლედ ველი გამოხმაურებას
nihontoman
ციტატა
თუ ეს არის გამომავალი წნევის რეგულატორი, მაშინ გამოდის ნებისმიერი ბალონის აღება შეიძლება რომელსაც სტანდარტული რეზბა აქვს, თავზე ამას ჩამოაცმევ და გამომავალ წნევას მიიღებ 2000psi.

მაგის ძირითადი ფუნქცია არის პროსტო შლანგობა, ანუ ბალონს და თოფს ეგ აერთებს ერთმანეთთან. ისე კი მგონი წნევის შკალა და რეგულატორიც აქვს. თუ გინდა ბალონი იხმარო ეგ აუცილებელი ვეშია :rolleyes:
ja_ja
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 8th May 2009 - 12:26 PM) *
თუ გინდა ბალონი იხმარო ეგ აუცილებელი ვეშია

ეგ კროსმანის სარეკლამო ტექსტებიდანაც ვიცი, მე მაინტერესებს შეიძლება თუ არა ამ ჩმორობა შლანგით წნევის რეგულირება და შესაძლებელია თუ არა ამ შლანგითვე ბალონის დატენვა (ვგულისხმობ როდესაც დანასოსებას ვაპირებთ, თუ დანასოსებისთვის კიდევ ცალკე 60$-იანი ჩმორობა შლანგი იქნება საჭირო).
nihontoman
არა. ერთი შლანგიც საკმარისია
წნევას რაც შეეხება სხვანაირად ბალონის ადაპტერი არც შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ბალონს უფრო დიდი წნევა აქვს და თოფს გახეთQავს
ja_ja
ეეე ნაწილობრივ გავარკვიე.

ყვითელ ფორუმზე დიდი ჯახირის მერე დავსვი კითხვა და ერთმა კეთილმა ადამიანმა მითხრა შემდეგი.

მაგ ბალონის დატენვას არანაირი ადაპტერი არ სიჭრდებაო, გინდა თვითონ ბალონი და სტანდარტული ბენჯამინის ნასოსიო, მოკლედ მაგ ბალონს ერთი ისეთივე კლაპანი აქვს როგორიც თვითონ დისკოვერის აქვსო (სხვათაშორის აქამდე არ ვაკვირდებოდი, აქ დადებულ სურათსაც ემჩნევა რომ ძირს არის ერთი ეგეთი მინი პიპეტკა მიშვერილი, თან ეგეთი პიპეტკა პრაქტიკულად ყველა ბალონს აქვსო), მაგაზე შეუერთებ ნასოს და ჩაბერე რამდენიც გინდაო.

ხოლო ბალონიდან თოფის დასატენად აი ის 60$-იანი შლანგია საჭიროო.


რაც შეეხება კარბონის ბალონებს ეგ აღარ მიკითხია.
beqa
გამარჯობათ. ძაან მომწონს თქვენი ფორუმი საინტერესო თემაზე საუბრობთ. აქამდე ვერ დავწერე რაღაც არ მქონდა რეგისტრაცია ბოლომდე გაკეთებული
და არ მიხსნიდა ჩატის ფანჯარას. როგორც იქნა მოგწერეთ.

შევიძინე ელიავაზე 4ლიტრიანი ჰაერის ბალონი pcp - სთვის. დატენვა შეიძლება 250 ატმ.

ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება დავატენინო 200 - 210 ატმოსფეროზე?

წინასწარ გიხდით მადლობას.
geojorjika
beqa
კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ფოურმზე, შენადა რა PCP-- გაქვს , ან რა ბალონია ზუსტი ინფო შეგიძლია დადო ფასითურთ? smile.gif
nihontoman
beqa
კეთილი იყოს სენი ფეხი.
ბალონს დაატენინებ დაივერებთან, ზუსტად არ ვიცი სად არიან მარა გიგაბაიტმა იცის სად არიან და ჰკითხე, არ მოგერიდოს wink.gif :lol:

ერთი კითხვა მაქ: რა ფიშტო გაქ?
ja_ja
beqa
ციტატა(beqa @ 27th July 2009 - 12:52 PM) *
შევიძინე ელიავაზე 4ლიტრიანი ჰაერის ბალონი pcp - სთვის. დატენვა შეიძლება 250 ატმ.

კეთილი იყოს შენი ფეხი.

ისე წონა თუ შეგიძლია დადო მაგ ბალონის და როდინდელია?? თუ ძველი რუსულია ჯერ შემოწმება უნდა ემანდ არ ბეთქოს.

P.S. ისე ბალონის გარდა ფიშტოც რომ გეხსენებინა ვააბშე მაგარი იქნებოდა.
nihontoman
ციტატა
P.S. ისე ბალონის გარდა ფიშტოც რომ გეხსენებინა ვააბშე მაგარი იქნებოდა.

მეც მაგას არ ვამბობ! მტანჯავს ცნობისმოყვარეობა და თვითონაც არაა ფორუმზე.
beqa
გაიხარეთ) .

ფიშტო BENJAMIN MARAUDERIA ერთი თვე იქნება რაც მაქვს . ჯერ წესიერად არც მისროლია .

ბალონი 150ატმ. დამიტენეს. 2000psi - ც არ არის . თოფი როგორც იცით 3000psi იტენება .

ბალონი რუსულია 250 ატმ. სამუშაო . გასინჯულია 375 ატმ.

თვითონ ბალონი ახალია (ჟანგბადის სასწრაფო მანქანებს მოყვებოდა). ჟანგბადისთვის შეიძლება აღარ დამოდგეს მაგრამ ჰაერზე იმუშავებს.
nihontoman
ციტატა
ფიშტო BENJAMIN MARAUDERIA ერთი თვე იქნება რაც მაქვს . ჯერ წესიერად არც მისროლია .

:o :o :o :o :o :o :o :o :o
გვაინტერესებს ჩამოტანის პროცედურა. ასევე სურათებიც დადე რაააააა!
მე ნაგდად ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში ვიღაცას მარადიორი ექნებოდა!
საღოლ შენ, გაიხარე. იცი ალბათ მაგის ფასი!
ja_ja
beqa
ციტატა(beqa @ 27th July 2009 - 04:28 PM) *
ფიშტო BENJAMIN MARAUDERIA ერთი თვე იქნება რაც მაქვს


რაიო????? საიდან რაფრა?? მე მაგას რამდენიხანია ვუტრიალებ შენ კიდევ გაქვს!!!

არიქა რამდენად სად დაითრიე სურათები დაყარე, როგორია, ამრთლებს თუ არა თავს და ასე შედმეგ, ხალხი აქ ნერწყვებს ვყლაპავთ მაგ ფიშტოზე.
beqa
პირამიდიდან ჩამოვიტანე 500$ თოფი 200$ ჩამოტანა 3 დღეში აქ იყო.

ცოტა საბაჟომ გაახურა მაგრმ არაფერი ყველაფერი მალე მოგვარდა.

ფოტოები მაქვს და თუ მაგდენი მოვახერხე დავდებ.
parna
:o :o
ja_ja
beqa
მდააააააააააააააა

და პირამიდიდადნ როგორ მოახერხე??? ნამდ სულ პრეორდერი ეწერა, სადრაც 2 კვირის წინ გამოჩნდა გაყიდვაში!

ციტატა(beqa @ 27th July 2009 - 04:28 PM) *
ბალონი 150ატმ. დამიტენეს. 2000psi - ც არ არის . თოფი როგორც იცით 3000psi იტენება

მარადიორი ისვრის ორივე წნევაზე 2000 და 3000 PCI სხვათაშორის 150 ატმოსფერო არის 2204PCI, ასე რომ მშვენივრად გაისვრი.
ja_ja
beqa
ციტატა(beqa @ 27th July 2009 - 04:56 PM) *
ფოტოები მაქვს და თუ მაგდენი მოვახერხე დავდებ.

აუციელბლად და აი ამ თემაში

აუ ჩვენ რა აირგანერი გვყოლია და კაცი ჩუმადაა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
beqa
სურათები როგორ დავამატო იქნებ მიტხრად?
ja_ja
beqa
ციტატა(beqa @ 27th July 2009 - 05:11 PM) *
სურათები როგორ დავამატო იქნებ მიტხრად?

სადმე უნდა ატვირთო, მაგალითად http://www.imageshack.us ან რუსულ საიტზე radikal.ru (ნუ მე პრინციპის გამო მაგათთან არ ვტვირთავ)

მერე აიღე სურათის ლინკი და ჩასვი პოსტში ი ვსიო.
beqa
გმადლობთ
geojorjika
beqa
გილოცავ მეგობარე შესანიშნავი შაშხანაა, ჩვენთან ერთად არ წამოხვალ შეკრებაზე? ყველას ძალიან გვაინტერესებს ეგ შაშხანა და შენი გაცნობაც smile.gif
beqa
geojorjika

გმადლობთ . წამოვალ აუცილებლად
geojorjika
beqa
ვააა ძალიან მაგარია, ჯგუფის გაკეთება არ გიცდია? smile.gif
beqa
არა ოპტიკას ეხლა ველოდები. სხვა თოპზე მაქვს მაგრამ არ მინდა ამაზე დაყენება.
ja_ja
მაგარი საინტერესო ფიშტოა, დაგვაპიპინებინე რა.

არა მე მაინც ვაპირებ ჩამოტანას, მაგრამ ახლა გზის გასაყარზე ვარ, პირამიდს დავუკვეთო და 15 აგვისტომდე მოვასწრო ჩამოტანა, თორემ ემრე 300 ლარიანი ლიმიტი ამოქმედდება, თუ გრიშას დაველოდო.....
geojorjika
ja_ja
გრიშა ისედაც ანბაჟებდა ტვირთს smile.gif
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 27th July 2009 - 06:05 PM) *
გრიშა ისედაც ანბაჟებდა ტვირთს

ჰო ვიცი და იმედია მაქვს არ გაზრდის ფასებს, მარა ახლა ბევრმა მამაძაღლმა შეიძLება ტავი დაცულად იგრძნოს ჩემს გარეშე მაინც ვეღარ შემოიტანონე და.... კაროჩე რა!
nihontoman
ციტატა
geojorjika
ციტატა(giorgi @ 27th July 2009 - 06:05 PM)
გრიშა ისედაც ანბაჟებდა ტვირთს
ჰო ვიცი და იმედია მაქვს არ გაზრდის ფასებს, მარა ახლა ბევრმა მამაძაღლმა შეიძLება ტავი დაცულად იგრძნოს ჩემს გარეშე მაინც ვეღარ შემოიტანონე და.... კაროჩე რა!


არა მგონია გააძვიროს, თორე მასე კლიენტს დაკარგავს და რაში სჭირდება ეგ?
ja_ja
beqa
ციტატა(beqa @ 27th July 2009 - 06:00 PM) *
არა ოპტიკას ეხლა ველოდები. სხვა თოპზე მაქვს მაგრამ არ მინდა ამაზე დაყენება.

ციტატა(beqa @ 27th July 2009 - 05:42 PM) *
გმადლობთ . წამოვალ აუცილებლად



შენ წამოდი და მე მაქვს მეორე ოპტიკაც 4-16 და მაგას დავაყენებთ რომ შევამოწმოთ ფიშტო, თუმცა რა შემოწმება უნდა ისედაც ინტერნეტ მიმოილვებით ვიცი რომ თითქმის სპორტული სიზუსტე აქვს მაგ ფიშტოს.

ეჰ მეც მინდაააააააააა
nihontoman
ციტატა
შენ წამოდი და მე მაქვს მეორე ოპტიკაც 4-16 და მაგას დავაყენებთ რომ შევამოწმოთ ფიშტო, თუმცა რა შემოწმება უნდა ისედაც ინტერნეტ მიმოილვებით ვიცი რომ თითქმის სპორტული სიზუსტე აქვს მაგ ფიშტოს.

ეჰ მეც მინდაააააააააა


ეეეჰ, ეგ მეც მინდა.....
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.