დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ოპტიკა მინდა შევიძინო იქნებ დამეხმაროთ
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა
გვერდი: 1, 2
kubi11
http://leapers.com/prod_detail.php?mitem=o...o=SCP-U392AODT2 ეს კაი ოპტიკაა 80$ ფარგლებში? მაგნუმ სპრინგერზე მინდა? ხო არ დამიშლის?
geojorjika
kubi11

წესით გაუძლებს, მე მაქვს 2 ცალი ეგეთი ვაირაუხებზე მიყენია და ჯერ ჯერობით ცოცხლობენ smile.gif
kubi11
მადლობა ინფორმაციისთვის smile.gif აბა შევუკვეთავ ახალ სათამაშოს smile.gif
giorgi80
მოგესალმებით. მაინტერესებს ოპტიკის რინგერები ზედეპისტვის. რომ ოპტიკა არ დაშალოს. ვნახე ასეტი რინგერები. ბულშევე. გასროლის დროს მოძრაობს ცინ დაუკან ზამბარებიაქვს. ტუ იციტ რამდენად გამომდგარია და მუშა ხაცანისტვის მინდა ოპტიკა არ გააფუჩჭოს.

შესაბამისი თემა ვერ ვნახე და აქ დავცერე ბოდიშით თუ ცუდად დავცერე.
giga2010
ციტატა(giorgi80 @ Aug 11 2017, 11:21 PM) *
მოგესალმებით. მაინტერესებს ოპტიკის რინგერები ზედეპისტვის. რომ ოპტიკა არ დაშალოს. ვნახე ასეტი რინგერები. ბულშევე. გასროლის დროს მოძრაობს ცინ დაუკან ზამბარებიაქვს. ტუ იციტ რამდენად გამომდგარია და მუშა ხაცანისტვის მინდა ოპტიკა არ გააფუჩჭოს.

შესაბამისი თემა ვერ ვნახე და აქ დავცერე ბოდიშით თუ ცუდად დავცერე.

იდეაში უნდა შეამციროს უკუცემა, პრაქტიკაში არ მინახავს და დარწმუნებით ვერაფერს გეტყვით. სად ნახეთ, შეგიძლიატ დადოთ ფოტო, ან ლინკი?
giorgi80
მეც ეგრე ვფიქრობ კაი რამე ჩანს. იუტუბზე ვნახე. ჩაცერე ბულლსევე სკოპე. ესე იყო. და არი განხილვაც. ალიექსპრესაც აქვ
giga2010
ციტატა(giorgi80 @ Aug 11 2017, 11:31 PM) *
მეც ეგრე ვფიქრობ კაი რამე ჩანს. იუტუბზე ვნახე. ჩაცერე ბულლსევე სკოპე. ესე იყო. და არი განხილვაც. ალიექსპრესაც აქვ

მადლობა
giorgi80
ტუ ნახავ აზრი მიტხარი აბა როგორი იქნება.
giga2010
ციტატა(giorgi80 @ Aug 11 2017, 11:38 PM) *
ტუ ნახავ აზრი მიტხარი აბა როგორი იქნება.

ვერაფერს გეტყვი დაზუსტებით, შემოვლენ უფრო გამოცდილი ხალხი და გირჩევენ რამეს
giorgi80
კარგი.
koknar
giorgi80
კი დაარბილებს უკუცემას ოპტიკისთვის, მაგრამ აი წინ რო წავარდება თოფი უკუცემის მერე, მიეჯახება ალბათ წინა მხარეს. მაგრამ მაინც ღირს დაყენება არაა ცუდი ნივთი
giorgi80
მადლობა რჩევისტვის. მიჯახებიტ არამგონია მიეჯახოს ზამბარები არუსჰვებს ბოლომდე განხილვაში შჰენელებული კადრებიტტ ვნახე და ვფიქრობ არეჯახება საკმაოდ კარგად მუშაობს საინტერესო რამე ჩანს. ხატსანისტვის და მაგ კლასის პნევმოებს მოუხდება მემგონი ოპტიკის გამზლეობისტვის.ერტი რამე რაც მაინტერესბს ხომარ იქმნება იმის საშიშროება რომ ოპტიკაყოველტვის გასცორებულ მდგომარეობაში დარჩება.? ანუ ხომ არ არევს ხოლმე.
pilotina
giorgi80
ციტატა(giorgi80 @ 12th August 2017 - 12:33 PM) *
ერტი რამე რაც მაინტერესბს ხომარ იქმნება იმის საშიშროება რომ ოპტიკაყოველტვის გასცორებულ მდგომარეობაში დარჩება.? ანუ ხომ არ არევს ხოლმე.


არ არის გამორიცხული.
თუმცა, ჰაცანის ზდპ და ძმანნი მისნი რა სიზუსტესაც აჩვენებენ დიდად არ იმოქმედებს საბოლოო შედეგზე ჩემი აზრით.
giorgi80
მადლობა. ხო მეც ეგრე მგონია.
okela84
არ გიფიქრიათ ვინმეს 30 მმ-ან რგოლებში 1 ინჩიანი ოპტიკის ჩასმა და დანარჩენის სილიკონით ამოვსება, ვფიქრობ საგრძნობლად შეამცირებს ვიბრაციის უხეშ ტალღებს. ნუ წინასწარი დროებითი კარკასიც საჭირო იქნება იმისათვის რომ ოპტიკა არ გადაგეხაროთ ლულიდან და დოლურების მეტნაკლებად თანაბარი პაპრავკების ზაპასი შეინარჩუნოთ
okela84
koba1973
მოიტა მე გავაკეთებ უფასოდ და თუ გაამართლა სამოთხეში მოხვდებით ორივე biggrin.gif
gregory
okela84
და ცენტრები სილიკონით როგორ უნდა დასვა ?!
okela84
gregory

30-მმ ნი რინგები მე მაქვს. ანუ რინგებს მე დავსვრი სილიკონში.

მჭირდება მოხალისე. ვინც თოფს და 1 ინჩიან ოპტიკას მომიტანს.

პლიუს ამას სლოუ მოუშენ შედარებებსაც დავდებ
gregory
ოპტიკას მოგცემ, არაა პრობლემა
okela84
gregory
მშვენიერი, კიდევ ერთი თოფიანი კაციც და გავდივართ სოხუმში

okela84
koba1973
ციტატა(koba1973 @ 7th October 2018 - 09:26 PM) *
ამიტომ აქვე გავაკეთებ პარალელურ ექსპერიმენტს.

ოპტიკა ერთ ინჩიანია ? ანუ აპირენ თუ არა ჩასმას სილიკონში ეგ მაინტერესებს
giga2010
თეორიულადაც არ მგონია რომ გაამართლებს ეს პროექტი. პესიმისტი არ ვარ ნაღდად, მაინც მინდა წარმატებები გისურვოთ, საინტერესოა
vexam
ციტატა(koba1973 @ Oct 7 2018, 10:02 PM) *
okela84
კი 1 დუიმია. სილიკონში ჩავსვავ.

წინასწარ შეიძლება სილიკონის ლენტის დამზადება, ან სადმე თუ იყიდება. ორმაგ თხელ სამალიარო სკოჩზე დასვამ მერე რინგებზე იმ სილიკონის ლენტებს და ჩასვამ ოპტიკას, არც ცენტრის პრობლემა აღარ იქნება და აღარც რინგების და ოპტიკის დასვრის. საერთოდ, იყიდება 30მმ-ს 25 მმ-ზე გადასაყვანი პლასტიკის ნახევარ რგოლები-რკალები რინგებისთვის. ანუ ეგ შიდა გადამყვანი იქნება სილიკონის.
https://www.ebay.com/itm/30mm-to-25mm-Rings...aAAAOSwr7ZW4D6u
okela84
მე ჩვეულებრივი სკოჩით მქონდა გეგმაში. ასე უფრო ზუსტად გავზრდით ოპტიკის დიამეტრს 30მმ-მდე







1) პირველ რიგში ვიღებთ სკოჩისთვის დასახვევ მეტკებს ისე რომ ოპტიკის რინგებში საბოლოოდ მოთავსებისას რინგებში დარჩეს დაახლოებით 2/3 სივრცე სილიკონისთვის.

2) ვავხვევთ სკოჩს იქამდე სანამ დიამეტრი არ გაიზრდება ზუსტად 30 მმ-მდე. ( რათქმაუნდა შტანგერიც დაგჭირდებათ)

3) რინგებში დარჩენილ სივრცეში ვასხავთ სილიკონს.

4) გაშრობის შემდეგ ვათავისუფლებთ მილს სკოჩისგან და დარჩენილ 1/3 სივრცესაც ვავსებთ სილიკონით და ველოდებით ბოლომდე გაშრობას


aleqsa
okela84
koba1973

და სილიკონით წვალებას ორმაგი სკოჩები როომა, გეცოდინებათ ალბათ? ორივე მხრიდან წებოვანი რომაა, შუა ფენა რბილი მასალისააქვს მაგას. რა მასალაა ზუსტად არვიცი მარა ნაღდად რბილი რომაა ვიცი. ხოდა ეგ რო ცადოთ არა?
სისქე და სიგანე ლენტების არჩევაზეა. ყიდვითაც იაფიცაა და ნებისმიერ ავტო ნაწილების მეწვრილმანეებსაც კი აქვთ. გაცილებით სწრაფად და იოლად ჩაატარებთ მაგ ექპერიმენტს, + ოპტიკების დასვრასაც გადაურჩებით სილიკონით და "გემაროისაც"??? smile.gif wink.gif
okela84
aleqsa
ორმაგი სკოჩი ზედმეტად რბილია და რთულია მაგის ისე დახვევა რომ მილის დიამეტრი თანაბრად გაიზარდოს
aleqsa
ციტატა(okela84 @ Oct 8 2018, 05:53 PM) *
aleqsa
ორმაგი სკოჩი ზედმეტად რბილია და რთულია მაგის ისე დახვევა რომ მილის დიამეტრი თანაბრად გაიზარდოს



მაგის "წამალიც" იოლად საშოვნია. ჯერ რამდენიმე ფენა ელექტრო იზოლენტი ან სკოჩი და ბოლო ფენაზე შეგიძლია იხმარო ეგ ორმაგი. მემგონი მასე უფრო თანაბარ დაშორებებს დაიჭერ ვიდრე მხოლოდ სილიკონით რადგან სილიკონიც არანაკლებად რბილია.
okela84
koba1973
სროლისას ოპტიკის რხევის ამპლიტუდა ოდნავ გაიზრდება, თუმცა მაღალსიხშირიანი უხეში ვიბრაციის დიდ დიდ წილს სილიკონი შტანთქავს.

2.5-მმ-ნი სილიკონიც საკმაოდ კარგად შთანთქავს. ვიბრომეტრები ძვირი ღირს თორე მაგითაც შეიძლებოდა შემოწმება.
gela
okela84
ციტატა(aleqsandre @ 8th October 2018 - 10:08 PM) *
ვიბრომეტრები ძვირი ღირს თორე მაგითაც შეიძლებოდა შემოწმება.


მობილურის აპლიკაციაა ანდროიდისთვის Tool Box ქვია. შავი თეთრში იკონკა აქვს, იმაშია ვიბრო მეტრი და ბევრი სხვა ინსტრუმენტი აქვს ჩასმული, როგორც კომპასი, ასევე შვეულიდა თარაზო, ტრანსპორტირი. კონვერტორი და სხვა, ისე საკაიფოდ მუშაობს, ცადე აბა
okela84
gela
კამერით ზომავს ვიბრაციას ?
gela
okela84
ციტატა(aleqsandre @ 8th October 2018 - 10:59 PM) *
კამერით ზომავს ვიბრაციას ?


არა, ეკრანზე აქვს შკალა და იქ ისახება რხევის სიხშირე, ანუ ტელეფონი სროლის დროს იარაღზე უნდა იყოს მიმაგრებული და შესაბამის რხევებს ეკრანზე შკალის სახით აფიქსირებს, ანდროიდი თუ გაქვს ცადე ახლავე, „Tool Box ქვია, ხელში ჭერის დროს, ოდნავადაც რომ შეარქიო უკვე მოქმედებს
okela84
gela
დიდი მადლობა გელა. ხვალ გავერკვევი ერთი შეძლებისდაგვარად
aleqsa
https://www.pyramydair.com/s/a/Hawke_Optics...MOA_1_Tube/4433

https://www.pyramydair.com/s/a/Hawke_Sport_...MOA_1_Tube/8022


აბა ბიჭებო რას იტყვით?

ამ ფასად ალიექსპრესზე კი არის ოხრად ბრენდული დასახელებების (დისკავერი, ბსა, მარკული და ა.შ.) მარა.... მარა.... მარაააა....
ნუ მოკლეთ დამეხმარეთ შერჩევაში ძმურათ smile.gif
pilotina
მეორე 4-12 არა მგონია ქაღალდისთვის გამოგადგეს.
giga2010
aleqsa
ამ ორიდან მეც ამას გირჩევ Hawke Optics 6-24x44 AO Vantage Rifle Scope, 1/2 Mil-Dot Reticle, 1/4 MOA, 1" Tube
ისე არგინდა რომ 30-იან მილზე, რომ შეარჩიო
aleqsa
giga2010

კი გიგა როგორ არ მინდა მარა მაგ ზომის მილით 500$ იდან ზევით ურტყავს ფასები და თუ მაგ ფასში გადავწყვიტავ ყიდვას მაშინ აქვე ვიყიდი ქარავანში ვორტექსს

MonSoon
aleqsa
საშენო ფასში vantage აქვთ მხოლოდ ნორმალური. 30 შუა მილითაც კი არის vantage მაგრამ 12 ჯერადობით მაქსიმუმ. კი გეცოდინება
MonSoon
ალექს აბა დისქავერი ნახე. ეს ხუთეული. საშენო ფასია და ყველა 30 იანი მილით, თან კაი ჯერადობით.

http://www.discovery-optics.com/index.php?...index&id=97
aleqsa
ციტატა(MonSoon @ Oct 11 2018, 10:46 PM) *
ალექს აბა დისქავერი ნახე. ეს ხუთეული. საშენო ფასია და ყველა 30 იანი მილით, თან კაი ჯერადობით.

http://www.discovery-optics.com/index.php?...index&id=97



და მაგ საიტზე ბოლო 2 ერთნაირი ჯერადობითაა მარა ერთს ს.ფ. უწერია და მეორეს ს.ფ.ი.რ. და რასხვაობაა ვიმემ გამანათლეთ

მხოლოდ ბადის ნათება???
pilotina
aleqsa
ციტატა(ale @ 11th October 2018 - 10:52 PM) *
და მაგ საიტზე ბოლო 2 ერთნაირი ჯერადობითაა მარა ერთს ს.ფ. უწერია და მეორეს ს.ფ.ი.რ. და რასხვაობაა ვიმემ გამანათლეთმხოლოდ ბადის ნათება???


კი განათების გამო ღირს უფრო ძვირი'
მე უგანათებოს გირჩევდი, ჯერ ერთი უფრო იაფია, მეორეც, 60 MOA აქვს რეგულირება განათებიანის 52 წინააღმდეგ , და ბოლოს ეგ განათება არაფრად გჭირდება დამიჯერე.
MonSoon
aleqsa
მარკულები ვნახე 30 იანი მილით. 100-200 დოლარის ფარგლებშია ოღონდ ძირითადად ალიექსპრესზე.
30 იანი მილი აქვს მხოლოდ EVV და ALT მოდელებს.
ოღონდ EVV მოდელები ყველა არის FFP.
giga2010
MonSoon
ჩააგდე აბა ეგ ლინკი გიო. მაგ მარკულებს აქებენ EVV-ს
MonSoon
giga2010
http://www.marcooloptics.com

ისე კითხვა მაქვს ? პარალაქსის სწორება 25 იარდან წავა გაჭირვებაში პნევმატიკაში ?? ძანა კარგ ფასებშია მარკულები.
geojorjika
http://www.vortexoptics.com/product/crossf...lex-moa-reticle

ეს მაქვს მე 100 იარდზეა პარალაქს სეთინგი, მარა მშევინვრად მუშაობს პნევმატიკაზე, ნუ ეხლა მთალ 20-30 მეტრში არ ვესვრი არაფერს smile.gif
okela84
ერთი რუსი მიმომხილველის არ იყოს, რა იყოთ ტარაკნებს უნდა სდიოთო სახლში ოპტიკით ? biggrin.gif

25 იარდზე დაბლა პარალაქსებზე იყო საუბარი.
aleqsa
geojorjika

9 იანი ჯერადობა მეპატარავება თორე აქაც აქვთ 3-9-44 ზე 495 ლარად smile.gif
giga2010
aleqsa
თუ დიდი ჯერადობა არ გინდა აბა ესენი ნახე, ნორმალურ ფასებშია
https://www.airgunsofarizona.com/scopes/haw...-mil-dot-scope/
https://www.airgunsofarizona.com/scopes/ath...-mil-dot-scope/
MonSoon
ბიჭებო ვინმეს შეგიძლიათ განმარტოთ ოპტიკის პარამეტრი ffp ანუ ჯერადობასთან ერთად ოპტიკის ბადეც რომ იცვლება შეიძლება თუ არა გამოვიყენოთ პნევმატიკაში და თუ არ არის სასურველი რატომ ??
MonSoon
მე როგორც გავარკვიე, ფფპ_ ძირითადად გამოიყენებენ შორ დისტანციებზე სასროლად ცეცხლსასროლში. ჯერადობის დაპატარავებასთან ერთად ბადეც სქელდება პლიუს პატარავდება, გაადიდებ ჯერადობას და ბადე თხელდება. პნევმატიკაში კი დიდი ჯერადობით შორს სროლა რთულია, წერტილები არ გყოფნის ხშირად, მოგიწევს ჯერადობის შემცირება, შემცირებაზე კი სქელი და პატარა ბადით რთული ხდება დამიზნება.

ესეა ??
vexam
ციტატა(MonSoon @ Oct 11 2018, 11:48 PM) *
giga2010
http://www.marcooloptics.com

ისე კითხვა მაქვს ? პარალაქსის სწორება 25 იარდან წავა გაჭირვებაში პნევმატიკაში ?? ძანა კარგ ფასებშია მარკულები.

smile.gif) 25 აირდი დაახლოებით 22-23 მეტრი გამოდის და უფრო ახლო სამიზნეები იქნება სასროლად? ისე, რაც მეტი გადიდება აქვს ნორმალურ ოპტიკებს და მით უმეტეს თუ ცეცხლსასროლისთვის არის გათვლილი, ეგ პარალაქსის მანძილი უფრო ზევით იწევს. დისქოვერები ძალზედ სიმპათიურად გამოიყურებიან. 60 და 52 მოას შორის შედარებისას, პნევმატიკით სროლა რა მანძილზეა დაგეგმილი რომ სიმაღლეში 52 მოა არ ეყოს?
ერთი რჩევა-რასაც დავკვირვებივარ, საიდ ფოკუსიან და წინა ფოკუსიან მსგავს ოპტიკებს შორის სხვაობა როგორც წესი არანაკლებ 15-25% არის ხოლმე და ამიტომ თუ პრინციპული არ არის საიდ ფოკუსის ქონა, ალბათ წინა ფოკუსიანის შეძენა უფრო ოპტიმალური იქნება. ნუ გვერდით დიდ ბორბალს ვერ დავატრიალებთ, მაგრამ სამაგიეროდ ნაკლებ ფასში იქნება. კიდევ ერთი მომენტი, რაც გასათვალისწინებელია, ლოგიკურია, რომ რაც მეტი გადიდება ექნება წონაც მეტი ექნება ოპტიკას და დაყრდნობით სასროლად კი კარგია, მაგრამ სანადიროდ ვისაც უნდა, სატარებლად წონაც იზრდება და თან საკმაოდ.
საკითხი იდგა 30 მმ მილზე. ქაღალდზე სასროლად 30 მმ მილს და დიდ გამომავალ ლინზას რა პრინციპული მნიშვნელობა აქვს ვერ ვხვდები, მილიც და გამომავალიც გვეხმარება რომ მეტი ხედვის არეალი იყოს, რაც ქაღალდზე სასროლად არ უნდა იყოს კრიტიკული ფაქტორი. დიდი მილი და დიდი გამომავალი კარგია სანადიროდ.
ესეც ფფპ და სფპ-ს ლინკი: მე მაგ. სფპ მირჩევნია.
https://www.primalrights.com/library/articl...rt-3-sfp-vs-ffp
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2026 Invision Power Services, Inc.