ჯერესერთი თუ იცი რა შტუკაა "დიზელის მატორი" . მუშაობისთვის ამ ტიპის მატორს არ სჭირდება ნაპერწკლის მიცემა (როგორც ბენზინის მატორს), საკმარისია უბრალოდ დიზელის საწვავის ანაორთქლის და ჰაერის ნაზავის შეკუმშვა და მიიღება აფეთქება
პრინციპი მუშაობისა დამყარებულია იმაზე რომ შეკუმშვისას ყველანაირი აირი (სხვათაშორის მყარი ნივთიერებაც კი) თბება, კონკრეტულად აალებადი ნივთიერება კი შეკუმშვისას და გათბობისას იწყებს თვით აალებას... სწორად ამ მიზეზის გამო არ შეიძლება გამოყენებული იყოს არანაირი მანქანის ზეთი და სხვა საპოხი საშუალება პნევმატურ იარაღში, განსაკუთრებით შიდა ნაწილებზე დასაც დგუში მუშაობს, ასევე არ შეიძLება არცერთნაირი ცეცხლსასროლი იარაღის ზეთის გამოყენებაც, იმიტომ რომ ცეცხმსასროლში არავინ არ ფიქრობს იმ ეფექტზე რომ მინი ზეთის აირი აორთქლდება და აალდება, იქ ისედაც ყველაფერი ალდება და ბახაბუხი გაუდის.
პნევმატიკისთვსი უნდა გამოიყენო არა სინთეთიკური, არამედ სილიკონის - სუფთა სილიკონის ტაოტი, თან ისეთი რომელიც უძლებს მაღალ წნევებს და ტემპერატურებს და არ განიცდის წნევის ან ტემპერატურის ზემოქმედებისას თვითაალების ეფექტს.
ჩვეულებრივი ზეთები შეიძLება მხოლოდ გარედან იყოს გამოყენებული რომ ჟანგისგან დაცული იყოს ლითონის დეტალები....
ეს რაც შეეხებოდა ზეთებს...
ახლა შევეხოთ იმას რომ ცივ ამინდში ვავა სროლაა, გამთბარი კი კარგად ისვრის.... აქ ისევ და ისევ ფიზიკა ერთვება საქმეში...
ახლა ნამეტანი თავი რომ არ გავიგიჟო, არიქა ყველაზე ჭკვიანი ვარ მეთქი (ნამდვილად არაა ეგრე

, პროსტა ხშირად რაცხა მოვლენებს ვაკვირდებოდი და პარალელების გავლება იოლია)... მოკლედ საქმე შემდეგშია:
1) ყველა შეკუმშული აირი გარკვეულ წნევას წარმოქმნის, ნიტრო პისტონიც სხვა არაფერია თუ არა დახურული ცილინდრი დგუშით და შიგნით გარკვეული წნევის აირით.
2) ყველა შეკუმშულ აირს აქვს ტემპერატურული დამოკიდებულება, ანუ თუ ცხელა ფართოვდება თუ ცივა იკუმშება... ამასობაში გათბობა გაფართოებისას გასაგებია რომ წნევა იზრდება, ხოლო გაციება შეკუმშვისას გასაგებია რომ წნევა შემცირდება
მე მაგალითად ხშირად მიწევს co2 ბალონებზე დაკვირვება, გახვრიტავ და აირის გამოსვლისას წნევა ეცემა, პლიუს ბალონი იყინება... გახვრეტის გარეშე კიდევ ბალონს აირით ტენი და ცხელდება, ვთქვწთ ადის 300 ატმოსფეროზე, მერე ტოვებ ცოტახანი, გასცემს ზედმეტ ტემპერატურიას და წნევა ბალონში ეცება 270 ატმოსფერომდე... ადრე ქელეხში რაიონებში ეზოში იყო ხოლმე მოწყობილი სამზარეულო, რამდენჯერ მინახია პროპანის ბალონის დაცლისას ბალონი გარედან ყინულს რომ იკეთებს ხოლმე.
დღეს იგივეს დანახვა შეიძლება როდესაც კორპუსის სახურავზე ტოლს აგებენ ხოლმე, მანდაც პროპანის ბალონებს იყენებენ და ინტენსიური მოხმარებისას წნევა რომ ეცემა ბალონი გარედან იყინება, იმისათვის რომ წნევა აწიონ ხოლმე ითხოვენ ხშირად ტაშტს რომელშიც ადუღებული წყალი იქნება, ჩადებენ ხოლმე ბალონს, ყინული გასძვრება და გათბობის გამო ბალონში წნევა მატულობს.... ზუსტად ეგ ეფექტი ახლავს ახლა შენს თოფს....
ანუ ცივ ამინდში შენს ნიტრო პისტონში არსებული აირი იკუმშება და ნაკლებ წნევაზე დგება, ეგ კი თავისთავად ნიშნავს იმას რომ ნაკლებ ძალას წარმოქმნის, შედეგიც გასაგებია, თოფი და ლულა რომელიც გათქვილია გარკვეულ სიჩქარეებზე მუშაობისას ისე ვერ მუშაობს როგორც საჭიროა როდესაც ძალა ნაკლებია და შედეგად სიჩქარეც ნაკლებია

ეგეთ მთელი საიდუმლოება

P.S. იზვინი ნამეტტანი შორიდან რომ დავიწყე ახსნა მაგრამ დარწმუნებული ვარ ასეთი ახსნით უფრო იოლი წარმოსადგენი და დასამახსოვრებელი იქნება თოფში მიმდინარე პროცესები... თუმცა შემეძლო ფორუმ.გე-ს პონტში პროსტა დამეწერა - ცივა და იმიტომ მეთქი -

მაგრამ ალბათ მიზეზი დაგაინტერესებდა და ეგეთი მოკლე პასუხი არ დააკმაყოფილებდა შენს ცნობისმოყვარეობას, რაც აშკარად კარგია, იმიტომ რმო რაც მეტი კითხვები ჩნდება მით უფრო მეტს ამუღემებ....