fant0mas ციტატა(fantomas @ 30th October 2014 - 06:27 PM)

ისე კი ეგ მე ვსაუბრობ გაუგებრად თუ ფორუმელებს არ ესმით ჩემი ვერ გავიგე რაა
ისე წერ როგროც ახლო მეგობარს პირადი საუბრისას დაელაპარაკებოდი, ემოციებით ხელების დახმარებით და სხვა, სამწუხაროდ ნაწერი ტექსტის კითხვისას ოპონენტი მაგ ჟესტებს და ამოციებს ვერ ითავისებს, იმიტომ რომ ეგეთი რამ ტექსტშI არ იწერება

ამიტომაც ტექსტის დაწერას თავისებული მიდგომა უნდა, ჯერესერთი ცალცაკე რომ გამოყო ხოლმე აბზაცებად სხვა და სხვა საკითხი გადასარევი იქნება ხოლმე, თან დიდი თხოვნაა რა შეეშვი ამ მრავალაზროვან სიტყვებს, მაგალითისთვის იგიბე "გაწეწვას", ძალიან ბევრნაირად გაიგება ეგ სიტყვა:
1) ავწეწეთ - ანუ გავიქეცით ჩქარა, მოვტყდით ადგილიდან... შესაბამისად აქ აღიქმება როგორც სიჩქარე
2) გავწეწეთ - ნუ იქ ავახიეთ რაღაც, რაც არ გვეკუთვნოდა ის გამოვართვით
3) წეწვავ - იგივეა რომ მაგარი ხარ ეს რა მაგარი რამე თქვი
4) და სხვა მოდიფიკაციები
მიდი ახლა და გაიგე რომელზეა საუბარი

რაც შეეხება ხმას, მოცვედრის, ეფექტს, პირად შეგრძნებებს, გითხარი ეგ არის სუფთა წყლის სუბიექტორიუ რამ, მაგით ვერ გაზომა და ვერ გაიგებ რა ხდება. PCP-ზე მე არაერთხელ მქონია შემთXვევა როდესაც ხმა უფრო დიდია ვიდრე წინა გასწოლა იყო, მაგრამ სიჩქარე გაცილებით დაბალია, ასე რომ ეგ აფსოლუტურად არაფრის მთქმელია
ასევე მე პირადად ვერ გავიგე რა იგულსხმებოდა აი ამ ტერმინში
ციტატა(fantomas @ 30th October 2014 - 04:34 PM)

ჩემი აზრით სიჩქარე შეცვლიდა მაშინ თუ ტყვია მსუბუქი იქნებოდა, მე კი H&N ჰანთერს ვიყენებდი
მგონი დაიწერა ზემოთ რომ სიჩქარე ალბათ დავარდებოდაო და შენ პირიქით მოთარგმნე ანუ მსუბუქი რომ მესროლა მაშინ დავარდებოდა სიჩქარეო მე კიდევ მძიმე ვისროლე და პირიაით გაიზარდა სიჩქარეო...
ასეთ შემხთვევაში ყოველთვის მომყავს შემდეგი მაგალითი, წარმოიდგინე დგეხარ მდინარის ნაპირთან და მოგეცი პატარა კენჭი და გითხარი გადააგდე მეორე ნაპირზე მეთქი, თუ მდინარე რიონის ხელა არაა ქე დაგააგდებ, მაგრამ რომ მოგცე ხელში 10 კილოიანი რიყის ლოდი , იქეთა ნაპირზე კი არა იქვე 1-2 მეტრაში დააგდებ რაც არ უნდა იჩალიჩო,.
ეგრეა თოფიც, მსუბუქ ტყვიას ჩქრა ისვრის, ხოლო მძიმეს ნელა, თოფს გარკვეული ენერგიის გამომუშავების ტაკუნები აქვს და ამ გამომუშავებულ ერთეულ ენერგიას ისევე როგორც შენ შეუძლია მსუბუქი ნივთი უფრო იოლად და ჩქარა მოისროლოს ვიდრე მძიმე...
მოკლედ აშკარად ახალ ველოსიპედს იგონებ, თან ისეთს უკვე ყველას გამოგონილი რომ აქვს

მაგრამ მაინც გინდა ცდა ეგებ და შენ 2 ბორბლიანის მაგივრად 1.5 ბორბლიანი ველოსიპედი გამოგივიდეს

ნაცადი აქვს ძალიან ბევრს არ გამოდის... ასე რომ ჯობია გათელილ და გამოცდილ გზას დაადგე ვიდრე დრო ხარჯო არ არსებულის გამოგონებაში