დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ჩვენი ისტორიები
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
bazuka
მოგეხსენებათ 8-10 წლის ბიჭუკელას თანაც მითუმეტეს რომლის მამაც ძალოვანებშია, რამდენად ეყვარებოდა "თოფები" "პისტოლეტები", მუშკეტერების ფორმაზევ მაქვს ნაოცნებარი, განსაკუთრებით ათოსი მინდოდა ვყოფილიყავი .......
მარა დავუბრუნდეთ თემას, შორეულ 84-85 წლებში მამაჩემი სიღნაღში მუშაობდა, აქედან გამომდინარე მთელი ოჯახი იქ ვცხოვრობდით კაი 2-3 წელი, ჰოდა მეზობლის ბიჭს (რომელიც ჩემზე ბევრად უფროსი იყო უყიდეს "კისტის თოფი" აბა მე ისე ვინ დამტოვებდა და სულ მალე მეც გავხდი ამ "შედევრის" ბედნიერი მგლობელი, თან "ორსართულიანი" ტყვიების მთელი 800 ცალიანი კოლოფიც მოაყოლეს. აბა ამ თოფს უყურადღებოდ ვინ გამატანდა გარეთ, მარა ერთ დღეს ღამენათევი მამაჩემი, მორიგეობის შემდეგ ცოტა უყურადღებოდ მოიქცა, როცა კარადის გასაღები იქვე ტუმბოზე დარჩა. ჰოი ბედნიერებავ, ეს თავად საჩუქარი იყო "ოჩოპინტრესგან" ბოძებული, და ესეთი შანსის ხელიდან გაშვება თავად ტყისა და ნადირობის ღმერთის ღალატი იყო smile.gif , მოკლედ ჩუმად გამოვაცუნცულე თოფი, რამოდენიმე ათეული ტყვიითურთ და შევვარდი იქვე სახლისპირა წიწოვან ტყეში, ბოლოს სროლით როცა დავიღალე ისევ ცივილიზაციისკენ გამომიწია გულმა, მოვაღწიე ნაცნობ ბლოკის თუ სინკარის ნაგებობებს (რომლებსაც საცხოვრებელ სახლებს ვეძახით) და ჰოი და ჰოი, მეხობელ შენობაში მეორესართულის აივნიდან გადმომყურებს და დამცინის სამიოდე ჩემხელა მეზობლის ბავშვი, ძალიან ცუდი მიუკარება და ეგოისტი ვირთხები, როგორ ბედავენ ამდენს, ვის უბედავენ? თავად უკანასკნელი ტომის წარმომადგენელ უნკასს? არა ამდენის მოთმენა ხომ შეუძლებელია, ვიშიშვლე ჩემი ალესილი ტომაჰაუკი და ვტყორცნე მათ მთავარს, ზედ თავის მიმართულებით ..... როგორც ჩანს ნერვებს ავყევი და ნასროლი ზუსტი არ გამოდგა, მას მხოლოდ მხარში მოხვდა და კივილით შეიმალა უკიდეგანო ჯუნგლებში. მართალია სრომა ზუსტი ვერ იყო, მარა კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა, ხუმრობა საქმე ხომ არაა ამ გადამთიელ ხალხისმჭამელ ტომელებს მარტომ გავუმკლავდი. შევედი ჩემს ვიგვამში, ჩინგაჩგუკს კვლავ ეძინა, მეც მივწექი და მივიძინე (აი შემდეგ მოხდა რაც მოხდა) :lol:



დანარჩენს შემდეგ დალევაზე გავაგრძელებ.
Der Rote Baron
bazuka
გააგრძელეეე 6.gif
bazuka
დღეს არა ხვალ
geojorjika
biggrin.gif :lol: biggrin.gif 11.gif 30.gif bazuka
მაგარია smile.gif
parna
ციტატა(geojorjika @ May 5 2009, 04:56 AM) *
biggrin.gif :lol: biggrin.gif 11.gif 30.gif bazuka
მაგარია smile.gif

6.gif BAZUKA IS COOL B) აუ გააგრძელეე ესეიგი გადირკე მეზობლის ბავშვი ხოო? 7.gif 9.gif
geojorjika
სპამ
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.