დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: მარადორზე ბიპოდი და შომპოლი შემარჩევინეთ
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
ბაიკერი
მარადორზე იქნებ შემარჩევინოთ კარგი ბიპოდი?


და მინდა კიდევ შომპოლი. ხოდა ეს გამოდგება?
http://www.ebay.com/itm/271038939136?_trks...K%3AMEBIDX%3AIT


და ამ ბიპოდზე რას იტყოდით?

http://www.ebay.com/itm/12-levels-13-23-Lo...=item4d198ed709
ja_ja
მდაააა smile.gif ბიპოდი ეტო ჩტოტო smile.gif

შეკაცო ის მაინც გაგვიმხილე ამსიგრძე რათ გინდა??? სად გინახია ვინმე მაგხელა ბიპოდს იყენებდეს? ბიპოდი იმისთვისაა რომ დაწოლილ მდგომარეობაში თოფს მისცემს პადერჟკა, ან თუ მაგიდასთან ზიხარ მაშინ მოგცეს პადდერჟკა... თუ ახლა ტყეში მიდიხარ და გიტყდება მიწაზე დაწოლა და კაი ქართულ ჯიგრულ პონტში მოგინდა პირდაპირ ფეხზე მდგომარი პოზიციიდან სროლა, მაშინ ეგ ბიპოდი მაინც არ გეყოფა, იმიტომ რომ მაგას აქვს 23" მაქსიმუმი სიმაღლე, ანუ 58-59 სანტიმეტრი, ეგ ფეხზე მდგომისთვის არაფერია, მაშინ გჭირდება 36 ან 48"-იანი ანუ 1 ან 1.2 მეტრიანის პონტში ... მარა რაც უნფო მაღალია.....

მოკელდ მთავარი აზრი აქ შემდეგია:

- ზოგიერთი 6-9 დუიმიანი ბიპოდებიც კი მიუხედავად მათი დაბალი ზომისა მაინც მორყეულ მირყეულია და ხშირად დამიზნებისას პირიქით ხელს გიშლის იქეთ აქეთ რომ დატასაობს სამიზნე, არამდგრადი ბიპოდის გამო

- ფიზიკის და მათემატიკის კურსიდან გამომდინარე, რაც უფრო მაღალია ობიექტი, მით უფრო ზემოთ აქვს სიმძიმის ცენტრი და შედეგად მით უფრო არამდგრადია გვერდული დატვირთვების მიმართ

- რაც უფრო გრძელია ბიპოდი, მით უფრო მოუხედხებელია დაკეცილ მდგომარეობაში.

- რაც უფრო გრძელი ფეხები აქვს ბიპოდს მით უფრო დიდი შანსი აქვს დეხების დეფორმაციის


მოკელდ მოკლე შინაარსი დაიყვანება იმაზე რომ მაგხელა ბიპოდი რეალობაში არის აფსოლუტურად გამოუდეგარი, რამდენადაც ასევთქვათ "კრუტოიც" არ უნდა ჩანდეს სურათზე ან შენს წარმოსახვაში. მართალია შენი ფინანსები ჩემი ტაკუნების საქმე არაა და რამდენიც გინდა დახარჯე, მაგრამ ერთი ვიცი გარანტირებულად მაინც მოგიწევს მერე ეგეთი ბიპოდის გაყიდვა და ხარისხიან მოკლე ვერსიაზე გადასვლა, შედეგად ყიდვა ჩამოტანა ერთხელ, მერე გაყიდვა შედარებით იაფად, მერე მეორე ვერსიის ყიდვა გაყიდვა... მერე მესამე.... არ ჯობია წვალების გარეშე პირდაპირ ყველანაირად გამოცდილი და შესწავლილი გზა აირჩიო და Harris-ის შედარებით ძვირიანი და მოკლე ვერსია იყიდო?

საერთოდ ბიპოდებზე მთელი მოთხრობა მაქვს დაწერილი, ერთი ორი დამცინოდა - ბიჯო ამდენი რამ დაგაწერინა რაცხა ტილიან 2 ფეხა ტრუბაზეო, მაგრამ ვიწვალე იმიტომ რომ სხვას არ ეწვალა ამორჩევისას, ეგებ გადახედო და რაიმე საინტერესო აღმოაჩინო ამ ვეებერთელა პოსტში.


რაც შეეხება შომპოლს... ნუ მამენტ ვიცი რომ ბევრი რატომღაც იხრება დაშლადი შომპოლისკენ, მაგრამ რეალობაში ყოველთვის ამართლებს ერთი მთლიანი შომპოლი, თან არა რკინის ან ბრინჯაოს ტანით, არამედ ფოლადის ღერძით რომელსაც გარედან აქვს შემორტყმული დამცავი პლასტიკატის გარსი (წითელი ლურჯი შავი... ფერს მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია პლასტმასის დამცავი გარსი ჰქონდეს). როგორც იცი პნევმატურ იარაღში ლულები არ არის დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღის დონის ნაწრთობი ფოლადისგან შედეგად თუ ისეთ შომპოლს ჩატენი რავარიც სურათზეა, მაშინ ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ შეიძლება დაკაწრო შიდა ზედაპირი...

მოკელდ მე შენს ადგილზე დავივიწყებდი შომპოლის ინტერნეტ მაღაზიებში შეძენას, გავიდოდი "მაგნუმის" მაღაზიაში (გინდა თამარ მეფეზე, გინდა დიღომში გუდვილში) და 8 ლარად ვიყიდიდი მიახლოებით აი ასეთი ფორმის შომპოლს



აგერაა თავი ბოლო მოახლოებული სადაც აპლიოტკა ჩანს



კიდევ თუ 3 ან 5 ლარს დაამატებ დაითრებ თავაკების ნაბორს ( ბამბის თავი, ლატუნის ჩოთქი, ნეილონის ჩოთქი), ვსიო გექნება მთლიანი ნაბორი და მგონი მაგ ებეის ფასზე იაფად. შენ თუ ფიქრონ ის დასაკეცი გამოსადეგია და გზაში სადმე გამოიყენებ ეგ დაივიწყე, ნადირობისას ჯერესერთი არ გჭირდება კაიხანი, სპორტული ღონისძIებისას კი ყოველ 100-200 გასროლის მერე შეიძლება დაგჭირდეს ლულის გაწმენდა, სპორტის დროს კი როგორც წესი მაგდენ გასროლას არავინ აკეთებს.

დასკვნა ერთია, ლულის გაწმონდა უნდა მოხდეს არა სპორტული ღინისძიების მიმდინარეობის დროს, ან ნადირობის დროს, არამედ სახლში უნდა მოხდეს ნებისმიერი ღონისძიების დაწყების დროს, მაგ შემთხვევაში კი დამიჯერე მთლიანი შომპოლი უფრო გამოსადეგია ვიდრე დაშლადი ან რტოსად დაკეცილი შომპოლი. პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნები და არა ჰაერიდან მოტანილი გამოცდილებიდან smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.