beqa
Aug 2 2014, 09:38 PM
კლუბ „bazieri“-ს მიერ ორგანიზებული გურიის ღია პირველობა მრგვალ სტენდზე.
შეჯიბრი ეძღვნება იაგო ფუტკარაძის ხსოვნას, გათამაშდება მისი სახელობის პრიზი.
1.მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 40 ლარს, აქედან 30 ლარი ვაზნის და სამიზნე/თეფშის ღირებულებაა ხოლო 10 ლარი საპრიზო ფონდისთვის.
2. მონაწილემ უნდა ისროლოს სამი პოზიციიდან, პირველი პოზიციიდან 10 გასროლა, მეორე პოზიციიდან 5 ორმაგი გასროლა(დუპლეტი) და მესამე პოზიციიდან 10 გასროლა.
3. ფინალურ ეტაპზე გადადის 6 მონაწილე ვისაც ყველაზე მეტი ქულა დაუგროვდება. ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად. თუ თანაბარი ქულები დაფიქსირდა მე-6 ადგილისთვის, მაშინ იქნება გადასროლა პირველ დაცილებამდე. ასევე თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩატარდება გადასროლა პირველი სამეულის გამოსავლენად პირველ დაცილებამდე.
3.1 ფინალში მონაწილეები მეორე პოზიციიდან ხუთ ორმაგ გასროლას განახორციელებენ წყვილ სამიზნეზე, ჯამში 10 გასროლა.
4. ფინალურ ეტაპზე გადასულ მონაწილეს აღებული ქულები გადაყვება და ფინალში აღებულ ქულას დაემატება.
5. მონაწილე, რომელიც დადგენილ წესებს და უსაფრთხოების ნორმებს არ დაიცავს, მოხსნილი იქნება შეჯიბრიდან!!!
6. გასროლა იწარმოებს მხოლოდ ორგანიზატორთა მიერ მოწოდებული ვაზნებით. მსროლელს მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ გლუვლულიანი 12 კალიბრის თოფით.
7. მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი უნდა აღემატებოდეს 18 წელს.
8. ყველა მონაწილე უნდა დაემორჩილოს მთავარ მსაჯს , თანამსაჯებსა და ორგანიზატორების მითითებებს!
9. ყველა მონაწილე, რომელიც არ იმყოფება მსროლელის პოზიციაზე, ვალდებულია სასროლეთის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდეს განმუხტული იარაღით! ანუ, ორლულიანი თოფი აუცლებლად უნდა იყოს გადახსნილი, მიუხედავად იმისა აწყვია სავაზნეში ვაზნები, თუ არა!!! ნახევრადავტომატური თოფები უნდა იყოს გადაწეული „ზატვორით“!! ანუ ადვილად შესამჩნევი უნდა იყოს. რომ თოფი არ არის დატენილი!!!
ასევე, ლულები აუცილებლად უნდა იყოს მიმართული ვერტიკალურად(ნახევრადავტოებ
beqa
Aug 2 2014, 09:50 PM
ორივე ტიპის თოფებზე, აუცილებლად, უნდა იყოს მოხსნილი ე.წ. „რემენი“!!!
ნებისმიერი მონაწილე, რომელიც დაარღვევს უსაფრთხოების წესებს, ავტომატურად მოიხსნება შეჯიბრიდან!!! მონაწილეობისთვის განკუთვნილი თანხის დაბრუნების გარეშე!!!
10. შეჯიბრის ყველა მონაწილე და მაყურებელი ვალდებულია დაიცვას სიჩუმე სასროლეთზე და ხელი არ შეუშალოს მსროლელს!! ნასვამ მდგომარეობაში არც მონაწილე და არც მაყურებელი არ დაიშვება სასროლეთზე!!
წესების დამრღვევ მაყურებელ–გულშემატკივარზე პასუხისმგებლობა ეკისრება მონაწილეს, რომელსაც ახლავს!!!
10 აგვისტოს, რეგისტრაცია 09:00 საათზე, შეჯიბრის დასაწყისი 10 საათზე, წითელმთის სასროლეთი.
ჰა ხომ არ წავსულიყავით?
beqa
Aug 3 2014, 11:17 PM
geojorjika
გურია. წითელმთის სასროლეთი.
მე თვითონაც არ ვიცი))
ja_ja
Aug 4 2014, 02:05 PM
კაკოი ტაკოი გურია კაცოუუუუ

იიიიაო-უაოოოო...
kaka8079
Aug 4 2014, 06:51 PM
ეუფ გურიაში რა გიიიინდოდა?)))))))))ილარიონა გოუშვით ილაიონააააა ,ვაი თუ მურადას სული გადაეყარა სადმე))))))
კი წავიდოდა კაცი მარა((((
beqa
Aug 4 2014, 10:13 PM
ჰე წამოდი ჯაჯინსკი, ვისროლოთ პაწა
ციტატა(kaka8079 @ 4th August 2014 - 07:51 PM)

კი წავიდოდა კაცი მარა
kaka8079 ჩამოდი ბიძია შენ კიდო, არდადეგები, შვებულება ან მივლინება ვერა?
ja_ja
Aug 5 2014, 06:10 AM
არა კაცო კაკოი ტამ იშო გურია... დასვენება კი მინდა და კი კაია მაქეთკენ გასეირნება, მარა საქმეები მაქვენ ბლომად და მაგოდენა რეისები არ გამოვა ჩემთვის ამჯერად
doctor
Aug 5 2014, 06:07 PM
მოგესალმებით ხალხო. ვისროლე ეტხელ მე მაგ სასროლეთზე და ვისრი კიდო 10 აგვისტოს

მარა თუ მოვარტყი რამეს მაი მერე ..

ვინც ჩამოვა სასროლად მასპინძელი აგერ დაგხვდებით.
ilariona
Aug 5 2014, 09:31 PM
beqa ეეეჰ, ისევ არ ვარ საქართველოში
iorama
Aug 5 2014, 10:27 PM
ციტატა(doctor @ 5th August 2014 - 07:07 PM)

ვინც ჩამოვა სასროლად მასპინძელი აგერ დაგხვდებით
თოფიზა რა ვთქვა, მარა მაი სიტყვიზა გესტუმრებოდი დროი რო მქონდეს
doctor
Aug 6 2014, 05:30 PM
iorama თოფიზა ღირს ჩამოსვლა თუარა ადესა ვის უკვირს ახლა

სროლის გარეშეც შეგხვდებით კაცო მობრძანდით

.