Sebastian
Jun 9 2014, 08:29 PM
მოგესალმებით მეგობრებო

პირველ რიგში, წინასწარ ბოდიშს ვიხდი, თუ არასწორად გავხსენი თემა.
რა მაინტერესებს ეხლა მე

ამასწინად ვიყიდე პნევმატური პისტოლეტი, სულ მომწონდა და ყიდვის შემდეგ კიდევ უფრო მომეწონა

))
ეხლა ძალიან მინდა თოფის ყიდვა და აი აქ მჭირდება თქვენი დახმარება და რჩევები

მოკლედ:
მინდა თოფის ყიდვა (პნევმატურის რათქმაუნდა), მინდა ავტომატური გადატენვით რო იყოს, ანუ ყოველი გასროლის შემდეგ, ლულის გადაწევა და გადატენვა არ მინდა და ასევე ქონდეს ნორმალური ოპტიკა, თუ დამეხმარებით და მირჩევთ, რა ვიყიდო, არსებობს თუარა ასეთი და ა.შ.
gela
Jun 9 2014, 08:36 PM
ესე იგი მე როგორც გავიგე შენ გჭირდება თოფი ეგრეთ წოდებული ბალონჩიკებზე, ეგ კი გრიგოლს აქვს და მას შეეხმიანე, კროსმანის წარმომადგენელიეგ არის საქართველოში. ფასზე შეტანხმდებით და ფიშტოსაც ადგილზე ჩაიხუტებ, www.iaragi.ge საკონტაქტო ნომერიც მანდ წერია,
Sebastian
Jun 9 2014, 08:50 PM
თუ არ გეზარება, ლინკი შეგიძლია, მაგ საიტიდან დამიდო, რომელიც არის მსგავსი თოფი? ანუ ავტომატური გადატენვით.
მადლობა
ja_ja
Jun 9 2014, 08:59 PM
თემა გადაადგილებულია შესაბამის განყოფილებაში. შემდეგში გთხოვ შესაბამის თემებს მიაქციო ყურადღება.
Sebastian
Jun 9 2014, 09:07 PM
კიდევ მაინტერესებს, ეს კროსმანი, უმარექს ჯობია, თუ გემოვნების ამბავია?
რო ვნახულობდი პისტოლეტებს კროსმანის მაინდამაინც არ მომეწონა და მერე უმარექსის ვიყიდე, რაღაც უფრო მომეწონა, შეილება ვცდები რავი
gela
Jun 9 2014, 09:09 PM
1 ფიშტო2 ფიშტო3 ფიშტოდეტალურაი ინფორმაციისთვის თვითონ გრიგოლს დაუკავშირდი და ის მოგაწვდის ამომწურავ ინფოს
Sebastian
Jun 9 2014, 09:11 PM
მადლობა
gela
Jun 9 2014, 09:13 PM
ციტატა(Sebastian @ Jun 9 2014, 10:07 PM)

კიდევ მაინტერესებს, ეს კროსმანი, უმარექს ჯობია, თუ გემოვნების ამბავია?
რო ვნახულობდი პისტოლეტებს კროსმანის მაინდამაინც არ მომეწონა და მერე უმარექსის ვიყიდე, რაღაც უფრო მომეწონა, შეილება ვცდები რავი

უმარექსზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, აქ უფრო მეტად კროსმანის პროდუქციას ვიცნობთ და კროსმანს აქვს ის იარაღები რომ ბევრის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, კერძოდ კროსმანის ფიშტოთი ეგრეთწოდებული მარადიორით ჩვენს ფორუმელ დავილს პირველი ადგილი აქვს აღებული ერთერთ შეჯიბრში ბოლნისში : ) აი უმარექსის ვაჟკაცობაზე კი ბევრს ვერაფერს გეტყვით, არ გვაქვს ინფო
gregory
Jun 10 2014, 09:38 AM
ციტატა(Sebastian @ 9th June 2014 - 09:29 PM)

მინდა თოფის ყიდვა (პნევმატურის რათქმაუნდა), მინდა ავტომატური გადატენვით რო იყოს, ანუ ყოველი გასროლის შემდეგ, ლულის გადაწევა და გადატენვა არ მინდა
Sebastian 
პირველი სამი PCP სისტემისაა. პირველს 10 ტყვიიან მჭიდი აქვს, ხოლო დანარჩენი ორი 1 ტყვიიანია. ლულის გადაწევა არ დაგჭირდება: გადატენე, ჩადე ტყვია და ისროლე

მესამე და მეოთხე CO2-ზე მუშაობს( ალბათ ეგეთი გინდა). 1077-ს 12 ტყვიიანი კლიპი აქვს და კლასიკურ ტყვიებს ისვრის, ხოლო AKSU bb ბურთულებზეა. მჭიდში 22 ბურთულა ჩადის. ბალონი 150 გასროლას ყოფნის
Sebastian
Jun 10 2014, 09:54 AM
მადლობა გამოხმაურებისთვის

რამოდენიმე კითხვა გამოჩნდა და მაგაზეც თუ შეიძლება რო მიპასუხოთ

პირველი, მაინტერესებს რა განსხვავებაა PCP-ს და CO2-ს შორის, რომელი ჯობია და ა.შ.
ყველა იარაღი, როგორც ვხვდები კროსმანის არის ხომ?
პირველში და მეოთხეში, როგორც მივხვდი, იდება მჭიდი, მეორე-მესამეს ზატვორის გადატენვისას ედება ტყვია.
სირთულეს თუ არ წარმოადგენს, პირველი ოთხის ფასი რომ მითხრათ

მადლობა
gregory
Jun 10 2014, 10:01 AM
ციტატა(Sebastian @ 10th June 2014 - 10:54 AM)

პირველი, მაინტერესებს რა განსხვავებაა PCP-ს და CO2-ს შორის, რომელი ჯობია და ა.შ.
ნუ ამ საკითხზე ტომებია ამ ფორუმზე. ესეთი კითხვები რომ არ გაგიჩნდეს ადმინისტრაციამ პირველივე გვერდზე(თავფურცელზე) დადო თემა: პ
ნევმატიკის კლასები ჯიშები და..., ანუ რა ტიპის პნევმატიკები არსებობს და რა უნდა ვიცოდეთ შეძენის წინ
ასე რომ გადახედე
ციტატა(Sebastian @ 10th June 2014 - 10:54 AM)

სირთულეს თუ არ წარმოადგენს, პირველი ოთხის ფასი რომ მითხრათ
სირთულე არაა, მაგრამ სანამ ფასებს დააკვირდები ჯერ ის თემა წაიკითხე

საორიენტაციო ფასები
აქაა
ja_ja
Jun 10 2014, 11:33 AM
Sebastian ციტატა(Sebastian @ 10th June 2014 - 10:54 AM)

პირველი, მაინტერესებს რა განსხვავებაა PCP-ს და CO2-ს შორის, რომელი ჯობია და ა.შ.
შენი გზა სასწრაფო ტემპით და სკუპსკუპით
მიდის აი ამ თემისკენ, სადაც გაიგებ რომელი რა არის, რისთვისაა, რაფრა გამოიყენება და ვაბშე რასთან ერთად უნდა დააზაკუსკო
Sebastian
Jun 11 2014, 09:41 AM
მადლობა მეგობრებო რჩევებისთვის
ja_ja წავიკითხე ეგ თემა და ამ ეტაპზე, მივედი იმ დასკვნამდე, რომ მინდა PCP

ეხლა ვეცდები უკვე, კარგად გავერკვიო მაგ კლასის თოფებში
Sebastian
Jun 11 2014, 09:51 AM
ერთი, დატუმბვა არ მომეწონა :/
ja_ja
Jun 11 2014, 10:27 AM
ნუ შენც ბალონი იყიდე და ტენე რამდენიც გინდა
Sebastian
Jun 11 2014, 10:37 AM
ხო ეგეც შეიძლება, მოკლედ უნდა მოვიფიქრო კარგად

იცი რა მითხარი კიდევ, ნორმალური თოფი, ნორმალური ოპტიკით, PCP, რა დამიჯდება? მიახლოებით
nihontoman
Jun 11 2014, 12:52 PM
ყველა ვარიანტში 1000+ გელა. ნუ ფორუმელები ყიდიან რაღაც კომპლექტეს უფრო იაფადაც. გრიგოლი ყიდის კიდეც შისიკოს ბალონთან ერთად მგონი თუ არ ვცდები 600-ად. მაგას ასე 100$იანი ოპტიკა და ჩათვალე ყველაფერი გაქვს ტყვიების გარდა...
Sebastian
Jun 11 2014, 02:39 PM
მაშინ დავიწყებ ფულის შეგროვებას
ja_ja
Jun 11 2014, 02:44 PM
Sebastian PCP იაფი სიამოვნება არაა, მაგრამ სროლისას უკვე სიამოვნებაა ასე რომ

როგორც ყოველთვის მედალს 2 მხარე აქვს, შენ უნდა განსაზღვრო რომელი მხარე უფრო პრიორიტეტულია:
1) კომფორტი და სამოვნება სროლისგან - მაგრამ ძვირად
2) ცოტა დისკომფორტი, ისევ სიამოვნება, მაგრამ თვალების გაქცევა სხვა მოდელისკენ - მაგრამ იაფად
Sebastian
Jun 11 2014, 03:11 PM
ციტატა(ja_ja @ 11th June 2014 - 03:44 PM)

თვალების გაქცევა სხვა მოდელისკენ
რაც არ უნდა ვიყიდო, ეს მაინც მექნება
ციტატა(ja_ja @ 11th June 2014 - 03:44 PM)

ცოტა დისკომფორტი, ისევ სიამოვნება,
თუ ცოტაა დისკომფორტი, ამ ეტაპზე ჩემი ფნანსებიდან გამომდინარე, რათქმაუნდა მეორე ვარიანტი მირჩევნია.
რა თოფს მირჩევთ მაგ კრიტერიუმით?
arch daili
Jun 11 2014, 04:27 PM
ბოდიშს გიხდით ეს თემა აქ არაა დასაწერი მაგრამ არ ვიცი ახალი თემა როგორ გავხსნა. ქალაქში ტოგორ შემიძლია ტირის გადატანა ვთქვათ ა პუნქტიდან ბ პუნქტში? მდალობა
geojorjika
Jun 11 2014, 04:35 PM
arch daili ეჭვი მაქვს ტირს (შენობას) ვერ გადაიტან

თუ პნევმატურს იარაღს გულისხმობ , იღებ , დებ მანქანაში გადიხარ ა პუნქტიდან და მიდიხარ ბ პუნქტში

თუ მანქანა არ გყავს იღებ იარაღს ისე შეფუთავ რომ ყველას თვალში არ შეეჩხიროს და მგზავრობ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ა პუნქტიდან ბ პუნქტში
arch daili
Jun 11 2014, 04:48 PM
დიდი მადლობა ბატონო geojorjika.
დამაკვალიანეთ როგორ გავწმინდო ლულა? მადლობა და თუ არ გეზარებათ ახალი თემის დამატებაც მაინტერესებს როგორ ხდება სხვა დროს რომ არ ვწერო სხვა თემებში
arch daili
Jun 11 2014, 05:08 PM
და ბარემ აქვე მითხარით ვინმემ კროსმანის ჰოლოუპიონტი ჯობს თუ ვინჩესტერის?
gregory
Jun 11 2014, 07:49 PM
ციტატა(arch daili @ 11th June 2014 - 06:08 PM)

და ბარემ აქვე მითხარით ვინმემ კროსმანის ჰოლოუპიონტი ჯობს თუ ვინჩესტერის?
arch daili ქროსმანის
nihontoman
Jun 12 2014, 01:34 PM
arch daili ჰოლოუპოინტი რათ გინდა? :/ ნადირობას აპირებ თუ? ჯსბ პრედატორი აიღე, აი ის წითელი წვერით რომაა
Rebellion
Jun 13 2014, 10:26 AM
უმარექსის პისტოლეტები ჯობია მარა შაშხანები ქროსმანის ძაან მაგარია ფასისა და ხარისხის იდეალური ბალანსია.
P.S. ვიდეოში ტიპი რომ ლულას წმენდს (თასმით) ეგ არ ქნა!!! მასე ვცადე მეც იუტუბის ვიდეოს მიხედვით და თასმა გაწყდა და ტილო შიგნით გაიჭედა. გამიმართლა და შომპოლით ადვილად გამოვაგდე თორემ ლულა მექნებოდა გამოსაცვლელი და თოფის ფასი დამიჯდებოდა + ნერვები. 8 ლარი ღირს მაგნუმში იტალიური ფოლადის შომპოლი რეზინის გარსით და მაგით მაგრად იწმინდება ლულა.
arch daili
Jun 13 2014, 11:33 AM
მადლობა Rebellion
დიახ ბატონო nihontoman ჩემს სოფელში საკმაოდ არიან ყვავები. სანადიროდ ვამბობ ჰოლოუპოინტს
კროსმან ნიტრო ვენომი ჯობს თუ benjamin all weather? და რითი სჯობს?
gela
Jun 13 2014, 01:24 PM
arch daili
benjamin all weather აქვს უკეთესი ოპტიკა, აქვს შრაუდერი და აქვს ქამრის სამაგრიც : ) სიმძლავრე ორივეს ერთნაირი აქვს, პლიუს მინუს უმნიშვნელო განსხვავებებით : )
arch daili
Jun 13 2014, 02:02 PM
მადლობა gela ანუ ბენჯამინი ჯობს? შრაუდერი რომ არ ვიცი რა არის

ლულა რომ აქვს მსხვილი იმას გულისმობ?
arch daili
Jun 13 2014, 02:22 PM
კიდევ რა მიანტერსებს ზ.დ.პ-ებს სიჩქარე 1200-1500 fps მინახავს და p.c.p-s მაგალითად ბენჯამინის მარადიორის 1100 fps და სიჩქარე რატომ აქვს ნაკლები როცა როგორც წერია უფრო შორს მიაქვს P.C.P-ს
gela
Jun 13 2014, 02:56 PM
arch daili ციტატა(arch daili @ 13th June 2014 - 03:02 PM)

ლულა რომ აქვს მსხვილი იმას გულისმობ?
კი ეგ არის
ციტატა(arch daili @ 13th June 2014 - 03:22 PM)

კიდევ რა მიანტერსებს ზ.დ.პ-ებს სიჩქარე 1200-1500 fps მინახავს და p.c.p-s მაგალითად ბენჯამინის მარადიორის 1100 fps და სიჩქარე რატომ აქვს ნაკლები როცა როგორც წერია უფრო შორს მიაქვს P.C.P-ს
გააჩნია რა ტყვიებით, როგორც ასეთი PCP
gela
Jun 13 2014, 02:56 PM
arch daili ციტატა(arch daili @ 13th June 2014 - 03:02 PM)

ლულა რომ აქვს მსხვილი იმას გულისმობ?
კი ეგ არის, ეგ არსის შრაუდერი, მოდერის მოვალეობას ასრულებს, გასაგები ენით რომ ვთქვათ იგივე მაყუჩი : )))
ციტატა(arch daili @ 13th June 2014 - 03:22 PM)

კიდევ რა მიანტერსებს ზ.დ.პ-ებს სიჩქარე 1200-1500 fps მინახავს და p.c.p-s მაგალითად ბენჯამინის მარადიორის 1100 fps და სიჩქარე რატომ აქვს ნაკლები როცა როგორც წერია უფრო შორს მიაქვს P.C.P-ს
გააჩნია რა ტყვიებით, როგორც ასეთი PCP სისტემას მეტი პოტენციალი აქვს და დარეგულირების შემთხვევაში მიიღწევა შენთვის სასურველი სიჩქარე, აი ზდპ-ს კი რაც აქვს ეგ აქვს : ) 1200 ფპს კი უწერია მაგრამ მძიმე ტყვიებით 10.05 პრემიერებით მე მომცა 800 ფპს-მდე, PCP-მ კი მომცა 1020 ფპს. ტყვიებს გააჩნია რა წონის ტყვიებს ისვრი, თორემ შორს ყველა ზდპ ისვრის, მაგრამ გარტყმის შანსი პეცეპეთი უფრო მეტი გაქვს : )
arch daili
Jun 13 2014, 03:21 PM
მადლობა გელა.

მე დამწყები მსროლელი ვარ მეტყობა ალბათ

ხოდა რას მირჩევ რიტი ავიმაღლო ჩემი კვალიფიკაცია? და ბენჯამინში გირს რომ უფრო ძვირი გადავიხადო? შენ ჩემს ადგილას რას იზამდი?
gela
Jun 14 2014, 10:21 AM
arch daili ციტატა(arch daili @ 13th June 2014 - 04:21 PM)

და ბენჯამინში გირს რომ უფრო ძვირი გადავიხადო? შენ ჩემს ადგილას რას იზამდი?
ჩემს ადგილას კი არა შენ რომელიც უფრო მოგწონს ის უნდა იყიდო, ტექნიკური მახასიათებლები უკვე იცი, რომ ერთნაირი აქვთ, ახლა ის უნდა გადაწყვიტო რომელი იყიდო, რომლისკენაც გული უფო გაგიწევს შენც ის იყიდე, ორივეს ერთნაირად მიაქვს და ორივე ერთნაირად ხვრეტავს, აბა მე როგორ გირჩიო? მე თუ ტოიოტა მომწონს და შენ ჰონდა, როგორ გითხრა რომ არჩევანში ცდები მეთქი? ან შენ რომ მითხრა ეგ რამ გაყიდინა, ჰონდა გეყიდაო : ))) ვის რაც მოსწონს და გული რაზეც უფრო მიუწევს ის უნდა იყიდოს, ეგ ფასის სხვაობა რაც მაგ იარაღებშია გამომდინარეობს იქიდან რომ, ერთზე დახარჯულია მეტი დრო და დამატეული აქვს შრაუდერი და ქამრის სამაგრი, მეორეზე არა, თუ არ აქვს მნიშვნელობა ექნება თუ არა თოფს შრაუდერი , თუ ასევე არ აქვს მნიშვნელობა ექნება თუ არა ქამრის საკიდი, თუ ვიზუალურ მხარესაც არა აქვს შენთვის მნიშვნელობა, მაშინ პასუხი უკვე გქონია შენივე კითხვაზე შე კაცო : )
arch daili
Jun 14 2014, 06:23 PM
კარგი კაცი ბრძანდებით თქვენ ბატონო gela მადლობა დახმარებისთვის

ჩემს მეგობარს უნდა არბალეტის გამოწერა და აინტერესბს საბაჟოზე შესაძლებელია თუ არა მისი გადმოტანა და საერთოდ რა ხდება აკრძალუი ხომ არაა?
ja_ja
Jun 14 2014, 09:00 PM
არბალეტზე მგონი გაგჭედავენ.
მეგობარი ერთობა შვილდისრით და ვიცი რომ პნევმოზე უარეს დღეში არიან. მაგათ დღემდე არ მოუხსნეს აკრძალვები და მხოლოდ ფედერაციის თუ კლუბის ეგიდით შემოაქვთ ხოლმე შვილდისრები....
ადრე საბაჟოს აეროპორტში "ლასარეში" მეც ველაპარაკე და მაგათმა უფროსმაც ეგრე მითხრა შანსი არაა არბალეტს და შვილდისარს ვერ გავატარებთო. რაღაც ცივ სატყორცნელი იარაღის პუნქტზე მიმითითა კანონში, მაგრამ არ მაინტერესებდა დიდად და დავიკიდე. ამიტომაც არ ამხსოვს კანონის რომელი მუხლი მითხრა...
კაროჩე დაკვეთამდე ჯობია გაარკვიო და რაც მთავარია ჯობია საბაჟოზე გაარკვია და არა სანებართვოში. სანებართვოში აზრზე არ არიან და ვერაერს ნორმალურს ვერ გეტყვიან
arch daili
Jun 14 2014, 09:08 PM
მადლობა ბატონო ja_ja
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.