დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: როემლი პნევმატური თოფი ვიყიდო?
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა
gunner
გამარჯობათ..მაინტერესებს რომელი პნევმატური თოფი ვიყიდო 100$ ფარგლებში??

1)gamo hornet (1200fps) http://www.amazon.com/Gamo-Hornet-Rifle-17...rds=gamo+hornet

2) crosman phantom ( 1000fps ჰორნეტზე სუსტია) http://www.amazon.com/Crosman-Phantom-Cali...crosman+phantom


ან სხვა რამე პნევატური ამათზე უკეთესი smile.gif ( 100დოლარამდე )
gunner
სასროლად და ხანდახან სანადიროდ მინდა ...სასროლად ესე 50-60მეტრაზე
ja_ja
500 მეტრაზე კი გაისვრის, აი მიზანი კი 50 მეტრზე 100$-იან თოფს არ მოეთხოვება.


ფანტომი ფორუმზე გამოცდილი აქვთ ბიჭებს და არ უჩივიან, გამო რავიცი, ერთადერთი პრობლემა პლასტმასში ჩასმული თხელი ლულაა

სიჩქარეს კი ნურჩერთს ნუ დაუჯერებ, ორივე 1200 FPS-ი უწერია და მაგ სიჩქარეს ყველაზე კაი შემთხვევაში გააჩალIჩებ 4 ან 5 გრეინიანი ტყვიებით (ანუ 0.25 დან 0.30 გრამამდე ტყვიებით), ეგეთს კი რეალში ვერ იშოვი თუ იშოვი და აზრი არ აქვს გასროლას, იმიტომ რომ ენერგიას იმდენად ჩქარა კარგავს რომ 20-25 მეტრის შემდეგ, ან საერთოდ არაეფექტურია ეგეთი მსუბუქი ტყვია, ან არა და ისეთ რეზკი პავაროტებს აკეთებს ჰაერის წინააღმდეგობის გამო რომ შეიძლება ტყვია კეფაში მოგხვდეს (ნუ ეს ხუმრობით, მარა 3-4 მეტრიანი მოხვევები არ უნდა გაგიკვირდეს smile.gif )

რეალში 10.5 გრანიან ტვიას გაისვრის 220-230 მეტრ წამით, სადრაც 8 გრანიანს 270 მეტრ წამით, რაც სავსებით საკმარისია ყველა საჭირო საქმისთვის.
gela
პირადად მე რომ ვიყო არჩევანის წინაშე, ამ თოფს, ვიყიდდი არა მე იმას არ ვამბობ რომ ჩემი არჩევანი იდეალურია ყველასათვის, მაგრამ შენს არჩეულ თოფებთან შედარებით, ჩემს არჩეულ თოფს პლიუსი ნიტრო ზამბარა აქვს: ) მხოლოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ და თუ ვინმეს ჭკუაში დაუჯდა, შეუძლია აიტაცოს : )))
zax ara
ციტატა(gela @ Apr 18 2014, 07:35 PM) *
პირადად მე რომ ვიყო არჩევანის წინაშე, ამ თოფს, ვიყიდდი არა მე იმას არ ვამბობ რომ ჩემი არჩევანი იდეალურია ყველასათვის, მაგრამ შენს არჩეულ თოფებთან შედარებით, ჩემს არჩეულ თოფს პლიუსი ნიტრო ზამბარა აქვს: ) მხოლოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ და თუ ვინმეს ჭკუაში დაუჯდა, შეუძლია აიტაცოს : )))

მეც მაგა თოფს ვარჩევდი . ცოტა მაგარი და გრძელი სპუსკი აქვს , მარა უსაშველო არ არი . მქონდა შეხება და არ არი ცუდი .
gunner
და ქროსმან ფანტომით სადამდე შეიძლება მიზანში სროლა და ნადირობა?? რამდენ გრანიანი ტყვიებით?

gunner
ამ გამო ჰორნეტს უწერია 5.4 გრანიანი ტყვიებით 1200fps
ja_ja
gunner
ციტატა(gunner @ 18th April 2014 - 09:12 PM) *
ამ გამო ჰორნეტს უწერია 5.4 გრანიანი ტყვიებით 1200fps

დაივიწყე რა ეგ 1200 FPS-ი, შენ თუ თოფს FPS-ების მიხედვით ყიდფულობ დამიჯერე ყიდვიდან მეორე დრეს მხოლდო გულის დაწყვეტა გელის. ეგ არის სუფთა წყლის მარკეტინგი და რეკლამა, არანაირი შეხება არა აქვს დედამიწაზე მოქმედ ფიზიკის კანონებთან smile.gif

რაც შეეხება კითხვას

ციტატა(gunner @ 18th April 2014 - 09:01 PM) *
და ქროსმან ფანტომით სადამდე შეიძლება მიზანში სროლა და ნადირობა??

მოვა ახლა ერთი ვირტუალური ფორუმელი და დაიწყებს მე 70 მეტრზე მოვხსენიო smile.gif არ ვუარყობ გამონაკლისი ყოველთვის არის, მარა რავიცი ცოტა მეეჭვება სტაბილური შედეგი იყოს და რეალურად 70 მეტრი ყოფილიყო იქ სადაც ისროლა.
gunner
http://www.youtube.com/watch?v=PwT6WxL6p3Y ეს საერთოდ 110იარდზე ესვრის biggrin.gif
ja_ja
ნუ ტყვია კი გაფრინდება 110 იარდი 100 მეტრია ასე რომ ეგ პრობლემა არაა მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ გარკვეული კუთხის და სიჩქარის უზრუნველყოფისას პნევმატიკის ტყვია 450-500 მეტრამდე მიფრინავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რაიმე ტრაკი აქვს მაგ მანძილზე smile.gif

ვიდეოზე ნაჩვენებია 100 მეტრი, დიდი კოკაკოლას ბოთლი და ... ნუ დალშე მსროლელიც, უნდა ოპტიკაც, შეიძლება რაიმე ტუნინგიც ჩაუტარა ტიპმა... მაგ ვიდეოში არ ჩანს ეგ ნიუანსები... მოკელდ გასროლა და მორტყმა...

თუ გავითვალისწინებთ რომ კოკაკოლასნაირი გაფერილი ბოთლი დიამეტრში არის 100-დან 120-130 მილიმეტრამდე, სავსებით შესაძლებელი მოტყმა, მითუმეტეს რომ არ გაქვს დასახული მიზნად რაიმე კონკრეტულ ადგილზე მორტყმა, ვთქვათ მხოლოდ სახურავში.... ანუ მოხვედრის შესაძლებლობა გავარკვიეთ. ახლა ძალა განვიხილოთ.

ტყვიას მაგ მანძილზე რომ ჰქონოდა რაიმე ძალა ბოთლს უცებ გახვრიტავდა და ან ბოთლი საერთოდ არ გაინძრეოდა (მაგრამ მაგ დროს ძირში ცოტა წყალი უნდა იყოს რომ ბალანსი შეინარჩუნოს) ან უცებ კარგა გემრიელად ახტებოდა. ჩვენ კი ვხედავთ საკმაოდ ზანტ და დინჯ გადაყირავებას შემდეგ კი უკვე გრავიტაცია ავლებს ხელს და აგდებს ძირს... მოკედ მარტო მორტყმა არაფერ შუაშია თუ ტრაკი არ ექნა გახვრეტის. აბა მაგ მალძილზე დაედოთ მინის ბოთლი ვთქვათ ლუდის, და იმისთვის ესროლათ smile.gif ჯერესერთი გაცილებით გართულდებოდა მოხვედრა, მეორეცესერთი გავიგებდით წკრიალა ხმას როგორ მოხვდებოდა ბოთლს ტყვია და უპრობლემოდ აისხლიტავდა.

gunner
გასაგებია smile.gif და ამ ფანტომით რამდენ მეტრაზე ,რაზე შეიძლება ნადირობა?? ბატს ან იხვს ან კურდღელს მოკლავს? smile.gif

და რომელ ტყვიებს მირჩევთ რომელი ვიხმარო ნადირობისას,სასროლად .
gunner
http://www.youtube.com/watch?v=xbIfZ3hR6d4 ეს გამოს ტყვიები მგონი კარგი უნდა იყოს smile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ფანტომს, როგორც თვითონ იცი ჩვეულებრივი ზამბარა აქვს, რაც დროთა განმავლობაში ასე ვთქვათ "ჯდება", ანუ სუსტდება. თავიდან, სანამ ასეთი რაღაც-რუღაცეები დაემართება, 30 მეტრში ალბად შეძლებ ბატზე და იხვზე ნადირობას, მაგრამ მაგის გარანტიას ვერავინ მოგცემს, რომ ტყვია მოხვდება და იხვი ან ბატი ადგილზე დარჩება, ახალმა ფანტომმა შეიძლება გახვრიტოს კიდეც ეს ჩვენი ბატი, მაგრამ კალიბრის გამო ვერაფერი ისეთი ვერ დაუშავოს, რომ მისი აღება შეძლო რეალურად, შეიძლება გაფრინდეს და მერე სადმე ჩამოვარდეს და კაცმა არიცის სად.

მოკლედ, 40 მეტრში თავისუფლად ინადირებ მტრედის და ყვავის ხელა ფრინველზე, ასე ვთქვათ 50 მეტრშიც არის შესაძლებელი ასეთი რამ, მაგრამ ეს მხოლოდ ახალი ფანტომით.

კურდღელი დაივიწყე, პნევმატიკით საქართველოში ცხოველებზე ნადირობა აკრძალულია.

ჰაერის ზამბარიანი რემინგტონ სამიტით, რომელიც იგივე ფანტომია ოღონდ ხის კონდახით, 75 მეტრში მოხსნილი მყავს 2 გასროლაში 2 მტრედი, 8.0 გრანიანი ტყვიებით, რომელთაგანაც ორივეს მხოლოდ ფრთა გაეხვრიტათ და ცოცხლები დარბოდნენ. და თანაც ეს "ჰაერის ზამბარის" მეშვეობით. ჩვეულებრივი ფანტომით კი ალბად როგორც ავღნიშნე 40 მეტრში თავისუფლად ინადირებ მტრედზე. ტყვიების წონას რაც შეეხება, 8.0 გრანიანი ჯსბ-ებიც წავა და 10.34 გრანიანიც. თავისთავაც 10.34 სჯობს. ცოტა სიჩქარეს კი დაუგდებს მაგრამ არა უშავს.

ტყვიებს უფრო დაზუსტებით სხვა გირჩევს, რადგან ამბობენ რომ ბარაკუდებს ხმარობენ სანადიროდ, კარგიაო და მე არ ვიცი, არ გამისინჯავს. სულ ჯსბ 10.34 გრანიანებს ვხმარობ, რაც ჩემი თოფისთვის სანადიროდაც კარგია და მიზანში სასროლადაც. smile.gif
gunner
http://www.amazon.com/Crosman-Vantage-Nitr...mington+vantage ანუ ფანტომს ეს ჯობია?
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(gunner @ Apr 19 2014, 04:48 PM) *
http://www.amazon.com/Crosman-Vantage-Nitr...mington+vantage ანუ ფანტომს ეს ჯობია?

თუ ნიტრო ზამბარაზეა კი, ბევრად სჯობს.
და მაგას კიდევ ჩემი აზრით ეს სჯობს, ოღონდ თუ ესეც ნიტრო ზამბარაზეა იმ შემთხვევაში.
ისე, მე ვერ წავიკითხე ნიტრო ზამბარაზეა თუ არა და რავიცი შენ დაძებნე დაწვრილებით სად უწერია მაგის შესახებ smile.gif
gunner
კარგი მოვძებნი..თუ ნიტრო ზამბარაზეა და ფანტომზე ძლიერი ან ფანტომის ნაირი სიძლიერე აქვს ღირს ამის ყიდვა

ქროსმანის საიტზე არ უწერია ნიტრო რომ არის.,, ქროსმან ოპტიმუსი
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(gunner @ Apr 19 2014, 05:01 PM) *
კარგი მოვძებნი..თუ ნიტრო ზამბარაზეა და ფანტომზე ძლიერი ან ფანტომის ნაირი სიძლიერე აქვს ღირს ამის ყიდვა

ფანტომზე ძლიერი არის, მაგას დანამდვილებით გეტყვი. ფანტომს 1000 ფპს უწერია ქარხნული და ამას მე რაც გირჩიე 1200. პლიუს ნიტრო ზამბარა და პლიუს ხის კონდახი, რომელიც ჩემი აზრით ბევრად დახვეწილია. ცოტა მზიმე კია ფანტომზე და მართალია პლასტმასის კონდახს არ ეტყბა ნაკაწრები და ასე შემდეგ, მაგრამ ხის კონდახს უნდა გაუფრთხილდე. ხომ გაგიგონია "სილამაზე მსხვერპს მოითხოვს-ო?" biggrin.gif ჰო და მასეა რა smile.gif


ციტატა
gunner

ქროსმანის საიტზე არ უწერია ნიტრო რომ არის.,, ქროსმან ოპტიმუსი

ქროსმანის საიტი რაში გაინტერესებს, ამაზონიდან ყიდულობ და ამაზონზევე დაძებნე ნიტრო ზამბარაზეა თუ არა smile.gif
gunner
კი მოვლა არ არის პრობლემა

და crosman vatage რამდენი კილოა რომ ვიცოდე..რადგან წონაში ფულს იხდი და

კი მარა ეს თუ უკეთესია ფანტომზე უფრო იაფი რატომ ღირს? biggrin.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(gunner @ Apr 19 2014, 05:16 PM) *
კი მოვლა არ არის პრობლემა

და crosman vatage რამდენი კილოა რომ ვიცოდე..რადგან წონაში ფულს იხდი და

კი მარა ეს თუ უკეთესია ფანტომზე უფრო იაფი რატომ ღირს? biggrin.gif

ისე კი მეეჭვება მაგ ფასად ან ერთი, ან მეორე და ან მესამე იყოს ნიტრო ზამბარაზე. ასე რომ იმსჯელე ძალით და ვიზუალით. მე მაინც ქროსმან ოპტიმუსს გირჩევდი. დანარჩენი შენ იცი smile.gif ისე თუ მაგის ყიდვას გადაწყვეტ, ქვემოთ მოუშალე პწიჩკები რომ ტყვიები და ზეთი არ გამოჰყვეს და მხოლოდ იარაღი იყიდო $94.63-ად.

ქროსმან ოპტიმუსს უწერია 7.8 pounds. ვენტეჟს კი 9.1 pounds. რაც იმის მაუწყებელია რომ ოპტიმუსი უფრო მძიმეა, ნუ ეს წონა თავის შეფუთვიანად იგულისხმება, მაგრამ მარტო აღებული ვენტეჟიც უფრო მძიმე იქნება ვიდრე ოპტიმუსი. გაითვალისწინე ისიც რომ ოპტიმუსი $94.63 ღირს ხოლო ვენტეჟი $83.96.

მოკლედ აირჩიე, ან ერთი ან მეორე.

ჩამოსვლის შემდეგ იარაღის ხარისხზე ვერავინ მოგცემს გარანტიას, ამ ბოლო ხანებში ბევრმა ჩამოიტანა ქროსმანის იარაღი (მათ შორის მეც) და ყველას რაღაც დეფექტი ჰქონდა, რავიცი რავიცი. smile.gif

დაუშვათ და თუ ასეთი რამე აღმოჩნდება დროულად უნდა შეატყობინო გამყიდველს და ან ცოტა თანხა გამოგლიჯო უკან ზარალის ანაზღაურების მიზნით, ან საერთოდ უკან გაუგზავნო. ეს უკანასკნელი კი ცოტა არ იყოს და ძვირი ჯდება.

ციტატა
gunner

კი მარა ეს თუ უკეთესია ფანტომზე უფრო იაფი რატომ ღირს?


მაგას ყურადღებას ნუ მიაქცევ, ყველა მაღაზია ინდივიდუალურად სხვადასხვა ფასად ყიდის თავის პროდუქციას. გააჩნია ვის როგორ უღირს. smile.gif
ja_ja
ან ყველაფერს ჯობია გრიშასთან იყიდო ცოტა ძვირად, მაგრამ ადგილზე შემოწმებით და გარანტიით smile.gif
gunner
და მერე ზამბრაის შეცვლა ხომ შეიძლება? რამდენად?
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(gunner @ Apr 19 2014, 05:33 PM) *
და მერე ზამბრაის შეცვლა ხომ შეიძლება? რამდენად?

გააჩნია, თუ ჰაერის ზამბარას გულისხმობ მაგისათვის ეს თემა წაიკითხე, უფრო ბოლო გვერდებისკენ.
gunner
არა ჩვეულებრივი ზამბარა რომ შევცვალო იგივეთი ..რო დაჯდება
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(gunner @ Apr 19 2014, 05:47 PM) *
არა ჩვეულებრივი ზამბარა რომ შევცვალო იგივეთი ..რო დაჯდება

კი, შესაძლებელია. მაგრამ რამდენჯერ უნდა შეცვალო რა ვიცი თუ არ დაიღლები ყოველი დაჯდომის შემდეგ ზამბარის ცვლით... ნუ ეგ სამომავლო საკითხია რა... smile.gif
gunner
http://www.amazon.com/Crosman-Vantage-Nitr...crosman+vantage ამას +15$ შიპინგ რო აწერია..უფასო მიტანა არ აქვს?
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(gunner @ Apr 19 2014, 05:58 PM) *
http://www.amazon.com/Crosman-Vantage-Nitr...crosman+vantage ამას +15$ შიპინგ რო აწერია..უფასო მიტანა არ აქვს?

როგორც ჩანს არა. ოპტიმუსს აქვს უფასო გადაზიდვა smile.gif
mamukaaa
გამარჯობათ.თქვენი რჩევა მინდა რაც მაიმარკეტზე დევს ნიტრო ზამბარიანი თოფები რომელს მირჩევდით
ამ დღეებში მინდა რამე შევიძინო.
მინდა ფრინველზე და პატარა ცხოველზე სანადიროთ იხვზე.
იმედია დამეხმარებით.
ja_ja
mamukaaa
და უკაცრავად ხალხმა მთელი მაი მარკეტი შენს მაგივრად უნდა გადაქექოს?

ითხოვ ვინმეს დახმარებას და ის მაინც გააკეთე რომ ზედმეტი წვალება არ აკიდო ხალხს. თორემ ისე გამოდის შენ განძრევაც არ გინდა და პირდაპირ მზა-მზარეული უნდა ჩაგახუტონ. ეგრე არაა ცხოვრება, სხვას რაღაცას სთხოვ და შენც რაღაც პაწუა უნდა ქნა.

შენი დაძებნე რომელს უყურებ და მერე აქ ლინკები დაყარე, თორე ვიღაცამ უნდა იწვალოს და მერე შენ იმის ფორმა არ მოგეწონება, ამის ფასი და ვირაცას სულ ტყუილად შერჩება მაი მარკეტზე გატარებული საათები. რატომ?
mamukaaa
Benjamin Titan GP Nitro
მემგონი ამას შევიძენ.ოპტიკის გარეშე
ოპტიკას სხვას შევარჩევ.
kubi11
გამო იყიდე
ხ.მ.ე.ლ.ო
ციტატა(kubi11 @ Dec 12 2014, 07:47 PM) *
გამო იყიდე

დადიხარ მთელს ფორუმზე, ყველა თემაში და სადაც რაიმე მსგავსი წერია: თოფი მაყიდინეთო და ასე შემდეგ, ყველგან წერ გამო იყიდე-გამო იყიდეო. ან ჰატსანი იყიდეო, თუ სხვა საკითხს ეხება თემა, მაინც რაღაცას წერ უმიზეზოდ, უკვე პასუხის გაცემაც რომ არ არის საჭირო და ასე შემდეგ... ან პოსტებს დააკვირდი როდინდელია, ან რის საფუძველზე ურჩევ (რომ ურჩევ უნდა დაასაბუთო კიდეც, თუ რატომ იყიდოს ეგ იარაღი). ასე რომ დააკვირდი პოსტის თარიღებს, მაგ ადამიანებს ალბად უკვე 4 თოფი აქვთ გამოცვლილი...
kubi11
2014 იყო მერავიცი biggrin.gif ნუ რის საფუზველზე ვთავაზობ კაი აგიხსნი ძლიერი და ზუსტი იარაღია, განსაკუთრებით 50 მეტრზე სანადიროდ ან ცოტა შორს კიდე 70 იყოს მაგალითად, მოზრდილ კურდღელს უმკლავდება, უფრო მოზრდილ ცხოველსაც დააგდებ მაგალითად ენოტს თუმცა ეგენი აქ არ არიან, შესახედაობაც კარგი აქვს და მსოფლიოში აღიარებული ბრენდია ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, (კურიკიც) არააქვს კროსმანივით თითებზე კუნთებს რომ დაგასვამს smile.gif დამატებით თუ რამე გაინტერესებს შეგიძლია შემეკითხო
ხ.მ.ე.ლ.ო
1) ქროსმანზე არასწორი წარმოდგენა გაქვს, მითუმეტეს ნიტრო ზამბარიან თოფებზე (იმედია იცი რა არის ნიტრო ზამბარა)
2) მე რას მიხსნი, წესით თემის ავტორს უნდა აუხსნა და მან უნდა გკითხოს ინფორმაცია თუ რამე დააინტერესებს, დიდი ხნის წინანდელი თემაა და ცხადია აღარ აინტერესებს
3) გამოც კარგად ვიცი, ჰატსანიც, ნორიკაც, ტორუნიც და სხვებიც და ქროსმანს რაც შეეხება ხო სულ ზეპირად ვიცი
4) რომ არ იცი რომელი თვის თემაში წერ საქმეც მაგაშია და ამიტომ უნდა გადაიკითხო თარიღები...
5) რაც მთავარია, სჯობს ფორუმის წესები წაიკითხო, ბევრ რამეში დაგეხმარება smile.gif
ja_ja
ახალი წევრი ინფორმირებულია და იმედია აურზაურს ადგილი აღარ ექნება.
tarasuna
მე Benjamin PROWLER მქონდა amazon-იდან გამოვიწერე მაგრამ სიმძლავრე არ მომეშომა და გავყიდე. წემდეგ ერთ ადამიანს ვინვ გაზის ზამბარებს ამზადებს მას ვკითხე რჩევა, ვკითხე თუ არის წესაძლებელი ჩემს PROVLER-წი წმევის დატენვა და ტყვიის სიჩქარის გაზრდა 10,5-გრანიანით 230 მეტრ-შმ რომ აშიოს, მიპასუხა რომ არ წეიძლება იმიტომ რომ გამოს სასხლეტი აქვს და არ გაძლებს ლულასაც გაგიღუნავსო. HATSAN 95, 90, 99, ბევრად ჯობია მაგენს რადგან მაგ მოდელებს წეუძლია 10.5-გრანიანი ტყვიით 240მეტრ-წმ აწიოს სტაბილურად გაზის ზამბარას თუ დაუყენებო, იაფიან მოდელებწი ასე 200-300 ლარის დარგლებწი ეგ არის გამართლებულიო. მე გადავწყვიტე Benjamin sheridan 397 ან პცპ წევიძინო ჩემი აზრით მაგ ნიტროებს ასი თავით ჯობია, mymarket-ზე დევს 400 ლარად XISICO PCP მაგრამ სამაგისო გამოცდილება არ მაქვს ეგ პცპ როგორია და თავს ვიკავებ, სურათი როგორ დავდო ფორუმზე იქნებ მასწავლოთ.
geojorjika
tarasuna
ერთი და იგიე პოსტებს ნუ აკოპირებ სხვა და სხვა თემაში, იმედია არ მომიწევს შენიშვნის გამეორება და 3-4 დღის შვებულებაში გაშვება
gregory
ციტატა(tarieli @ 8th February 2015 - 11:08 AM) *
სურათი როგორ დავდო ფორუმზე იქნებ მასწავლოთ.

tarasuna
ჯერ "ძებნის" ფუნქცია შეისწავლე და მერე აღარ დაგებადება ამგვარი კითხვები
ამჯერად კი:
რაც შეეხება სურათის ატვირთვას:
ეს ნახე
აქ არის ყველაფერი! (ბაზუკას მე-3 პოსტი)
davita76
600-700 ლარის ფარგლებში რომელს მირჩევთ
Multi-Tool
davit choquri
აქ ფორუმელი biocar ყიდის discovery177დa დასატენ ბალონს ძალიან სეილად და მგონი
მაგრა გაგიმართლა
ja_ja
davita76
ციტატა(davita76 @ 2nd April 2015 - 05:46 PM) *
600-700 ლარის ფარგლებში რომელს მირჩევთ

მგონი შენი გზა მიდის აი აქეთკენ
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.