samuraisxmali ციტატა(samuraisxmali @ 26th January 2014 - 12:58 PM)

მეტალის ბურთულები რომ ავიღო, რომელიც 0.3 გრამია გააფუჭებს?
გააჩნია რას გულისხმობ მაგ სიტყვაში

თუ რაიმე დეტალის დაზიანებას გგულისხმობ ეგეთი რამე არ მოხდება, მაგრამ თუ სიჩქარეს შეხედავ მაგას უკვე გააფუჭებს, ანუ წონა და ენერგია ერთმანეთზე გადაჯაჭვულია, 0.2 გრამიანს სიტყვაზე თუ ისვრის 150 მეტრ წამით 0.3 გრამიანს გაისვრის 120 მეტრ წამით და ასე შედმეგ...
პლიუს ლითონის ბურთულები კატეგორიულად!
ვიმეორებ კატეგორიულად აკრძალულია თამაშებში გამოსაყენებლად. აირსოფტით თამაშისას მიმდინარეობს ადამიანის მიმართ სროლა, ამიტომაცაა მიღებული პლასტმასის ბურთულების გამოყენება, ეგეც კი გემრიელ სინიაკებს ადებს ხალხს, ლითონი კი არანაირად არ შეიძლება, აკრძლულია...
თუ გავითვალისწინებთ რომ AIRSOFT-ის იარაღი არ არის განკუთვნილი რაიმე არსების მოსანადირებლად (ძალა არ ყოფნის) ან მიზანში სასროლად (ხრახნიანი ლულა არ აქვს და ტყვია ყანყალებს ფრენისას) ჩემთვის ცოტა უცნაური ხდება ლითონის ტყვიების გამოყენების მოთხოვნილება - ადამიანს არ უნდა ესროლო, არსებას ვერ მოინადირებ, მიზანში სროლისთვის დიდად სუპერ სიზუსტე არ აქვს, აქედან კითხვა რა ჭირად გინდა რომ ყიდულობ

ყველა იარაღს რაც მე ჩამოვთვალე აქვს თავისი დანიშნულება და სასურველია იმაზე მეტი არ მოსთხოვო იარაღს რაც თვითონ აკისრია მწარმოებლისგან.