დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ზამთრის ამხანაგური შეჯიბრი პნევმატურ სროლაში (ჯგუფები)
Georgian Airgunners Portal > სპორტული სროლა პნევმატიკით > შეჯიბრებების სახეობები
ja_ja
ახალი წლების შემდეგ სანამ ხალისიანი განწყობა კიდევ იყო, გადავწყვიტეთ შეჯიბრის ჩატარება. დისციპლინად ამოვირჩიეთ ჯგუფებზე სრულა, ანუ ვინ უფრო პატარა ჯგუფებს გააკეთებდა 50 მეტრზე სროლაში.

იდეა ჩაისახა ახალ წლამდე და შესაბამისი თემაც იყო გახსნილი, მსურველები ჩაეწერენ და 5 იანვარს დილით 9 საათზე საყვარელ ფოთოლას მიდამოებში დავიწყეთ შეკრება. დილიდან ეს ფოთლიანი მზეჭაბუკი ზემოდან გვიყურებდა და ფიქრობდა აბა თქვენა გყავთ თავში ტარაკნებიო smile.gif



თუმცა შეკრებამდე 1 დღით ადრე ილარიონამ და თქვენმა მონა მორჩილმა მემატიანემ, ანუ საზიზღარმა მე (ისე მინიონები მაკლია და სუფთა Despicable Me გამოვდივარ smile.gif ) შემოვიარეთ თბილისი, ავკრიფეთ სურსათ სანოვაგე, დრინქები (ანუ სასმელები), ყველი პური პრიზები და სამიზნეები, შედეგად მეორე დილისთვის მზად ვიყავით თავფეხიანად.



გავეშურეთ ჩვენი საფირმო მაგიდის ტერიტორიაზე, 1 საათში ადგილზე აღმოვჩნდით. გავშალეთ ყველაფერი, მოვამზადეთ ეს და ის, დაჟე ჩვენმა "შეფ პოვარმა" მოასწრო და თევზის "უხა" მოხარშა რითაც ყელი ჩაუკოკლოზინა სპორცმენ მონაწილეებს.





ზოგმა ამასთანავე მოასწრო და გაერთო ახალი სათამაშოთი სახელად პნევმატური რევოლვერი.








ასე იყო თუ ისე ჩამოვწერეთ სია და დავიწყეთ წყვილ წყვილად სროლა, მარა მალე მოგვიწია, თითო-თითო მსროლელზე გადართვა რადგან სკლეროტიკმა მომხმარებლებმა ბალიშები არ წამოიღეს, ჩემი ერთი ბალიშის კომპლექტიდან კი მხოლოდ ერთი კაცი ახერხებდა სროლას.



მოკლედ აგერ არის, იმპროვიზირებული სია, სამწუხაროდ სიაში ცარიელად ჩანს 2 მონაწილე, Dave და Beqa. პირველმა მოახერხა და სადღაც წასვლა დააპირა და არ გამოჩნდა სანამ ჩეჯიბრი არ დამთავრდა შედეგად მონაწილეობა ვერ მიიღო, მეორემ კი ისე ისროლა რომ დათვლა შეუძლებელი გახდა smile.gif.



მაშ ასე წესები და პირობები - ყოველ მსროლელს ეძლევა 1 ქაღალდი, რომელზეც გამოსახულია 5 სამიზნე. მსროლელმა უნდა ისროლოს 4 გარე კუთხეზე განთავსებულ სამიზნეებში, თითო სამიზნეში 5 ტყვია, შუა სამიზნე კი გამოიყენება მისროლისთვის. შუა სამიზნეში შეიძება თავიდან სროლა განუსაზღვრელი რაოდენობით, ჩასათვლელ სამიზნეებში მხოლოდ 5-5 ტყვია. მთლიანად სროლაზე გამოყოფილია თითო მონაწილისთვის 20 წუთი

დაანგარიშება და გამარჯვებულის გამოვლენა - მიზანში და 10-იანში მოხვედრას მნიშვნელობა არ აქვს, მიმდინარეობს ჯგუფებზე შეჯიბრი, ანუ ვინ უფრო ახლო ახლო დასვავს თითო სამიზნეში 5-5 ტყვიას. სროლის შემდეგ თითო სამიზნეში იზომება 5 ტყვიის ყველაზე დაშორებული მანძილები მხეებიდან. იწერება თითოეულ სამიზნეში რა ზომის ჯგუფი იყო გაკეთებული, შედმეგ ჯამდება 4-ივე სამიზნის შედეგი და იყოფა 4-ზე ანუ ვიღებთ საშუალო შედეგს. ვისაც ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა ექნება ის არის გამარჯვებული.

იყო მსროლელებიც, იყვნენ დამკვირვებლებიც და ჭიაკოკონის გამჩენებიც.









ტრადიციისამებრ ნორიკა პირველ მონაწილეებს შორის იყო, მაგრამ მანამდე ისროლეს სოხამ და ირაკლიმ, შედეგები ისეთი იყო რომ ყველაზე კაი მსროლელს ამ მომენტისთვის საშუალო ფულების მიხედვით ჰქონდა 38,33 მილიმეტრი. ამასობაშ გამოდის, ნორიკა, რეაქტიული სისწრაფით ისვრის, და თან წუწუნებს რომ ცივაო და აგროვებს 27,9325 მილიმეტრს, პირველ ადგილზეა! smile.gif ასე შენარჩუნდა შემდეგ გამომსვლელებამდე სანამ რიგი არ მოუწია ნიკას ანუ Gregorich-ს, და აი აქ დეერხა ნორიკას თავისი კუდაბზეკიაობით smile.gif

ახალგაზრდა მსროლელმა ნორიკას თოფიდან აიღო 24,6575 მილიმეტრი. დეერხა ჩვენს საყვარელ ნორიკას, თუმცა ნიკას გამოსვლა რაღაცნაირი გადამწყვეტი იყო, ამის მერე ერთი მეორეზე უკეთესი შედეგები გამოჩნდა.

ჯერ იყო და ილარიონამ 0.355 მილიმეტრით გაამჯობესა შედეგი, შემდეგ იყო და იორამამ სულ წუწუნ წუწუნით და თავზე დადგომით ილარიონას აახია პირველობა და 0.7875 მილიმეტრით მოუგო, მაგრამ ამ დროს მე გადმოვხტი ბუჩქებიდან და იორამას წავართვი პირველობა რაცხა ტილიანი 0.18 მილიმეტრით გაუმჯობესებული შედეგით smile.gif

მოკლედ უკვე მესამედ ხდება ჩვენთან როდესაც ლამის მიკრონებზეა შეჯიბრი, რაც რა თქმა უნდა უფრო საინტერესოს ხდის შეჯიბრებას.. ასე იყო თუ ისე გთავაზობთ ძირს მოყვანილ ცხრილს რომელიც მგონი ყველა შესაძლო კითხვაზე პასუხს გაგცემთ



ეს კი გამარჯვებულების დაჯილდოება smile.gif



თუმცა რას მიყურებთ ამ სურათზე დაჭყანულ მდგომარეობაში აგერ ვიდეო ჩანაწერი მთლიანად დაჯილდოების ტყიური ცერემონიისა smile.gif



ახლა კი მივყვეთ სათითაო ნასროლის განხილვას

გაითვალისწინეთ ყველა ნასროლი შედეგის სურათი დაწკაპუნებადია, შედეგად გაიშლება მთლიანი ზომის სურათი


პირველ რიგში მოვიყვან Beqa-ს შედეგების სურათს, იმის გამო რომ მე-3 ნასროლი გადადის მე-4-ზე სამიზნეზე და მეოთხე კი ფიზიკურად საერთოდ არ არსებობს ქარალდზე შეუძლებელია ქულების დათვლა, ამიტომაც სამწუხაროდ ბექა ბიძია ამოვარდა შედეგებიდან.


დანარჩენს კი მივყვეთ რიგითობით

SOXA - IKAA - Norika



Nodari - Geojorjika - Giorgi



Gregorich (nika) - Ilariona - iorama


Monadire - Ja_ja



ამ ყველაფრის შემდეგ კი გაიშალა სუფრა დიდებული, არ მოკლებია მწვადი, პური ყველა ღვინო კეთილი კული და ნადავლიც კი smile.gif,



ყველაფერი მშვენივრად ჩამთავრდა, იყო კოცონთან სახალისო ამბების მოგონებაც, დასვენებაც ცეკვა-ხტუნავიც და მოკლედ ყველა მგონი ყველა გახარებული დაბრუნდა სახლსა შინა, მიუხედავად დაკავებული ადგილისა.









იყო ქიციც, ქიცმაცურიც, ერთი ადგილის გათბობაც და რავიცი













ბოლოს ახლა ქართული არვის გარეშე რაფრა იქნებოდა, ეგეც კი დავაფიქსირეთ ბატონო, კიდევ კაი ჩვენი მაგიდა გადარჩა smile.gif არა რა სასწრაფოდ ახალი მაგიდებია ჩასადგმელი smile.gif





ასე გავატარეთ ჩვენ ეს კვირა დღე და თქვენ ამ დროს სად იყავით ჩემო ტკბილო მკითხველო? აა თბილად სახლში ბუხართან თბებოდით ხომ... ძალიანაც ცუდი რომ კარგი დღე გამოტოვე და ბუხართან ნაცრის ქექვა ამჯობინე, იმედია შემდეგში შემოგვიერთდები და შენც გექნება რაღაც-რაღაც ახალი მოსაყოლი.
monadire.
რაც კარგი იყო, კარგი იყო, ზაჩემ ატრიცატ!!! good.gif ისე , ცოტა რომ არ მემაიმუნა უკეთესი შედეგის მიღწევაც შეიძლებოდა, პადლაი ბუდუ! აბა, სმაილიკს თუ დახატავ 50 მეტრზე 5 ტყვიითო და წამოვეგე პროვოკაციაზე! (სახელს და გვარს არ დავასახელებ crazy.gif ) გენაცვალეთ სუყველას, ჯიგრები და ჯუგრები ხართ! ია ტაკ დუმაიუ! buba.gif ჯაჯას ცალკე მადლობა ეგზომ ოპერატიულად გამომცხვარი რეპორტისთვის. შეგძლებია შეკაცო და... rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif
ReMiNgToN
ნორიკ ეს რა დაგვემართა ბიჭო თვალებს ვერ ვუჯერებ biggrin.gif კაია აირგანელებო კიდევ უფრო მოუხშირეთ გაასვლებს რაღაც მაინც პასიურობაა smile.gif
WARNer brother
Iლარიონას იაღრაღზე უფრო დაწვრილებით. არ Mეტყვით? რაღაც უცნაური მარადა იყო მგონია.
ja_ja
monadire.
ციტატა(monadire. @ 10th January 2014 - 01:33 AM) *
შეგძლებია შეკაცო და...

ე ბიჯო ადგილი და სტიმული, სტიმული ბლიაძ smile.gif

ნუ რეალში კიდო რაცხა ვეებერთელა დასადები მაქვს და ეს მელკი შტუკა მოვიცილე ფეხებში მედებოდა, მარა იმას რუმ ვუყურებ ცუდათ ვარ ბლიაძ 2 დღე მარტო სურათების ატვირთვა ჩალაგებას მოვუნდები ბლაიძ, მერე ვიდეო, მერე განაწილება და აეეე ....
bazuka
ხოხ, სალიამურის ზომაც მოგეწერა ბარემ.
cz80
ბეევრი საღოლებიი wink.gif
ilariona
იფ იფ იფ smile.gif

შემდეგში 1-ზე გავალ biggrin.gif
iorama
ilariona
სტიმული მოგეცი ხო wink.gif

ბიჯო და მართლა.. იმ ჩვენალალამ უკრაინამ დიდი ბოდიში შემოგითვალათ smile.gif

ყველას რათქმაუნდა smile.gif
Dave
iorama

ბოდიშები მანქანაშივე გვიხადა მარა საბოდიშო მგონი არაფერი დაუშავებია მაგ კაცს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ilariona
iorama
რას ერჩით მაგ უბედურს, ეძინა biggrin.gif

არ გვაგინა და არ გვაფურთხა biggrin.gif
geojorjika
აუფ უხა გამახსენდა sad.gif
ikaaa
ციტატა(giorgi @ 10th January 2014 - 09:53 PM) *
აუფ უხა გამახსენდა

მართლა მაგარი იყო იმის გემო ეხლაც მიტრიალებს პირში smile.gif
gregory
დიდი მადლობა ყველას ასეთი მშვენიერი დღისთვის smile.gif
ძაან ვისიამოვნე smile.gif

beqa
პირველ რიგში მადლობა ჯაჯას მშვენიერი ფოტოებისა და რეპორტისთვის

უუხ რა მაგარი გასვლა იყო, უხა კიდევ უფრომაგარი smile.gif დიდიმადლობა ყველას smile.gif

ეეე მოხსენი რა რვიანი, არა რა ჩემიბრალია ჩემიიი 24.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.