ისე მაგ იარაღის ოპტიოკებს არ აქებენ, მეც ეგ გამოვიწერე და სადღაც 6 გასროლაში გვერდითა ბარაბანს უკვე უჭირდა ტრიალი, გასწორებული აირია, ნაღდად კარგად დავუჭურე ყველაფერი დარწმუნებული ვარ, უბრალოდ ნაგავია ეგ ოპტიკები ი ვსიო, პეცეპეზე გაამართლებს მაგრამ ნიტროზე ვერ გაქაჩამს, ტყუილი ამბავია : )
პირველად ჩემს ცხოვრებაში გავასწორე ოპტიკა თოფზე დაყენებული ერთ ტყვიაში

პირველი ვისროლე და წაიღო სადღაც სამი მილით ქვემოთ და მილნახევრით მარცხნივ, ხოდა ჩემი ვარაუდით რომედენიმე ტრიალი გავაკეთე ზემოთა და გვერდითა ბარაბნებზე და მორიგი გასროლა სადღაც 20 მეტრში და ააპირქვავა ეგრევე ბოთლის კრიშკა. აივნიდან ვისროდი ეზოში

ვაა მეთქი ეს როგორ ტო, ნე უჟე ლი ასე უცბად გავასწორე თქო? მერე ვისროლე კიდევ და კიდევ მოხვდა, აი გაოცებული დავრჩი ჩემივე ერთ ტყვიაში გასწორების ამბავით

შემდეგ სამი დღე აღარ მისვრია და, დავინახე მეზობელი მოდიოდა, გაიგო რომ ახალი ნიტრო ვიყიდე და, მანახეო, ამო თქო, არა მაქედან დამანახეო

ხოდა გამოვიტანე, ვაა რა კარქიაო, აბა მეთქი პროპკა დააყენე თქო, დააყენა და რომ ვიცოდი რომ გავარტყამდი, უჟე ვერ გავარტყი, ოდნავ ქვემოთ მოხვდა, ალბათ შემთხვევით ხელი მომიხვდა თქო ბარაბანზე და ვცადე გასწორება, ავწიე ზემოთ და ახლა მარცხნივ წაიღო, ხოდა გვერდით ბარაბანს რომ მოვკიდე ხელი, უკვე ჭედამდა ტრიალისას, მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ მოხარშული კარტოფილის მასალითაა შიგნეულობა აწყობილი : ) ესა ჩემი კომენტარი , მოკლედ კარგი გითხრა ჯორჯიკამ, თუ გინდა კრასკას მემოგცემ, და თუ გენანება, მაშინ შეინახე და პეცეპეს რომ დაითრევ იმაზე დააყენე და იმუშავებს : ) ისე კაი ნათელი გამოსახულება კი აქვს ჩემმა მზემ, მე მომეწონა : )