hunter_nika
Jan 3 2014, 04:55 PM
Umarex 2251300 Surge Combo 1200FPS
]ამ მოედლზე თუ იცით ვინმემ რამე კაცურად გამარკვიეთ რა გამოწერას ვაპირებ ამაზონიდან შაშვზე და მისხელა ფრინველებზესანადიროდ[/quote]
ja_ja
Jan 3 2014, 06:10 PM
ან სურათი დადე ან ლინკი

რა დაგიშავეთ რას გვერჩი

პროსტა ნოსტრადამუსი არ ვიცი სადაა თორემ დავიქირავებდი
hunter_nika
Jan 3 2014, 06:13 PM
ზედაპიტმულად 2 მინუსი აქ ძიმეა და რკინის ზამბარითაა
Umarex
Mar 6 2016, 08:48 PM
მოკლედ მე მაქვს ზუსტად ეგ მოდელი . რო ვქთქვა რომ დიდად ვერკვევი პნევმატიკაში მოგატყუებ აქ რეებსაც ვკითხულობ იმის ნახევარი არ ვიცი მაგრამ გამოცდილებიდან გამომდინარე ვეცდები დავწრო ამ მოდელის პლუსები და მინუსები..მოკლედ ამ იარაღში რაც არ მომწონს არის ოპტიკა ახლო მანძილზე კარგია მაგრამ სადღაც 20-25 მეტრში უკვე ძალიან ცუდად ჩანს იმიტომ რომ მიახლოების ერთი მოდი აქვს მარტო და მიახლოებას ვერ ცვლი ანუ ვერ ზუმავ.მეორე ისაა რომ საკმაოდ მძიმეა და ცოტა მოუხერხებელია მაგ თვალსაზრისით . მაგრამ არის საკმაოდ მძლავრი იარაღი ჩიტი კი არა რკინის ვედროს ხვრეტს უპრობლემოდ მიზანი ადვილად სწორდება და ძალიან ზუსტია თუ წესიერად გბაასწორებ ..პირველ 1000 ტყვიას სანამ გაისვრი მაქამდე ცოტა გაგაწვალებს სიზუსტე მაგრამ მერე მოჯდება და ხოშიანად მიაქ მიზანში.ვიზუალურადაც ლამაზია ხელშიც ხოშიანად ზის .მე და ჩემი ბიძაშვილს გვაინტერესებდა სადამდე მიდის ტყვია და მოკლედ ვცადეთ რაღაცეები და სადღაც 500 მეტრში ხვდება ტყვია ნუ მიზანში არა რათქმაუნდა

)) ჩემი პირველი პნევმატური იარაღია ეს და კმაყოფილივარ მემგონი საშუალოზე ცოტათი კარგი იარაღია ...
Multi-Tool
Mar 6 2016, 09:39 PM
Umarex
კეთილი იყოს შენი ფეხი ფორუმზე.
მართალია გემოვნებაზე არ დავობენო, მაგრამ ამ დიზაინის ტენდენციას ვერ გავუგე მუღამი.
მგონი ისედაც ჩანს რომ ბალანსი მოშლილი აქვს და უსაყრდენოდ სროლა, რბილად რომ
ვთქვათ არაკომფორტული ექნება.
ოპტიკას რაც შეეხება, ეგ თოფის მინუსი კი არა, უბრალო ოპტიკა ვერ გაკმაყოფილებს და
მაგ პრობლემა ოპტიკის გამოცვლით წყდება.
საერთო ჯამში ნორმალური ზდპ თოფია ამ დიზაინის მოყვარულთათვის.
pilotina
Mar 6 2016, 09:47 PM
Umarex კეთილი იყოს შენი გამოჩენა ფორუმზე.
ოპტიკაზე სწორად გირჩიეს, დააყენე ცოტა ნორმალური და შორსაც მშვენივრად დაინახავ მიზანს.
geojorjika
Mar 6 2016, 10:27 PM
Umarex
კეთილი იყოს შენი კლავიატურა ჩვენს ფორუმზე , მომილოცავს იარაღი და კარგია რომ გახარებს თავისი შედეგებით , ოპტიკაზე გირჩიეს უკვე ბიჭებმა
ეხლა თხოვნა:
1) ძალიან გთხოვ აბზაცებით წერე თორემ ვერ ვიგებ სად მთავრდება წინადადება და სად ახალი იწყება , ვიზუალურად ცოტა დამღლელია
2)გამოყენე სურათები, რაც გაამდიდრებს შენს პოსტებს და უფრო ადვილად აღქმადს გახდის
3) შეიცვალე სახელი , ფორუმის წესებს ეწინააღმდეგება (3 პუნქტი)
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.